Category: ახალი ამბები

  • თუ ვინმემ ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს დააბრალა ომის დაწყება, ეს ენმ-ი იყო – ოდიშარია

    „თუ ვინმემ ქართულ სახელმწიფოს და ჯარს დააბრალა ომის დაწყება, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობა” და შეგახსენებთ ასევე, რომ ეს იყო ამ პარტიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ამ განცხადებით გახსნა მისი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია. რაც შეეხება “ქართული ოცნების” განცხადებას, ის თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ჰაიდი ტალიავინის დასკვნას და იმ ინტერვიუს, რომელშიც “რადიო თავისუფლებას” ცდა ჰქონდა, რომ გამოჰქომაგებოდა “ნაციონალურ მოძრაობას” და რაიმე გამოეტყუებინა ამ გამოცდილი დიპლომატისთვის, რომელიც წაადგებოდა ამ წყალწაღებული, ხავსმოკიდებული ძალის გადარჩენას იმ თვალსაზრისით, რომ რამენაირად ჩამოებანა ის უდიდესი დანაშაულებრივი სირცხვილი და ქმედება.

    სწორედ, რომ ჩვენ ავაცილეთ ის ბრალდებები, რომლებიც დაგვიტოვა მემკვიდრეობად “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქართული ჯარის და სახელმწიფოს მიმართ. “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მყარი ჯავშანი ჩვენმა ქვეყანამ და ჯარმა მოირგო ერთხელ და სამუდამოდ.

    რაც შეეხება, აი ამ უბადრუკ ცდას პარტიების და მათი ტელევიზიების, ეს არის მხოლოდ თემის შემობრუნების [ცდა]. ვინც არ უნდა განაცხადოს, “ქართული ოცნება” არ ადანაშაულებს საქართველოს, არც მის ჯარს. ქოთანს კუდი გინდ იქიდან მიაბან, გინდა იქიდან, მაინც მოსტყდებათ კისერი არჩევნების შემდეგ აი ამ სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით”,

    ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

  • დავდოთ ლელო, რომელიც თითოეული ნორმალური ქართველის გულს გაახარებს! – ალეკო ელისაშვილი

    „როდესაც ეს ამბავი გავიგე, რომ ასეთი დიდი პოლიტიკური გამოცდილების, სუფთა რეპუტაციის ადამიანი, არაჩვეულებრივი მენეჯერული თვისებების ადამიანი ჩაუდგა სათავეში შტაბს, აღტაცებული ვიყავი. ახლა უფრო გულდაჯერებულად, მშვიდად და უფრო დიდი შემართებით შევდივარ “ძლიერი საქართველოს“ ძლიერ გუნდთან ერთად ბრძოლაში.

    მიუხედავად იმისა, რომ რთული გზა გველის, დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის საღამო და 27 ოქტომბრის დილა ძალიან ლაღი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. მიხარია, რომ შტაბს ხელმძღვანელობთ ამ ბრძოლაში, დაგვრაზმეთ დისციპლინირებულად, ორგანიზებულად შევუტიოთ და გავიტანოთ ლელო, ის ლელო დავდოთ, რომელიც თითოეული ნორმალური ქართველის გულს გაახარებს“,

    ასე მიმართა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს დავით გამყრელიძეს.

  • “პირში ვარდის წყალი გამოივლოს…” – ოდიშარია პავილიონისზე

    “პირში ვარდის წყალი გამოივლოს…” – ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების”  დეპუტატი ბექა ოდიშარია ლიეტუვის სეიმის ვიცე სპიკერის ჟიგიმანტას პავილიონისს  რომელმაც განაცხადა, რომ “ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის ევროკავშირის კარი არასდროს გაიღება.

    “კარგად დაფიქრდეს ხოლმე და პირში ვარდის წყალი გამოივლოს, როცა ქართული ხელისუფლების ხედვებზე, ორიენტაციაზე ისაუბრებს და მითუმეტეს ქართველი ხალხის და მითუმეტეს ქართველი ხალხის არჩევანზე. არავინ არ ეკითხება ჟიგიმანტას პავილიონისს, რომელიც ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გამო ერთხელ უკვე ამოაპანღურეს და გამოუშვეს თავის თანამდებობიდან და მისი წინასაარჩევნო პლატფორმის შექმნას საქართველოს ხარჯზე, მოეშვას.”  – თქვა ოდიშარიამ.

  • ”მესხზე ეტევა იმის ნახევარი რაც პაიჭაძეზე; რა პაიჭაძე ამორტიზებულია? ამათ უნდა გაა&ვან 26 ოქტომბერს” – ჯაფარიძე

    ”მესხზე ეტევა იმის ნახევარი რაც პაიჭაძეზე; რა პაიჭაძე ამორტიზებულია? ამათ უნდა გაა&ვან 26 ოქტომბერს” – ჯაფარიძე

    “ამ ქვეყნაში ფეხბურთზე აფანატებს ხალხი
    ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეს ფანატიზმი გაათმაგებულია
    ბევრს გაუჩნდა რწმენა რომ თუ ევროპაზე მოხვედრა შევძელით, მსოფლიოზეც შეიძლება მოვხვდეთ
    შესარჩევის პირველი მატჩია ჩეხეთთან და ზღვა ხალხს სურს ამ თამაშის სტადიონზე ნახვა
    თან ევროპის შემდეგ პირველი შესაძლებლობაა ნაკრები, რომელმაც სასწაული მოახდინა ცოტა ხნის წინ, ლაივში ნახონ
    სულით პრო&ი თუ არა ხარ, რატომ უნდა შეუზღუდო ადამიანებს ამის გაკეთების შესაძლებლობა?
    მესხზე ეტევა იმის ნახევარი რაც პაიჭაძეზე
    რა პაიჭაძე ამორტიზებულია? ვის სჯერა ამ ბოდვის? ვის სჯერა რომ ის საბჭოთა ბეტონი დატვირთვას ვერ გაუძლებს? რა დაემართა ასეთი? ბზარები აქვს? იშლება? 2015-ში რაზე დაიხარჯა რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 14 მილიონი? სრული ბოდვა
    ავადაა ეს ხალხი. გააგიჟა იმ კაცმა. არაადექვატურობაც აღარ ჰქვია ამას
    წავლენ ახლა შვილებით და გაავსებენ მესხის ერთ ტრიბუნას, ისე ვითომც არაფერი ხდება. როგორც მაკედონიაზე ქნეს
    ამათ უნდა გაა&ვან 26 ოქტომბერს”

    წერს ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე ფეისბუქზე 

  • ბელგოროდში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

    ბელგოროდის ოლქში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.შესაბამისი ინფორმაცია,  რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა. მისი თქმით, აღნიშნული  გადაწყვეტილება საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ხელმძღვანელ ალექსანდრ კურენკოვთან გამართული სხდომის შედეგად მიიღეს.

    ცნობისთვის, გუშინ, 14 აგვისტოს რუსეთის ბელგოროდის ოლქში რეგიონულ დონეზე იყო გამოცხადებული.

    კურსკის ოლქში მიმდინარე უკრაინული იერიშის პარალელურად, ბელგოროდის ოლქი, უკრაინული დრონების სამიზნე ხდება.

  • საქართველოში სიმართლის ტრიუმფი დადგა, რომლიც ფასიც ყველამ გადავიხადეთ – კანდელაკი აგვისტოს ომზე

    ადამიანი მზად არის სიმართლეს წლები, ათწლეულებიც კი ელოდოს. მის მოსაპოვებლად მიდიან მსხვერპლზე, იტანჯებიან, იღუპებიან. ყველაზე საშინელებაა, როდესაც ძალაუფლებას ამოფარებულნი სიმართლეს ზევიდან ამახინჯებენ, თუ სიცრუის წყარო და ხელმძღვანელი უღირსი, უსინდისო მმართველია, მაშინ სიმართლის მოპოვების ფასი ასტრონომიულია. დღეს საქართველოში სიმართლის ტრიუმფი დადგა, რომლიც ფასიც ყველამ გადავიხადეთ.

    წერს სოციალურ ქსელში კრემლის პროპაგანდისტი, ჟურნალისტი თინა კანდელაკი.

  • დაივიწყეთ ამ მთავრობით ოდესმე EU-ში შესვლა, არავის უნდა მეორე ორბანი ან მესამე პუტინი – პავილიონისი

    “ევროკავშირში და ნატოში არავის უნდა მეორე ორბანი ან მესამე პუტინი. დაივიწყეთ ამ მთავრობით ოდესმე ევროკავშირში შესვლა. ევროკავშირის და ნატოს კარები იქნება დაკეტილი. ნატოს სამიტზე ჩვენ ვიწევთ ხელს და ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა მოიხსენიონ საქართველო. ამჯერად, ხელი არ აგვიწევია. რატომ? იმიტომ რომ თქვენ აღარ გყავთ მეგობრები. თქვენი მეგობარი არის ორბანი, რომელიც არასდროს არ აიწევს ხელს, თქვენს გაწევრიანებაზე ევროკავშირში და ნატოში, იმიტომ, რომ ის მიყვება რუსეთის ინსტრუქციებს. ამიტომ ეს არჩევნები არის გადამწყვეტი, ვინაიდან ეს არის არჩევნები ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე.

    როცა “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ევროკავშირი გააღებს ყველა კარს, ეს პირდაპირი ტყუილია. ბრიუსელი არ წყვეტს წევრობას, ეს უნდა გადაწყვიტოს ყველა ქვეყანამ და თითოეულს ქვეყანას აქვს  ვეტოს უფლება. როგორც გითხარით, თქვენ მეგობრები აღარ გყავთ, უნგრეთის გარდა. როგორ ფიქრობთ რამდენი ხელი აიწევა ჰაერში თქვენ გაწევრიანებაზე? არცერთი. ვინმეს უნდა ახალი უნგრეთი? პირწმინდად გატყუებენ.”

    აცხადებს, “ქართულ ოცნებაზე” საუბრისას, ლიეტუვას სეიმის ვიცე სპიკერი ჟიგიმანტას პავილიონისი.

  • 1998 წლის შემდეგ, ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში ქონება არ შეუძენიათ – “ოცნება”

    1998 წლის შემდეგ, ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში ქონება არ შეუძენიათ – ამ განცხადებით ეხმაურება, ”ქართული ოცნება” ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის (OCCRP) განცხადებას.

    “საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტყუილი, თითქოს, ივანიშვილის ოჯახმა, თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ, მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს, რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად ვამხილეთ.

    ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა. OCCRP წერს, რომ მათი სტატია არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ეხებოდა. რუსეთში არსებული ქონების ფლობა, რასაც ეს ორგანიზაცია “ახლად აღმოჩენილ სკანდალად” გასაღებას ცდილობდა, პირველად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრების, მათ შორის, მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა.

    ამასთანავე, ორგანიზაციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს “საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე”, უნდა იცოდეს, რომ დეკლარაციის ფორმას იმიტომ აქვს ოჯახის წევრების გრაფა, რომ ის საერთო ქონებად ითვლება და მათი თავის მართლება, თითქოს სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა.

    გარდა ამისა, აღნიშნულ ორგანიზაციას ჰქონდა მცდელობა, ოფშორების ქართული კანონის თემა შემოეტანა დღის წესრიგში, მაგრამ ამ საკითხში ჩაყოლას არანაირი აზრი არ აქვს. კანონი რომ გამართული, სამართლებრივად დახვეწილი და საქართველოსათვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ეს საზოგადოებას კარგად მოხსენება. ხოლო მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

    კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შევიკავეთ ამ  ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან. იმედს ვიტოვებთ, სხვა დროს მსგავსი შინაარსის სტატიები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებს” – აცხადებს ქართული ოცნება.

  • WHO-მ „მაიმუნის ყვავილის” ეპიდემია გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკაში მიმდინარე მაიმუნის ყვავილის (Mpox) ეპიდემია ჯანმრთელობის გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

    ვირუსის ახალმა მომაკვდინებელმა შტამმა, აფრიკის ოთხ, აქამდე ვირუსით ხელუხლებელ, პროვინციამდე მიაღწია. ახალი ეპიდემია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიწყო, სადაც უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა და 500-ზე მეტი გარდაიცვალა. კონგოდან დაავადება გავრცელდა აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში.

    ამ ვირუსული დაავადების ეპიდემია 2022-2023 წლებშიც იყო. წლევანდელი აფეთქება უფრო საშიში შტამის გავრცელებამ გამოიწვია.

    Mpox, ცნობილი როგორც მაიმუნის ყვავილი, არის ვირუსული დაავადება, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანებსა და ინფიცირებულ ცხოველებს შორის.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს მჭიდრო კონტაქტით, შეხებით, კოცნით ან სექსუალური გზით. ვირუსი შესაძლოა ასევე გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე თეთრეულით, ტანსაცმლით და ნემსით. მაიმუნის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ციებ-ცხელება, მტკივნეული გამონაყარი, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, მარტივი დაღლა და გაფართოებული ლიმფური კვანძები.

  • იტალიაში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

    იტალიაში, ნეაპოლში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

    როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 27 წლის კაცი სან ფერნანდოში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დააკავეს.

    ჩხრეკისას ახალგაზრდა კაცის ზურგჩანთიდან ტანსაცმელი და 6 ცალი სუნამო ამოიღეს.

    ბრალდებულს კრიმინალური წარსული აქვს და ადრეც იყო დაკავებული, თუმცა რა საქმეზე უცნობია.

    ის იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.