Category: ახალი ამბები

  • უნდა შეიქმნას საერთო ფრონტი, განსხვავებების გვერდზე გადადების დროა – ბოკუჩავა

    ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარი არის ის, რომ მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება ოპოზიციურ ფრონტზე იმიტომ, რომ ივანიშვილმზა 26 ოქტომბრის არჩევნები აქცია ერთგვარ რეფერენდუმად და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ.

    […] როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ და შევქმნათ საერთო ფრონტი ივანიშვილის წინააღმდეგ – თუ ამას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ პოლიტიკური პარტიები, მიმაჩნია, ყოველგვარი განსხვავებების გვერდზე გადადების დროა – ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ ადამიანებთან, რომლებიც აქტიურები არიან ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

    თქვა ერთიანი ნაცონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

     

  • ოქტომბერში წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში – სააკაშვილი

    ოქტომბერში წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში – სააკაშვილი

    “საქართველოში ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ ერთი არჩევნების ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში. […] მე მინდა გითხრათ შემდეგი, რამ დარწმუნებული ვარ, იმ რეფორმების გამო რომლებიც ჩვენ გავატარეთ იმ 9 წლის განმავლობაში, იმ ცვლილების გამო, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ, იმის გამო როგორც გამოვიყვანეთ საქართველო 90-იანების წყვდიადიდან და ჭაობიდან, საქართველოს ვერავინ უკან ვერ შეაბრუნებს. ახლა მთავარია ვიაროთ წინ, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არის არა მხოლოდ წარსულზე, ეს არჩევნები არის განსაკუთრებით და ექსკლუზიურად მომავალზე”,

    განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოზე სადაც ის  სხდომას დისტანციურად ჩაერთო.

  • საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! -ზურაბიშვილი

    საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! -ზურაბიშვილი

    საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია!

    მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არ ნახულ მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას.

    გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი.

    წერს ამის შესახებ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც, წინასწარი შეფასებით, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი დამარცხდა.

  • ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი ოდესაში ჩავიდა, უკრაინას ახალ დახმარებას დაჰპირდა

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად დანიშვნიდან 48 საათზე მცირე დროში ჯონ ჰილი ოდესაში ჩავიდა და უკრაინას მხარდაჭერის გაძლიერებას დაჰპირდა.უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც მოიცავს როგორც საარტილერიო დანადგარებს, ასევე საბრძოლო მასალასა და მაღალი სიზუსტის რაკეტებს.

    ჯონ ჰილიმ გასცა ბრძანება, რომ უკრაინისთვის აპრილში დაპირებული სამხედრო დახმარება დააჩქარონ და კიევს მომდევნო 100 დღის განმავლობაში გადასცენ. ამ პაკეტში შედის Storm Shadow-ს ტიპის მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებიც.

    “მთავრობაში ცვლილებებია, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში. როგორც თავდაცვის ახალი მინისტრი, გარანტიას ვიძლევი, რომ ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდების გაზრდით. ეს მთავრობა მტკიცეა თავის ვალდებულებაში, გააგრძელოს სამხედრო დახმარების გაწევა და გვერდში დაუდგეს უკრაინელ მეგობრებს იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება”, – თქვა მან.

  • “დასანანია” – თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის მიერ “ღირსეული პარტნიორის” ადადებაზე

    თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის გადაწყვეტილებას, გადადოს “ღირსეულის პარტნიორის” სწავლება გაურკვეველი ვადით, დასანანს უწოდებს.

    “ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

    ”დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

    საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.

    აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი”, რომელიც 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადადო. გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ  გადაწყვეტილება გამოიწვია “საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებმა შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და მონაწილეობა მიეღო გადატრიალების მცდელობებში”.

    “შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა. ამის ფარგლებში, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში “ღირსეული პარტნიორის” სწავლებას, რომელიც თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში

    30 მაისს აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა წამოიწყო. “ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ამერიკამ საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სწავლება “განუსაზღვრელი ვადით” გადადო

    აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი”, რომელიც 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადადო – შესაბამის განცხადებას შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

    გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ  გადაწყვეტილება გამოიწვია “საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებმა შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და მონაწილეობა მიეღო გადატრიალების მცდელობებში”.

    “შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა. ამის ფარგლებში, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში “ღირსეული პარტნიორის” სწავლებას, რომელიც თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში

    30 მაისს აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა წამოიწყო. “ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • კვლევა, რომელზეც გვარამიამ ილაპარაკა, არის ტყუილზე დაფუძნებული – ნათია მეზვრიშვილი

    კვლევა, რომელზეც გვარამიამ ილაპარაკა, არის ტყუილზე დაფუძნებული – ნათია მეზვრიშვილი

    გუშინ TV პირველის ეთერში ნიკა გვარამია საუბრობდა დეტალურად და ჩვენც რაღაცნაირად შეგვეხო. […] აბსოლუტურად გასაგები არის, რატომ ეყრდნობიან ისინი პარტიების დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს. […] რაღაც სანდოობის ხარისხი ხომ უნდა არსებობდეს. ძალიან ბევრი კვირაა, მე მაგალითად სამი ვერსია მოვისმინე ამ კვლევის, რაშიც არც მონაწილეობა მიგვიღია, არც არავის დაუძახია ჩვენთვის, არც არავის აზრი უკითხავს.

    […] ეს კვლევა არის ტყუილზე დაფუძნებული, მარტივად შემიძლია გითხრათ. პარტია ახალი, რომელიც რეალურად  არის ენმ, მიუხედავად იმისა, რა სახელს დაირქმევს, მას აქვს პოლიტიკური ინტერესები და რა დაკვეთასაც იძლევიან, იმის მიხედვით დგება შედეგები.

    […] ეს ადამიანები ცდილობენ საზოგადოებაში დალექონ მცდარი აღქმები. დადიან რეგიონებში და სამწუხაროა, რომ ამაში მათ ცალკეული ორგანიზაციები ეხმარებიან. მე ვისურვებდი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ისედაც როგორი წნეხის ქვეშ ვართ რუსული კანონიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველოდება, პოლიტიკური რჩევების მიცემის ნაცვლად, პოლიტიკურ პროცესში ჩარევის ნაცვლად, ვისურვებდი, ეს ადამიანები არჩევნების დაცვით დაკავდნენ.

    […]არსებობს საერთაშორისო კვლევა, ძალიან ავტორიტეტული, თვითონ საერთაშორისო პარტნიორები არ ენდობიან ამ კვლევას, რომელსაც ესე კარდაკარ დაატარებენ. იციან ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ საერთაშორისო პარტნიორებიც არ ენდობიან ამ კვლევას და იმ კვლევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, მალე გახდება ეს ცნობილი.

    თქვა პარტია საქართველოსთვის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.

  • დიდ ბრიტანეთში კონსერვატორების 14 წლიანი მმართველობა დასრულდა

    დიდ ბრიტანეთში კონსერვატორების 14 წლიანი მმართველობა დასრულდა.

    ლეიბორისტულმა პარტიამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში თემთა პალატაში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა.  კონსერვატორების პრემიერ მინისტრი, რიში სუნაკი თანამდებობიდან გადადგა. პრემიერის პოსტს ლეიბორისტების ლიდერი, კეირ სტარმერი დაიკავებს.

    ჯერ კიდევ ყველა ოლქში ხმების დათვლის დასრულებამდე გახდა ცნობილი, რომ  ლეიბორისტებმა  ოფიციალურად მოიგეს მინიმუმ 410  მათგანი, რაც მათ 650 ადგილიან პალატაში კომფორტულ უმრავლესობას აძლევს.

    პრემიერმა რიში სუნაკმა უკვე გააკეთა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ის კონსერვატორების ლიდერის თანამდებობასაც ტოვებს, თუმცა მოგვიანებით. ძალიან ვწუხვარ – თქვა მან დაუნინგ სთრითის რეზიდენციასთან გამართულ ბოლო ბრიფინგზე.პრემიერმა სუნაკმა საკუთარ ოქში – რიჩმონდში და ნორტალერტონში გამარჯვება და თემთა პალატაში მოხვედრა შეძლო, თუმცა პრემიერის რანგში მოღვაწეობა დაასრულა.

    • “დილა მშვიდობის. მალე შევხვდები მის უდიდებულეაობას, მეფეს, რათა განცხადება გადავცე პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ. ქვეყანას კი მინდა ვუთხრა, რომ პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ. მე მთლიანად მივუძღვენი საკუთარი თავი ამ სამუშაოს. მაგრამ თქვენ გამოგვიგზავნეთ ნათელი სიგნალი იმის შესახებ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს. და თქვენი გადაწყვეტილება ერთადერთია, რასაც მნიშვნელოვანია აქვს. მე გავიგე თქვენი გაბრაზება, თქვენი იმედგაცრუება. და მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დანაკარგზე. მტკივნეულია იმაზე ფიქრი, რამდენი კარგი კოლეგა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი თემების და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, აღარ იქნებიან თემთა პალატაში. მე მათ მადლობას ვუხდი მძიმე შრომის და მსახურებისთვის. ამ შედეგის შემდეგ მე თანამდებობიდან მივდივარ. პარტიის ლიდერის პოსტს დღესვე არ დავტოვებ, არამედ მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება ფორმალური ზომები ჩემი შემცვლელის ასარჩევად. მე ვუსურვებ სერ კეირ სტარმერს, რომელიც მალე ჩვენი პრემიერ მინისტრი გაგხდება, წარმატებებს. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი დაპირისპირება ამ კამპანიისას, ის წესიერი, ხალხის მსახურებით შთაგონებული კაცია, რომელსაც მე პატივს ვცემ. “ – განაცხადა სუნაკმა. 

    რიში სუნაკი დღესვე ესტუმრა ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამეს და გადადგომის თხოვნა გადასცა.

    დღესვე ბუკინგემის სასახლეში მივიდა ლეიბორისტების ლიდერი,   კეირ სტარმერი, რომელსაც მეფემ ფორმალურად უკვე დაავალა ახალი მთავრბის ფორმირება.

    არჩევნების შედეგებმა ბრიტანული პოლიტიკა თავდაყირა დააყენა. ლეიბორისტებმა თემთა პალატაში მინიმუმ  412 ადგილი მიიღეს, რითაც წინა მაჩვენებელი 210 მანდატით გაზარდეს. იმ დროს, როცა კონსერვატიულმა პარტიამ დაახლოებით 250 მანდატი დაკარგა. ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში ვეღარ მოხვდა არაერთი ყოფილი მინისტრი, ასევე  ყოფილი პრემიერ–მინისტრი ლიზ ტრასი.

    მომავალმა პრემიერ მინისტრმა, კეირ სტარმერმა არჩევნებში გამარჯვებისთანავე ცვლილებების პირობა დადო.

    • “თქვენ ხმა მიეცით ამას და აი, ისიც დადგა. ცვლილებები ახლავე იწყება. ჩვენ ვთქვით, რომ ბოლოს მოვუღებთ ქაოსს , და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ ვთქვით, რომ ახალ თავს დავიწყებთ, და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ დღეს ახალი თავის წერას ვიწყებთ, ვიწყებთ მუშაობას ცვლილებებისთვის, ვიწყებთ ნაციონალური განახლების მისიას და ჩვენი ქვეყნის აღდგენას.“ – განაცხადა კეირ სტარმერმა.

    კონსერვატიული პარტიისთვის ამ არჩევნების შედეგები ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

    რატომ დამარცხდნენ კონსერვატორები.

    ექსპერტები ამბობენ, რომ კონსერვატორების დამარცხება საზოგადოებაში მათ არაპოპულარობას უფრო უკავშირდება, ვიდრე ნდობას და მხარდაჭერას ლეიბორისტების მიმართ.

    ხელისუფლებაში კონსერვატორების ყოფნის 14 წლის განმავლობაში მოხდა ცხოვრების დონის  ვარდნა პირველად 1950-იანი წლების შემდეგ. მათი პოპულარობის კლების მიზეზებს შორის არის სახელმწიფო ხარჯების მკაცრი ეკონომია 2008–2009 წლების ფინანსური კრიზისის, პანდემიისა და ბრექსიტის შედეგად, რამაც ვაჭრობა და ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეამცირა.

    ოპოზიციისთვის საკმარისი აღმოჩნდა მოსახლეობისთვის ერთადერთი – ცვლილებების დაპირება მიეცა.

    მმართვალი პარტია სოციოლოგიურ კვლევებში ოპოზიციასთან უკვე რამდენიმე წელია აგებდა, თუმცა მას ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობა და უფლება, ხელისუფლებაში ხუთწლიანი ვადის ბოლომდე – 2025 წლის იანვრამდე დარჩენილიყო.

    თუმცა, პრემიერმა რიში სუნაკმა მოულოდნელად რიგგარეშე არჩევნები დანიშნა და ეს არჩევნები, როგორც მოსალოდნელი იყო, წააგო.

  • “ორბანი მოსკოვში EU-ს ან მის პოზიციებს არანაირად არ წარმოადგენს!” – კაია კალასი

    “ორბანი მოსკოვში EU-ს ან მის პოზიციებს არანაირად არ წარმოადგენს!” – კაია კალასი

    “ვიქტორ ორბანი მოსკოვში ევროკავშირს ან მის პოზიციებს არანაირად არ წარმოადგენს. ის ევროკავშირში თავმჯდომარეობის პოზიციას დაბნეულობის დასათესად ბოროტად იყენებს. ევროკავშირი ერთიანია, მკაფიოდ დგას უკრაინასთან და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”,

    წერს ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში და ორბანის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება.

  • „ქართული ოცნება“ არჩევნებში ერთიანი ფორმატით გამოვა – ვოლსკი

    „ქართული ოცნება“ არჩევნებში ერთიანი ფორმატით გამოვა – ვოლსკი

    “არსებობს ძველი “ნაციონალური მოძრაობა“ – კლასიკური და სტანდარტული. ასევე არსებობს მოჩვენებითი, ვითომ ახალი ორგანიზაცია, მაგრამ კვლავ “ნაციონალურ მოძრაობა“. ეს გაყოფა იმან გამოიწვია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ნაწილისთვის ისტერიკიანი და არაინტელექტუალური ადამიანები მიუღებელი არიან. გამომდინარე აქედან, ჩათვალეს, რომ კიდევ ახალი “ნაცმოძრაობა“ უნდა შეიქმნას, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს იგივე “ნაცმოძრაობაა“. ეს ორი “ნაცმოძრაობა“ შეეცდება, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ფორმატი არ დაიშალოს. რა როლი ექნება მიხეილ სააკაშვილს ამ კონფიგურაციაში, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ის ჯერჯერობით ოფსაიდშია დატოვებული.

    “ნაციონალური მოძრაობის“ მყარი მოკავშირე სუბიექტები არიან “ლელო“ და გიორგი გახარია“,

    ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.