Category: ახალი ამბები

  • მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

    მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

    სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

    გუშინ მოზარდები მდინარის ნაპირას იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი წყალში ჩავარდა.

    ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართული იყვნენ მყვინთავები.

  • რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არ სჭირდება ის, რაც სხვას ეკუთვნის – უკრაინის საგარეო

    რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არ სჭირდება ის, რაც სხვას ეკუთვნის – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰეორჰი ტიხიმ პრესკონფერენციაზე კურსკში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

    “უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, არ ისწრაფვის უცხო ტერიტორიების დაპყრობისკენ. უკრაინის მხარე არ არის დაინტერესებული კურსკის რეგიონის ტერიტორიების მითვისებით. ჩვენი მიზანი ჩვენი ხალხის სიცოცხლის შენარჩუნებაა.[…] სამწუხაროდ, უკრაინას არ შეუძლია შორი დისტანციის იარაღის გამოყენება, რათა თავი დაიცვას, ამიტომ ჩნდება საჭიროება, გავათავისუფლოთ სასაზღვრო ტერიტორიები რუსეთის ჯარებისა და შეიარაღებული ძალებისგან, რომლებიც უკრაინას [ამ ტერიტორიებიდან] ესხმიან თავს.[…] უკრაინის შეიარაღებული ძალები ცივილიზებული ევროპული სამხედრო ძალაა, რომელიც სრულად ექვემდებარება ომის კანონებსა და წეს-ჩვეულებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. […] ომი უკრაინაში რუსეთმა დაიწყო და ახლა საკმაოდ მართებულია, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება. რაც უფრო მალე დათანხმდება რუსეთი სამართლიანი მშვიდობის აღდგენას, მით უფრო მალე დამთავრდება უკრაინის სამხედრო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე. სანამ პუტინი აგრძელებს ომს, ის მიიღებს უკრაინისგან შესაბამის პასუხს” – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

  • სოციალური სისტემა სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს – ომბუდსმენი

    სოციალური სისტემა სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს – ომბუდსმენი

    “სამწუხაროდ, ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და მხარდაჭერის გამოწვევები. არსებული სოციალური სისტემა, მიზნობრივი ცენტრალური/მუნიციპალური პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას.

    სახალხო დამცველი მუდმივად მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ყველა ქმედითი ნაბიჯი სიღარიბეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გასაუმჯობესებლად და ისეთი მექანიზმების შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ბავშვთა ეფექტიან დაცვას და ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებას, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების განუხრელი დაცვის მიზნით.”

    ასე ეხმაურება, ომბუსმენი, ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანის დაღუპვას.

  • კურსკში, ტერიტორიის წაღებით არ ვართ დაინტერესებულები, გვსურს ჩვენი ხალხის დაცვა – უკრაინა

    “რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, ჩვენ სხვისი არაფერი გვინდა. უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის ოლქში ტერიტორიის წაღებით, გვინდა ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა.

    უკრაინის შეიარაღებული ძალები ცივილიზებული ევროპული სამხედრო ძალაა, რომელიც სრულად იცავს ომის წესებსა და კანონებს, საერთაშორისო სამართალს. უკრაინის არმიის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ხასიათისაა. […]

    რაც უფრო მალე დათანხმდება რუსეთი მშვიდობის აღდგენას, მით უფრო მალე შეჩერდება უკრაინის შეტევები რუსეთის ტერიტორიაზე. სანამ პუტინი ომს განაგრძობს, ის უკრაინისგან ასეთ პასუხებს მიიღებს”,

    ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ქობულეთში, მაშველებმა, ზღვაში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

    ქობულეთში, მაშველებმა, ზღვაში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.

    სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

  • კიევი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს – მედვედევი

    კიევი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს – მედვედევი

    “უკრაინამ ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტი განახორციელა. ისინი, რა თქმა უნდა, მიიღებენ დამსახურებულ სასჯელს იმის გამო, რაც გააკეთეს”

    აცხადებს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი.

  • არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ – ლომჯარია ზუგდიდის ტრაგედიაზე

    “სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც 4 არასრულწლოვანი ცხოვრობდა, დენი ჩაუჭრეს. სახლში დარჩენილმა ბავშვებმა სანთელი აანთეს, რამაც სავარაუდოდ ხანძარი გამოიწვია. ხანძრის შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა…
    ბავშვი სიღარიბის გამო ოჯახიდან არ უნდა გაიყვანონ, ოჯახში უნდა იზრდებოდეს, სადაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას არსებობის ელემენტარული პირობები. არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ამაზე არ ზრუნავს, არ აინტერესებს, ვერ ხედავს ამ ბავშვებს… მხოლოდ ჭირისუფლად ჩამოდგომა იციან არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით…
    არ ვიცი ამ საშინელი, შემზარავი ამბის გარდა საერთოდ რაზე უნდა იფიქრო ან ილაპარაკო დღეს. ეს გაზულუქებული, კორუმპირებული, რუსეთის მოყვარული ხელისუფლების წარმომადგენლები კი მთელი დღეა მხოლოდ ევროპას და ამერიკას გაჰყვირიან…”

    ასე ეხმაურება, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ზუგდიდში, გასულ ღამეს დატრიალებულ ტრაგედიას. ზუგდიდში ხანძარს ორი ბავშვი, 6 წლის ტყუპი ძმები ემსხვერპლნენ.  

  • ნარკოტრაფიკის წილში სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა არის – ვაშაძე

    ნარკოტრაფიკის წილში სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა არის – ვაშაძე

    მძიმე ნარკოტიკები უკვე ყველგან ყველაზე დიდი პრობლემაა. სად ხდება მსგავსი ნარკოდანაშაული? იქ, სადაც სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა წილში არიან. პირდაპირ ვამბობ, ამ ნარკოტრაფიკის წილში ქოცები არიან. როგორც კი მათ მოვაშორებთ, ეს ნარკომანია ქვეყანაში დასრულდება.

    ჩაუჯდნენ წილში, ანადგურებენ ახალგაზრდა თაობას, წამლით მოსპეს რეგიონები – ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე: შსს, სუსი, პროკურატურა. ამიტომ აღმოაჩინეს ბულგარეთში საქართველოდან გატანილი ამხელა ნარკოტიკული ნივთიერებები.

    ასე გამოეხმაურა, კოალიცია ერთიანობის ლიდერი,  გიორგი ვაშაძე ბულგარეთში, ბურგასის პორტში, საქართველოს გავლით 436 კილოგრამი ჰეროინის შეტანას.

  • ვერ დააბრალებთ შსს-ს, რომ არ ებრძვის ნარკოდანაშაულს – ვოლსკი ბულგარეთში შეტანილ ჰეროინზე

    ვერ დააბრალებთ შსს-ს, რომ არ ებრძვის ნარკოდანაშაულს – ვოლსკი ბულგარეთში შეტანილ ჰეროინზე

    საქართველოს გავლით იყო ნარკოტრაფიკი, როგორც გაეროს სპეციალური სააგენტოს მოხსენებებში ვკითხულობთ – 2012 წლამდე რამდენიმე ფაქტი იყო, აღმოჩენებიც საკმაოდ დიდი იყო და ვერ დააბრალებთ ჩვენს შსს-ს და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ არ იბრძვის.

    თუ ასეთი რამ მოხდა, ალბათ მისი წარმომავლობაც გაირკვევა და ტრაფიკის გზაც გამოვლინდება – სამწუხაროა, თუკი ასეთი ფაქტი მოხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ამით გახარებული იყოთ და პოლიტიკურ ველზე რაღაც უპირატესობა მოიპოვოთ.

    […] შეიძლება არც არის სიმართლე, რაღაც გაიგეთ, სადღაც აღმოაჩინეს, დაიწერა და ნუ, დაწერას რა უნდა.

    საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები საკმაოდ წარმატებულად იბრძვიან ნარკოტიკების წინააღმდეგ, არაერთი ქსელია გამოვლენილი, რომელიც თქვენი ბელადების დროს არსებობდა.

    ასე გამოეხმაურა ”ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი ბულგარეთში, ბურგასის პორტში, საქართველოს გავლით 436 კილოგრამი ჰეროინის შეტანას.

  • ხვალიდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება შეიზღუდება

    გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით  სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, სატრანსპორტო მოძრაობა ხვალიდან ათი დღით შეიზღუდება. შესაბამის ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს.

    “დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება”. – ნათქვამია განცხადებაში.