Category: ახალი ამბები

  • ხელისუფლების ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება დააზიანა – აქუბარდია

    ოცნების მიერ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებმა და ანტიდასავლურმა, ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა უკვე უკიდურესად დააზიანა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი ჯარი. აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესს მოჰყვა არა მხოლოდ ერთობლივი სამხედრო მრავალეროვნული სწავლების, ღირსეული პარტნიორის გაუქმება, არამედ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან დახმარების გაქრობა, რისი დასტურიცაა 2025 წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტიდან საქართველოს საკითხის ამოღება. ამაზე ღიად საუბრობდა ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი.

    აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის გადახედვის პროცესს უკვე მოჰყვა NATO-ს კიდევ ერთი ქვეყნის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვაც. ჩემი ინფორმაციით, დანიამ ასევე შეაჩერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ოთხწლიანი მრავალმილიონიანი პროექტი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მხარდასაჭერად.

    დანიამ შარშან 27 მილიონი ლარი გამოყო საქართველოს თავდაცვისა და სასწრაფო დახმარების დაწესებულების მომზადების, გაძლიერებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმებოდა დანიის შიდა გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოსთვის დახმარების გაწევა მედეგობის გაძლიერებაში.

    შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა ჩვენს ჯარს და თავდაცვისუნარიანობას, მიუხედავად NATO-ს თუ ევროკავშირის ქვეყნების არაერთი გაფრთხილებისა, არ მიეღოთ კრემლის მიერ შთაგონებული რუსული კანონი.

    ერთადერთი შესაძლებლობა, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და შევინარჩუნოთ ქვეყნის გაცხადებული ეროვნული ინტერესები, მათ შორის თავდაცვისუნარიანობა, არის 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს გამარჯვება.

    განაცხადა ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.

  • კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა – დაღუპულია 29 ადამიანი, საიდანაც 4 ბავშვია

    უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით,  კიევში, უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფოს “ოხმადეტის” ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დაღუპულია  29 ადამიანი, საიდანაც 4 ბავშვია.

    “რუსეთის თავდასხმის შედეგად ამ ლოკაციაზე 2 ადამიანი დაიღუპა, 32-მა დაშავებულმა მიმართა სამედიცინო დახმარებას. 8 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზოგადად, ამ დროისთვის, 8 ივლისს რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი“, – აღნიშნა კლიმენკომ.

  • საქართველოსთვის სამწუხარო მომენტია… ქართველები არ უნდა დანებდნენ – რებეკა ჰარმსი

    საქართველოსთვის სამწუხარო მომენტია. გადაწყდა მოლდოვასა და უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნა, რადგანაც ისინი ასრულებენ პრიორიტეტებსა და კრიტერიუმებს მაშინ, როდესაც საქართველო ჩამორჩება. საქართველოში ყველასთვის ცნობილია, რატომ მოხდა ეს, ვინ მიჰყვა რუსულ კანონს, როგორი იყო საზოგადოების რეაქცია, როგორ იძალადეს დემონსტრანტებზე, იმ ხალხზე, რომლებიც მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას. ამიტომ ბევრი მიზეზი არსებობდა ნეგატიური გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ქართველები არ უნდა დანებდნენ.

    საქართველოში ევროპული გზის მიმართ ყველაზე ერთგული საზოგადოებაა და ვფიქრობ, რომ საზოგადოების აზრი ამაზე არ შეცვლილა. მოსკოვის იმპერიაში რეინტეგრაციის არანაირი სურვილი არ არსებობს. საზოგადოებას სჭირდება მთავრობა, რომელიც გაუძღვება ამ გზას და პროცესს. ფაქტობრივად, ქართული ოცნების მთავრობამ გადაწყვიტა არ შეესრულებინა პირობები და არ დაეკმაყოფილებინა კრიტერიუმები. ბევრი საკითხი უკავშირდება არჩევნებს, რომელიც მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის. მათ აშფოთებთ ქვეყნის მომავალი. არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით კიდე ერთი საკითხი – რა ორიენტაცია ექნება საქართველოს? პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო ერთგულია ევროკავშირის ნაწილად გახდომის მიმართ, მისი მოქალაქეების ნების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ეს საჭიროებს გადაწყვეტილებებს ხმის მიცემითაც.

    თქვა რებეკა ჰარმსმა, თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის უფროსმა მრჩეველმა და ყოფილმა ევროპარლამენტარმა.

  • რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, ამერიკა საქართველოს მთავრობის ცვლილებას გეგმავს

    რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) “ოცნების” მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, სადაც  ასევე აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის.რუსული დაზვერვის მტკიცებით, “საქართველოს პრეზიდენტმა ს.ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს მთავარი როლი ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში”.

    “რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესბიურო იტყობინება, რომ СВР-ში შემოსული მონაცემები მოწმობს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, მიაღწიონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის.” – წერია განცხადებაში.

  • დახმარებას მიმართავენ მედიასა და NGO-ებზე – ხათუნა სამნიძე აშშ-ს და EU-ს გადაწყვეტილებებზე

    ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც ამ ქვეყანას გვერდში უდგანან წლების მანძილზე და არ აპირებენ, რომ ეს ქვეყანა მიატოვონ და სტატუსის მონიჭებაც ამის დასტური იყო, რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ დახმარებას მიმართავენ სწორედ იმ სექტორებზე, რის წინააღმდეგაც ხელისუფლება არ იშურებს, რომ გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები და ბარიერები.

    ხელისუფლება თავს ესხმის როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე მედიას და ოპოზიციას და რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში, ჩვენი მეგობრები, რომლებიც ამ ქვეყანას გვერდში უდგანან, დაეხმარებიან მედიას და არასამთავრობო სექტორს იმისთვის, რომ გაძლიერდეს საქართველოში დემოკრატია.

    თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერიმა, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართულ ოცნებაზე – ბორის ჩელე ყურუა აშშ-ს გადაწყვეტილებაზე

    ქართველი ხალხი უნდა იყოს მადლობელი თავისი სტრატეგიული პარტნიორის, რადგან ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართულ ოცნებაზე და იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს.

    შესაბამისად, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ თუ ჩვენ გვეყოლება ნორმალური ხელისუფალი, არ გვექნება ერთპარტიული მმართველობა, ჩვენს ხელისუფლებაში არ იქნებიან დასანქცირებული ადამიანები, მაშინ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა წავა წინ.

    ასე ეხმაურება გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი ბორის-ჩელე ყურუა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწის  და თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას.

  • პასუხია ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებზე – პრეზიდენტი აშშ-სა და EU-ის გადაწყვეტილებებზე

    პასუხია ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებზე – პრეზიდენტი აშშ-სა და EU-ის გადაწყვეტილებებზე

    “აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნულ 30 მილიონ ევროს გაყინვა.

    ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტი ევროპულ და ანტი დასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.

    პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი – არაფრისთვის და არავისთვის საჭირო – რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა. და პირიქით სხვა არაფერი ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა … ( ნეტავ აწი ამერიკას რა ეშველება !)

    ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოეს მეგობრებისგან ყურადსაღებია! მართალია, ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი თქვენია” ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან რომ ეს კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან !

    ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას “რატომაა ეს კანონი რუსული? რატომ?”… და ამიტომ!”

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების “ღირსეული პარტნიორის” გაურკვეველი ვადით შეჩერებასა და EU-ის მიერ თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინვაზე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია – ჰერჩინსკი

    საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია – ჰერჩინსკი

    27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს და მათ მიიღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი შემდგომი პერიოდისთვის, მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის მომავალ ლიდერებთან დაკავშირებით, დაადასტურეს უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მტკიცე ვალდებულება და სამწუხაროდ და ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი. ეს ძალიან გარკვევითაა ნათქვამი ევროპული საბჭოს დასკვნაში. წაიკითხეთ ის ძალიან ყურადღებით.

    ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი 9 ნაბიჯისგან აშკარაა უკუსვლაა. ასევე, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია. ეს ნამდვილად სამწუხარო და გულსატკენია.

    ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფნის დროს, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ეხება.

  • “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” – ვინ არიან ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები

    ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის პრეზენტაცია “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” მიმდინარეობს.  ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრები წარადგინა:

    • გია ჯაფარიძე – პოლიტოლოგი
    • თამარ კორძაია – დამოუკიდებელი დეპუტატი
    • სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი
    • ლაშა ბაქრაძე – ლიტერატურათმცოდნე
    • არმაზ ახვლედიანი – დამოუკიდებელი დეპუტატი
    • გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი
    • ირაკლი ფავლენიშვილი – ენმ-ის წევრი

    თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრების წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა არა დანაწევრების, არამედ ერთიანობის დროა.

    “ახლა არ არის დანაწევრების დრო, არ არის დაპირისპირებების დრო, არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის გადარჩენისთვის და ერთიანობის გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია”,- თქვა ბოკუჩავამ.

  • “დაბომბვისას, 3 ბავშვს გულის ოპერაციას უტარებდნენ, მათ გადარჩენას ვცდილობთ” – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი

    „მთლიანად დაინგრა ტოქსიკოლოგიის განყოფილება, სადაც ბავშვები იყვნენ დიალიზზე. მთავარი ამოცანაა  ონკოჰემატოლოგიის შენობიდან ევაკუაცია, ეტაპობრივად გადაგვყავს სხვა საავადმყოფოებში, რადგან არ არის შუქი, არ არის ჟანგბადი და არ არის წყალმომარაგება.[…]ახლა მეორე საავადმყოფოს ბაზაზე ექიმები ცდილობენ გადაარჩინონ იმ ჩვილების სიცოცხლე, რომლებსაც კარდიოქირურგიის ცენტრში ოპერაციას უკეთებდნენ”

    აცხადებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო.