ფრანგ ფოტოგრაფს, ფრანსის პრიმერსკის, რომელიც 20 წელია საქართველოში ცხოვრობს და აქტიურად აშუქებს საპროტესტო აქციებს, საქართველოში ბინადრობის უფლება შეუზღუდეს. ამის შესახებ, ის სოციალურ ქსელი წერს.
“9 მარტს ჩემი ბინადრობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
26 მარტს ის გაუქმდა უარყოფილ იქნა.
მიზეზის გარეშე. ყოველგვარი ახსნის გარეშე.
ეს მოულოდნელი ცვლილება არ არის ადმინისტრაციული შეცდომა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
დღეს, რაც ჩემს თავს ხდება, სცდება პირად შემთხვევას.
ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვინც მხარს უჭერს, აშუქებს ან ამხელს იმას, რაც საქართველოში ხდება.
მე აქ ვმუშაობდი, ვქმნიდი, ვაფიქსირებდი და ვუჭერდი მხარს ამ ქვეყანას, რომელსაც ჩემს ქვეყნად მივიჩნევ.
და დღეს ცდილობენ ჩემი გაჩუმებას.
თუ ჩვენ გავჩუმდებით, ასეთი პრაქტიკა ნორმად იქცევა.
მოვუწოდებ ყველას, ვისაც სწამს სამართლიანობის, თავისუფლების და ღირსების:
👉 გააზიარეთ ეს ინფორმაცია
👉 გაავრცელეთ ხმა
👉 აჩვენეთ, რომ ჩვენ ერთიანები ვართ
ქვეყანა არ შენდება შიშით —არამედ იმ ადამიანების სიმამაცით, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე.”- წერს ფრენსისი.
ფრანსის პრიმერსკი 2004 წელს ფრანგულ ჯგუფთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, “ერისიონის” გადასაღებად და ამის შემდეგ საქართველოში ცხოვრობს, აქ ბინაც შეიძინა. მოვლილი აქვს მთელი საქართველო. განსაკუთრებით უყვარს სვანეთი. სვანეთში მას გუჯუ გაბრიანს ეძახიან.
25 წლის ესპანელი ნოელია კასტილიო რამოსი წელიწადნახევარი სასამართლოში იბრძოდა მამის წინააღმდეგ, ევთანაზიის უფლების მოსაპოვებლად. გოგონამ გადაიტანა სექსუალური ძალადობა და სცადა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა — ის პარალიზებული დარჩა და მუდმივ ტკივილს განიცდიდა. ხუთშაბათს, დღისით, მისი სურვილი – სიცოცხლის დასრულება – შესრულდა.
ევთანაზია ჩატარდა სანტ კამილის საავადმყოფოში, სან-პერე-დე-რიბესში — ბარსელონის პროვინციის მუნიციპალიტეტში, სადაც ნოელია კასტილიო ცხოვრობდა.
გოგონამ ითხოვა, რომ სიკვდილამდე ოთახში მარტო დაეტოვებინათ.
„არ მინდა, რომ ვინმე ოთახში იყოს,“ – თქვა მან. – „არ მინდა, ნახონ, როგორ ვხუჭავ თვალებს.“
ამ ისტორიამ მწვავე დებატები გამოიწვია მისი ახალგაზრდა ასაკის გამო და ასევე იმიტომ, რომ ის არ იმყოფებოდა იმ მდგომარეობაში, რომელსაც საზოგადოება ჩვეულებრივ ტერმინალურ დაავადებად აღიქვამს.
კასტილიო ესპანურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ყოველთვის „თავს მარტო გრძნობდა“ და არასოდეს ეპარებოდა ეჭვი საკუთარ გადაწყვეტილებაში, ევთანაზიის გზით დაესრულებინა სიცოცხლე.
„ჩემს ოჯახში ამას არავინ უჭერს მხარს,“ — ამბობდა კასტილიო. — „მე მივდივარ, თქვენ კი აქ რჩებით მთელი ამ ტკივილით, მაგრამ რა ვუყოთ იმ ტანჯვას, რაც მე ამ წლების განმავლობაში გამოვიარე? მე უბრალოდ მინდა მშვიდად წავიდე და ტკივილი დასრულდეს. მამის, დედის ან დის ბედნიერება არ უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ქალიშვილის ბედნიერება.“
რთული ბავშვობა და სექსუალური ძალადობა.
თავის პირველ და ერთადერთ ინტერვიუში ესპანურ ტელეარხ Antena 3-თან მან განაცხადა, რომ მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როცა ის 13 წლის იყო და ოჯახში მძიმე გარემო სუფევდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ზრუნვის ცენტრში იმყოფებოდა; მას დაუდგინეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და პიროვნების ზღვრული აშლილობა.
ნოელიას ცხოვრებაში იყო მძიმე კრიზისული პერიოდები, როცა მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
ერთ-ერთი ასეთი პერიოდის შემდეგ დედამ ის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსა, სადაც ის მკურნალობას გადიოდა.
გოგონამ ასევე ისაუბრა მის მიერ გადატანილი სექსუალური ძალადობის რამდენიმე შემთხვევაზე – მათ შორის ყოფილ პარტნიორთან და სხვადასხვა საჯარო სივრცეში მომხდარ ინციდენტებზე.
2022 წლის ოქტომბერში მომხდარი გაუპატიურების მძიმე ეპიზოდის შემდეგ, მან თვითმკვლელობა სცადა, თუმცა გადარჩა. მაგრამ პარალიზებული დარჩა და ინვალიდის ეტლზე აღმოჩნდა მიჯაჭვული.
ნოელია ბებიასთან ერთად
„ძალიან მიჭირს დაძინება და თან ზურგისა და ფეხების ტკივილიც მაწუხებს,“ –ამბობდა ის.
თუმცა მისი ტანჯვა მხოლოდ ფიზიკური არ ყოფილა. „ჩემი სამყარო ძალიან ბნელი იყო… არ მქონდა არც მიზნები, არც მისწრაფებები,“ — თქვა მან.
2024 წლის აპრილში მან ევთანაზიაზე შეიტანა განაცხადი, რომელიც კომისიამ სამი თვის შემდეგ დააკმაყოფილა.
სასამართლო დავა მამასთან
ნოელიას დედამ, იოლანდამ, განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა შვილის გადაწყვეტილებას, თუმცა „პატივს სცემდა“ მას. ხოლო მამამ, ხერონიმო კასტილიომ, დანიშნულ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე, იმავე წლის აგვისტოში, სარჩელი შეიტანა ევთანაზიის შესაჩერებლად.
ის ამტკიცებდა, რომ ნოელია ფსიქიკურ აშლილობებს განიცდიდა და ამიტომ ვერ იღებდა სრულად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, რეაბილიტაციის კურსზე გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო მისი წარმომადგენლები სასამართლოში აცხადებდნენ, რომ ნოელიამ ევთანაზიის საკითხზე პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა.
ხერონიმოს ადვოკატები მოითხოვდნენ, რომ გოგონასთვის დაევალდებულებინათ ფსიქოლოგიური მკურნალობის გავლა, სანამ დახმარებით სიკვდილის ნებართვა მიეცემოდა, და სისტემას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ არ ამოწურა ყველა შესაძლო თერაპიული გზა შეუქცევადი პროცესის დაწყებამდე.
მთელი პროცესის განმავლობაში ხერონიმოს კონსულტაციას უწევდა კათოლიკური ჯგუფი „ქრისტიანი ადვოკატები“.
კატალონიის სასამართლომ პროცედურა დროებით შეაჩერა და შვიდი თვის შემდეგ ნოელია სასამართლოს წინაშე წარსდგა. მან განაცხადა, რომ რელიგიური ჯგუფების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა – მისი თქმით, ცენტრში, სადაც ცხოვრობდა, ოთახი სავსე იყო ნახატებით, ჯვრებითა და რელიგიური სიმბოლოებით.
ნოელია დედასთან ერთად
სასამართლომ ნოელიას მხარი დაუჭირა. თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა: გადაწყვეტილება რამდენიმე ინსტანციაში გაასაჩივრეს. კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინეს, რომ ნოელია კასტილიო აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და შეეძლო დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება. საბოლოოდ, 10 მარტს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ უარყო “ქრისტიანი ადვოკატების“ შუამდგომლობა პროცესის დროებით შეჩერების შესახებ.
„ვხვდები, რომ ის მამაა და არ სურს შვილის დაკარგვა,“ – ამბობდა ნოელია კასტილიო ინტერვიუში და დასძენდა, რომ მათ შორის ახლო ურთიერთობა არ ყოფილა.
ევთანაზია ესპანეთში
ევთანაზიის შესახებ კანონი ესპანეთში 2021 წელს მიიღეს.
ხელმისაწვდომი ბოლო ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს დახმარებით სიკვდილის 426 მოთხოვნა იქნა დამტკიცებული.
კატალონიის „ღირსეული სიკვდილის უფლების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ქრისტინა ვალესმა სააგენტო EFE-სთან კომენტარში განაცხადა, რომ ევთანაზიის ლეგალიზაციის შემდეგ ამ უფლებით ქვეყანაში დაახლოებით 1300 ადამიანმა ისარგებლა.
“ქრისტიანი ადვოკატების“ ჯგუფმა ნოელიას გარდაცვალების კომენტირებისას პლატფორმა X-ზე, გააკრიტიკა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი მონიკა გარსია, რომელმიც ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღების ვადების შემცირების ინიციატივით გამოვიდა.
„ევთანაზია არ უნდა იქცეს სწრაფ გამოსავლად იმ სიტუაციებში, სადაც არ არის საკმარისი მოვლა, მხარდაჭერა ან რეალური ალტერნატივები,“ — აცხადებს ორგანიზაცია.
“ნერვებმა ვეღარ გამიძლო” – ოცნების პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ბოდიში მოიხადა თავის გადაცემაში წმინდა სინოდის წევრებზე გაკეთებული განცხადების გამო და განმარტა, რომ ნერვებმა ვეღარ გაუძლო. .
“ნერვებმა ვეღარ გამიძლო, ბოდიში მინდა მოგიხადოთ თქვენც, მაყურებელსაც. ვეღარ გამიძლო ნერვებმა იმიტომ, რომ არ მოველოდი ამას, ასე უცბად, უწმინდესი არც იყო დაკრძალული ჯერ, რომ ეს ლაპარაკები ტელევიზიიდან გავიგე და ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეც ამ თემებზე მელაპარაკა, მოწიწებით მინდა მოვიხსენიო ყველა მეუფე და რა თქმა უნდა, მე მათ ნებაში ვერ ჩავერევი, მაგრამ მეც და ჩვენც, ყოველშემთხვევაში რასაც მე უწმინდესის გვარდიას ვუწოდებ, იმ ადამიანებს, ვინც დიდი ტკივილით დაიტირა უწმინდესი მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩავთვალე საჭიროდ რომ ჩემი, როგორც ერთი ადამიანის მოსაზრება გამეჟღერებინა, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვინც არ მომიწონა ეს ამბავი, ესენი ჩემთვის უახლოესი და უძვირფასესი ადამიანები არიან.
პირველ რიგში, მეუფე ესაიას წინაშე მინდა დიდი მოკრძალებით ბოდიში მოვიხადო იმიტომ, რომ ჩემი გამონათქვამების შემდეგ, ეს გიენები, ჟურნალისტებს რასაც ვეძახით, მიესივნენ და ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ ასეთი ამბები გამოვიწვიე, მაგრამ ღმერთმა იცის მე ტყუილი არაფერი არ მითქვამს, ვერც და არ დავასახელებ მოღვაწეს, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, თუმცა, ბოდიშს მოგიხდით ყველას”,
“ფორმულას” ინფორმაციით, BBC Studios-მა დიდი ბრიტანეთის სანქციების შემდეგ იმედის ტელევიზიას “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა.
ლიცენზიის შეწყვეტის შესახებ წერილი “იმედს” 27 თებერვალს გაუგზავნეს.
ფორმულა კომენტარისთვის ტვ “იმედის” გასართობი გადაცემების მთავარ პროდიუსერ, ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც კითხვას პასუხი არ გასცა.
“ვინ ბრძანდებით, წარმოადგინეთ თქვენი თავი, კითხვას რომ მისვამთ. იქნებ ყველას არ ველაპარაკები. ცოტა გვიან დამირეკეთ, რა, უდროო დროს მირეკავთ”, – უთხრა მან ფორმულას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს. გასული 5 წლის მსგავსად 2025 წელსაც ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა.
2025 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 37 867 ბავშვი იყო, ხოლო გარდაიცვალა 44 319 ადამიანი. გარდაცვალების მაჩვენებელი 0.8%-ით გაიზარდა 2024 წელთან შედარებით.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არც ერთი მტკიცებულება, არც ერთი სანდო იურიდიული მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა. ახლა გამოძიება ჩიხშია შესული. ფიქრობენ რა გამოსავალი უნდა მოძებნონ აღნიშნული საქმიდან გამომდინარე და მოიფიქრეს ერთი – შეიკეროს ახალი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც დაუკავშირებენ ალექსანდრე ელისაშვილს. ეს საქმე დაწყებულია 2025 წლის მაისში. საქმე ეხება სასამართლო შენობაში არსებულ არქივის შენობაზე გაჩენილ ხანძარს. გუშინ ჩაუტარდა ალექსანდრე ელისაშვილის ოდოროგიული კვლევის ნიმუშის აღება. რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ ამით რაღაცა ჯაჭვი შექმნან, რომ არსებობდა რამდენიმე ეპიზოდი მის მიერ რაღაც კონკრეტული ქმედებების განხორციელების. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება და ცდილობენ, რომ ამით ჩამოაცილონ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას.
ერთს დავამატებ, მისთვის ეს ინფორმაცია როცა მიიღო, ღიმილის მომგვრელი იყო. თქვა, რომ „ალბათ, მალე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენო“. ნებისმიერი ხანძარი, რომელიც თბილისში მომხდარა, ახლა გამოძიება ცდილობს, რომ ყველაფერი ალექსანდრე ელისაშვილს დაუკავშიროს“,
ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
“ამ განცხადებებით უკვე ვეღარავინ ვეღარ მოტყუვდება და თავსაც ვერ მოვიტყუებთ. ყველა იმ საშინაო დავალებას, რომელიც ნატოსგან გვქონდა ჩვენ, პირნათლად ვასრულებთ. მეტი რა საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოიდგას ჩვენკენ? არც მაშინ არ გადმოდგეს. ხომ მაშინაც არ იყო ეს კანონდებლობა მიღებული, ახლა რომ ხელზე იხვევენ? მაშინაც კი არ დგამდნენ ამ ნაბიჯებს.
ამიტომ, ჩვენ ჩვენი მხრიდან რაც იქნება, ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ. მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია იმას კი არ აღნიშნავს, თუ უსამართლოდ მომექცევიან, ესეც ჩემი ბრალია. ეს ჩემი ბრალი არ არის, ჩემი ბრალი იქნება, თუ რომელიმე თანადგომას ან რომელიმე დავალებას არ ვუპასუხებ. არაფერი არჩევნების შემდეგ არ გადახედილა და თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ არჩევნებამდეც მაინცდამაინც თავს არ იკლავდნენ. რამდენი ხანია მაპის საკითხი დგას და ამ ღია კარში, ორპირ ქარში ვართ გაჩერებული.”
ასე ეხმაურება ივანიშვილის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშს.
მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის დედის ცნობით, საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე Facebook-ზე ავრცელებს და აცხადებს, რომ დაკავებულია – ლუკა კლადკინი.
მისივე თქმით, ის სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლის ბრალდებით დააკავეს.
ფორმულა დაუკავშირდა შესაბამის უწყებას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მასალა მიღებისთანავე განახლდება.
პროკურატურის ცნობით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1 550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს, მათ შორის დააკავეს 4 პირი.
მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს მშენჯგუფს შორის 2023-2025 წლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის 9 ტენდერი გაფრომდა. კომპანიას სამუშაოებისთვის 18.6 მილიონ ლარზე მეტი ჩაერიცხა, საიდანაც თითქმის 5 მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისა.
პროკურატურის თანახმად, 16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.
“საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2025 წლებში, 9 ტენდერის ფარგლებში, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და სამშენებლო კომპანია შპს მშენჯგუფს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები: ხელვაჩაურის, ქედის, ნინოწმინდის, წალენჯიხის, ხობის, ლაგოდეხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, საერთო ჯამში 1 550 ბავშვზე გათვლილი, 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციის თაობაზე.
აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს მშენჯგუფს საერთო ჯამში 18 648 018 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც 4 762 587 ლარი, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მიითვისეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა. იმავე პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, ერთობლივად შეიმუშავეს და განახორციელეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც მითვისებული თანხა, სხვადასხვა დანიშნულებით ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების როგორც პირად, ასევე მათ მიერ დაარსებული სხვა კომპანიებისა და მათთან დაახლოებული პირების საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებების შედეგად განხორციელდა 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ათეულობით უძრავი ქონებისა და კომპანიის შეძენა. შემდგომში, აღნიშნული ქონების ნაწილი, გადამალვის მიზნით გადაფორმდა სხვადასხვა კერძო და იურიდიული პირის სახელზე.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ცალკეულმა ხელმძღვანელმა პირებმა, დაუდევარი დამოკიდებულების გამო არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ, შპს „მშენჯგუფმა“ დაუსაბუთებლად, წერილობით 15-ჯერ მოითხოვა თანხა ავანსის სახით სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით. მოხელეებისთვის ცნობილი იყო, რომ შპს „მშენჯგუფი“ ჯეროვნად არ ასრულებდა არცერთი ტენდერით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიეღოთ შესაბამისი ზომები, გულგრილად მოეკიდნენ თავიანთ მოვალეობებს და ყოველ ჯერზე გასცეს ნებართვა კომპანიისთვის ავანსის თანხის სრულად ჩარიცხვაზე, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ 16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოხსენებული სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობა დავალებული ჰქონდა კერძო საექსპერტო კომპანიას, რომელიც ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება განეხორციელებინა. მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველი კომპანიის თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო, რომ რიგ შემთხვევებში შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული მონაცემები არ შეესაბამებოდა რეალობას, მათ შპს „მშენჯგუფის“ მმართველის თხოვნით მაინც დაადასტურეს აღნიშნული მონაცემები, რის შედეგადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არამართლზომიერად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ სახსრებს”. – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ამ საკითხს, უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება ოთხი შვილის დედას – პირველი, მას ჰქონდა არჩევანი, დანაშაული არ ჩაედინა, მან აირჩია დანაშაულის გზა. 4 შვილის დედას ჰქონდა ეს არჩევანი, მაგრამ აირჩია, რომ ეფიქრა არა 4 შვილზე, არამედ ეფიქრა თავის ეპატაჟზე და ჩაიდინა დანაშაული. შემდეგ, მას, 4 შვილის დედას ჰქონდა არჩევანი, გადაეხადა 5 000-ლარიანი გირაო და ყოფილიყო თავის 4 შვილთან, ან გაეგრძელებინა ეპატაჟი, რომ მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მან აირჩია არა ის, რომ ყოფილიყო თავის შვილებთან, არამედ აირჩია ის, რომ ყოფილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასე რომ, ეს ყველაფერი არის მისი არჩევანი. აქ გადაბრალება სხვაზე, ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა. მისი არჩევანი იყო თითოეული ნაბიჯი.
თქვა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტული, სამთავრობო TV იმედის ეთერში.