Blog

  • თუ საქართველოში ცვლილებები მოხდება, ქვეყანა დაუბრუნება გაფართოებას – კუბილიუსი

    როგორ უნდა დავეხმაროთ საქართველოს? პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაწევრიანდეს მოლდოვა, უკრაინა, დასავლეთ ბალკანათი და მონტენეგრო. ამით დავეხმარებით საქართველოსაც. ეს იქნება არგუმენტი, რომ გაფართოება ხორციელდება. დიდი ხნის განმავლობაში ზოგიერთი ოლიგარქი აგზავნიდა მესიჯებს, რომ დაივიწყეთ გაფართოება, რადგან ის არ არის რეალური რამ. ახლა ჩვენ შეგვიძლია მკაფიოდ ვაჩვენოთ არგუმენტიც და მტკიცებულებაც. გაფართოება მოხდება და საქართველოც დაუბრუნება გაფართოებას თუ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება.

    ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

  • სასწრაფოდ საჭიროა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა – პეტრას აუსტრევიჩუსი

    „საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციით დაარსებული ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება გადაწყვიტა, როგორც გარედან თავსმოხვეულის. სასწრაფოდ საჭიროა ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა“,

    ამის შესახებევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.

  • ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას რომ მათი არსებობა არ დავაზიანოთ – კოსი

    „რაც შეეხება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რასაკვირველია [ვაგრძელებთ], მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ძალიან, ძალიან რთულია. რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს, ფინანსური დახმარება გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივცეთ ფული ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობდა. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა“

    აცხადევს გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსი.

  • რეჟიმი ქართველი ხალხის ნებას არ მიჰყვება, მას მთავრობად არ მოვიხსენიებ – ცაჰკნა

    სულ რაღაც წელიწადზე მეტი ხნის წინ საქართველოში ვიყავი. იქ ბალტიისა და ისლანდიის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ჩავედი არჩევნების ჩატარებამდე და მეც დავინახე ქართველი ხალხის დიდი სურვილი და მათ სჯეროდათ, რომ ამჯერად, ხელმძღვანელობა დაპირებას შეასრულებდა დასავლეთთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ, მაგრამ ეს [დაპირება] ძლიერ დაირღვა.

    ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ქართველ ხალხთან, ძლიერ მხარს ვუჭერდით მათ რეფორმებს და ჩვენ რასაც ახლა ვხედავთ… ამ მთავრობას მთავრობად არ მოვიხსენიებ, არამედ ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ მიჰყვება და რასაც ახლა ვხედავთ მოვლენების ისეთივე განვითარებაა, რაც ბელარუსში წლების წინ ვიხილეთ. ეს ძალიან სახიფათო რამაა. ესტონელ ხალზე შემიძლია გითხრათ, რომ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ნების მხარდაჭერას თავისუფლებისთვის.

    თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ აშშ-ს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, რომელიც “NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების” პოლიტიკას ეხებოდა.

  • საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არსობრივად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს.

    “საარჩევნო უფლება არ შეიძლება მხოლოდ ფორმალურად არსებობდეს. სახელმწიფოს მხრიდან უფლების მიზანმიმართულ დარღვევად უნდა ჩაითვალოს ისეთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს აქვს რეალური შესაძლებლობა უზრუნველყოს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა, მაგრამ მმართველი პარტიის ინტერესების გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ ხმის მიცემის რეალური შესაძლებლობა. არჩევნების საყოველთაობის პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში რეალური მონაწილეობა და არ დაუშვას, რომ მათი აქტიური საარჩევნო უფლება ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ფორმალობად იქცეს. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე,“

    უკვე წლების მანძილზე არსებული შესაძლებლობის მოქალაქეებისთვის წართმევით, მათთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვით, გაუგებარია როგორ ასრულებს სახელმწიფო ამ ვალდებულებას.

    საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, განაგრძონ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკურად არ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას, მიუხედავად გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური გარემოებებისა. აღნიშნილი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს საქართველოს შემთხვევაში, რადგან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა დიდია და მუდმივად იზრდება. ისინი ქვეყანაში დარჩენილ ოჯახებს მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ და ამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.

    ვენეციის კომისიის მოსაზრებით, მოქალაქეთა ევროპული მობილობის გათვალისწინებით და სახელმწიფოების ინდივიდუალური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოებმა უნდა გამოიჩინონ პოზიტიური მიდგომა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებთან დაკავშირებით. ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას აძლევენ, მზარდია და ამის პარალელურად, საქართველოს მოქალქებითვის ამ შესაძლებლობის წართმევა დაუშვებელია.

    ამასთან, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის წესის ჩამოყალიბება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიით, კონსტიტუციურად გაუმართლებელი და მანკიერი პრაქტიკაა, რადგან ეს ორი პროცესი არსებითად განსხვავებული სამართლებრივი ბუნებისა და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა.

    არსებითია ისიც, რომ აღნიშნული საკანონდებლო პროცესის პარალელურად მმართველი პარტია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით აწარმოებს დავას საკონსტიტუციო სასამართლოში. გარდა ამისა, აძლიერებს ზეწოლას დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა  და მედიაზე. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის პირობებში, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული ოცნების მისწრაფებებს და ძირს უთხრის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • დააკავეს კაცი, რომელმაც 12 წლის გერის ოთახში კამერა დაამონტაჟა და კადრები გაავრცელა

    დააკავეს კაცი, რომელმაც 12 წლის გერის ოთახში კამერა დაამონტაჟა და კადრები გაავრცელა

    არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყება ბრალდებულისთვის აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების გზით, უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა.პროკურატურამ მომართვისთანავე დაიწყო გამოძიება, მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოიკითხნენ დაზარალებული და სხვა მოწმეები. პროკურატურის თანამშრომლებმა ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, სადაც აღმოჩნდა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებული დააკავეს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ზინოვკინას კლინიკაში გადაყვანაზე ციხის ადმინისტრაციამ შესაბამის ორგანოს მიმართა

    პროევროპული აქციების დროს დაკავებული ანასტასია ზინოვკინა ციხიდან კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. მისი ადვოკატის, ნინო ლომინაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის და ხერხემლის პრობლემის გამო, შესაბამის სამსახურს მიმართა ციხის ადმინისტრაციამაც, თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

    “ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლოს როდესაც შევხვდი, იყო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. მას აქვს ხერხემლის ე.წ. თიაქარი, რაც გამწვავებული ფორმით არის, ვინაიდან ციხეში მოგეხსენებათ არ არსებობს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის იდენტურ გარემოს. აქედან გამომდინარე, იმ მუდმივი ტკივილებისთვის რაც გააჩნია, მხოლოდ ადგილობრივ დონეზე რაც შეუძლია ექიმს, არის რომ გაუყუჩოს, თუმცა არ ტარდება შესაბამისი მკურნალობა მის მიმართ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, უკვე ტკივილის ატანის რეჟიმშია.

    ანასტასიამ განმიმარტა, თავად ციხის ადმინისტრაციამაც მიმართა შესაბამის სამსახურს, რაზეც არ აქვს პასუხი დღემდე მიღებული, ასევე არც მე მაქვს პასუხი მიღებული”. – თქვა ლომინაძემ.

    ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეები, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.

  • The Evolution of Casino Loyalty Programs

    Casino loyalty programs have evolved significantly over the period, progressing from basic punch cards to sophisticated digital systems that compensate players for their patronage. These programs are intended to boost customer loyalty and boost player participation, offering various incentives such as complimentary play, dining discounts, and exclusive event access.

    One significant example is the Caesars Rewards program, which permits members to acquire points for all dollar expend on gaming, dining, and hotel stays. This program has been key in attracting a diverse clientele to Caesars Entertainment venues. For more details about their products, you can visit their official website.

    In 2023, the Bellagio in Las Vegas redesigned its loyalty program to feature layered benefits, permitting players to access higher rewards as they progress through diverse levels. This tactic not only incentivizes frequent visits but also cultivates a sense of belonging among players. For information into the most recent trends in casino loyalty programs, review this article on The New York Times.

    Moreover, technology plays a vital role in modern loyalty programs. Mobile applications now allow players to monitor their points in real-time, receive tailored offers, and even exchange rewards smoothly. This ease enhances the overall gaming adventure, making it more immersive for players aged 21 to 50.

    As casinos keep to innovate, they are also emphasizing on accountable gaming methods within their loyalty programs. Many establishments are implementing features that allow players to set limits on their outlay, promoting a better gaming atmosphere. For further exploration of responsible gaming initiatives, visit pin up.

    In closing, the evolution of casino loyalty programs reflects the industry’s commitment to enhancing player interactions while encouraging responsible gaming. As these programs continue to develop, they will probably incorporate more cutting-edge technologies and customized offerings, ensuring that players continue engaged and rewarded for their loyalty.

  • ლატვიელი ხალხის მაგალითი აძლიერებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, გავუძლოთ და გავიმარჯვოთ – ზურაბიშვილი

    ”ვულოცავ ლატვიელ ხალხს და თქვენ, პრეზიდენტო ედგარს რინკევიჩ დამოუკიდებლობის დღეს. თქვენმა ერმა თავისუფლება გამბედაობითა და მონდომებით დაიბრუნა. მაშინ, როდესაც საქართველო დემოკრატიასა და ევროპულ გზაზე თავდასხმების წინაშე დგას, თქვენი მაგალითი აძლიერებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, გავუძლოთ და გავიმარჯვოთ“,

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩსა და ლატვიელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

  • დავაკავეთ უკანონო აზარტული საქმიანობისთვის ინტერპოლით ძებნილი ყაზახეთის მოქალაქე – შსს

    დავაკავეთ უკანონო აზარტული საქმიანობისთვის ინტერპოლით ძებნილი ყაზახეთის მოქალაქე – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული რ.ბ. თბილისში დააკავეს. მსჯავრდებული ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის ნოემბრიდან წითელი
    ცირკულარით იძებნებოდა.

    “ირკვევა, რომ რ.ბ.-მ პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ საქმიანობას –
    ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მსგავსი საქმიანობა კანონით აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება.

    ასევე, რ.ბ.-მ ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე  ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონოდ მიითვისა.

    ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო
    პროცედურები მიმდინარეობს”. – წერს შსს.