Category: ახალი ამბები

  • ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო.. ვერ გათვალეთ! – ზურაბიშვილი

    ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო … ესეც ვერ გათვალეთ! ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!

    წერს ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

  • როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 ნოემბრამდე

    15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება.

    რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს შედარებით აგრილდება, გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით წვიმიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.
    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს აცივდება და ზოგან მოთოვს.
    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან თოვლი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თავიანთი ვიზიტებით მეტად ამობილიზებენ ჩვენს ამომრჩეველს – კობახიძე ევროპარლამენტარებზე

     

    მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის. ისინი ჩამოდიოდნენ არჩევნებამდეც და რეალურად ჩვენი ასე ვთქვათ, ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებოდნენ კვლევების ანალიზში, გვეუბნებოდნენ ასეთ რამეს, რომ ასეთმა უხეშმა ჩარევამ ჩვენს საარჩევნო პროცესებში და პოლიტიკურ პროცესებში ხალხზე იმოქმედა მათთვის კონტრპროდუქტიულად. რეალურად ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთი მობილიზებულები არჩევნების დღეს დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით.

    ღირსებას შეეხნენ, სწორედ საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთი ჩარევებით.

    რაც შეეხება პოსტსაარჩევნო პერიოდს, აქაც იგივეა, ასეთი ვიზიტებით, ასეთი ჩარევებით ისინი კიდევ უფრო მეტად ამობილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს იმიტომ, რომ ეხებიან ჩვენი საზოგადოების ღირსებას. და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ოპოზიციას.

    რა თქმა უნდა, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე, ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, რომ ამით გააამაგრონ ოპოზიცია, მეტი ხალხი შეკრიბონ, თუმცა სინამდვილეში ასეთი ვიოზიტები და ჩარევები პირიქით, საპირისპირო ფუნქციას ასრულებს მათთვის. […]

    თქვენ გახსოვთ იყო, გაიმართა ასეთ ადამიანებთან შეხვედრები არჩევნებამდე, მაგრამ ნული ფასი. რატომ? იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ წინასწარ განსაზღვრული ამოცანა, დავალება, ჩამოდიოდნენ ამ დავალებით და შეხვედრების მიუხედავად მაინც აკეთებდნენ იმას რაც ჰქონდათ გასაკეთებელი. ნუ უნდათ, რომ აჩვენონ, რომ რაღაცა სცადეს, მერე შენ უთხარი უარი და ა.შ, მაგრამ საერთო ჯამში აქაც ხომ ვერაფერი მოიგეს.

    აცხადებს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში, რითიც ეხმაურება  ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტს საქართველოში.

  • “თბილისის მერი ცდება… ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება” – ლუაზო

    “თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს. საქართველოს ხელისუფლებამ მიგვიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად. თაღლითობის მოწმენი გავხდით. ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება”

    ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად ევროდეპუტატი ნატალი ლუაზო X-ზე წერს.

  • არჩევნების დღეს, მთავრობამ ავიაკომპანიებს მოსთხოვა იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები – ჯაფარიძე

    არჩევნების დღეს, მთავრობამ ავიაკომპანიებს მოსთხოვა იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები – ჯაფარიძე

    ზუსტად ვიცით, არჩევნების დღეს, მთავრობამ ავიაკომპანიებს მოსთხოვა იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები –  განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ არჩევნების გაყალბების მეთოდოლოგიასა და მტკიცებულებების წარდგენის პრეზენტაციაზე.

    “26 ოქტომბრის მდგომარეობით, ხმის მისაცემად დარეგისტრირდა 95,910 ქართველი ემიგრანტი. ცესკოს მონაცემები მიუთითებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეების საერთო რაოდენობა შეადგენს 276,040-ს. თუმცა, ქართველი ემიგრანტების ფაქტობრივი რაოდენობა გაცილებით მეტია:

    ცესკოს ამომრჩეველთა სია მოიცავს 3,495,789 პირს, მაშინ, როცა საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ირიცხებოდა ხმის მიცემის ასაკის 2,852 881 მოქალაქე . შესაბამისად, ხმის მიცემის უფლების მქონე ქართველი ემიგრანტების რეალური რაოდენობა შეადგენს 642,908-ს.

    ეს ნიშნავს, რომ 546,998 ქართველი ემიგრანტი ხმის მისაცემად არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ამ პირების პირადი ნომრები გაყალბების ზემოთ აღწერილი მეთოდებით გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი იყო არჩევნების დღეს.

    ის ფაქტი, რომ არჩევნების დღეს საქართველოს მთავრობამ მოსთხოვა მოქმედ ავიაკომპანიებს იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები, აძლიერებს ზემოთ აღწერილ ეჭვებს.”- აცხადებს ჯაფარიძე.

  • საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის – ფიშერი

    საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის – ფიშერი

    აღვნიშნავთ ბუდესვერის [გერმანიის შეიარაღებული ძალები] დაარსების დღეს საპატიო სტუმართან, თავდაცვის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ბრიგადირ-გენერალ ჭიჭინაძესთან. მეამაყება გერმანია-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გერმანიის მხარდაჭერა.

    სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.

    წერს ამის შესახებ, X-ზე გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი.

  • ვინ ვისთან დადის ჩვენი განსასჯელი არაა..მთავარია, თავიანთი პირადი ჰქონდეთ თავისთვის – კალაძე ანტი-ლგბტ კანონზე

    ვინ ვისთან დადის ჩვენი განსასჯელი არაა..მთავარია, თავიანთი პირადი ჰქონდეთ თავისთვის – კალაძე ანტი-ლგბტ კანონზე

    ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ემსახურება და არ არის მიმართული სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების შეზღუდვისკენ.
    ნუ იჩქარებენ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა, რომელსაც კონსერვატიული ღირებულებები აქვს. დაველოდოთ. ბევრი რაღაც შეიცვლება სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას, რაც, როგორც მოზარდებში, ისე ბავშვებში კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ ქვეყანაში ყველას უფლება დაცულია, განურჩევლად მათი სარწმუნოების და თუნდაც, სექსუალური ორიენტაციისა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ყველა ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და ყველას უფლება დაცულია. ვინ ვისთან დადის, როგორ დადის და რა ფორმით, ეს მათი უფლებაა. როგორც უნდათ, ისე იყვნენ, ეს არ არის ჩვენი განსჯის საგანი. მთავარია, თავიანთი პირადი ჰქონდეთ თავისთვის. არ არის აუცილებელი ამ ყველაფრის პროპაგანდა.

    ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების მოწოდებას, გააუქმონ ანტი-ლგბტ კანონი.

  • ერთადერთი „კარუსელი“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში – გურამ მაჭარაშვილი

    ერთადერთი „კარუსელი“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში – გურამ მაჭარაშვილი

    საქართველოში “კარუსელები“ არის სკვერებში. შეუძლია, გახარიაც მივიდეს, გვარამიაც, ნიკა მელიას გაუჭირდება, შეიძლება, ჩატეხოს, მაგრამ გავაკეთებთ ისე, რომ ამ “კარუსელზე“ ნიკა მელიაც დაჯდეს.

    ერთადერთი “კარუსელები“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში. ოპოზიციას შეუძლია, მივიდეს. მეტი საქმე მაინც არ ექნებათ, მით უმეტეს, თუ არ აპირებენ პარლამენტში მუშაობას და არც არასდროს მუშაობდნენ.

    აგერ ახალი წელი მოვა და წერილებიც დაწერონ, განცხადებები თოვლის ბაბუას სახელზე, იქნებ, რამენაირად გონება ცოტა მაინც გაუნათდეთ. ეს არის მხოლოდ მათი შანსი. მეტი სხვა შანსი აღარ აქვთ, რადგან ყოველი მათი მორიგი განცხადება არის მათი კრახის გაგრძელება. საკუთარივე ამომრჩევლები დასცინიან.

    თქვა”ხალხის ძალის” დეპუტატმა  გურამ მაჭარაშვილმა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    15 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. შესაბამის ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 16-17 ნოემბერს შედარებით აგრილდება, გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით წვიმიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი. 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და შედარებით ცივი ამინდი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი. 16-17 ნოემბერს აცივდება და ზოგან მოთოვს.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 16-17 ნოემბერს ზოგან თოვლი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი.

  • საქართველო-უკრაინის მატჩის ტრანსლაციის გამო რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა 2 დღით აიკრძალება

    ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს,  რესპუბლიკის მოედანზე, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.შესაბამის ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ნოემბრის 15:00 საათიდან 17 ნოემბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.

    “რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, კვლავ კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდება, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს”, – წერია განცხადებაში.