Blog

  • აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს! არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, გამოვიყენებთ ღონისძიებებს! – შსს განცხადებას ავრცელებს

    “აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს! არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, გამოვიყენებთ ღონისძიებებს!” – შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.  შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს”- ნათქვამია განცხადებაში.

  • “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს! – ბურჭულაძემ აქციაზე 4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია წაიკითხა

    პაატა ბურჭულაძემ “თავისუფლების მოედანზე” სიტყვით გამოსვლისას  წაიკითხა დეკლარაცია, რომელიც აცხადებს:

    ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ – ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს, ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.  

    ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის და თითოეული მოქალაქისათვის.

    ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კენჭისყრაზე ვაპირებთ შემდეგ საკითხს, 3 საკითხია:

    • ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს
    • ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალებებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ, მისი ძალაუფლება – შეწყვეტილია
    • ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად, საკუთარ ხელში აღებას დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას
  • 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33.46%-ია – ცესკო

    17:00 საათის მდგომარეობით, ხმა მისცა 1 175 817 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის – 33.46%-ია.ჰანაცხადა  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

    17:00 საათის მონაცემებით თბილისში 273 929 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 26.25%-ია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათის მონაცემებით თბილისში 391 975 ამომრჩეველი იყო მისული – 39.1%.

    2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 41.35% იყო – 1 446 218 ამომრჩეველი.

    ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.

    ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს – ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.

  • ფიქსირდება 70%-ზე მაღალი შედეგი ოცნების სასარგებლოდ – ირაკლი კობახიძე

    ფიქსირდება 70%-ზე მაღალი შედეგი ოცნების სასარგებლოდ – ირაკლი კობახიძე

    ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად, ქართული ოცნება დამაჯერებლად იგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც, ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ფიქსირდება 70%-ზე მაღალი შედეგი ქართული ოცნების სასარგებლოდ.

    ირწმუნება ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე.

  • საქართველოს ჩვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება! დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციაა – იუკნევიჩიენე

    საქართველოს ჩვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება! დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციაა – იუკნევიჩიენე

    ”საქართველოს ჩვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციაა ევროპული საქართველოსთვის”.

    წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე.

  • ვიცით ყველა თქვენი ლოკაცია! ვიცით, რომელი სასტუმროს სარდაფში ხართ – ზოდელავა გდდ-ს და პოლიციელებს მიმართავს

    “მინდა მივმართო პოლიციელებს და გდდ-ს თანამშრომლებს, ყველა თქვენი ლოკაცია ჩვენთვის ცნობილია, ვიცით, რომელი სასტუმროს სარდაფში ხართ, რომელი სახელმწიფო [უწყების] სარდაფში ჩაგიყვანათ ბიძინა ივანიშვილმა, ჩაყუჟულები, რაღაცნაირად ჩაკეტილები და ნუ გააკეთებთ იმას, რომ ვერ შეხედოთ თვალებში მეზობლებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს.

    დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლოს ამ ადამიანებს მოაკითხავენ მათი ოჯახის წევრები. ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ, რომ ეს იყოს მშვიდობიანი დერეფანი და სათითაოდ წაიყვანენ სახლში, რომ ეს ადამიანები არ გადაიქცნენ საერთო ეროვნული რისხვის ობიექტად, ეს არ უნდა მოხდეს, თქვენც ქართველები ხართ, დარწმუნებული ვარ გონს მოეგებით. თვითონ გდდ-ს თანამშრომლები გვატყობინებენ, სად არიან, რომელ… არ დავასახელებ სახელებს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ორგანიზატორებმა ვიცოდეთ. ისინი გვეუბნებიან სად ჩაიყვანეს და ძირითადად ჩაყვანილი ჰყავთ სარდაფებში, ნუ ჩამომათვლევინებთ შენობებს, ერთ-ერთი სასტუმროს სარდაფშიც არიან.

    გარწმუნებთ, ეს სხვა ვითარებაა, დღეს სხვა საქართველოა, თქვენ ვერავის ვერ ცემთ დღეს, ვერავის გაუჩეხავთ თავს, ერთადერთი შეიძლება თქვენ დაგემართოთ ეგ და ეგ რომ არ დაგემართოთ, ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ იყოს მშვიდობიანი დერეფანი, ამ დერეფანში მოგაკითხონ ოჯახის წევრებმა და წაგიყვანონ სახლში, ისე რომ არ გახდეთ ქართველი ხალხის რისხვის ობიექტი.”

    აცხადებს  მურთაზ ზოდელავა.

     

  • თუ ვინმე ძალადობას აპირებს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რეჟიმი – წითლიძე

    „საქართველოს ათასობით მოქალაქეს ვერ მოერევა ვერანაირი სპეცრაზმი და შსს, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ. აქ საქართველოს მოქალაქეები გამოდიან ოჯახებით, მშვიდობიანად. ისინი მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში . საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, საქართველოს მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, ძალაუფლება ხელში აიღონ. შესაბამისად, დღეს საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში იქნებიან წარმოდგენილი. თუ ვინმე ძალადობას აპირებს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რეჟიმი, თუმცა საქართველოს მოქალაქეებთან დაპირისპირება ვერ და არ მოუგია არცერთ რეჟიმს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებას დაიცავენ, მათ ვერ მოერევათ ვერანაირი სპეცრაზმი. ამ განწყობით ვართ დღეს ყველა აქ. ეს დღე ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ აქციონ ძალიან დიდი განვითარების შესაძლებლობად, იმათ, რომ ეს იყოს დღე, როდესაც გაიმარჯვებს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, მარო მაყაშვილის იდეები და არა რუსული რეჟიმი. ეს არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე დამოკიდებული. იმედი მაქვს, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, მშვიდობიანად გაიმარჯვებს ეს ქვეყანა და დაიწყებს შეუქცევად განვითარებას. ეს 13 წელი, რაც რეჟიმმა დაგვაკარგვინა, წარსულში დარჩება“

    ამის შესახებ „ერთიანი მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

  • ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს შეუძლია მშვიდობა შეინარჩუნოს ”ქართული ოცნებაა” -კალაძე

    ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს შეუძლია მშვიდობა შეინარჩუნოს ”ქართული ოცნებაა” -კალაძე

    მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო. ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო.

    ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები და ჩვენ მზად ვართ. საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები, თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეკოპოლიტიკის მიმართულებით, იგივე ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის სახით, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი.

    განაცხადა მოქმედმა მერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.

  • ”აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად” – მიხეილ სააკაშვილი

    ”აქამდე ჩვენ პასუხის მოლოდინში ვიყავით, ახლა ჩვენ გავცემთ პასუხს და მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას
    აქამდე კეთილი ნების იმედად ვიყავით, ახლა ჩვენ გამოვავლენთ მტკიცე ნებას
    აქამდე ძალის წინაშე ბრძოლით, თუმცა უკან ვიხევდით, ახლა ისინი უნდა გავაქციოთ
    აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად”

    წერს ამის შესახებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

  • ”ხვალ, 4 ოქტომბერს ჩვენ ქუჩებს დავიკავებთ! ყველას მოგიწოდებთ 16:00 საათზე რუსთაველზე აქციას შეუერთდით” – ბასიანი

    “დღეს ბასიანს 11 წელი შეუსრულდა.

    თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების პარალელურად, საქართველოში საპროტესტო ტალღა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ თანდათან იმპულსს იძენს და როგორც ყოველთვის, ძალების გაერთიანება გვჭირდება. ამიტომ, ჩვენი საიუბილეო, 48-საათიანი კლუბური საღამო 1 კვირის შემდეგ, 10 ოქტომბერს გაიმართება.

    ხვალ, 4 ოქტომბერს ჩვენ ქუჩებს დავიკავებთ. ყველას მოგიწოდებთ, ადექით და 16:00 საათზე რუსთაველზე აქციას შეუერთდით”.

    წერს კლუბი ბასიანი ინსტაგრამზე.