Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 1429-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთდა კიდევ 13 პაციენტი, ჯამში – 1150.

    ინფორმაცია ამის შესახებ Stopcov.ge-ზე განახლდა.

    საქართველოში კორონავირუსით 18 ადამიანია გარდაცვლილი.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 7 005 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 255 პაციენტია.

  • “ილორის ტაძარს ხატი შევწირეთ“–ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის ფოტოებს აქვეყნებს

    “ილორის ტაძარს ხატი შევწირეთ“–ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის ფოტოებს აქვეყნებს

    “2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი.

    მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ- ილორის ღვთისმშობელი, სასოგადაწურულთა შემწყლებელი და აღმამაშენებელი. შეგეწიოთ! “– ამ წარწერით აქვეყნებს ფეისბუქზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებულ ფოტოებს.

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერების  ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. მოგვიანებით, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ არუაამ განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერები სეპარატისტული აფხაზეთის “ლიდერის, “ ასლან ბჟანიას დამხმარე, ლაშა საკანიამ მიიღო, რაც საკანიამ ჯერ უარყო ოფიციალური განცხადებით, შემდეგ კი დაადასტურა.

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ვიზიტს ოკუპირებულ რეგიონში კრიტიკა მოჰყვა. პატრიოტთა ალიანსში ვიზიტთან დაკავშირებით არ აკეთებდნენ. ინაშვილმა აფხაზეთში სტუმრობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 24 აგვისტოს დაადასტურა.

    საყანია აფხაზურ მედიასთან აცხადებდა, რომ ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა და პარტიოტთა ალიანსის ლიდერებს “ჰუმანიტარული მისიით” შეხვდა. “რუსი მეგობრების” მხარდაჭერით დაგეგმილი შეხვედრის მიზანი კი დავით თარხან-მოურავისგან ოჩამჩირეში მდებარე ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატი გადაცემა იყო.

    „აგვისტოს დასაწყისში მე მომმართეს, ჩემმა ძველმა მეგობრებმა რუსეთიდან თხოვნით, დავხმარებოდი, ილორის ტაძრისთვის საქართველოდან ღვთისმშობლის ხატის გადაცემაში. ასეთი თხოვნით მათთვის დავით თარხან-მოურავს მიუმართავს. შესაბამისად, ჩემმა რუსმა მეგობრებმა მთხოვეს ორგანიზება გამეკეთებინა მათი ჩამოსვლისა და ხატის შეწირვისთვის, რაც გავაკეთე კიდეც. ამით ეს მისია დასრულდა.

    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე და არც ალექსანდრე აგრბას, რომელსაც ვთხოვე წამოსულიყო ჩემთან ერთად, არავითარი მოლაპარაკება არ გაგვიმართავს. ეს იყო სუფთა ჰუმანიტარული აქცია, პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე. ხატის გადაცემის შემდეგ ადამიანებმა ილოცეს და ამით მათი ვიზიტი დასრულდა.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როგორც „აფხაზი ხალხის სამამულო ომის“ მონაწილის შვილი, ყოველთვის ვიცავ და დავიცავ, ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. თუ საჭიროა, მზად ვარ წავიდე ანიხაზე (აფხაზთა წმინდა სალოცავი) და დავიფიცო, რომ არავითარი პოლიტიკური მოლაპარაკება არ მქონია.

    მე გაცნობიერებულად, არ ჩავაყენე ამ ვიზიტის თაობაზე საქმის კურსში „გალის რაიონის უფროსი“ და ჩვენი “საგარეო მინისტრი”, რომ ამ ღონისძიებას რაიმე ოფიციალური სტატუსი არ ჰქონოდა“ – განაცხადა ბჟანიას “თანაშემწე” საკანიამ.

     

     

     

  • ფეისბუქზე ათეულობით ქართველი ქალი წერს მამაკაცის შესახებ, რომელიც წლების მანძილზე მათ ატყუებდა და ძალადობდა

    ფეისბუქზე ათეულობით ქართველი ქალი წერს მამაკაცის შესახებ, რომელიც წლების მანძილზე მათ ატყუებდა და ძალადობდა

    ფეისბუქში ვრცელდება მამაკაცის ფოტო, რომელზეც ათეულობით ქალი წერს, რომ მათზე იძალადა, მოტყუებით სცადა სხვადასხვა ადგილებზე წაეყვანა და სექსუალური კონტაქტი დაემყარებინა. ამ თემაზე საუბარი როგორც ირკვევა დახურულ ჯგუფებში დაიწყო, შემდეგ კი სხვადასხვა ფეისბუქ გვერდებზე გავრცელდა. თითქმის ყველგან, სადაც ეს ინფორმაცია და ფოტო გავრცელდა გამოჩნდნენ ქალები, რომლებიც ყვებიან, რომ წლების მანძილზე ის ძირითადად თბილისის ცენტრალური უბნების ქუჩებში მათ რეჟისორად ეცნობოდა, რომელსაც გოგონა ფილმში გადასაღებად მოეწონა, სხვადასხვა წინადადებებს სთავაზობდა და “კინოსტუდიაში“, ან ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში იბარებდა. ბევრი ქალი წერს, რომ ამ მამაკაცმა მასაც შესთავაზა მსგავსი წინადადება, თუმცა არ დათანხმდა და გადარჩა. ვრცელდება ამ მამაკაცის სახელი და გვარიც – თამაზ ათანელი.

    ერთ–ერთი ფეისბუქ გვერდი წერს:

    “SOS! თამაზ ათანელი!
    ერთ-ერთ ინტერნეტ სივრცეში, სადაც ქალები საუბრობენ ღიად, ზოგჯერ ანონიმურადაც, შემთხვევით აღმოჩნდა, რომ 50-მდე ქალი ერთიდაიგივე კაცის-თამაზ ათანელის მსხვერპლია, 2010 წლიდან დღემდე. ეს ადამიანი დგას თბილისის ცენტრალურ უბნებში, აჩერებს გოგონებს (რომლებიც შვილიშვილად ერგებიან) სთავაზობს როლს ფილმში და მსუყე ჰონორარს, მეტი დამაჯერებლობისთვის ვითომ ტელეფონზე ურეკავენ ცნობილი მსახიობები. ახსენებს ყველა ცნობილ და წარმატებულ ადამიანს, სპონსორად მოიხსენიებს ბიზნესმენებს. ამ კაცს ამდენი წლის მანძილზე, მოტყუებთ მიჰყავს სხვადასხვა ადგილას გოგოები, ძალის გამოყენებით ამყარებით იძულებით ფიზიკურ კავშირს, საბედნიეროდ კომენტარებიდან გამომდინარე, რამდენიმე გამოიქცა, რამდენიმემ ახლობელი გაიყოლა, ზოგი გამოხედვაზეც კი მიუხვდა ჩანაფიქრს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი გოგო გააუპატიურა, დაუმახინჯა ფსიქიკა, ჯანმრთელობა და თვითონ თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას.
    „ერთ დღეს როცა უნივერსიტეტიდან მოვდიოდი,(9 წლის წინ) რუსთაველზე ერთი კაცი მომიახლოვდა, კარგად ჩაცმული და სერიოზული, ასაკიანიც, მითხრა რომ ძალიან ლამაზი ვარ, იღებს ფილმს (ჩამომითვალა სპონსორები და მსახიობები) მომიყვა მთელი სცენა, მითხრა ნინიკოს როლი უნდა ითამაშოვო, 10 000 დოლარია ჰონორარიო:)) ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, თითოეული დეტალი, მოკლედ დავუჯერე, ნომერი მივეცი და შევუთანხმდი შეხვედრაზე. სრულწლოვანი ვიყავი, 20 წლის, მაგრამ რავიცი რატომ ვერ მივხვდი მის განზრახვას. მოკლედ ე.წ მეორე შეხვედრისას სადაც უნდა გადმოეცა ჩემი ტექსტი , ძალა იხმარა, მცემა. მემუქრებიდა ხმა არ ამოიღოვო. წამოსცდა 14 წლის გოგოებს ვჟიმავ და შენ რას წივიხარო. მოკლედ ძალა იხმარა და გამაუპატიურა. მას მერე დღე არ გავა მასზე არ ვიფიქრო, ქუჩაში მეშინია სიარული, მსგავს თემატიკაზე წიგნის კითხვისას ან ფილმის ყურებისას ისევ ის გრძნობები მაქვს, ვკარგავ ხელ-ფეხში გრძნობას, ყელში ბურთი მეჩხირება, თითქოს ძალიან ცხელ წყალს მასხამენ თავზე, გულის რევის შეგრძნება მეუფლება… ის ისევ თავისუფალია, რადგან რამდენიმე ხნის წინ კაფეში დავინახე ძალიან პატარა გოგოსთან ერთად. ალბათ მომავალ მსხვერპლთან. ეს კაცი იყო თამაზ ათანელი. „ – ჰყვება ერთ-ერთი მისი მსხვერპლი.
    ეს და კიდევ მრავალი სხვა პოსტი მოჰყვა ამ თემას, გოგონები ყვებოდნენ როგორ აჩერებდა, როგორ ესაუბრებოდა, ყველაფერი თითმის იგივეა, სცენა, ფილმი, ნინიკოს როლი, რამდენიმეს ცინცაძის სახელითაც გაეცნო. თითქმის ყველასთან ამბობდა რომ ყოფილი მოცეკვავეა, ზოგთან მაკა ასათიანის პირველი კაცობაც კი უხსენებია. ყველამ ზუსტად აღწერა მისი ნაკვთები და შეღებილი თმა, ხმის ტემბრი.
    მეგობრებო გთხოვთ იცნობდეთ ამ ადამიანს, იცოდეთ რა საფრთხის წინაშე ხართ, მესმის ძალიან რთულია ღიად ისაუბრო ამ ქვეყანაში გაუპატიურებაზრე, სადაც ისევ ქალს დასდებენ ბრალს, ალბათ გამომწვევად გეცვა, როგორ დაიჯერე, როგორ ვერ გამოიქეცი, ვისაც არ უნდა არ აუპატიურებენ და სხვა, მაგრამ იმედს ვიტოვებ ოდესმე გაბედავენ გოგონები და სარჩელით მიმართავენ პოლიციას.
    p.s: სახელი, გვარი და ფოტო რეალურია, რადგან ამოიცნო ძალიან ბევრმა ადამიანმა.“– წერია ფეისბუქ გვერდზე. 

    ეს ინფორმაცია სხვადასხვა გვერდებზე გაზიარდა და უამრავი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის ქალების, რომლებმაც მამაკაცი იცნეს.

    გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, ავტორების მითითების გარეშე:

    • “19 წლის წინ, 19 წლის ვიყავი, თავისუფლებაზე, ალექსანდროვის ბაღთან გამაჩერა. ერთ პატარა მსახიობს გავხარ და მისი სტუდენტობა მინდა ითამაშოო. კინოს სახლთან დამიბარა. ახლა სასაცილოდ არ მეყოფოდა, მაგრამ მაშინ ძალიან გულუბრყვილო ვიყავი. კიდევ კარგი, მარტო არ მივედი. შეიძლება სადმე იდგა და რომ დაგვინახა, ვეღარ მოვიდა. კინოს სახლში კი მითხრეს, ცინცაძის სახელით ვიღაც მაიმუნობსო. მივხვდით, რომ რაღაც ისე არ იყო, მაგრამ არ მეგონა, ასეთ საშინელებებს თუ ბედავდა. ? მას შემდეგ არაფერი გამიგია და არც მინახავს ეს კაცი. ვერც წარმოვიდგენდი, დღემდე თუ ამას აკეთებს. 19 წლის წინ სხვანაირად გამოიყურებოდა, მაგრამ ფოტო მეცნო და ის, რასაც გოგონებს უყვება. შოკში ვარ“.

     

    • “როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი , ჭავჭავაძეზე ყოველ დღე დადიოდა და ერთხელ პარკინგზე მანქანაზე დამიტოვა ნომერი, რათქმაუნდა მოვისროლე ეს ნომერი, მეორე დღეს დილით დამხვდა და ძაან მოწიწებით მთხოვა მასთან ერთად ყავა დამელია ? რათქმაუნდა ეგრევე თავის ადგილი მივუჩინე ?? იმის მერე აღარც მესალმებოდა,როგორ არცერთმა გოგომ არ უჩივლა ვერ ვიგებ? ნუ ეტყოდნენ სხვებს წასულიყვნენ პირდაპირ პოლიციაში“.

     

    • “ეს კაცი მეც მახსოვს 17 წლის წინ პუშკინის ქუჩაზე გაჩერებასთან ცინცაძის გვარით გამეცნო, რეჟისორი ვარ და ფილმს ვიღებო ასე მითხრა და ვითომ მთავარი როლისთვის მოვეწონე, მე უარით გავისტუმრე, არაფრით არ მეშვებოდა, მე ცინცაძის გვარზე მქონდა ანტი რეაქცია( ვისაც ვიცნობ ყველა დარტყმულია და ისიც მასეთად მოვიაზრე). მოკლედ მე გადავრჩი, ამას ეხლა მივხვდი.ეგ ნაძირალა, როგორ არავინ იძია შური.“

     

    • რეალურია ეს არაადამიანი. 2000 წელს შემხვდა ფილარმონიასთან. 17 წლის ვიყავი. როლისთვის მომეწონეო და ვაკის პარკში წასვლას მთავაზობდა სცენარის მოსაყოლად. რაღაც არ მომეწონა და არ გავყევი. არადა ისეთი შტერი ვიყავი, ძალიან უცნაურია რომ გადავრჩი. რადგან არ გავყევი, კინოსტუდიაში დამიბარა მეორე დღეს, სადაც დედასთან ერთად წავედი და რა თქმა უნდა, არანაირი ცინცაძე იქ არ დაგვხვდა. ფუ…

     

    • “მეც მქონდა მსგავსი ისტორია სტუდენტობის დროს , ვაკეში ვიყავი თუარ ვცდები, ნომერს მთხოვდა და გავერიდე ; ეს კაცი იყო თუ არა არ მახსოვს, მაგრამ ძაან იმოქმედა ამ პოსტმა ჩემზე.“

     

    • “16-17 წლის ვიქნებოდი, ერთმა ტიპმა გამაჩერა ჭავჭავაძეზე, ფილმში გადაღება შემომთავაზა, ტელეფონი მთხოვა, დიღომში კინოსტუდიასთან შევხვდეთო, პატარა კი ვიყავი, მაგრამ კაი გაიძვერა ბავშვი ვიყავი, მივიხვდი, მაშინ არც პატრული არსებობდა, თორემ იმას გავუშვებდი ასე მარტივად? შანსი არაა. ეს იყო თუ არა, არ მახსოვს.“
    • ეს იქნებოდა, ზუსტად ჭავჭავაძეზე მეც იგივენაირად ყველაფერი.
    • ეს იქნებოდა.ჭავჭავაძეზე შემხვდა მეც ზუსტად იგივე ტექსტით..
    • ჩემს დაქალსაც შესთავაზეს როლი რაც ზემოთ წერია ზუსტად მაგ სქემით 2012სკენ. რეალური და გამოსაძიებელი ამბავია.
  • რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადაზე წარადგინა

    რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადაზე წარადგინა

    ჩრდილოეთ კარილინის შტატის ქალაქ შარლოტში რესპუბლიკური პარტიის კონვენცია გაიხსნა, რომელსაც უკვე მიმართა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

    პრეზიდენტმა პარტიის ნომინაცია მეორე ვადით უკვე მიიღო და აღტაცებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ამ თავყრილობაზე შეიკრიბნენ, ეკონომიკური პროგრამის და საფონდო ბირჟის წარმატების შესახებ აუწყა.

    ტრამპმა თქვა, რომ დასაქმების კუთხით მისმა ადმინისტრაციამ დიდ წარმატებას მიაღწია, როცა ბოლო სამი თვის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა. პრეზიდენტს ამ ეტაპზე არ ჩამოუყალიბებია ქვეყნის განვითარების კონკრეტული ხედვები. ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც მან ისაუბრა მისი ოპონენტი, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი იყო.

    დონალდ ტრამპის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ობამა და ვიცე პრეზიდენტი ბაიდენი 2016 წელს არჩევნების დროს მის კამპანიაზე ჯაშუშობდნენ და რომ ეს ძალისხმევა დროულად იქნა გამომჟღავნებული. პრეზიდენტმა თქვა, რომ ისინი იგივეს აპირებენ ახლაც. ამასთან ერთად, პრეზიდენტის თქმით, წელს, როდესაც მილიონობით ამერიკელი უკვე დარეგისტრირდა საპრეზიდენტო არჩევნებში ფოსტით მიიღოს მონაწილეობა და ხმა დისტანციურად მისცეს, ეს პროცესი კორუფციას შეუწყობს ხელს.

    გასულ კვირას, კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად, დემოკრატიული პარტიის კონვენცია ვირტუალურად გაიმართა, სადაც გამომსვლელები ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ეთერში, ზოგჯერ კი წინასწარ ჩაწერილი ვიდეო მიმართვებით გამოდიოდნენ ონლაინ შეკრებილი აუდიტორიის წინაშე.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ეს ინფორმაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად – კაპანაძე დოსიეს გამოძიებასა და პატრიოტთა ალიანსზე

    ეს ინფორმაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად – კაპანაძე დოსიეს გამოძიებასა და პატრიოტთა ალიანსზე

    ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე დოსიეს გამოძიებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსისთვის პარტიისთვის ფულის მიწოდება ემსახურება მიზანს, ეს პარტია გაძლიერდეს საქართველოში და კოალიციური მთავრობა შეუქმნას ქართულ ოცნებას. მისი თქმით, “ქართული ოცნების ერთ-ერთი სატელიტი პარტია, პატრიოტთა ალიანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან” ფინანსდება.

    “ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელია გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ერთი საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია უცხოეთიდან დაფინანსების მიღება, და ეს ინფორმაცია რომელიც გავრცელდა არის სრულიად საკმარისი იმისა, რომ გამოძიება დაიწყოს ამ ფაქტებზე. ბუნებრივია, ჩვენ არ ველით, რომ ქართული ოცნება ამას გამოიძიებს და თავის სატელიტ პარტიას პატრიოტთა ალიანსს რაიმე პრობლემას შეუქმნის. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ ამ არჩევნებში ის უმრავლესობას ვერ მოაგროვებს და მთელი იმედი იმაზე დაამყარა რომ შემდეგ შექმნას კოალიციური მთავრობა აი ამ პრორუსულ ძალასთან პატრიოტთა ალიანსთან”, –  აცხადებს კაპანაძე.

  • საავტომობილო მაგისტრალზე ქვეითს მანქანა დაეჯახა – მამაკაცი გარდაიცვალა, მძღოლი კი მიიმალა

    საავტომობილო მაგისტრალზე ქვეითს მანქანა დაეჯახა – მამაკაცი გარდაიცვალა, მძღოლი კი მიიმალა

    კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიგოზასთან,  ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ქვეითად მოძრავ მამაკაცს მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი დაეჯახა, მანქანის მძღოლი კი მიიმალა.

    ამჟამინდელი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფოს მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

     

  • “გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც, აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო..”  –   treveler.ge-ს ხელმძღვანელი

    “გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც, აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო..” – treveler.ge-ს ხელმძღვანელი

    ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია treveler.ge-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი შალ­ვა ბო­ლო­თაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დის ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც შალვა ბოლოთაშვილი წერს, მან გუშინ  სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი და­კარ­გა და ამით “მისი სი­ცო­ცხლეც დამ­თავ­რდა”.

    “გუ­შინ სი­ცო­ცხლე დამ­თავ­რდა ჩემ­თვი­საც. გა­მა­ნად­გუ­რა ამ ტრა­გე­დი­ამ. ჩემს ად­გილ­ზე ყოფ­ნას მათ ად­გილ­ზე ყოფ­ნა ჯო­ბია.. აღარ არის ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი სერ­გო…
    ვე­ღა­რა­სო­დეს ვნა­ხავ ჩემ უსაყ­ვარ­ლეს ნუ­ცის და ხა­ტი­ას, 17 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე, რო­მელ­თაც ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბაც გაჰ­ყვა. ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, ასე­თი ყო­ფი­ლა ჩემი და­სას­რუ­ლიც”- წერს ბო­ლო­თაშ­ვი­ლი.

  • შოკირებული ვარ საქართველოში მომხდარი ტრაგედიის გამო – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

    შოკირებული ვარ საქართველოში მომხდარი ტრაგედიის გამო – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

    ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში, შატილის გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ბურიჩის პრესმდივანი მიკრობლოგ “ტვიტერზე” ავრცელებს.

    “შოკირებული და უაღრესად დამწუხრებული ვარ საქართველოში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო. ფიქრებით ტრაგედიის მსხვერპლთა და მათ ოჯახებთან ვართ. გამოვხატავ გულწრფელ თანაგრძნობას ქართველი ხალხისა და მთავრობისადმი”, – აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.

    შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

  • 8 მილიონი იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 8 – ირმა  ინაშვილი რუსეთიდან დაფინანსებაზე

    8 მილიონი იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 8 – ირმა ინაშვილი რუსეთიდან დაფინანსებაზე

    “8 მილიონი იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 8”- ასე ეხმაურება პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი ცენტრ დოსიეს საგამოძიებო მასალას იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს, რუსეთიდან, კრემლთან და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები აფინანსებენ.

    “ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რვა მილიონიანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. რვა მილიონი, ალბათ, იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩვენო ნომერი რვა არის. ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 რომ ყოფილიყო, ალბათ, 41 მილიონიან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ და 41 მილიონს დაგვაბრალებდნენ”, –  განაცხადა ინაშვილმა ბრიფინგზე.

    მილიონობით დაფინანსება, სქემები და ურთიერთობები კრემლთან – ნახეთ მასალები პატრიოტთა ალიანსის რუსული კავშირების შესახებ

  • ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან… უწყებას ყველა დეტალს მივაწვდით – ტურისტული კომპანია Treveler.ge

    ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან… უწყებას ყველა დეტალს მივაწვდით – ტურისტული კომპანია Treveler.ge

    ტურისტული კომპანია „თრეველერ.ჯი“ შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საგამოძიებო უწყებას მათ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას აწვდიან, რათა ტრაგედიის მიზეზი დადგინდეს.კომპანია გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

    „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს. ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით, რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან. ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას, რაც კი ხელთ გვაქვს, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი”,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი კრიტიკულად მძიმეა. ტურისტული კომპანია treveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.