Category: ახალი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა  22 მსჯავრდებული შეიწყალა

    სალომე ზურაბიშვილმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა

    სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 2 აგვისტოს, 22 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    “14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი ასევე შეეხო 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან”. – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

  • “გუდვილის” მიმდებარე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – თბილისის მერია

    თბილისის მერიის ინფორმაციით, 2 აგვისტოდან აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. გუდვილის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

    “აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება”- ნათქვამია განცხადებაში.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს დილით, 10:44 საათზე მიწისძვრა მოხდა.

    ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან 23 კილომეტრში, სოფელ საღამოსთან იყო.

    მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.

  • ჩვენი გუნდი დააფუძნებს ახალ პარტიას – თამარ ჩერგოლეიშვილი

    ჩვენი გუნდი დააფუძნებს ახალ პარტიას – თამარ ჩერგოლეიშვილი

    “ერთ თვეში ახალი პარტიის დაფუძნება მირჩევნია მათთან [გიგი წერეთელი, კაკო ბობოხიძე] ბრძოლას, ერთი სული მაქვს, როდის შემოგთავაზებთ. გასაგებია, რომ მოდიფიკაციები მოგვიწევს, მაგრამ გავაკეთებთ ამ ყველაფერს.

    ამ პარტიის ზრდას განაპირობებდა ის იდეები, რასაც ჩვენი გუნდი განასახიერებს. ჩვენი გუნდი აქ არის, დააფუძნებს ახალ პარტიას და ძალიან მალე გეტყვით, ვის მისცეთ ხმა, აქაც პასუხისმგებლობით მოვიქცევით”

    ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა საკუთარ პირად გვერდზე, პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა.

  • ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს

    ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს.

    „ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს, ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს ვულოცავ ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას.

    24 წლის ტატო გრიგალაშვილი უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონია. ტატოს ყველაფერი წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება.

    ლაშა ბექაური 24 წლის ასაკში უკვე ქართული ძიუდოს და, ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდაა. დარწმუნებული ვარ, ლაშა სამი წლის წინ გაცემულ პირობას ბოლომდე შეასრულებს და 4 წელიწადში მესამე ოლიმპიურ ოქროსაც მოიგებს.

    უდიდეს წარმატებას მიაღწია 23 წლის ილია სულამანიძემ პირველივე ოლიმპიურ თამაშებზე, თავად ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მესამე მედალი მოაგებინა. უფრო დიდი გამარჯვებები, მათ შორის, შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე ილიასაც წინ ელოდება.

    წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ოლიმპიელებს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გველის”, – ნათქვამია მისალოც წერილში.

  • თეთრმა სახლმა რუსეთთან პატიმრების გაცვლა დაადასტურა

    თეთრმა სახლმა რუსეთთან პატიმრების გაცვლა დაადასტურა. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ჟურნალისტები ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა, პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა და მარინე პოლ უელანი გაათავისუფლეს რუსეთის ციხეებიდან რუსეთთან პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ბაიდენის თქმით, გაცვლის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ რუსეთიდან 16 ადამიანის გათავისუფლებაზე.

    „სულ შევთანხმდით რუსეთიდან 16 ადამიანის გათავისუფლებაზე, მათ შორის ხუთი გერმანიის და რუსეთის შვიდი მოქალაქეა, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში პოლიტპატიმრები იყვნენ. ამ ქალებისა და მამაკაცების ნაწილი წლების განმავლობაში უსამართლოდ იყო დაკავებული. მათ ყველამ გადაიტანა წარმოუდგენელი ტანჯვა და გაურკვევლობა. დღეს მათი აგონია დასრულდა“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადებაში.

    გათავისუფლებულთა შორის, რომელთა სახელებიც ბაიდენმა დაასახელა, არიან Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ვლადიმერ კარა-მურზა*; რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებული აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და კანადის მოქალაქე პოლ უელანი, ასევე რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა .

    გაცვლის დარჩენილი მონაწილეების ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება. თუმცა, ითვლება, რომ გაცვლილ პატიმრებში შესაძლოა იყვნენ ოპოზიციონერი ილია იაშინი*, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი*, გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ლილია ჩანიშევა და ქსენია ფადეევა, მხატვარი საშა სკოჩილენკო, 18 წლის რუსეთისა და გერმანიის მოქალაქე კევინ ლიკი.

    თავის განცხადებაში ბაიდენმა მადლობა გადაუხადა „მოკავშირეებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს“ შეერთებულ შტატებს „რთულიმოლაპარაკებების გზით ამ შედეგის მისაღწევად: მათ შორის გერმანიას, პოლონეთს, სლოვენიას, ნორვეგიას და თურქეთს“.

    მან არ დაასახელა იმ პატიმრების ვინაობა, რომლებიც ს ამერიკული ციხეებიდან გაათავისუფლეს. ვარაუდობენ, რომ მათ შორის შეიძლება იყოს კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელი ალექსანდრე ვინნიკი, რუსი ბიზნესმენი ვლადისლავ კლიუშინი, სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის რომან სელეზნევის ვაჟი, ეფესბეს პოლკოვნიკი (ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მიხედვით) ვადიმ კონოშჩენოკი და მაქსიმ მარჩენკო.

    გაცვლის ფარგლებში ბერლინმა შესაძლოა რუსეთს გადასცეს ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაშია მსჯავრდებულია ჩეჩენი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. 2021 წლის დეკემბერში მას გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.

    Reuters-ის ცნობით, გაცვლის პროცესს კოთურქული დაზვერვა უწევდა კოორდინაციას.

  • გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას..ყველაფერი განხილვის პროცესშია..- დანიგანი

    ”ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ უკვე 33 წელია პარტნიორები ვართ. 33 წელია, რაც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ერთად დავეხმარეთ სკოლებისა და კლინიკების აშენებაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ ერთად, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას საქართველოს ხალხისთვის.

    თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს – ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ.

    ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი.

    ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი”.

    განაცხადა ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა.

  • თუ საქართველოს მხრიდან დიალოგის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ – ვალენტინა მატვიენკო

    “თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი, ჩვენ ახლაც მზად ვართ, იმის მიუხედავად, რომ არ გაგვაჩნია დიპლომატიური ურთიერთობები. ამაში მდგომარეობს პარლამენტების მისია, სწორედ ამისთვის არიან არჩეულები.[…] სანამ ჩვენ კონტაქტი არ გვაქვს, ცხადია, ჩვენი ბრალი არაა, საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, ბევრი რაღაცის გადააზრება ხდება… ოქტომბერში საქართველოში არჩევნებია და, რა თქმა უნდა, ისინი… გადაწყვეტენ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კურსის განვითარებას.[…]მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი სიტუაციაა, აი, რუსეთში… როგორი პატივისცემაც გვქონდა ქართველი ხალხის მიმართ, ისევ ისეთი გვაქვს. ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელია, მეგობრულია. ვნახოთ რით დასრულდება საარჩევნო კამპანია.”

    ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

     

  • გიგა ბოკერიამ ევროპული საქართველო დატოვა

    გიგა ბოკერიამ ევროპული საქართველო დატოვა

    გიგა ბოკერიამ ევროპული საქართველო დატოვა. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის შიდა პრაიმერიზმა გუნდში დაპირისპირება გამოიწვია.

    “როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ევროპულ საქართველოში შიდაპარტიული პრაიმერიზი დასრულებულია – ჩემი აზრით, ყველა ხარვეზის მიუხედავად, ეს იყო უაღრესად დადებითი პროცესი – წინასწარ რეგისტრირებულმა დელეგატებმა აირჩიეს პარტიის საპარლამენტო სია, რაც ძალიან იშვიათი პრეცენდენტია ქართულ პოლიტიკურ კულტურაში.
    კონკურენცია იყო საკმაოდ მწვავე, რაც რეალური პრაიმერიზისთვის სრულიად ნორმალურია.
    თუმცა, სამწუხაროდ, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, ჩემი, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.
    კერძოდ, მე მხარი დავუჭირე პრაიმერიზში მონაწილე იმ გუნდს, რომელმაც ლომის წილი შეიტანა ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში და პარტიის ახალი შინაარსის შექმნაში, რამაც ევროპული საქართველოს მხარდაჭერა საგრძნობლად გაზარდა და ეს ჩვენი კონკურენტების კვლევებითაც დასტურდება.
    ამას გარდა, აზრთა არსებითი სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, თუ ვის უნდა ჰქონოდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება.
    ჩემი პოზიციით, და პარტიის თავდაპირველი შეთანხმებით, ეს მხოლოდ იმ პირებს უნდა შეძლებოდათ, ვინც არ ერიდება ევროპული საქართველოს მიმართ მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირებას.
    სამწუხაროდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, რომლებსაც არ სურდათ ევროპული საქართველოს მკაფიო, საჯარო მხარდაჭერა.
    ამ ყველაფერმა პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის, დაისვა თავმჯდომარის ანუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი.
    მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ევროპული საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია “ხმების გაფლანგვის და რეჟიმისთვის ჩუქების “ თაობაზე, ამ დაპირისპირების გაღვივება, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, შეუძლებელს ხდის როგორც ამ პროპაგანდის განეიტრალებას, ისე პარტიის მხრიდან წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.
    რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისედაც ბევრია ისეთი პარტია, რომელიც ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ისედაც ბევრია ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს ერთს, აკეთებს მეორეს.
    ევროპულ საქართველოს შეეძლო საზოგადოებისთვის ამ მანკიერი პრაქტიკის ალტერნატივა შეეთავაზებინა.
    სამწუხაროდ, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არჩეული კურსიდან გადაეხვია და სწორედ ამიტომ, ჩვენი გზები აქ იყოფა.
    მე ვერ ავიღებ შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე ამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
    აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ევროპული საქართველოს თავმჯდომარის პოსტი და შესაბამისად, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა 11 აგვისტოს დანიშნულ პარტიულ ყრილობაზე.
    ამასთან ერთად, ამ დაპირისპირებამ გამოავლინა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი ჩემს იქამდე უახლოეს პოლიტიკურ პარტნიორთან, აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ გუნდთან.
    შესაბამისად, ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში.
    პარტიის დღევანდელი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და მათი პოზიციის მხარდამჭერი პარტიის წევრები მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით, პარტიის შიგნით დაპირისპირების გაღვივების გარეშე.” – წერს სოციალურ ქსელში.

  • რუსეთმა უკრაინაში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერის სახლზე იერიში მიიტანა

    რუსეთმა უკრაინაში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერის, ილია პონომარიოვის სახლზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც პოლიტიკოსმა და მისმა ცოლმა დაზიანებები მიიღეს.

    “როგორც ჩანს, დღეს მეორე დაბადების დღე მქონდა. თავდასხმის რიგით მეხუთე მცდელობა განსაკუთრებით არასტანდარტული და გაცილებით შედეგიანი აღმოჩნდა. დეტალებს მოგვიანებით დავწერ”. – წერს სოციალურ ქსელ X-ში პონომარევი.

    ცნობისთვის, რუსმა ოპოზიციონერმა, ილია პონომარიოვმა, რუსეთი, 2014 წელს დატოვა და 2016 წლიდან უკრაინაში ცხოვრობს. 2015 წელს პონომარევს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა, იამვე წლის ოქტომბერში ყოფილ დეპუტატს დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯა.