Category: ახალი ამბები

  • თუ წრეზე ტრიალი მოგბეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა – ევსაქები სააკაშვილსა და ოცნებაზე

    თუ წრეზე ტრიალი მოგბეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა – ევსაქები სააკაშვილსა და ოცნებაზე

    ევროპული საქართველო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება ქართული ოცნების კომენტარს, რომელიც მმართველმა პარტიამ Facebook-ზევე მიხეილ სააკაშვილის ვიდეორგოლის პასუხად დაწერა:

    “თუ ამ წრეზე ტრიალი მოგბეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა”, – წერია ევროპული საქართველო.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საქართველოში ბრუნდება.

    მის განცხადებას გამოეხმაურა ქართული ოცნება. მმართველმა პარტიამ ფეისბზე სააკაშვილის ვიდეო შემდეგი აღწერით გააზიარა: “miha hamodiii”.

  • მივესალმებით, თუ ჩამოვა, საზღვარზევე ელოდება დაკავების პროცედურა – წულუკიანი სააკაშვილზე

    მივესალმებით, თუ ჩამოვა, საზღვარზევე ელოდება დაკავების პროცედურა – წულუკიანი სააკაშვილზე

    იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება, რომლშიც ექსპერზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში ბრუნდება. წულუკიანი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას მიესალმება, რადგან მისი თქმით, თუ ის დაბრუნდება, საზღვარზევე დაკავების პროცედურები ელოდება.

    “ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, ის თუ საქართველოში იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას, რა თქმა უნდა, ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზევე და, რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი ინსტანციის მიერ განაჩენები, რომელიც მან მერე შესაძლოა გადაასინჯინოს, როდესაც უკვე ქართულ საპატიმროში იქნება”, — აცხადებს წულუკიანი.

    მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას “ძალიან მძიმე შეცდომების” გამო ბოდიში მოუხადა. ის საკუთარ ამომრჩეველს საქართველოში დაბრუნებას დაპირდა. 

  • მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება – სამადაშვილი

    მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება – სამადაშვილი

    ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ქართული ოცნებისთვის სააკაშვილის წინასაარჩევნო პროცესში ჩართვა სახიფათოა.

    “მე ვფიქრობ, რომ ერთი რამ ყველასთვის ნათელია – მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილებას აქვს შესაბამისი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 8 წელია დევნილია ქვეყნიდან, მიხეილ სააკაშვილი რჩება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ პოლიტიკურ მოთამაშედ.

    მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს, აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც იძლევა დღევანდელი შექმნილი ვითარება, როდესაც ის არის პოლიტიკური დევნის ქვეშ, მიიღოს მონაწილეობა ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემისგან განთავისუფლებაში”,– აცხადებს სამადაშვილი.

    ენმ წევრი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.

    “მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება – ამაში მე დარწმუნებული ვარ. რა ფორმით მოხდება ეს დაბრუნება – არჩევნების შემდეგ თუ მანამდე, ამას გვაჩვენებს მომავალი. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენელ წინააღმდეგობებს ძლევს საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის გზაზე, ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, მათ შორის, უკრაინაშიც”,– თქვა სალომე სამადაშვილმა.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საქართველოში ბრუნდება.

    მის განცხადებას გამოეხმაურა ქართული ოცნება. მმართველმა პარტიამ ფეისბზე სააკაშვილის ვიდეო შემდეგი აღწერით გააზიარა: “miha hamodiii”.

  • სახეზეა ყალბი ინფორმაცია – იუსტიციის სამინისტრო  სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის საკითხზე  განცხადებას ავრცელებს

    სახეზეა ყალბი ინფორმაცია – იუსტიციის სამინისტრო სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარისა“ და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ in vitro განაყოფიერების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარისა“ და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ in vitro განაყოფიერების თემაზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    ტელეკომპანია „მთავარის” მიერ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოიცა საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც, “თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს“.

    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეახსენებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ in vitro ანუ ხელოვნური განაყოფიერება და მისგან გამომდინარე ორსულობა (ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში ემბრიონის შექმნა და შემდგომ ემბრიონის ბიოლოგიური დედის სხეულში დაბრუნება) წმინდად სამედიცინო საკითხებია და მათი რეგულირება იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, ვერ შეიცვლებოდა ამასთან დაკავშირებული წესები და სახეზეა ყალბი ინფორმაცია.

    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ასევე შეახსენებს ყველას, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სუროგაციის მეთოდით, მათ შორის უცხოეთში შექმნილი და გაყინული ემბრიონების მეშვეობით საქართველოში დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია და იმ ახალშობილთა უფლებების დაცვაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გაჰყავთ. სწორედ ამ საქმიანობით დაკავებული ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი ამოძრავებს, დგას ყალბი ინფორმაციების გავრცელების უკან.

    ასევე, სახელმწიფოს ვალია, ბავშვთა უფლებების გარდა, დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული იმ ქალის უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება (“სუროგატი დედა”)”. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100 პროცენტი საქართველოს მოქალაქე ქალები არიან.

    ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პირველი სუროგაციის გზით დაბადება 2012 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა და იმ დროს პრაქტიკულად დაურეგულირებელი იყო მოცემული სფერო.
    ყველა ზემოხსენებული პრიორიტეტიდან გამომდინარე, 2013 წლიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან ერთად, იღებს რეგულაციებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობის დანაშაულის ჩადენა და ამასთანავე მოახდინოს პრევენცია იმისა, რომ საქართველოდან გაყვანილი სუროგაციით დაბადებული ბავშვი წამების, არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არ გახდეს.

    2020 წლის 25 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები მორიგჯერ დაზუსტდა. კერძოდ, წყვილს (კვლავაც იგულისხმება ქალი და მამაკაცი მხოლოდ), რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ამ ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს. ის არ უნდა წარმოადგენდეს ფიქტიურ წყვილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან დანაშაულებრივი მიზნებისათვის. ამისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას, წყვილმა უნდა დაადასტუროს, რომ ან იმყოფება ქორწინებაში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ან არ იმყოფება ქორწინებაში და აქვს ფაქტობრივი თანაცხოვრების ერთი წლის გამოცდილება მაინც.

    ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივი თანაცხოვრების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა).

    აღნიშნული ბრძანების ამოქმედებამდე სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება, ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

  • მხოლოდ ავტობუსების დამატებით ქალაქში უფრო მეტი საცობი გაჩნდება – კალაძე

    მხოლოდ ავტობუსების დამატებით ქალაქში უფრო მეტი საცობი გაჩნდება – კალაძე

    “მხოლოდ ავტობუსების დამატებით ქალაქში უფრო მეტი საცობი გაჩნდება, თუ მათთვის სპეციალური ზოლები არ გაკეთდა”-  ამის შესახბე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ  თბილისის ავტობუსების სატრანზიტო დერეფნების პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, იმისთვის, რომ მოქალაქეებს გაჩერებებზე ლოდინი არ მოუწიოთ და ეს პრობლემა მოგვარდეს, აუცილებელია ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლების გაჩენა.

    “დღეს მოქალაქეებს გაჩერებებზე უწევთ ლოდინი 15 -20 წუთი და ხშირია საუბარი იმაზე, რომ ეს პრობლემა რომ მოვაგვაროთ, დაამატეთ ავტობუსები, რატომ არ ამატებთო, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ავტობუსების დამატებით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით და კიდევ უფრო მეტ საცობს გავაჩენთ. დღეს თუ, პირობითად ვამბობ, 2ავტობუსი და 30 მანქანა დგას საცობში და ჩვენ კიდევ ორ- სამ ავტობუსს დავამატებთ, ეს კიდევ უფრ დიდი პრობლემის შექმნა იქნება. შესაბამისად, მოგვარების გზა არის ერთადერთი -გავაჩინოთ სპეციალური ზოლები ავტობუსისთვის, იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ყოველგვარი პრობლემის, დაბრკოლების გარეშე და სწრაფად შეძლოს გადაადგილება ქალაქის ერთი ადგილიდან მეორეზე“, – განაცხადა კალაძემ.

    მისივე თქით, მნიშვნელოვანია ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება და საგზაო სივრცეების სწორი და თანაბარი გადანაწილება.

    “ეს ქალაქი არის ყველასთვის. მე მესმის კერძო ავტომობილის მძღოლების, მე თავად ვზივარ საჭესთან, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანები, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ქვეითად მოსიარულეები, ასევე, ისინი ვინც, ველოსიპედით, სკუტერით გადაადგილდებიან. შესაბამისად, საგზაო სივრცეების თანაბარი გადანაწილება უნდა მოხდეს”, – განაცხადა კალაძემ.

  • „ევროპული საქართველოს” და გიორგი ვაშაძის პარტიას შორის კავშირი დროებითია – ხატია დეკანოიძე უგულავას განცხადებას ეხმაურება

    „ევროპული საქართველოს” და გიორგი ვაშაძის პარტიას შორის კავშირი დროებითია – ხატია დეკანოიძე უგულავას განცხადებას ეხმაურება

    გიგი უგულავას განცხადება ბოლომდე ეთიკური არ იყო, „ევროპული საქართველოს” და გიორგი ვაშაძის პარტიას შორის კავშირი დროებითია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ისნის საარჩევნო ოლქში ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    ხატია დეკანოიძის განცხადებით, ის მთავარ კონკურენტად „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილი რეჟიმს განიხილავს, რომელიც ისნის სამაჟორიტარო ოლქშია წარმოდგენილი. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ 2020 წლის არჩევნებში „ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიის წარმომადგენლები დამარცხდნენ“. დეკანოიძე  ოპოზიციის წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა, მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კავშირი დროებითია.

    „გასაგებია მათი მწვავე რეაქცია, არ გამკვირვებია. გიგი უგულავას განცხადება, რომელიც არ იყო ბოლომდე ეთიკური. ჩემთვის ახლა ეს არაფერს არ ნიშნავს. მე პოლიტიკური სენტიმენტები რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ არ გამაჩნია. დროებითი კავშირი პარტიებს შორის, ვგულისხმობს „ევროპული საქართველოს” და გიორგი ვაშაძის პარტიას, ეს დროებითი კავშირი გასაგებია, დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი კავშირი რაღაცა პერიოდი განმავლობაში შეიძლება გადაიხედოს,” – განაცხადა დეკანოიძემ.

    შეგახსენებთ, ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვა. გუშინ პარტიამ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა.

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენას გამოეხმაურა და ამ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა. „მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო“, – დაწერა გიგი უგულავამ ფეისბუქის გვერდზე.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    27-28 აგვისტოს საქართველოში ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

    თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება.

  • რა სერიოზულ კომენტარს ელოდებით ჩემგან ამ ყოვლად არასერიოზულ საკითხზე?- თურნავა სააკაშვილის განცხადებაზე

    რა სერიოზულ კომენტარს ელოდებით ჩემგან ამ ყოვლად არასერიოზულ საკითხზე?- თურნავა სააკაშვილის განცხადებაზე

    რა სერიოზულ კომენტარს ელოდებით ჩემგან ამ ყოვლად არასერიოზულ საკითხზე?! მან მგონი, საკუთარი თანაგუნდელებიც დაღალა, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავცელებულ ვიდეომიმართვას.

    „მე ვფიქრობ, რომ არასერიოზულია ეს ყველაფერი და მან ძალიან დაღალა უკვე საზოგადოება. რა სერიოზულ კომენტარს ელოდებით ჩემგან ამ ყოვლად არასერიოზულ საკითხზე?! მან მგონი, საკუთარი თანაგუნდელებიც დაღალა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

    ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.

  • სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში უკვე დარეგისტრირებულია 810 ათასი ბავშვი

    სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში უკვე დარეგისტრირებულია 810 ათასი ბავშვი

    სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში უკვე დარეგისტრირებულია 810 ათასი ბავშვი – 482 000 ოჯახი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    მისი თქმით,  განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან.

    200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებმა რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ პორტალზე, daxmareba.moh.gov.ge-ზე უნდა გაიარონ.

    შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ.

  • ენმ-ს გადაწყვეტილება, რომ კონკურენტი დაუყენონ ვაშაძეს, არის დიდი შეცდომა – სერგი კაპანაძე

    ენმ-ს გადაწყვეტილება, რომ კონკურენტი დაუყენონ ვაშაძეს, არის დიდი შეცდომა – სერგი კაპანაძე

    “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი დააყენოს, არის არასწორი და და არის დიდი შეცდომა, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.

    “ნაციონალური მოძრაობის” ეს გადაწყვეტილება, რომ ისანში კონკურენტი დაუყენონ შეთანხმებულ კანდიდატს, არის არასწორი და მცდარი გადაწყვეტილება და არის დიდი შეცდომა. ჯამში, ეს ცუდად იმოქმედებს როგორც “ნაციონალურ მოძრაობაზე”, ისე, ზოგადად, ოპოზიციის შანსებზეც, რომ ივანიშვილი დაამარცხონ თბილისში.  კარგი იქნება, თუ მომავალში მაინც, ის შეთანხმებები, რომლებიც არის დადებული ოპოზიციურ პარტიებს შორის, იქნება ყველა მხრიდან შეთანხმებული და არ მოხდება რეგულარულად მათი გადახედვა, როგორც ამას აქვს პრაქტიკა ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

    შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა.