Category: ახალი ამბები

  • ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან გადადგა

    ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან გადადგა

    ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ Facebook-ზე დაწერა.

    მისი თქმით, პოლიტიკადანაც მიდის, თუმცა ქუთაისის გულშემატკივრად რჩება.

    ,,2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს – გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!”, -წერს ჭიღვარია.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 48

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 48

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულია 48 ადამიანი.

    მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 3 ადამიანი.

  • ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა პაციენტების მიღება შეწყვიტა

    ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა პაციენტების მიღება შეწყვიტა

    აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით ინიფიცირების 5 ახალი შემთხვევა 60 წლის ქალის უკავშირდება, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია.

    ინფიცირებულია ქალის მამა , რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. ამის გამო აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტების მიღება შეწყდა.

    „კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ კლინიკაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

    მისივე თქმით, ინფიცირებული ქალის 37 კონტაქტიდან 17 მედპერსონალია, რომელთა რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება.

    „მამა ქობულეთში ცხოვრობს, ინფიცირებულთაგან სამი პირია, რომელიც ქობულეთში მამის სამეზობლოდან არიან. 60 წლის ქალიც ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა და მასთან კონტაქტში 37 პირია გამოკვეთილი. აქედან 17 მედპერსონალია, ხოლო 20 ოჯახის წევრები და მეზობლები არიან. კონტაქტების რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება, ასევე მედიკოსთა რაოდენობაც ზუსტდება, ვისაც ხუთ ახალ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. კლასტერთან დაკავშირებით, ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება და მათ ანალიზი სახლებში აუღეს.

    რაც შეეხება ინფიცირებულებს, ისინი კლინიკა „მედალფაში” არიან გადაყვანილი. აჭარაში კორონავირუსით 14 ადამიანია ინფიცირებული“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

  • იტალიაში დააჯარიმეს ქალი, რომელიც ერთ დღეში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა

    იტალიაში დააჯარიმეს ქალი, რომელიც ერთ დღეში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა

    იტალიის ქალაქ გრადოში, სადაც კარანტინის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, ერთ დღესში ქალი მაღაზიში 11-ჯერ შევიდა, რის გამოც დააჯარიმეს. შესვლის გამო დააჯარიმეს.

    იტალიური გამოცემა ilgiornale-ს ინფორმაციით, დაჯარიმებამდე ქალი პოლიციამ ორჯერ გააფრთხილა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, თუმცა მას შემდეგ, როდესაც მან მაღაზიაში მეთერთმეტედ შესვლა გადაწყვიტა, ჯარიმის სახით 280 ევრო გამოუწერეს.

    უახლესი მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 605 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში დაინფიცირებული 135 586 ადამიაანი, გარდაიცვალა 17 127, ხოლო გამოჯანმრთელდა 24 392 პაციენტი.

  • შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის  24 საათში 158 პირი დააჯარიმა

    შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 24 საათში 158 პირი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო 158 მოქალაქე დააჯარიმა.

    შსს-ს თანამშრომლებმა 6 აპრილის საღამოს 9 საათიდან, 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 121 მოქალაქე დააჯარიმეს.

    გარდა ამისა, პოლიციამ, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 4 მოქალაქე დააჯარიმეს.

    შსს-ის ცნობით, გასულ 24 სათში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

    სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 31 პირი დააჯარიმეს.

    სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

    შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ლერმონტოვის ქუჩაზე ნანგრევებში სამი მუშა მოყვა

    ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ლერმონტოვის ქუჩაზე ნანგრევებში სამი მუშა მოყვა

    ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული 3-სართულიანი შენობის დემონტაჟის დროს 3 მუშა ნანგრევებში მოყვა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მუშები მსუბუქად იყვნენ დაშავებული და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მათივე ცნობით, ისინი კონტაქტურები არიან.

    მუშები კლინიკაში არიან გადაყვანილი. დამატებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • წვიმა, თოვლი, ნისლი – როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

    წვიმა, თოვლი, ნისლი – როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

    8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათი ცნობით, 8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს და ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.

    „8-9 აპრილს, ღამის საათებში,შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე.

    დაბალმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდგინდა

    თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდგინდა

    თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდგინდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

    მისი თქმით, დაინფიცირების წყარო ოჯახის წევრია.

    ,,ეს ინფიცირებული ადამიანი ოჯახს უკავშირდება. მისი ოჯახის ორი წევრი გუშინ უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადებითი პასუხით გადაიყვანეს. ინფიცირებული 14 წლის ბავშვია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, თუმცა პნევმონია ვერიფიცირებული არ არის“, – განაცხადა ბექაიამ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ მოზარდს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 გარდაიცვალა, 46 კი გამოჯანმრთელდა.

  • აშშ-ში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 1 736 ადამიანი გარდაიცვალა

    აშშ-ში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 1 736 ადამიანი გარდაიცვალა

    აშშ-ში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 1 736 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში ერთ დღეში COVID-19-ით გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც აქამდე დაფიქსირებულა.

    ბოლო მონაცემებით, აშშ-ში COVID-19-ით ჯამში 12 857 ადამიანი გარდაიცვალა.

    ნიუ-იორკში გარდაცვალების ყველაზე მეტი – 731 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 400 546 შემთხვევაა დადასტურებული. ეს მსოფლიოში ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

    მსოფლიოში კორონავირუსით 1 433 012 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 302 351, გარდაიცვალა 82 136 ადამიანი.

  • კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში 208–მდე გაიზარდა

    კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში 208–მდე გაიზარდა

    სპეციალურ ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 208 მდე გაიზარდა. ამ დროისთვის მონაცემები ასე გამოიყურება:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 208
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 46
    • მათ შორის გარდაცვლილი- 3
    • კარანტინის რეჟიმში – 4674
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362