Category: ახალი ამბები

  • რა თანხა მიიღო პაატა ბურჭულაძემ რუსეთის ბიუჯეტიდან ხელფასის სახით

    პაატა ბურჭულაძის რუსული კარიერის ახალი დეტალები

    პაატა ბურჭულაძე, რომელიც პერიოდულად, პოლიტიკურ და

    საოპერო სცენებს იკავებს, მისი საქმიანობის ირგვლივ, იავნანას თემის ჩათვლით, სკანდალების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა რუსული სცენიდან რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულმა მსოფლიო ბანის ხმამ თბილისში მისი თანამოაზრე ოპოზიციის ნაწილიც “შეძრა”. კონცერტს, რომელიც 15 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა. ის იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა. ბურჭულაძემ კონცერტზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისიდან” ერთ-ერთი არია “ღვინოვ კახურო” შეასრულა.

    აღშფოთებულ საზოგადოებას რატომღაც მხედველობიდან გამორჩა, სად მოღვაწეობდა ერთი წლის მანძილზე – 2017 წლის ზაფხულიდან  2018 წლის ივლისამდე პაატა ბურჭულაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად ბუნებრივად მოეჩვენებოდა მისი მონაწილეობა კონცერტში, რომელსაც რუსული პოლიტიკური ელიტა ესწრებოდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პაატა ბურჭულაძე ქართული საზოგადოების თვალთახედვის არეალიდან გაქრა. როგორც  ირკვევა, არჩევნებიდან რვა თვეში მან სანკტ–პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა.

    ეს თეატრი, ისევე როგორც რუსული თეატრების უმრავლესობა საბიუჯეტო დაწესებულებაა და რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

    ბურჭულაძე 2017 წლის სექტემბერში Российская газета-სთან ინტერვიუში ამობობდა, რომ მისთვის ახალი პოზიცია საკმაოდ საინტერესოა და რომ ის თეატრის დონის ამაღლებისთვის იმუშავებდა. ამავე ინტერვიუში ის ამბობს, რომ საუბარია სამწლიან კონტრაქტზე. თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი ერთწლიანი აღმოჩნდა. ინტერვიუს ბოლოს ჟურნალისტი ეკითხება, ხომ არ ეშინია კრიტიკისა ქართველი კოლეგების მხრიდან რუსულ თეატრთან თანამშრომლობის გამო, რაზეც ბურჭულაძე პასუხობს:

    “მე ვფიქრობ პირიქით, ჩემი მხრიდან ეს არის ყველასთვის აუცილებელი მცდელობა ჩვენს ურთიერთობებში ახალი ხიდების აშენებისა. ძალიან მინდა ჩემს ხალხს დავეხმარო და ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია. მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი სიტუაციაში ჩართული მხარეების ბრძნული პოლიტიკური გადაწყვეტილებების წყალობით. დარწმუნებულიც კი ვარ, რომ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს კურთხევა მაქვს, რადგან ის ძალიან ფრთხილი ადამიანია და მართლმადიდებელი ერების მეგობრობას დადებითად ეკიდება. ის ყოველთვის ყველას მოუწოდებს რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ ურთიერთობები რუსეთთან.“

    ინტერნეტ სივრცეში მარტივად იძებნება ინფორმაცია მიხაილოვის თეატრში პაატა ბურჭულაძის მოღვაწეობის შესახებ. მათ შორის სიუჟეტები საიუბილეო ღონისძიების შესახებ, რომელიც 2018 წლის მაისის ბოლოს ამ თეატრის კედლებში გაიმართა. პაატარა ბურჭულაძემ საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობის 40 წლის იუბილე სწორედ მიხაილოვის თეატრში აღნიშნა. კონცერტში საკუთარ კოლეგებთან ერთად თავადაც მონაწილეობდა.

    სწორედ ამ სიუჟეტებიდან ხდება ცნობილი, რომ მისი კონტრაქტი 2018 წლის ივლისში ამოიწურა. გააგრძელა თუ არა კონტრაქტი და რა ურთიერთობა აქვს ამჟამად რუსულ თეატრთან პაატა ბურჭულაძეს უცნობია.

    რამდენი აიღო ანაზღაურების სახით რუსული ბიუჯეტიდან ქართველმა პოლიტიკოსმა და მომღერალმა. ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ არ იძებნება, თუმცა რუსულ პორტალებზე ადვილად იძებნება რუსული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ხელფასების შესახებ ინფორმაცია, რაც კოლოსალურ თანხებს შეადგენს, რის გამოც ხან პროფკავშირების უკმაყოფილებას იწვევს და ხან სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღშფოთებას. მაგალითად, მარინის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვალერი გერგიევს თვეში დაახლოებით 200 000 დოლარიანი ხელფასი აქვს. ინტერნეტში იძებნება პაატა ბურჭულაძის წინამორბედების ხელფასები მიხაილოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე. 2015 და 2016 წლებში ამ თანამდებობაზე ანაზღაურებამ საშუალოდ თვეში 150 000 დოლარი შეადგინა. უცნობია, რამდენი იყო უშუალოდ პაატა ბურჭულაძის ხელფასი. როგორც რუსულ წყაროებში წერენ, კონკრეტული თეატრის ხელმძღვანელის ანაზღაურება მის ავტორიტეტზე, კვალიფიკაციაზე და იმაზეა დამოკიდებული, მონაწილეობს თუ არა თვითონ თეატრის რეპერტუარში როგორც შემსრულებელი ან რეჟისორი. ბურჭულაძის შემთხვევაში სავარაუდოდ ხელფასს ჰონორარებიც ემატებოდა, რადგან ხელმძღვანელობის პერიოდში ბანი სცენაზე თავადაც გამოდიოდა. მისი წარსული და მსოფლიო სახელი კი სავარაუდოდ ხელფასის რაოდენობაზე მხოლოდ დადებითად აისახებოდა.

     

    პაატა ბურჭულაძის ქართული პოლიტიკური კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა, 2016 წლის მაისში ბურჭულაძემ დააფუძნა პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” პარტია არჩევნებზე კოალიციის სახელით წარსდგა.

    ბურჭულაძის პარტიამ ამომრჩეველთა მხოლოდ 60 681 ხმა (3.45%) მიიღო, მას ბარიერის გადასალახავად და დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად მხოლოდ 1.55% დააკლდა. არჩევნების შემდეგ მან საკუთარი პარტია დატოვა.

    რუსულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობასთან დაკავშირებით ბურჭულაძის და მისი ყოფილი პარტიის წევრებთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

  • მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის რეზიდენციის ეზოში პირადად მიეგება. სტუმრის დასახვედრად ეზოში წითელი ხალიჩა იყო გაშლილი. პრეზიდენტებს მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის საუბარი ადმინისტრაციული საკითხების გადაბარებასთან დაკავშირებით შედგება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

  • გრიგოლ ვაშაძე საარაჩევნო უბანზე – საქართველოს უაზროდ დასახარჯი დრო აღარ აქვს

    გრიგოლ ვასაძე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მეუღლესთან, ნინო ანანიაშვილთან ერთად მივიდა

  • ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე ოჯახთან ერთად მივიდა


    ივანიშვილი ოჯახთან ერთად საარჩეევნო უბანზე – მცდელობები იქნება ექსცესების

  • ხელისუფლება იყენებს ყველა აკრძალულ მეთოდს – „ევროპული საქართველო“

    ევროპულ საქრათველოში საარჩევნო დარღვევების ფაქტებზე საუბრობენ

  • ჩუგოშვილი: ნაცმოძრაობას ფაქტები თუ აქვს, მიმართონ შესაბამის უწყებებს

    ბრიფინგი “ქართულ ოცნებაში” არჩევნების მიმდინარეობაზე

  • კობახიძე: გრიგოლ ვაშაძეს მე კია არა, საზოგადოება გასცემს პასუხს

    ბრიფინგი “ქართულ ოცნებაში” არჩევნების მიმდინარეობაზე და ნაციონალირი მოძრაობის მიერ გავრცელებულ საარცევნო დარღვევების სესახებ იფორმაციებზე საპასუხოდ

  • ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს, გააჩნია ვისთვისაა ძვირი – კალაძე სკუტერების სიძვირეზე

    “ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს, გააჩნია ვისთვისაა ძვირი” – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის სიძვირეზე მოქალაქეებს.

    “გააჩნია ვისთვისაა ძვირი ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ძვირი, ვიღაცისთვის მისაღები. მე ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს. ვიღაცისთვის ტაქსი ძვირია და ის სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსით. ვიღაცისთვის არაა ძვირი და გადაადგილდება ტაქსით. მომავალში ექნებათ ველოსიპედები. ადამიანებს ექნებათ არჩევანი”, –  განაცხადა კახა კალაძემ

  • ზურაბ ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქციას აანონსებს

    მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართვას აანონსებს. როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, ის ხვალ 14 საათზე პროტესტის გამოხატვას იპოდრომის ტერიტორიაზე გეგმავს.

    „არავის აუხსნია რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ბლოკპოსტებმა სამხედროებით, ასობით ათასი ადამიანისთვის სიცხის გაზომვამ, ქუჩების საპნიანი წყლით რეცხვამ, რაიონების ჩაკეტვამ, საკომენდანტო საათმა, მანქანაში ჯდომის წესებმა, ბაზრების დაკეტვამ, ბიზნესების გაჩერებამ, სავალუტო ჯიხურების დახურვამ, მილიონობით ჯარიმებმა და სხვა.

    არავის აუხსნია რას ველოდებით 21 მაისს. იმის გათვალისწინებით რომ მაისის მეორე ნახევრისთვის არც ვაქცინა იქნება, არც წამალი, არც პოპულაციური იმუნინეტის გამომუშავება მოხდება, დადასტურებით შეიძლება მხოლოდ ერთი რამის მტკიცება – ვიქნებით პრინციპულად იგივე რეალობაში როგორშიც ვართ დღეს.

    შესაბამისად, ხელისუფლებას არაფერი შეუშლის ხელს რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გააგრძელოს პრეზიდენტის მწუხარე სახის და საპარლამენტო უმრავლესობის ტაშის თანხლებით.

    ჩემი აზრით ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო პანდემიასთან ბრძოლასთან და ოცნებას 1. გაუტკბა ძალაუფლებით თამაში 2. სურს გააგრძელოს დაპანიკებული მოსახლეობის შიშებზე თამაში და ეპიდემიასთან წარმატებული ბრძოლის სურათის პოლიტიკურ დივიდენდებად თარგმნა.

    და ამას აკეთებს ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკის კიდევ უფრო ჩამოშლის ხარჯზე. ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები, ვეღარ იხდიან სესხებს, არავინ ეუბნებათ როდის შეიძლება დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე დღეს უდგას არსებობის პრობლემა.

    ამავე დროს აკრძალულია პროტესტი, შეკრება-მანიფესტაცია, სამზე მეტი ადამიანის ერთად დგომაც კი. სრული კარტბლანში აქვთ გაერთონ სადამდეც საშუალებას მისცემს დაპანიკებული მოსახლეობა.

    მე არ მჯერა რომ უბრალოდ სახლში ჯდომით და სოციალურ ქსელში წუხილით ხელისუფლება რამეს შეისმენს. ერთადერთი რის წინაშეც უკან იხევენ ხალხის რაოდენობაა, ოღონდ ხალხის რაოდენობა გარეთ და არა ნეტში.

    შესაბამისად ვაპირებ პროტესტის გარეთ გამოხატვას. რადგან პროტესტი ზოგადად აკრძალულია, ისევე როგორც შეკრება მანიფესტაცია, პროტესტს გამოვხატავ იპოდრომზე.

    ერთგვარი სამკურნალო-პროტესტი იქნება – სუფთა ჰაერი და მზის სხივები კლავს ვირუსს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ყველას ვინც ფიქრობთ რომ გასაპროტესტებელია ის რაც ხდება, შეგიძლიათ შემომიერთდეთ ხვალ, 14.00 საათზე, ძველ იპოდრომზე.

    თან გააპროტესტებთ, თან გაისეირნებთ, თან გაჯანსაღდებით. დისტანციას დავიცავთ. დილით წვიმაა, ამიტომ შეიძება ცოტა სისველე იყოს, მაგრამ ჰაერი იქნება სუფთა.

    თუ პოლიციელი დაინტერესდება თქვენით – უბრალოდ სეირნობთ იპოდრომზე. შესაბამისად ვერ დაგაჯარიმებენ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის. ერთადერთი ვინც შეიძლება დააჯარიმონ, მე ვარ – როგორც ამ აქციის ორგანიზატორი“- წერია აქციის აღწერაში.

    ზურაბ ჯაფარიძე თავის მოთხოვნებასა ასახელებს. ესენია:

    1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება
    2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა
    3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა
    4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა
    5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა
    6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა
    7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა
    8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა
    9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა
    10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
    11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო.

  • სააპელაციო სასამართლომ ანას ბაღთან მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა

    სააპელაციო სასამართლომ ანას ბაღთან მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში  ანას ბაღის დამცველი აქტივისტები ავრცელებენ. როგორც აქტივისტები აცხადებენ მიღებული გადაწყვეტილებით,  სასამართლო დავის განმავლობაში მშენებელს უფლება აქვს, ააშენოს კორპუსი.

    “ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! გაუგონარი რამ მოხდა!!!

    სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის შეჩერების გადაწყვეტილება და “ანას ბაღთან” მშენებლობის გაგრძელების ნება დართო მშენებელს დავის დასრულებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო დავის განმავლობაში მშენებელს უფლება აქვს ააშენოს კორპუსი.
    აშკარად მოხდა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევა, ჩვენ მტკიცებულებად წარდგენილი გვქონდა არაერთი ექსპერტული დასკვნა, რომელიც უტყუარად ამტკიცებდა მშენებლობის დაუშვებლობას.

    “ანას ბაღის” დამცველები არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას არ დავუშვებთ მშენებლობის გაგრძელებას გვაქვს იმედი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის.

    ჩვენმა სამწლიანმა ბრძოლამ შეგვაჯახა სისტემურ დანაშაულებს, როგორიცაა კორუფცია ადგილობრივ თვითმართველობაში, მერიასა და საკრებულოში, გავლენიან მფარველებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათ შორის განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში.
    ეხლა კი აშკარაა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენა.
    ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბრძოლა არ მიმდიმარეობს მხოლოდ ერთი სკვერის გადასარჩენად, ეს არის ბრძოლა მახინჯი სისტემის დასანგრევად.”- ნათქვამია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.