Blog

  • სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, მას მხარი უკრაინამ და ევროპამ უნდა დაუჭირონ – ჩვენი გეგმაა რუსეთის დასუსტება – კალასი

    სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, მას მხარი უკრაინამ და ევროპამ უნდა დაუჭირონ – ჩვენი გეგმაა რუსეთის დასუსტება – კალასი

    „ევროკავშირი ყოველთვის უჭერდა მხარს სამართლიან, მყარ და ყოვლისმომცველ მშვიდობას. დღეს ბოლო მოვლენები განვიხილეთ და [უკრაინის საგარეო სააქმეთა] მინისტრმა სიბიგამ მოკლედ გაგვაცნო უკრაინის პოზიცია. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა: ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, მას მხარი უკრაინამ და ევროპამ უნდა დაუჭირონ“

    ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ქრთამის აღების ფაქტზე თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი დააკავეს

    ქრთამის აღების ფაქტზე თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმ ქრთამის აღების ბრალდებით, თბილსერვის ჯგუფის შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს. ბრალდებული ქალაქ თბილისში, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისთვის კონტროლის ღონისძიებების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის მიწოდების, მათი დაჯარიმებისგან თავის შეკავებისა და ჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების სანაცვლოდ, ამავე გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული პირებისგან ორ კვირაში ერთხელ 3 000 ლარს ითხოვდა.

    სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით 3 000 ლარის აღებისთანავე და ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკაცრად აფრთხილებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ კორუფციული დანაშაულისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი უკანონო ქმედებების აღკვეთაზე სამსახურის რეაგირება ყოველთვის იქნება მყისიერი და პრინციპული”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ჯაფარიძეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, მან უარი თქვა

    ჯაფარიძეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, მან უარი თქვა

    კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც კანონით არის გათვალისწინებული, თუმცა, მან თქვა, რომ რეჟიმთან არ თანამშრომლობს და უარი განაცხადა.

    “ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე. სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა”, – ვკითხულობთ მის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

  • გუშინ აქციაზე დაკავებულ რამდენიმე პირზე ფიზიკურად იძალადეს – ადვოკატი

    პოლიციელებმა 19 ნოემბერს, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე, საპროტესტო მარშის დროს დაკავებულ რამდენიმე ადამიანზე ფიზიკურად იძალადეს. ინფორმაციას ლაშა ტყეშელაძე ავრცელებს.

    “ზაჰესის იზოლატორში გუშინ დაკავებული რამდენიმე ადამიანი მოვინახულე. მითხრეს, რომ მათზე ფიზიკურად იძალადეს. მაგალითად, ერთ-ერთი ამბობს, რომ როცა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა დაკავების დროს ხელით მოქაჩა და წააქცია, იმ დროს მასთან რამდენიმე პოლიციელი მივიდა და თავში ჩაარტყა. გიორგი ჟამერაშვილმაც მითხრა, რომ მას სახეში მუშტი დაარტყეს […]

    ზოგს წაქცეულზე ურტყეს, ზოგს პოლიციელების წრეში ყოფნის დროს. ეს ადამიანები არიან დაზარალებულები და არა სამართალდამრღვევები […] გუშინაც ზოგიერთ დაკავებულ მამაკაცს უთხრეს, რომ გაშიშვლებულიყვნენ და ბუქნები გაეკეთებინათ”. – თქვა ტყეშელაძემ.

  • უკმაყოფილო ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება – ბრაჟე

    ”უკმაყოფილო ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება – ლატვია ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარს უჭერს” –  ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

    „საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევდა და ამ პროცესის გასაგრძელებლად მკაფიო ვალდებულებები არსებობდა. შემდეგ, ამჟამინდელმა მთავრობამ კურსი სრულიად შეცვალა. რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ იმით, რაც ხდება. ჩვენი პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირეთ, ასევე, „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებული პირების სიაში ქართველი ოფიციალური პირების მნიშვნელოვანი რაოდენობა შევიყვანეთ“, – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.

    კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ბაიბა ბრაჟემ უპასუხა, რომ ლატვია „ამას დიდი ხანია მხარს უჭერს“.

  • 300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან, ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ – კალაძე

    300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან, ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ – კალაძე

    „სამარცხვინოები არიან ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებებით და მესიჯებით, რასაც ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ვისმენთ. ისინი უპირისპირდებიან ყველას და ყველაფერს, ვინც მათ გვერდით არ დგას. ერჩიან ყველას, შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ, ლანძღავენ. ჯანსაღი საზოგადოება რეალურად ანალიზს აკეთებს და კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. 300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან. მათ ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები და წარუმატებლები არიან. ამიტომ ერჩიან წარმატებულ ხალხს, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებს. ამ ხალხს არც ადრე უხაროდათ ჩვენი ნაკრების წარმატება და გამარჯვებები. ისინი გაბოროტებულ დაჯგუფებას წარმოადგენენ და ქვეყნის ყველა წარმატებას ებრძვიან.

    რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, არის როგორც წარმატებული თამაშები, ასევე წარუმატებელიც. სხვანაირად შეუძლებელია. ეს ფეხბურთია და ყოველთვის ვერ მოიგებ. თუმცა, ჩვენ ჩვენი გუნდი და ჩვენი ბიჭები, წაგებისა და მოგების მიუხედავად, გვიყვარს, პატივს ვცემთ. ისინი არიან ახალგაზრდები, ვინც ქართული ფეხბურთის სიყვარული დააბრუნეს და განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანეს. ყველანი უბედნიერესები ვიყავით, როდესაც ისტორია დაიწერა და ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შემდეგ წელს გუნდმა რამდენიმე თამაში რომ წააგო, ამის გამო ფეხბურთელები ლანძღო და შეურაცხყოფა აყენო, სწორი არაა“

    ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე – კლუნების ფონდი სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე

    “მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე ” –  ასე ეხმაურება, ჯორჯ და ამალ კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს  და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე.

    “გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის და 2-წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე და შემაშფოთებელი ნიშანია. მაშინ, როდესაც მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადადის, Trial Watch-ი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების სამართლიანობას შეაფასებს”- ნათქვამია განცხადებაში.

  • საქართველო ძალიან სწრაფად შორდება ევროკავშირს – სტენერგარდი

    ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. საქართველო ძალიან სწრაფად შორდება ევროკავშირს. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. მხარს ვუჭერთ მოქალაქეებს, რომლებიც ასევე მუშაობენ დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისთვის, რასაც მივიჩნევთ რომ საგანგებო მნიშვნელობისაა  საქართველოსთვის

    განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია სტენერგარდმა.

  • როგორ შეიძლება, თანამდებობის პირის გამო ჩაშალო დიალოგი, საბჭოური მიდგომაა – კობახიძე ევროკავშირზე

    როგორ შეიძლება, თანამდებობის პირის გამო ჩაშალო დიალოგი, საბჭოური მიდგომაა – კობახიძე ევროკავშირზე

    ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით, რეალურად ვართ ბოლომდე წელში გამართული.

    აქაც გამოჩნდა, რომ ისინი გაურბიან დისკუსიას, გაურბიან მსჯელობას და საბაბებს ეძებენ იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის დისკუსია ჩაშალონ. რეალურად, საბაბია, როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო, მე მგონი, ეს დასახელდა მიზეზად, ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ასეთია მათი დამოკიდებულება. ეს არის საბჭოური მიდგომა, მოქმედებენ, როგორც საკავშირო ხელისუფლება. ადრე საკავშირო ხელისუფლებას უწოდებდნენ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას და ახლა ევროკავშირის ხელისუფლება წარმოგვიდგება, როგორც საკავშირო ხელისუფლება. არ არის ეს სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა. საბჭოური მიდგომაც კი იყო ბევრად უფრო პრაგმატული და რაციონალური. ამ შემთხვევაში ყოველგვარი დისკუსიისგან გაქცევა არის საბჭოურ მიდგომაზე ბევრად უფრო მძიმე რამ, რასაც ჩვენ ვხედავთ.

    თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო TV იმედის ეთერში.

  • ”ოცნებამ“ დასაჯა ემიგრანტები, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ – თავდგირიძე

    ”რაც გასდით ყველაფერს გააკეთებენ და არასაკმარისად აკეთებენ. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ტემპს ჩამორჩება, ზარმაცობენ, უფრო მეტიც შეუძლიათ და უფრო სიღრმისეული პრობლემები შეუქმნან მოსახლეობას.

    ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილის საკანონმდებლო სივრციდან ან გავდივართ, ან ამ საკანონმდებლო სივრცეს ვეგუებით. ივანიშვილის დანიშნული არჩევნები არის ივანიშვილის არჩევნები, ამას საერთო არაფერი აქვს იმ არჩევნებთან, რაც ერთ დროს კანონმდებლობაში გვეწერა. რატომ უნდა შეშფოთდეს თავმოყვარე ემიგრანტი იმაზე, რომ ივანიშვილმა მიიღო კანონმდებლობა, სადაც მათ არ ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

    „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება გასაგებია, მათ დასაჯეს ემიგრანტები, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ პროტესტის არსებობაში, რომელიც საქართველოში არსებობს.

    უნდა ვთქვათ, რომ თუ ვებრძვით დიქტატურას, მაშინ იურიდიულ აქტებზე, კანონებზე, არჩევნების ჩატარება/არ ჩატარებაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ. ჩვენი ერთადერთი პრობლემაა თუ როგორ დავამხოთ დიქტატურა“

    ამის შესახებ ჯგუფი „ფარის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა.