Category: ახალი ამბები

  • არა ნიკოლოზ, უკუსვლის გამო EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია! – ნიდერლანდების ელჩი სამხარაძეს

    სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა შეჩერებული”- ასე ეხმაურება, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მელინე არაკელიანი  X-ზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ტვიტს,რომელმაც თქვა, რომ “საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის”.

    • “არა, ბატონო ნიკოლოზ სამხარაძე, ეს ასე არაა. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს არ განიცდის მანამ, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა შეჩერებული”. – დაწერა მელინე არაკელიანმა. 

    სამხარაძე X-წერდა : “ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი. ასე რომ, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას”.

  • ყოველი უპასუხო დღე რისკს ზრდის, რომ აპარატიდან ინფორმაცია წაიშლება – ლილუაშვილი ცესკოს

    “ყოველი უპასუხო დღე რისკს ზრდის, რომ აპარატიდან ინფორმაცია წაიშლება”- განაცხადა ამის შესახებ, პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრმა  ბექა ლილუაშვილმა. 

    “როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ცესკოს მივმართეთ, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადასცეს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი, ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში და რომელ უბანზე მისცა ხმა. დღევანდელი მდგომარეობით, ცესკოს წარმომადგენლებისა და ქართული ოცნების ცალკეული პოლიტიკური პირების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მიმართულია არა არჩევნების სიტემურ გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტების განეიტრალებისკენ, რისი ერთ- ერთი გზაც, სწორედ, ზემოაღნიშული ინფორმაციის გამჟღვანებაა, არამედ მიმართულია დროის გაჭიანურებისკენ.

    დროის გაყვანის მცდელობას ისიც ადასტურებს ისიც, რომ ცესკოს ჯერ არ წარმოუდგენია კომპანია სმარტმატიკთან გაფორებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არჩევნებში გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვის ვადების მარეგულირებელი დოკუმენტაცია. ამ ინფორმაციის მოთხოვნით ჩვენ ცესკოს ორი დღის წინ მივმართეთ. ამ არჩევნებზე, არჩევნების შედეგებზე სისტემურად, ტექნოლოგიური მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა, სწორედ ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება.

    ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტის მიხედვით, თავდაპირველად, რა ვადაში იყო ან/და ცვლილების შედეგად, ახლა რა ვადაში უნდა მოხდეს ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაციის გასუფთავება. ცესკოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით”. – თქვა ლილუაშვილმა.

  • ოპოზიციის სამოქმედო გეგმა დღეს, 20:00 საათზე გახდება ცნობილი

    დღეს 20:00 საათზე, ოპოზიცია ბრიფინგს გამართავს, სადაც ერთობლივ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას გააცნობენ.

    გადაწყვეტილება ლიდერებმა დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. ისინი კოორდინაციაში არიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

    ამასთანავე, ოპოზიციის ლიდერები ქუჩის პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

  • ავტოკრატიულ რეჟიმებში ქუჩა არის გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი პლატფორმა – გვარამია

    “არც ერთი ინსტიტუტი, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, არ მუშაობს ჩვენი სამშობლოს ინტერესებით. ამიტომ, ერთადერთი და ბოლო ინსტიტუტი, რომელიც ამას გააკეთებს არის სახალხო დემოკრატია, სახალხო დემოკრატია არის ქუჩა.
    სწორად უნდა გაგვიგოს ყველამ. ჩვენ არა ვართ ერთი ადამიანი, რომელიც გამოხტება და რაღაცას იტყვის. ვართ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც მსჯელობენ, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება შეცდომების დაშვების. ახლა წყდება არც რუსული კანონის, არც რომელიმე სხვა კანონის, არც დღევანდელი საქართველოს ბედი, ახლა წყდება საქართველოს ისტორიული ბედი და ნებისმიერი შეცდომა შეიძლება იყოს საბედისწერო. მე პირადად, ჩემი მეგობრები, ჩვენი კოალიცია ასეთ პასუხისმგებლობას რომ ისტორიული გადაწყვეტილება ცანცარის გამო მივიღოთ, არასწორი, ბოდიში ამ სიტყვისთვის, ჩვენ თავს ამის უფლებას ვერ მივცემთ. ჩვენ რომ ხალხს ვეტყვით – გამოდით, ასევე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის რომ რომ გამოხვალ რა მოხდება ისიც ვუთხრათ. გამოდი-შედი- გამოდი-დაბრუნდი – ამას ხალხს ჩვენ ვერ ვეტყვით. ეს სხვა შემთხვევაა. ჩვენ გვჭირდება შედეგები, ჩვენ გვჭირდება ცვლილება, ეს შედეგები დადგება, ეს ცვლილება იქნება, მაგრამ მოფიქრება, გონივრული მსჯელობა და რაციონალიზაცია ამ პროცესს სჭირდება. ემოციები მესმის, მეც ძალიან ემოციურად ვარ, ყველანი ემოციურად ვართ, მაგრამ პასუხისმგებლობაც ზუსტად იმაშია რომ ემოციებზე მაღლა დავდგეთ და ძალიან ცივი გონებით მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება.[..]ევროკავშირისგან არაფერს არ უნდა ველოდოთ, ვიდრე ჩვენ თვითონ  არ დავამსგავსებთ ქვეყანას ქვეყანას, არაფერს კარგს აღარ უნდა ველოდოთ სანამ ჩვენ თვითონ  არ დავამსგავსებთ ქვეყანას ქვეყანას”

    განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ნიკა გვარამიამ.

  • გვეუბნებიან, “არჩევნები არ ითვლება, 100 მლნ კიდევ დავხარჯოთ და ახალი ჩავატაროთ” – პაპუაშვილი

    გვეუბნებიან, “არჩევნები არ ითვლება, 100 მლნ კიდევ დავხარჯოთ და ახალი ჩავატაროთ” – პაპუაშვილი

    არჩევნების მე-5 დღეს თურმე აღმოაჩინეს, რომ მელანს გაუჟონია და ეს არის მათი ახლა ხელმოსაჭიდი ხავსი… 2 მილიონ 60 ათასმა ადამიანმა მივეცით ხმა, გავიგე, რომ შეიძლება რაღაც ტყუილი თქვა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ყველა ამ არჩევნებზე, ჩვენ თვითონ არ ვიცით იყო თუ არა ჩვენი ხმა ფარული?! ხომ არ შეიძლება მართლა ასე ნაცარი შეაყარო ხალხს თვალებში. და აქ იყო მონიშვნა, ზედა მხარეს სატესტო არეალი წრის მონიშვნის, იქვე აუხსნა პირდაპირ ეთერში ეს ქალბატონმა სალომემ [ზურაბიშვილი] და არ ჰქონია არავის პრეტენზიები და მე-5 დღეს, NGO-ებმა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, გამოვიდნენ და “მორჩა, მთლიანად უნდა გაუქმდეს, რადგან მელანმა გაჟონა” – ესაა მათი მთავარი საკითხი.

    ერთი: არაფერი არ აქვს ამაზე ნათქვამი ეუთო-ოდირს თავის დასკვნაში, თავის 350-იანი დამკვირვებლით, ამ სისტემას ძალიან კარგად იცნობენ, ეს სისტემა ზეპირად იცის ცესკომ…

    ისინი ხომ იქ იყვნენ, ცესკოში, ოპოზიციის წარმომადგენლები. ქაღალდიც მაგათ შეარჩიეს, ფლომასტერიც მაგათ შეარჩიეს და კონვერტიც მაგათ შეარჩიეს – ოპოზიციამ. ახლა კი მოგვდგნენ ხალხს და გვეუბნებიან – “არა, თქვენი არჩევნები არ ითვლება, ერთი 100 მილიონი კიდევ უნდა დავხარჯოთ და ახალი არჩევნები ჩავატაროთ”, ვიღაც NGO-მ, რომელიც თავად არის საარჩევნო მიზნის მქონე და ხედავენ, რომ მათი წარმოდგენის ხალხმა ვერ გაიმარჯვა და ახლა ცდილობენ ხავსს მოეჭიდონ.

    განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

  • ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი დაიბარა

    საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით, შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტენსონის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ოფიციალურმა ბუდაპეშტმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.

    “სამწუხაროდ, ეს არაა საკმარისი. სიფრთხილის გამოჩენის გამო, ჩვენ ვკარგავთ საქართველოს”, – წერს მიჰკელსონი X-ზე.

    თბილისში ვიზიტის დროს ორბანმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალი და დემოკრატიული უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს აკრიტიკებენ უნგრეთის მოკავშირე ქვეყნები ევროკავშირიდან და NATO-დან.

  • ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება – პაპუაშვილი

    ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება – პაპუაშვილი

    ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ ამ პროცესის უკიდურესად პოლიტიზების მცდელობას, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს, რაც სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, თავად ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.

    აქვე, მინდა შევეხო ამ ბოლო დროს ხშირად გამოყენებულ ტერმინს – ევროინტეგრაციის შეჩერება, გაყინვა, თუ სხვა მსგავსი ტერმინები.

    თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა.

    როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია, ის არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუ რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესებში, არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა.

    ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, შალვა პაპუაშვილი.

  • მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა – 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. ერთ-ერთი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვია.

    “გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.

    აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

    ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს” – აცხადებს შსს.

  • ”ოცნების” კურსის გამო, EU-ს ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს”  – ჰერჩინსკი

    ”ოცნების” კურსის გამო, EU-ს ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს” – ჰერჩინსკი

    “ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. განაცხადის შეტანის შემდეგ ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობისთვის მის მზადყოფნას შეამოწმებს. შარშან ანგარიშის გამოქვეყნებამ საზეიმო აღნიშვნის შესაძლებლობა მოგვცა, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, დეკემბერში ეს რეკომენდაცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაადასტურეს. როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის ეს იმედით აღსავსე და დაუვიწყარი დღე იყო, ჩემთვის ეს პროფესიული კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა.

    დღეს, 1 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს”,

    ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საუბრობს.

  • ანგარიშებს ყადაღა სასამართლოს განჩინებით დაედო – საგამოძიებო გელავაზე და ბუზიაშვილზე

    “ანგარიშებს ყადაღა სასამართლოს განჩინებით დაედო” – ამის შესახებ ნათქვამია,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს. დღეის მდგომარეობით გამოძიება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, – წერია უწყების განცხადებაში.

    გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრებს, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.
    მანამდე, 24 ოქტომბერს  სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს ყველა სახის ელექტრონუნლი მოწყობილობა, მათ შორის, სოფო გელავას შვილის სასკოლო კომპიუტერი.
    ბუზიაშვილმა თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.