Category: ახალი ამბები

  • ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო? არაკაცები ხალხს რომ ხვრეტდნენ ქუჩებში – კონსტანტინე გამსახურდია მეუფე იაკობზე

    ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო? არაკაცები ხალხს რომ ხვრეტდნენ ქუჩებში – კონსტანტინე გამსახურდია მეუფე იაკობზე

    “უკაცრავად, ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო?”- საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია მეუფე იაკობის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    „უკაცრავად, ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო? ვიზეა იცით ლაპარაკი? აი, 1992 წლის 2 იანვრიდან ნიღბოსანი, კალაშნიკოვიანი ნაძირალები და არაკაცები ხალხს რომ ხვრეტდნენ ქუჩებში, მშვიდობიან, შეუიარაღებელ მომიტინგეებს, იმათზეა საუბარი“, – წერს კონსტანტინე  გამსახურდია მეუფე იაკობზე.

    ცნობისთვის, იღუმენი ილია ვაშაკიძემ 2017 წელს  ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა,: ” მეუფე იაკობის ბიოგრაფიიდან 10 წელი საერთოდ გამქრალია. მისი მოღვაწეობის ეს პერიოდი უკუნით არის მოცული, ეს კი მოციქულთა კანონებს ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე საფუძვლიანი ეჭვები იბადება, რომ მისი ბიოგრაფიიდან ზუსტად ის პერიოდია ამოღებული, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი იყო.”

    ასევე მამა ილიას თქმით, მეუფე იაკობი (კონსტანტინე იაკობიშვილი) სამოქალაქო ომის დროს, შინაგანი ჯარების სარდლის გენერალ გელა ლანჩავას მოადგილე იყო, რაც მის ავტობიოგრაფიაში დღეს არ ჩანს და რაზედაც ინფორმირებულია საქართველოს საზოგადოება და გაცხარებული დისკუსიებიც მიდის ამ თემასთან დაკავშირებით.

     

  • გორში ახალგაზრდა ქალი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

    გორში ახალგაზრდა ქალი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

    ცოტა ხნის წინ გორში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია  ახალგაზრდა ქალი საკუთარი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ადგილზე შინაგანსაქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

     

  • პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ აღდგომას – საპატრიარქო

    პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ აღდგომას – საპატრიარქო

    პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, –  აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.

    “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. გილოცავთ ცეცხლის გარდამოსვლას, ქრისტე აღდგა!”- ნათქვამია საპატრიარქოს მიმართვაში.

  • როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის საოკუპაციო რეჟიმი თავის ნამდვილს სახეს გვიჩვენებს – ზურაბიშვილი

    როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის საოკუპაციო რეჟიმი თავის ნამდვილს სახეს გვიჩვენებს – ზურაბიშვილი

    როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციულ ქმედებებს აძლიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლებას ეხმიანება.

    „მაშინ, როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის და საერთაშორისო სოლიდარობა აუცილებელი გახდა, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გვაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს,“ – წერს პრეზიდენტი.

    შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი განაახლეს.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    18 -20 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჰაერის ტემპერატურა 18 – 19 აპრილს დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +24+29 გრადუსამდე მოიმატებს.

    „21 აპრილიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12+17 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში 18 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19-21 აპრილს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 18- 20 აპრილს +23+25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 21 აპრილს +17 გრადუსამდე დაიკლებს და დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ეკატერინე ტიკარაძეს საგანგებო რეჟიმის წესები არ დაურღვევია – ჯანდაცვის სამინისტრო

    ეკატერინე ტიკარაძეს საგანგებო რეჟიმის წესები არ დაურღვევია – ჯანდაცვის სამინისტრო

    ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო რეჟიმის წესები დაარღვია, უარყოფს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასაჯაროებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მინისტრი ავტომობილის წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს ფაქტი არ წარმოადგენს კანონდარღვევას.

    „გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო რეჟიმის წესები დაარღვია, არ შეესაბამება სიმართლეს. გასაჯაროებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მინისტრი ავტომობილის წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი არ წარმოადგენს კანონდარღვევას, რასაც ადასტურებს საქართველოს მთავრობის №181-ე დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტი და მე-14 მუხლი. რომლის მიხედვითაც, შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე. 7. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა. სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება ამ დადგენილების შესაბამისად დაშვებულ M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალურ რეგულარულ გადაყვანას. ამ წესის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

    8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე,“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ავტომობილის წინა სავარძელზე ჯდება.

  • შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა

    შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა.

    „აღნიშნულ ინფიცირებულ პიროვნებასთან მებაჟე ოფიცერს ბოლო კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა. ამასთან, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად მას კონტაქტი სხვა თანამშრომლებთან არ ჰქონია.

    შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას და გამძლეობას უსურვებს”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ, დაიმორჩილეთ – მღვდელმა მრევლს ჟურნალისტზე ძალადობის კურთხევა მისცა

    მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ, დაიმორჩილეთ – მღვდელმა მრევლს ჟურნალისტზე ძალადობის კურთხევა მისცა

    ქუთაისის სამების ტაძრის წინამძღვარმა მრევლს ჟურნალისტზე ძალადობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ იფნრომაციას მთავარი არხი ავრცელებს. როგორც ირკვევა დეკანოზმა ილია კარკაძემ ეკლესიაში შეკრებილებს ლოცვა-კურთხევა მისცა, რომ ჟურნალისტები თუ ეკლესიაში შეაღწევენ  “გაკოჭონ” და თუ არ დაემორჩილება, “დაიმორჩილონ”.

    “აი, ასეთი თავხედობა ჩვენ ეკლესიაში არ დავუშვათ. პირდაპირ ლოცვა-კურთხევას გაძლევთ. შენ ვიდეოს შეაბრუნებ, დედაკაცი რომელიმე გადით, სამმა-ოთხმა დაურეკეთ პატრულს, რომ ეკლესიაში შემოიჭრა ტელეგადამღებები და ასე თავხედურად გვიშლიან ხელს წირვაზე. ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ. არ დაგემორჩილებათ? დაიმორჩილეთ. პირდაპირ ლოცვა კურთხევას გაძლევთ. ანახებენ რანაირი სპორტსმენები გაუზრდია და რანაირი ძალა გვაქვს იმასაც, ხელის დარტყმა არა, გაკოჭეთ. 3-4 კაცი კი არა, ათ კაცს გაკოჭავთ, იმნაირი მუტრუკები ხართ. ასე ჩავაბაროთ პატრულს”, – განაცხადა  სასულიერო პირმა წირვის დროს.

  • სასწრაფო დახმარების მანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ, დაშავებულია სასწრაფოს მძღოლი, ექიმი და პაციენტი

    სასწრაფო დახმარების მანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ, დაშავებულია სასწრაფოს მძღოლი, ექიმი და პაციენტი

    ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო დახმარების მანქანა შეეჯახნენ.

    არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სასწრაფოს მძღოლი, ექიმი და პაციენტი.

    როგორც შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

  • მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

    მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

    იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

    იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 14.50 საათზე გადმოვიდა.

    წინა წლებისგან განსხვავებით, ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა.

    ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.