Category: ახალი ამბები

  • ლელო ითხოვს, ანაკლიის პორტს დონალდ ტრამპის სახელი დაერქვას

    ლელო ითხოვს, ანაკლიის პორტს დონალდ ტრამპის სახელი დაერქვას

    ლელო ძლიერი-საქართველო ითხოვს, რომ ანაკლიის პორტი ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად გამოცხადდეს და მას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელი დაერქვას.

    “ანაკლიის პორტს შეუძლია, გარდამტეხი როლი ითამაშოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით. საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისთვის საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის სტატუსი განისაზღვროს, როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი. სწორედ ამიტომ, საჭიროა ანაკლიის პროექტის რეალური განხორციელება და არა იმიტირებული პროცესი […]

    ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დღეს სახელმწიფო შემდეგ პოლიტიკურ ნაბიჯებს უნდა დგამდეს და იძლეოდეს საჯარო, მკაფიო ვალდებულებებს:

    • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ნომერ პირველ ეროვნულ პრიორიტეტად და ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად უნდა გამოცხადდეს;
    • პროექტში წამყვანი როლი ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს უნდა მიენიჭოს და არ უნდა იყოს ისეთი სტრუქტურების დომინაცია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ან ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებთან;
    • ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება საჯარო უნდა იყოს;

    სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ, ამიერკავკასიაში უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო გზა გაჩნდა, რომელსაც ტრამპის გზა ეწოდა. ამ გზამ საქართველოს გვერდი ვერ უნდა აუაროს. ამის განხორციელება კი მხოლოდ ანაკლიის პორტის აშენებითაა შესაძლებელი, რაც ტრამპის გზის ლოგიკური გაგრძელება იქნება. ყველა ჩართულ მხარეს მივმართავთ, ანაკლიის პორტს პრეზიდენტ ტრამპის სახელი დაერქვას და ის დასავლური სამყაროსთვის ტრამპის გზის კარიბჭე გახდეს – რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას”. – ნათქვამია ლელო-ძლიერი საქართველოს განცხადებაში.

    კუპრაძე ამბობს, რომ მის კოალიციას გეგმა აქვს, რომელიც ანაკლიის პორტის სწრაფად აშენებას უზრუნველყოფს.

    “ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, ახლაც და ხელისუფლებაში მოსვლისთანავეც უზრუნველყოს ყველა ამ პირობის შესრულება. ლელო-ძლიერი საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა და გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ პორტის სწრაფად აშენებას და მასთან ერთად “ანაკლია სითის” განვითარებას, რომელიც საქართველოსთვის ათეულობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის”. – თქვა კუპრაძემ.

  • გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

    გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც  ლილუაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯეს, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სუს-ის ყოფილი უფროსი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

    სხდომაზე ასევე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე, სწორედ ამ საკითხით გაგრძელდება განხილვა მომდევნო სასამართლო პროცესზე, რომელიც 22 აპრილს ჩატარდება.

  • ერთი ცივილიზაცია განადგურდება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება..არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება – ტრამპი

    ერთი ცივილიზაცია განადგურდება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება..არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება – ტრამპი

    ერთი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება. ახლა, როდესაც გვაქვს რეჟიმის სრული და ტოტალური ცვლილება, სადაც განსხვავებული, უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება ჭარბობს, შესაძლოა, რაღაც რევოლუციურად საოცარი მოხდეს, ვინ იცის? ამას დღეს საღამოს გავიგებთ, რაც მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. 47-წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდებული ხალხი

    წერს ამერიკის  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

  • სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლა იყო

    სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლა იყო

    თურქეთში, სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო. თურქეთის შს მინისტრის თქმით,  თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შეიარაღებულ თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა – მისივე თქმით, სროლის შემდეგ ერთი შეიარაღებული პირი მოკლეს, ორი კი დაჭრილია.

    “დადგენილია, რომ იზმითიდან დაქირავებული მანქანით სტამბოლში ჩასულ პირებს შორის არის ერთი, რომელსაც კავშირი აქვს ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა (რელიგიას ბოროტად იყენებდა). ასევე დადგინდა, რომ ორი ტერორისტიდან ერთ-ერთს, რომლებიც ძმები არიან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული სამართლებრივი ისტორია აქვთ”, – განაცხადა თურქეთის შს მინისტრმა.

     

  • შსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

    შსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

    შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

    ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ორგანიზებულ დანაშაულთან – განსაკუთრებით ე.წ. ”ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას.

    გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამართალდამცავების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული. კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

    სამართალდამცავების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და გამოჰქონდათ ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.

    დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. „კანონიერ ქურდს“ მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდული წესების“ შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

    გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.

    ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ასევე ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს მიზანს, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს”, – თქვა შს მინისტრის მოადგილემ.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ახალი დღის წესრიგით ვცდილობთ – მახაშვილი

    აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ახალი დღის წესრიგით ვცდილობთ – მახაშვილი

    რასაც ვცდილობთ, არის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ახალი დღის წესრიგით – ოღონდ, მათ შორის, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენი მიზანი არაა ყველაფრის ფასად ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენი წითელი ხაზებია: მშვიდობა, სტაბილურობა და საქართველოს ეკონომიკური განვითარება. ამ მიზნების გარშემო, ამერიკელებთანაც და სხვებთანაც კონკრეტული თანამშრომლობისთვის მზად ვართ.

    განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე.

  • მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს – კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე

    მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს – კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე

    კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

    „ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, რასაც აჩენს ის სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის, გაჟღერებული „მესიჯები“ და ა.შ. შესაბამისად, დაველოდოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • მდინარაძის და მისი 4 მოადგილის ქონებრივი დეკლარაციები, საჯაროდ აღარ იძებნება

    მდინარაძის და მისი 4 მოადგილის ქონებრივი დეკლარაციები, საჯაროდ აღარ იძებნება

    “ქართული ოცნების” სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის და მისი 4 მოადგილის ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ აღარ იძებნება.

    ამასთან ერთად, სუს-ის თანახმად, პარადოქსულია ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის საჯაროობას ავალდებულებს.

    “ვინაიდან თქვენს მიერ დასახელებული თანამდებობის პირები წარმოადგენენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ რგოლს, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მათი დეკლარაციები საჯაროდ არ იძებნება, რაც ასევე სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანო მუშაობს აღნიშნული მიდგომის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, რადგან მართლაც პარადოქსულია ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის საჯაროობას ავალდებულებს. ვაზუსტებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციები წარდგენილი არ არის. როგორც სამსახურის უფროსის, ასევე მისი მოადგილეების დეკლარაციები შევსებულია და წარდგენილია შესაბამის უწყებაში”. – უთხრეს ტაბულას, სუს-ში

  • უკრაინამ დრონებით რუსულ ფრეგატ ადმირალ მაკაროვს დაარტყა [ვიდეო]

    უკრაინამ დრონებით რუსულ ფრეგატ ადმირალ მაკაროვს დაარტყა [ვიდეო]

    6 აპრილის, უკრაინის უპილოტო ძალების მეთაურის, რობერტ “მადიარ” ბროვდის ინფორმაციით, ნოვოროსიისკის პორტზე იერიშის დროს უკრაინის ძალებმა რუსულ ფრეგატს, ადმირალ მაკაროვს დაარტყეს, რომელიც კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით არის აღჭურვილი.

    ბროვდის პოსტის მიხედვით, რუსული სამიზნესთან დრონების მიახლოებამდე ფრეგატმა საჰაერო თავდაცვის რაკეტები გაუშვა, თუმცა, ამის მიუხედავად, დრონებმა რუსულ გემს მაინც დაარტყეს.

  • თბილისში, 12-13 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

    თბილისში, 12-13 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

    თბილისში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი. კახა კალაძის  თქმით, ამ მარშრუტებით ” მოქალაქებიი 2 დღის განმავლობაში ისარგებლებენ უფასოდ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე.”

    მარშრუტების ჩამონათვალი:

    თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: მარჯანიშვილი, დელისი, სარაჯიშვილი, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან (თბილისი ცენტრალის პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

    კალაძემ ასევე თქვა, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო იმუშავებს გახანგრძლივებული დროით.

    “11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.” აღნიშნა კალაძემ სხდომაზე.