Blog

  • ოცნება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციას აუქმებს

    ოცნება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციას აუქმებს

    ივანიშვილის ხელისუფლება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის აუქმებს.ამის შესახებ “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა.

    “საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2006 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ე.წ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა.

    ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების აშკარადა და მძიმე ღალატი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ 2007 წლის ივნისში, კვლავ კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა დროებითი ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რომელიც დაფუძნდა იმავე არაკონსტიტუციური ალტერნატიული მთავრობის ბაზაზე, ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად, 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის.

    დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს “შესაწირი პაიკის” როლი დაეკისრა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა. ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც აისახა კონსტიტუციურ სარჩელშიც, რომლითაც მოთხოვნილია ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი.

    არავითარი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ. აქვე, ხაზი უნდა გაესვას, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით აირჩიეს 2006 წელს. ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით, საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება.” – თქვა პაპუაშვილმა.

  • საქართველოში ფიქსირდება ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია

    საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია ისევ ფიქსირდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.

    გასულ დღეებთან შედარებით, ატმოსფერული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება მცირედით შესუსტებულია. პროცესი სინოპტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მყარი ნაწილაკების მაჩვენებლების კლება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.

    ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ, ასევე, რეკომენდაციები მიიღოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge „რეკომენდაციების“ ველში.

    აღსანიშნავია, რომ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა საქართველოში 6 ნოემბრიდან ფიქსირდება“, – წერია განცხადებაში.

  • ეს იყო გარედან თავსმოხვეული, დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო – კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე

    ეს იყო გარედან თავსმოხვეული, დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო – კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე

    ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო. რეალურად აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში. მე უნდა ვაფასებდე [ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას? ] მე ვერაფერს ვუწუნებ, რა ვიცი. არც ვიცი, რა გითხრათ“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

    შეგახსენებთ, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

  • ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

    ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  ბრიფინგზე განაცხადა.

    “ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია. კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა. ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. იგივე მოდელით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

    მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

    ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს.

    საერთო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას – წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრ

  • წიწაკის სპრეის შეძენა მხოლოდ შსს-ს თანხმობით იქნება შესაძლელი

    აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    ”საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად  დაცვისა და დანაშაულის  პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ,   აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო  ცვლილებები შეიმუშავა. დოკუმენტი უკვე წარედგინა საკანონმდებლო ორგანოს.

    შემუშავებული ცვლილებების თანახმად:

    • ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში მისი საქართველოში შემოტანა დაექვემდებარება ნებართვას.
    • მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე. ამასთან, ძალაში რჩება მოქმედი ნორმები, რომლითაც ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნისთვის მხოლოდ პოლიციის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე უშვებს;
    • გარდა ამისა, პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები, როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით;
    • გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი დაექვემდებარება ნებართვას;
    • გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე;
    • გარდა ამისა, ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები, საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად, შეძლებენ ელექტროშოკური მოწყობილობის შემოტანას და გამოყენებას.”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  • სანამ ენმ აკრძალულია, ფედერალისტები არჩევნებში არ შევალთ – ჩერგოლეიშვილი

    სანამ ენმ აკრძალულია, ფედერალისტები არჩევნებში არ შევალთ – ჩერგოლეიშვილი

    მინდა, რომ ეთერიც მივცე, დებატებშიც დავუჯდე, ყველგან შევიდე, ყველა მოედანზე დავუპირისპირდე ლეგიტიმურად და დემოკრატიულად და გავანულო ამომრჩევლის თვალში, ის კი არ მინდა ვინმემ აკრძალოს ეს პარტია და მერე მე იქ დავლური ვიცეკვო, ეგ რა სისულელეა. ეგ, ვისაც თავში აზრად მოუვა საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკიდან, რომ აკრძალავს ბიძინა პარტიებს და მერე ესენი შევლენ არჩევნებში და რაღაცა დემოკრატიას დაამყარებენ, ეგ რა სისულელეა საერთოდ, ეგეთი რამე თავში აზრადაც არ მომივა.სანამ ნაციონალური მოძრაობა აკრძალულია, ფედერალისტები არჩევნებში არ შევალთ, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა გვძულდეს ეგ პარტია იმიტომ, რომ არ არის ეგ სწორი.

    სწორია კონკურენტების სამართლიანი წესებით დამარცხება, ამიტომაც ვერჩი ნაციონალურ მოძრაობასაც, რომელიც გეუბნება მიშა არ გააკრიტიკო, თორემ ეთერიდან დაგბლოკავ და მინდა, რომ ეგეც ვაჩვენო, რამდენი უმსგავსობაც არ ჩაიდინეს, საბოლოო ჯამში მაინც წესიერებამ და პატიოსანი თამაშის წესებმა აჯობა იმიტომ, რომ თუ ჩვენ წარმატების მაგალითი შევქმენით პატიოსანი წესებით თამაშის, დემოკრატიული პოლიტიკის და ასე შემდეგ, დემოკრატიული გახდება პოლიტიკა, ტრენდი ეგ გახდება.

    თქვა ფედერალისტების ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.

  • EU ხალხს პროტესტისკენ არ უბიძგებს, მხარს ვუჭერ მშვიდობიან აქციებს – ჰიპერი

    “ბოლო პერიოდში ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რასაც შედეგად მოჰყვა ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა. ყოველთვის მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვეწინააღმდეგებით ძალადობის ნებისმიერ ფორმას, ამიტომ ვგმობთ ძალადობას. საპროტესტო აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი. ამავდროულად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, რომელიც მიისწრაფვის დემოკრატიის გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპისაკენ. არანაირად არ ვეთანხმებით ხელისუფლების შეფასებას, რომ ევროკავშირი უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ. ევროკავშირი არ უჭერს მხარს უჭერს ძალადობას, არამედ გმობსმას. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას – ყველა იმ ჟურნალისტსა და მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიან აქციებს მართავენ და ვგმობთ სამთავრობო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ოპოზიციის ჩასახშობად, რასაც ზუსტად ახლა აკეთებენ“,

    აცხადებს ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი.

  • თუ ფიშერს გავაძევებთ, შესაძლებელია უფრო აგრესიული ელჩი მოგვევლინოს – მათიკაშვილი

    ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა ავყვეთ დიფ სთეითის იმ პროვოკაციებს, რომელზედაც პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა და იქ იყო ლაიტმოტივი ამ მესიჯის, რომ ცდილობენ ევროკავშირიდან, დიფ სთეითი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ხელი ჩაგვაქნევინოს ევროკავშირთან ურთიერთობის გაგრძელებაზე, მაგრამ ამ პროვოკაციას ჩვენ არ ავყვებით. თუკი იქნება გაძევებული პეტერ ფიშერი, არ არის გამორიცხული, რომ მასზე ბევრად აგრესიული ელჩი მოევლინოს გერმანიიდან საქართველოს.

    ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხებს და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა და ის მრავალწლიანი ურთიერთობა, რაც საქართველოს და გერმანიას გააჩნია. პეტერ ფიშერის ქმედებებს, დიფ სთეითის სურვილებს არ უნდა შევწიროთ საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობა.

    ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი.

  • ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს – ადვოკატი

    ენმ-ის ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს. ამის შესახებ ხაბეიშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში წერს.

    „ლევან ხაბეიშვილს სუს-მა 2 თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს!

    სასამართლო უნდა ჩატარდეს 9 დეკემბერს, სადაც უნდა განგვეხილა ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი.

    სუს-ს შეეძლო აღნიშნული შეზღუდვები გაეგრძელებინა მხოლოდ 9 დეკემბრამდე, მაგრამ სუს-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – არ შეეცვალოს! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს – დააკავეს სიტყვის გამო.

    ამ შეზღუდვებითაც ჩანს, რომ მათ ეშინიათ მისი მართალი სიტყვის!

    სუსი იყენებს წამების დახვეწილი მეთოდს – არასრულწლოვანი შვილების ნახვასა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს მამას“, – წერს ტყეშელაძე სოციალურ ქსელში.

  • ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილ დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა

    ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატს, ბიზნესმენ ლევან გამრეკელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  პატიმრობა შეეფარდათ ასევე მასთან ერთად დაკავებულ 2 პირს – პაატა ნოზაძესა და რომან მეტივიშვილს.

    პროკურატურის განცხადებით, ლევან გამრეკელი 2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის მილსადენებს ფარულად დაეუფლა.თავად გამრეკელი აღნიშნულს უარყოფს.

    “როდესაც მან შეიძინა ეს მილები, მაშინ არ იყო დარეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რომ მოხდა არევა. ორი ხაზოვანი ნაგებობის დამთხვევა მოხდა ერთმანეთზე. აქედან გამომდინარეა ეს გაუგებრობაც და ამიტომაც აცხადებს, რომ თუ ზიანია მიყენებული, მზად არის აანაზღაუროს”. – განაცხადა გამრეკელის ადვოკატმა.

    გამრეკელი 11 ნოემბერს დააკავეს.