Category: ახალი ამბები

  • ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 99 პირი დააჯარიმეს

    ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 99 პირი დააჯარიმეს

    ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 99 პირი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფრომაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, 98 მოქალაქე დააჯარიმეს.

  • ხატისოფელი და მუშევანი კორონავირუსით დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა – იმნაძე

    ხატისოფელი და მუშევანი კორონავირუსით დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა – იმნაძე

    ხატისოფელი და მუშევანი ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა, – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

    როგორც იმნაძე ამბობს, „მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს“.

    „ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაც ხდება, ახალი არ არის. კიდევ იჩინა თავი ახალმა შემთხვევებმა – ეს არის და ეს. სოფელი მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს. ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი. ახლა ჩამოვიდნენ იქიდან ჩვენები – 150-ზე მეტი სინჯი ავიღეთ. გვინდა ყველა გამოვიკვლიოთ. ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა.

    ბოლნისში ვირუსი მარნეულიდან შევიდა და გავრცელდა. როცა ადამიანებს არ სჯერათ ვირუსის არსებობა, სახელმწიფო რეგულაციებით ვერაფერს გახდები – ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს თითო პოლიციელს ხომ არ მიუჩენ?! თვითონ თუ არ გაითავისეს საფრთხე და არ დაიცვეს წესები, ერთმანეთთან სიარული და ქეიფი არ აკრძალეს, შედეგი ყოველთვის ასეთი იქნება. კარანტინი კი არის გამკაცრებული, მაგრამ კაცი რომ მეზობელთან უკანა ეზოში გადავა, იმას ქუჩიდან ხომ ვერ გააკონტროლებ?“ – აღნიშნა იმნაძემ.

    „ეს ის სოფელია(მუშევანი), სადაც აგრესიულად დახვდნენ ექიმებს და ავადმყოფს არ ატანდნენ, ხომ გახსოვთ? ახლა იქაურ ავტორიტეტულ ადამიანებთან ვმუშაობთ, რომ ვირუსის შესახებ მეტი გაიგონ და საფრთხეც გააცნობიერონ. სამწუხაროდ, რუსული მედია, რომელსაც იქ ხშირად უსმენენ, თავიდან ყველას მოუწოდებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია და საშიში არაფერია… სწორედ ამიტომ ახლა რუსეთის მოსახლეობასაც ვეღარ არწმუნებენ, რომ მდგომარეობა სერიოზულია. სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა არაქართველია, თუმცა არც ბოლნისის ქართველი მოსახლეობა აკლებდა ხელს, ასე რომ, მიზეზად მხოლოდ ინფორმაციის სიმცირეს ვერ დავასახელებთ. ბოლნისი არის მკაფიო მაგალითი იმისა, რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობა სახელმწიფოს ყველა მითითებას რომ არ დამორჩილებოდა. მხოლოდ სახელმწიფო რეგულაციებით სიტუაცია ვერ მოგვარდება.

    ზომები კი გამკაცრდა და მთელი ეპიდემიური კერა კარანტინშია მოქცეული, მაგრამ ახლა მთავარია, ყველა ადამიანი გამოვიკვლიოთ, ვისაც დასჭირდება, გადავიყვანოთ თვითიზოლაციაში, დავადგინოთ საკონტაქტო პირები, რომ მუნიციპალიტეტში ეს სიტუაცია როგორმე ჩაცხრეს“, – განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ ბოლნისში შემთხვევათა მატებას ელოდებიან.

     

  • დღეიდან საქართველოში სილამაზის სალონები იხსნება

    დღეიდან საქართველოში სილამაზის სალონები იხსნება

    თუმცა მუშაობას ვერ განაახლებენ ის ცენტრები, რომლებიც  მოლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებშია განთავსებული.
    სალონების გახსნა სპეციალური პირობებით არის შესაძლებელი: მომხმარებელი წინასწარ უნდა ჩაეწეროს და აუცილებლად პირბადით მივიდეს სალონში. ყველა სალონს უნდა ქონდეს დეზობარიერი, დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია სამუშაო ადგილებს შორის. ან არსებობდეს გამყოფი შირმა. სალონს ხუთ კვადრატულ მეტრზე ერთი მომხმარებლის მიღება შეუძლია.

    ასევე დღეიდან იხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრებაზე, თუმცა ძალაში რჩება 10 ადამიანზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა. ცვლილება არ ეხება ავტომანქანთ გადაადგილებას. მანქანაში მგზავრთა რაოდენობა კვლავ სამი უნდა იყოს.

    22 მაისამდე კი ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 701-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 701-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 701-მდე გაიზარდა.

    ინფორმაციას დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ავრცელებს.

    ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 432 ადამიანი, გარდაიცვალა 12. კარანტინის რეჟიმში რჩება 3890. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 357.

  • გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ დოლარს გამოყოფს

    გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ დოლარს გამოყოფს

    გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობიდან აცნობეს.

    მათივე ინფორამციით, საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც გაეროს COVID-19-თან (კორონავირუსთან) რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად.

    გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო ფონდი არის უწყებათაშორისი დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა 2020 წლის 31 მარტს შექმნა. მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევაში და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებთან გამკლავებაში. 15 მაისს სატრასტო ფონდმა გაეროს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში 1 მილიონ აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.

    ,,დღეს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის კვალდაკვალ, უმთავრესი მიზანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა, ვირუსის გავრცელების შეჩერება, და ასევე COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დაძლევა და ეკონომიკის მდგრადი და შეუქცევადი აღდგენა. ჩვენ ვაფასებთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერას გლობალური პანდემიიდან გამოსვლასა და პოსტ-კრიზისული განვითარების ხელშეწყობაში“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.

    ,,ჩვენ უსაზღვროდ მადლიერნი ვართ ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვეიცარიისა და დანიის მთავრობების, რომლებმაც პირველი შენატანი გააკეთეს გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდში. ეს საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ადამიანების ცხოვრებაზე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შედეგების დაძლევაში”, – განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა.

    პროექტს ,,საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თემების დახმარება პანდემიის შედეგების შესამცირებლად“, ახორცილებს გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს სხვა სააგენტოებთან თანამშრომლობით.

    “აღნიშნული დახმარება საქართველოში გაეროს პანდემიასთან ბრძოლის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ რთულ კრიზისთან გამკლავებაში. პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან გაერო ეხმარება საქართველოს მთავრობას COVID-19-თან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების სწრაფ შეფასებასა და მოგვარებაში და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების (ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, ლტოლვილები, მიგრანტები და სხვ.) პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებისგან დაცვაში,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • “რამდენიმე საათია ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება გახლავთ სანქცირების კანდიდატი ოფიციალურად“–ნათელაშვილი

    “რამდენიმე საათია ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება გახლავთ სანქცირების კანდიდატი ოფიციალურად“–ნათელაშვილი

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სანქციების კანდიდატია და სწორედ ამას ნიშნავს წერილი, რომელიც ამერიკელმა სენატორებმა ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, ასევე კონგრესმენებმა ჯოდი არინგტონმა და მარკვეინ მალინმა აშშ–ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს გაუგზავნეს და რომელშიც  საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო  შეშფოთება გამოხატეს.

    ნათელაშვილი სენატორ კრუზთან საკუთარი ნაცნობობის შესახებაც ყვება და ამბობს, რომ ის ამერიკაში ერთ–ერთი გავლენიანი პოლიტიკოსია.

    “სენატორ კრუზი გახლავთ ყველაზე თვალსაჩინო ქაიზმატული ამერიკელი ლიდერი, დღევანდელ რეალობაში ეროვნული მაშტაბით სამეულში გადის – ტრამპი, ბაიდენი და კრუზი. წინა არჩევნების დროს მეორე ადგილზე იყო ტრამპის შემდეგ, მაგრამ პრაიმერიზი მოიგო ტრამპმა. ტრამპს დაუჭირა მხარი, იმიტომ რომ პარტიის ყრილობამ ასე გადაწყვიტა.  ტრამპის თანამებრძოლია. ქარიზმით სავსეა და ძალიან გავლენიანია. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს უკვე 2011 წლიდან, გვქონდა 7 შეხვედრა. უახლოეს ათწლეულში თუ ჩემს პროგნოზს დაეჯერება პრეზიდენტი გახდება კრუზი. რესპუბლიკური პარტიის ყველაზე ქარიზმატული ლიდერია, მომავლის ლიდერი, უზარმაზარი გავლენების მქონე ამერიკული პოლიტიკაში.

    რამდენიმე საათია ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება გახლავთ სანქცირების კანდიდატი ოფიციალურად. კრუზის წერილი დარეგისტრირებულია უკვე სახელმწიფო მდივანთან და რაც მთავარია აშშ–ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების სამმართველოში, და უმძიმესი ბრალდებებით. რუსულ იმპერიალიზმთან და ირანელ აიათოლებთან უკანონო, ამერიკის და დასავლეთის საწინააღმდეგო კავშირთან დაკავშირებით. ამერიკული ინვესტიციების დევნაზე, და ქართული მმართველობის მოშლაზე. აბსოლუტურად ზუსტი დიაგნოზებია და ეს გახლავთ ის პოსტულატები, რის თაობაზეც მე და კრუზს საუბარი გვქონდა 2019 წლის 20 ნოემბერს ვაშინგტონში, სენატში შეხვედრის დროს. ესეთი დეტალები მაშინ არ გაცხადდა გარკვეული დიპლომატიური ეტიკეტის გამო. ჩვენი ეს ბოლო შეხვედრა დამთავრდა იმით, რომ მან დამაბარა საქართველოსთან და ქართველ ხალხთან, რომ ბოლომდე ჩვენს გვერდით დადგებოდა ანტიხალხური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

    თავიდან ეს არავის არ ეჯერა. მეც კი ხანდახან ეჭვი მეპარებოდა, იმიტომ რომ ასე თუ ისე მოახერხეს მათ გარკვეული ლობისტური ჯგუფის შექმნა შეერთებულ შტატებში.

    სანქციები იქნება დიპლომატიური და ფინანსური, პერსონალური, ბიძინა ივანიშვილის  და არა ქვეყნის მიმართ. ამაზე არ წავლენ, იმიტომ რომ იციან, რომ ქვეყანა ამერიკის  სტრატეგიული პარტნიორია.

    ხელისუფლება გუშინდელი დღის შემდეგ ჩათვალეთ რომ წასულია. არავინ სანქცირების კანდიდატ ხელისუფლებას არ აირჩევს, და რომც აირჩიონ არავინ არ აღიარებს და ლეგიტიმაციას არ მიცემს.

    მთავარი დაიწყო და ამას მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. დაიწყო ხელისუფლების შეცვლის პროცესი, ხელისუფლების გადაბარების პროცესი. ივანიშვილის რეჟიმს ურჩევნია ბევრი არ იქნიოს ხელები და ფეხები, გაამზადოს გადაბარებისათვის ბარგი, ბუღალტერია, ბალანსი, აუდიტი, შეწყვიტოს ქვეყნის გაძარცვა და საბანკო ანგარიშების ოფშორებში გადატანა, რათა შემსუბუქდეს მათზე პასუხისმგებლობა, თუმცა ეჭვი მეპარება ძალიან დიდი შემსუბუქება იყოს. დგება კოალიციური მართვის ეპოქა ჩვენი ქვეყნისათვის.“– ამბობს ნათელაშვილი.

  • ორშაბათს გაირკვევა, გაათავისუფლებენ თუ არა გიორგი რურუას

    ორშაბათს გაირკვევა, გაათავისუფლებენ თუ არა გიორგი რურუას

    ორშაბათს, 18 მაისს გაირკვევა, შეცვლის თუ არა სასამართლო „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას და გაათავისუფლებს თუ არა მას გირაოს სანაცვლოდ.

    სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუას ადვოკატები მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ. დაეთანხმება თუ არა, აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა, ეს უცნობია.

    ადვოკატის თქმით, გარდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობისა, პროცესზე დაიკითხება სამი მოწმე, მათ შორის პატრულ-ინსპექტორები და ექსპერტები, რომლებიც რურუას ავტომანქანის ჩხრეკაში მონაწილეობდნენ.

    გიორგი რურუა ირაკლი ოქრუაშვილთან და გიგი უგულავასთან ერთად პოლიტპატიმრად ითვლება, რომელთა გათავისუფლებას ბოლო დროს აქტიურად მოითხოვდნენ ევროპარლამენტარები და ამერიკელი სენატორები. ოპოზიცია აცხადებს, რომ მიუხედავად ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას შეწყალებისა, თუ გიორგი რურუაც არ გათავისუფლდა 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

    გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

  • მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების, მე თუ დავძლიე, ალბათ დაძლევს ყველა – ცქიტიშვილი

    მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების, მე თუ დავძლიე, ალბათ დაძლევს ყველა – ცქიტიშვილი

    უმრავლესობის ყოფილი და პარლამენტის მოქმედი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ლგბტ თემის უფლებადამცველების აქტიურობას გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება საქართველოში ჰომოფობიის დამარცხების კუთხით. მისი თქმით, ოდესღაც თვითონაც იყო ჰომოფობი, თუმცა დაძლია და სხვებიც დაძლევენ, რადგან განკურნებადია.

    ,,მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ოდესღაც მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების, 90-იან წლებში, როცა იმ დინამიკაში ვცხოვრობდი და მე თუ დავძლიე, ალბათ დაძლევს ყველა, რადგან ეს არ არის განუკურნებელი. ეს არის განკურნებადი და ჰომოფობია დაიძლევა. ამიტომაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ზუსტად ჰომოფობია იქნება მარგინალური და დავინახავთ, რომ შესაძლებელია თანასწორ საზოგადოებაში ცხოვრება”,- თქვა ცქიტიშვილმა

    მისი თქმით, ქვეყანა ბოლო ათწლეულებში ადამიანის უფლებების კუთხით ძალიან განვითარდა და ახალ თაობას სწორი დამოკიდებულებები აქვს.

    “განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ ახალი თაობა, რომელიც მოდის მათში ძალიან ბევრს აქვს სწორი დამოკიდებულება თანასწორი საზოგადოების მიმართ. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც ამ უთანასწორობა ცხოვრებას შეეწინრნენ”, – თქვა დიმიტრი ცქიტიშვილმა ონლაინაქციაზე.

    დღეს, 17 მაისს ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ლგბტ თემის წევრებმა და უფლებადამცველებმა ონლაინაქცია გამართეს.

  • ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ონლაინ აქცია მიმდინარეობს

    ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ონლაინ აქცია მიმდინარეობს

    დღეს, 17 მაისის, ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-ის ორგანიზებით, ონლაინ-აქცია მიმდინარეობს.

    პოლიტიკოსები, ლგბტქ+ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის წევრები და სხვა მხარდამჭერები Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით საუბრობენ ლგბტქ+ ადამიანებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

    აქციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, თეოლოგი ბასილ კობახიძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხელმძღვანელი ანა აბაშიძე, თბილისის პრაიდის დირექტორი გიორგი თაბაგარი, ლესბოსელი აქტივისტი, თანასწორობა 17-ის დირექტორი ნინო ბოლქვაძე,  საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია და სხვები.

    ,,ლგბტქი თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ ქვიარ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე:

    როგორ ვცოცხლობთ იზოლაციაში? როგორ შეეხო კომენდანტის საათი თემის ყველაზე მოწყვლად ნაწილს და როგორ ამძაფრებს ის ჰომოფობიური ძალადობის საფრთხეს? როგორ უმკლავდებიან უმუშევრობას და კარანტინის გამო წარმოქმნილ სხვა პრობლემებს თემის წევრები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ? საკმარისია ეპიდემიის მიმართ ხელისუფლების პასუხი? როგორ ვებრძოლოთ ჰომოფობიას იზოლაციაში, სოციალურ დისტანციაზე? 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე? ეკლესია და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხები.

    ერთად გავიაზრებთ და ერთმანეთს გავუზიარებთ ამ გამოწვევების დაძლევის გზებს. დემონსტრაციის მონაწილეებს შესაძლებლობა გვექნება გამოვთქვათ მოსაზრებები და/ან კითხვები დაუსვათ მომხსენებლებს. გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ხმა გავაჟღეროთ ყველამ, მათ შორის, რეგიონში მცხოვრებმა და ემიგრაციაში მყოფმა თემის წევრებმაც”,- წერია აქციის აღწერაში.

  • მაშველებმა ბათუმში ახალგაზარდა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს

    მაშველებმა ბათუმში ახალგაზარდა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ბათუმში ზღვის ნაპირზე შემორჩენილი ახალგაზრდა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს.

    ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე მოქალაქე ძაღლთან ერთად იყო შემორჩენილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

    ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ახალგაზრდა ქალი, ოთხფეხა მეგობართან ერთად, უსაფრთხო ადგილზე სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით უვნებლად ამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”,- წერს უწყება.