Category: ახალი ამბები

  • რასაც მათი მხრიდან ვისმენდით სიცრუის კამპანიაა, რაც ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს – კალაძე სენატორების ვიზიტზე

    რასაც მათი მხრიდან ვისმენდით სიცრუის კამპანიაა, რაც ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს – კალაძე სენატორების ვიზიტზე

    განცხადებების დონეზე, რასაც მათი მხრიდან ვისმენდით სიცრუის კამპანიაა, რაც ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს.

    გვიმტკიცებდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა.

    როცა რაიმეს არასწორად ვაკეთებ, თუ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა, რას ვაკეთებ არასწორად.

    არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია კანონთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ – იმიტომ.

    ეს სწორი დამოკიდებულება არ არის.

    პატივს ვცემთ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, მზად ვართ მეგობრობისთის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

    აღნიშნული ურთიერთობები რაც არის, ვფიქრობ, დღეს ჩიხშია შესული, საჭიროებს გადატვირთვას.

    ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახი კალაძე  ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინისა და კონგრესმენის, მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში.

  • ხელისუფლებას შუა ველის დაბრუნების ეშინია, დღეს ეს შუა ჩვენი პლატფორმაა – კუპრაძე

     ეშინიათ იმ შუა ველის დაბრუნების, რომლის გაქრობის ბრძანებაც გასცა მათმა ბელადმა, ბიძინა ივანიშვილმა და დღეს ეს შუა დაბრუნდა, რომელსაც წარმოადგენს ჩვენი პლატფორმა, ძლიერი საქართველო, რომლის შემადგენლობაშიც შედის – ლელო, პარტია ხალხისთვის (ანა დოლიძის ლიდერობით), თავისუფლების მოედანი (ლევან ცუცქირიძის მოძრაობა).

    განაცხადა პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ TV პირველთან.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    13 აგვისტოს დილიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ხვალ დილიდან გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ს დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

  • მტერი, რა თქმა უნდა, მიიღებს ღირსეულ პასუხს! – ვლადიმერ პუტინი

    მტერი, რა თქმა უნდა, მიიღებს ღირსეულ პასუხს! – ვლადიმერ პუტინი

    „მტერი, რა თქმა უნდა, მიიღებს ღირსეულ პასუხს და ყველა ის მიზანი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უდავოდ მიღწეული იქნება.[…] მაგრამ რა მოლაპარაკებებზეა საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც ურტყამენ მშვიდობიან მოსახლეობას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ან ცდილობენ შექმნან საფრთხე ბირთვული ენერგიის ობიექტებზე? რაზე შეიძლება მათთან საუბარი?“

    ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

  • რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა კურსკის ოლქში 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს

    რუსული მხარის ცნობით, ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. შესაბამისი განცხადება, მთავრობის სხდომაზე, კურსკის გუბერნატორის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გააკეთა.

    ამასთანავე, სმირნოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქში სიგრძეში 12, ხოლო სიგანეში 40 კილომეტრით არიან შესულები.

    სმირნოვის თქმით, ამ დროისთვის კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია 121 000 ადამიანი.

  • მაშველებმა გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილი ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილი ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

    “სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეცტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები”, – ნათქვამია განცხადებაში.

    არჩილ ბადრიაშვილს, სვანეთში მდებარე მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციაში სამი ადგილობრივი მოყვარული ალპინისტი ჰყავდა წაყვანილი. 10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალიდან დაშვების პროცესში მეხი ახალგაზრდა სპორტსმენთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. გადარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ რუსული სიგნალის დაჭერა შეძლო და იქაურმა მხარემ შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მაშველებმა სამი ალპინისტის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ვერტმფრენმა არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს გუშინ, 11 აგვისტოს საღამოს მიაგნო, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე, გარდაცვლილი სპორტსმენის ამოყვანა ჯერ ისევ ვერ ხერხდება.

    არჩილ ბადრიშვილმა 2022 წელს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო, “ოქროს ძალაყინი” ორ ქართველთან, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილთან ერთად პაკისტანის იქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე (ზღვის დონიდან 7223 მეტრი) ასვლის გამო მიიღო. არჩილი ამ პრესტიჟულ პრიზზე კიდევ სამჯერ იყო წარდგენილი. გასულ თვეში ბადრიაშვილმა კიდევ ერთი აუსვლელი მწვერვალი – ინდოეთში მდებარე ნანდა შორი დაიპყრო.

  • რუსულმა ნოუჰაუმ ბრძოლის ველზე ეფექტურობა უკვე დაამტკიცა – პუტინი

    მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბევრმა საშინაო ნოუ-ჰაუმ, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, ბრძოლის ველზე საკუთარი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. მეტიც, მათი მთავარი მახასიათებლები მუდმივად იხვეწება და უმჯობესდება. თავდაცვის ქარხნების კონსტრუქტორების, ინჟინრების, მეცნიერების, შრომითი კოლექტივის სამუშაო აქტიურად გრძელდება სპეციალურ სამხედრო ოპერაციისგან მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.

    განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

  • ”მოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ესვრით რუსებს“ – ცეცხლაძე ომში მებრძოლ ქართველებს

    ”მოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ესვრით რუსებს” – ასე მიმართავს, რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციაში მონაწილე ქართველ მებრძოლებს.

    „კურსკის რაიონში ქართველი  დაქირავებულების გამოჩენა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული. მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მყოფ ყველა ქართველს, დაყარეთ იარაღი და დაუბრუნდით ოჯახებს! ეს არ არის თქვენი ომი.მე პირადად მოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ესვრით რუსებს“, – ამბობს ცეცხლაძე.

  • ზურაბიშვილი არის ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, მარიონეტი -კობახიძე

    ზურაბიშვილი არის ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, მარიონეტი -კობახიძე

    აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი, ის არისნაცმოძრაობის ერთ-ერთი მარიონეტი, შესაბამისად, რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს ხოლმე, ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია.

    საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს აღიარებული, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და მან თანამდებობა შეინარჩუნა მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ნაცმოძრაობამ მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, შესაბამისად, ამ მომენტიდან ის არის უკვე არა საქართველოს, არამედ რეალურად ის არის ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, ერთი მარტივი მარიონეტი, შესაბამისად, მის არავითარ სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს.

    ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.

  • მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა

    მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ის მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა.

    შემთხვევა გუშინ, 11 აგვისტოს მოხდა.

    “მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პირი ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს” – წერდა შსს 11 აგვისტოს და აღნიშნავდა, რომ “დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში” მიმდინარეობდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მწვერვალ შხელდაზე მყოფი 3 მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაიყვანეს, ერთის სამძებრო სამუშაოები კი მიმდინარეობდა.

    არჩილ ბადრიაშვილი, “ოქროს წერაყინის” მფლობელი იყო, ჯილდო მან,  7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის  „სარაგრარი ჩრდილო-დასავლეთის“ (Saraghrar Northwest) დალაშქვრით მოიპოვა, სადაც აქამდე ფეხი არავის დაუდგამს და რომელიც ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად მიიჩნევა.

    ასევე, ბადრიაშვილი ერთ-ერთი პირველი ალპინისტი იყო, რომელმაც, ჰიმალაის მთებში ქართული გზა გაკვალა. სიდიდით მსოფლიოს რიგით მერვე მთის მანასლუს (8156) იგივე “სულის მთის” სიახლოვეს მდებარე მწვერვალი ლარკია.