Category: ახალი ამბები

  • სეს-ი უარყოფს ცხოველთა დამცველების ეჭვს, რომ ძაღლებს აძინებენ

    სურსათის ეროვნული სააგენტო უარყოფს  გავრცელებული ინფორმაციას, რომ  სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. მათი განცხადებით, მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, „რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ)“.

    „სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, თავი შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან.

    სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. ძაღლების გადაყვანა ხდება მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების მიზნით და ითვალისწინებს მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილია შემთხვევები, როცა სახელწიფო პროგრამის დაწყებამდე საჭდიან ძაღლებს შესაბამისი მანიპულაციები ჩატარებული არ აქვთ. გადამოწმების შემდეგ, ასეთ ძაღლებსაც პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებები უტარდებათ.

    მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ). ასეთ შემთხვევაში ცხოველის გადაყვანა ხდება უსაფრთხო ლოკაციებზე. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს რეგისტრირებულ მიმკედლებელთან ცხოველის გადაყვანის და არეალში დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით.

    ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიუსაფარი ძაღლების უკონტროლო გამრავლების ერთ-ერთი მიზეზია, როცა მეპატრონე თავად ამბობს უარს ცხოველზე და ტოვებს ქუჩაში.

    ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ასევე ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების როგორც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ.

    ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა, ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობასაც გულისხმობს . იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის შედეგად შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კანონმდებლობის შესაბამისად ჯარიმდებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • მოსაყდრე შიო მუჯირმა პარასკევს სინოდის სხდომა მოიწვია

    მოსაყდრე შიო მუჯირმა პარასკევს სინოდის სხდომა მოიწვია

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა პარასკევს  სინოდის სხდომა მოიწვია.

    “ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

    სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  •  თაროზე შემოდებულ საქმეზე დაიწერა პატაკი, რომ ნიღბიანი პირი შესაძლოა ელისაშვილი ყოფილიყო.. მოწმეც არ გვყავს – ადვოკატი

     თაროზე შემოდებულ საქმეზე დაიწერა პატაკი, რომ ნიღბიანი პირი შესაძლოა ელისაშვილი ყოფილიყო.. მოწმეც არ გვყავს – ადვოკატი

    თაროზე შემოდებულ საქმეზე დაიწერა პატაკი, რომ თურმე ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, რომ ნიღბიანი პირი შესაძლოა ელისაშვილი ყოფილიყო – მოწმეც არ გვყავს, გვყავს მხოლოდ ძაღლები – ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

    “პროკურატურის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ვიდეო კადრები უვარგისია ადამიანის იდენტიფიცირებისათვის, მაგრამ ამის მიუხედავად, წითელი, დიდი “შრიფტით” დააწერეს, უცნობი ნიღბიანი ადამიანის ვიდეო-კადრებს “ალექსანდრე ელისაშვილი”. იგივე წარმატებით შესაძლებელი იყო ნებისმიერი ადამიანის სახელისა და გვარის დაწერა.

    არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეს ალეკო ელისაშვილთან დააკავშირებდა, გარდა ძაღლებისა. გაუგებარია რატომ დაელოდნენ ერთი წელი და მაინც და მაინც მარტში რატომ ჩაატარეს ეს ექსპერტიზა. ეს ყველაფერი კი დაემთხვა იმას, რომ ძირითად საქმეზე სასამართლოში გამოვლინდა, რომ 2 ლიტრი ბენზინით შეუძლებელი იყო, რომ 3 ჰექტარი შენობის გადაწვა მომხდარიყო და ტერორისტული მიზნის მიღწევა. ასევე, ამას დაემთხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესის დაწყება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადებები აკეთა და ელისაშვილის სახელი გამოიყენა ამ პროცესის დისკრედიტაციისთვის. ამის შემდეგ კი ერთი წლის წინ, თაროზე შემოდებულ საქმეზე დაიწერა პატაკი, რომ თურმე ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, რომ ეს პირი შესაძლოა ელისაშვილი ყოფილიყო. რის შემდეგაც ჩატარდა ძაღლებით ექსპერტიზა. აი ეს არის ეს სისხლის სამართლის საქმე.

    ასევე, ერთი საქმე გამორიცხავს მეორე საქმეს და პროკურატურის ალოგიკურობას წარმოაჩენს. მოწმეც არ გვყავს, ძაღლები გვყავს”, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

  • მსგავსი ჩარევა წარმოუდგენელია – ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე

    მსგავსი ჩარევა წარმოუდგენელია – ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებას “ფორმულასთან” ეხმაურება.

    “მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად.

    უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი”, – ამბობს ჯაღმაიძე.

  • უამრავი ადამიანი ყიდვას ვერ შეძლებს – სუბარი მანქანების განბაჟების საფასურის ზრდაზე

    უამრავი ადამიანი ყიდვას ვერ შეძლებს – სუბარი მანქანების განბაჟების საფასურის ზრდაზე

    “უამრავი ადამიანი ყიდვას ვერ შეძლებს ” – ივანიშვილის დეპუტატი, რეჟიმის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრი სოზარ სუბარი მანქანების განბაჟების საფასურის გაზრდის საკითხს გამოეხმაურა.

    “კანონი, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, უფრო მაინც ამკრძალავია და არა შემზღუდავი. თითქოს, შემზღუდავი ჰქვია, მაგრამ ისეთი გადასახადი შემოგვაქვს, რომელიც უფრო ამკრძალავი ხდება. ჩვენ იმ მოქალაქეების მდგომარეობა უნდა გავითვალისწინოთ, რომელთა მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია […]

    თბილისში ვცხოვრობთ და გამონაბოლქვი და სმოგი ყველას გვაწუხებს, მაგრამ საქართველო მარტო თბილისი არაა. მაგალითად, ჩემს სოფელში სოფლის დასაწყისში პირველი სახლიდან ბოლო სახლამდე 11 კილომეტრია – 10 კილომეტრია უახლოეს სოფლამდე და 80 კილომეტრია მუნიციპალურ ცენტრამდე. შეგვიძლია იგივე ვთქვათ შუაფხოდან ან შატილიდან დუშეთში წამოსვლაზე. ყველა მუნიციპალიტეტი დაახლოებით ერთი და იგივე მდგომარეობაშია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად მოწესრიგებული არ არის, რომ ადამიანებს შეეძლოთ მაქანაზე უარი თქვან. მანქანა სჭირდებათ და უამრავი ადამიანი მართლა ვერ ყიდულობს, მართლა ვერ შეწვდება ცოტა გაძვირებულ ავტოტრანსპორტს. ამიტომ, დიფერენცირებულ გადასახადს გთავაზობთ, რომელიც 1 წლით დაძველებულ მანქანაზე ნელ-ნელა გაიზრდება”. – თქვა სუბარმა პლენარულ სხდომაზე, სადაც საკითხს I მოსმენით განიხილეს.

  • არავინ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან – ირანის ელჩი საქართველოში

    არავინ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან – ირანის ელჩი საქართველოში

    “არავინ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან ” ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.

    “დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს.

    დღეს ნიშნები აშკარაა: საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება და საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე — ეს ყველაფერი პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე დგას.

    ახლა, ომის ოცდამეთორმეტე დღეს, თეთრი სახლი იმასაც კი განიხილავს, რომ ამ კონფლიქტის ხარჯების ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს დაეკისროთ.

    სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და მცდარი გათვლები გრძელვადიან გამოწვევებად იქცევა.

    ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ.

    ეს მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა, როცა ხსნიდა ახალ ფრონტებს. დღეს კი თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე „ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას“ ირჩევს.

    ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან.

    კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს”, – წერს ის.

     

  • რუსეთის საგარეო დაზვერვა შიშობს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევნებში მსოფლიო პატრიარქი ჩაერევა

    რუსეთის საგარეო დაზვერვა შიშობს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევნებში მსოფლიო პატრიარქი ჩაერევა

    რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    რუსეთის საგარეო დაზვერვა  ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სურს, საკუთარ გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქობის საკუთარ კანდიდატებს ლობირებს.

    განცხადებაში ნათქვამია:

    “რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიურო აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვაში შემოსული ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე კვლავაც დაჟინებით აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის გაყოფისკენ მიმართულ ვერაგულ ხაზს, ხელმძღვანელობს პრინციპით — „გაყავი და იბატონე“. ამჯერად იგი ცდილობს თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისარგებლოს რა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებით.

    ფანარელი ცდილობს, ვაკანტურ პოზიციაზე წარადგინოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლსიის  ისეთი წარმომადგენელი, ვისზეც შეძლებს დაყრდნობას. ამ როლისთვის ბართლომე კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). საკუთარ ახლო გარემოცვაში ის მათ წარმოაჩენს, როგორც მის ნების საუკეთესო შემსრულებლებს.

    საეკლესიო წრეებში აღნიშნავენ, რომ ძალაუფლებისკენ სწრაფვა კონსტანტინოპოლელი განხეთქილების შემტანის  მუდმივ თანმხლებ თვისებად იქცა. მისი მოქმედებებით „ღირსებით  პირველობა“ კვლავაც ჩანაცვლებულია „ძალაუფლებით პირველობით“, როცა იგი ერევა კიდევ ერთი ეკლესიის — თანაც ერთ-ერთი უძველესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის — შიდა საქმეებში. აშკარაა, რომ იგი, ისევე როგორც უკრაინის, სერბეთისა და ბალტიის ქვეყნების შემთხვევებში, ივიწყებს II მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე წესს: „საეპისკოპოსოებმა არ უნდა გაავრცელონ თავიანთი ხელისუფლება იმ ეკლესიებზე, რომლებიც მათი ოლქის ფარგლებს გარეთ მდებარეობს…“– წერია რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაში.

     

  • ვერ დაასახელებთ ვერაფერს, რაც გაიაფდა, გარდა ნარკოტიკისა – ვიკა ფილფანი “ოცნებას”

    ვერ დაასახელებთ ვერაფერს, რაც გაიაფდა, გარდა ნარკოტიკისა – ვიკა ფილფანი “ოცნებას”

    ” ვერ დაასახელებთ ვერაფერს რაც ამ ქვეყანაში გაიაფდა, გარდა ნარკოტიკისა, თუმცა თავს იწონებთ ეკონომიკური ზრდით, რომელიც რატომღაც მხოლოდ თქვენივე მაღალჩინოსნების ჯიბეებზე აისახება.” –  ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ვიკა ფილფანმა “ქართული ოცნების”  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

    „პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო შუქრუთის მაღაროში გარდაცვლილი მეშახტის ჯეირან ასლანდიას ოჯახს და ყველა მაღაროელს. ამ ქვეყანაში რომ უბრალო მოქალაქეები თქვენთვის ღირებულებას არ წარმოადგენენ, ამას ყოველ დღე თავადაც გვახსენებთ. რამდენიმე კვირის წინ ბატონმა კობახიძემ დებატებზე მაღაროელებთან პირისპირ საუბარს ანომალია უწოდა.

    მაღაროელები ამ ქვეყნის უჩინარი გმირები არიან, რომლებიც ოჯახებს უნარჩუნებენ ამ ქვეყანას საათობით მიწის ქვეშ ყოფნით, გაუსაძლის პირობებში და დამამცირებელი ხელფასით. თქვენ ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოიძულეთ, რომ ხმის ამოღება გაბედეს და პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს სამართლიანად. მათ არაერთხელ მოუწიათ საკუთარ ქვეყანაში პროტესტის უკიდურესი ზომებისთვის მიემართათ, 2024 წელს რამდენიმე მათგანი პირამოკერილი შიმშილობდა პარლამენტის შენობის წინ და ელოდა რომელიმე თქვენგანს ვინც მოუსმენდა, იმის ნაცვლად რომ მათი მოთხოვნები დაგეკმაყოფილებინათ მათი დევნა, შევიწროება და გაშავება დაიწყეთ. არათუ მოთხოვნების დაკმაყოფილება 2000 მეშახტე უხელფასოდ დატოვა თქვენმა დამფინანსებელმა, სამაგიეროდ „რუსთავი ორის“ დირექტორს ნახევარი მილიონი ლარი უსახსოვრა.

    ვერ იპოვით ქვეყანას, სადაც დედებს ორჯერ მოუწიათ აქციების მოწყობა საკუთარი შვილებისთვის წამლის მოსაპოვებლად, გილოცავთ ჩვენს ქვეყანაში ეს უკვე ორჯერ მოხდა, ორჯერ გამოვიდნენ სასოწარკვეთილი დედები ქუჩაში, პირველად აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები, სულ ახლახან კი დიუშენის სინდრომის სამკურნალო წამლის მოსათხოვად. განა რა შეიძლება იყოს ბავშვზე და მათ ჯანმრთელობაზე უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ არა თქვენთვის, ამ ქვეყანაში 77 000 ბავშვი შიმშილობს, რადგან ბოლო 10 წელიწადში ამ ქვეყანაში არაფერი გაიაფებულა, პირიქით, გაძვირდა. გაძვირდა საკვები, წამალი, ექიმთან ვიზიტი, თქვენ გუშინ დენი გააძვირეთ 30% ით, გაძვირდა გაზიც და წყალიც; აქვე შეგახსენებთ რომ გაზი, წყალი და დენი ამ ქვეყნის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ მიეწოდება. გაძვირდა საწვავი, გაძვირდა პირველადი მოხმარების ნივთები. ვერ დაასახელებთ ვერაფერს რაც ამ ქვეყანაში გაიაფდა, გარდა ნარკოტიკისა, თუმცა თავს იწონებთ ეკონომიკური ზრდით, რომელიც რატომღაც მხოლოდ თქვენივე მაღალჩინოსნების ჯიბეებზე აისახება.

    მაღალჩინოსნებმა ახლა გადაწყვიტეთ რომ ავტომობილით გადაადგილების პრივილეგიაც მხოლოდ თქვენ გაქვთ და მოქალაქეებს არარსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასვლას სთხოვთ, თან ეკოლოგიის სახელით, მაშინ როცა ყველაზე მომწამვლელი გამონაბოლქვი სწორედ იმ ქარხნებიდან მოდის, თქვენ რომ გეკუთვნით, აქვე მინდა შეგახსენოთ რომ წლების მანძილზე ჯარს და პოლიციას ჭიან საჭმელს აძლევდით.

    ამ ქვეყანას ჰყავს ეკომიგრანტები რომლებიც უკვე წლებია საკუთარ სამშობლოში იძულებით დევნილობაში ცხოვრობენ, არც ცხოვრებამ დაინდო და არც თქვენ, ასე დევნილობაში გალიეს ცხოვრება, ეკომიგრაცია არჩევანი არ არის ტრაგედიაა და ვერასდროს დადგა დრო რომ ეროვნულ პრიორიტეტად ქცეულიყვნენ ქართული ოჯახები, რათა კვლავ გაიდგან ფესვები და საკუთარ ქვეყანაში ფუძე გააჩნდეთ. თქვენ შექმენით ქვეყანა, სადაც აფხაზეთიდან დევნილმა სამინისტროსთან თავი დაიწვა, რათა კუთვნილი საცხოვრებელი მიეღო, თუმცა არაბებს საუკეთესო მიწებს ჩუქნით.

    ხომ დაასრულა პროდუქტების ფასებზე კომისიამ მუშაობა. რა შედეგი დადეთ? ის, რომ დღეს უფრო ძვირია ყველაფერი, ვიდრე 3 თვის წინ. ახლა წამლების ჯერია, ამ ქვეყანაში ავად გახდომა ყველაზე დიდ სასჯელად იქცა, ახალგაზრდისთვისაც და პენსიონერისთვისაც. დღეიდან ღარიბების ყოფა კიდევ უფრო დამძიმდება რადგან ელ-ენერგიის საფასურიც 30 % ით გაუძვირეთ, თუმცა 60 -მდე ჰესი ააშენეთ ქვეყანაში საკუთარი ბიზნესმენებისთვის.

    რამდენიც არ უნდა იძახოთ, ვერ გახდებით ეროვნული ხელისუფლება, რადგან ეროვნულ ხელისუფლებას პირველ რიგში საკუთარი მოქალაქის კეთილდღეობა აინტერესებს განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, თქვენ ამ ქვეყნის ახალგაზრდები ციხეში გამოკეტეთ თქვენი კომპლექსების დასამალად. სტუდენტებს დაუნგრიეთ ცხოვრება, საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად იკადრეთ და ტერორისტები შეარქვით საკუთარ ახალგაზრდობას.

    სირცხვილია, როდესაც თქვენ ეროვნულობაზე საუბრობთ. თქვენ ააშენეთ ეს კედელი, რომლის ერთ მხარეს თქვენი მოპარული ფული და ეკონომიკური ციფრებია, მეორე მხარეს კი, მაღაროელის პროტესტი, შვილის წამლისთვის ქუჩაში გამოსული დედები და თაობა, რომელსაც ქვეყნიდან წასვლის გარდა სხვა არჩევანი არ დაუტოვეთ. თქვენ გძულთ ღარიბები, რადგან ღარიბი ხალხი სამხილია თქვენი კორუფციის და უნიათობის“, – მიმართა ფილფანმა „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებს.

  • თანხის სანაცვლოდ ამზადებდა ყალბ პირადობის და მართვის მოწმობებს – დაკავებულია 1 პირი

    თანხის სანაცვლოდ ამზადებდა ყალბ პირადობის და მართვის მოწმობებს – დაკავებულია 1 პირი

    თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.

    “კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ და მართვის მოწმობებს. იგი აღნიშნულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებთან და შუამავალ პირებთან ფოსტით აგზავნიდა.

    კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით დასაბეჭდი პლასტიკური ბარათი, ასევე უცხო ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული ყალბი მართვის მოწმობები, მობილური ტელეფონები. ამასთან, საქართველოს ფოსტიდან ამოღებულია საზღვარგარეთ დაჩქარებულად გასაგზავნი ყალბი დოკუმენტები.” – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

    აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მიშამ გუშინ გონება დაკარგა საკანში, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება – ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილზე

    მიშამ გუშინ გონება დაკარგა საკანში, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება – ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილზე

    „მიშამ გუშინ გონება დაკარგა საკანში, დაცემისას მიიღო თავის და კიდურების დაზიანება, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება. თბილისიდან სასწრაფოდ გამოიძახეს პენიტენციურის ექიმები. 2021 წლიდან რამდენიმე ქრონიკული დაავადება რაც სავარაუდოდ იყო ამ ამბის მიზეზიც“,

    წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მე-3 პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.