Category: ახალი ამბები

  • მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ არ გვაინტერესებს წარსული – გახარია

    მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ არ გვაინტერესებს წარსული – გახარია

    პრემიერმინისტრმა გახარიამ ქედის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძისა წარდგენისას თქვა, რომ არა წარსული, არამედ მომავალი აინტერესებს.

    “ჩვენ მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ არ გვაინტერესებს წარსული. გვაინტერესებს მომავალი, გასაკეთებელი საქმე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მომავალი. შუახევი ისტორიული ძეგლებით ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, სადაც ბევრი რამ გაკეთდა.

    თითოეულ ციხესიმაგრესთან, თითოეულ ისტორიულ ძეგლთან მისასვლელი გზა ყველგან უნდა მივიყვანოთ, ყველგან უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტურიზმი განვავითაროთ, მეტი სტუმარი მიიღოს ამ მუნიციპალიტეტმა, რათა აჭარაც და საქართველოც გავაცნოთ ჩვენს სტუმრებს და ყველას დავანახოთ, რომ ეს არის წარმატებული ევროპული ქვეყანა თავისი ფასეულობებით და თავისი მომავლით, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ წესრიგში”,– განაცხადა გახარიამ.

  • არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია – მისი პირადი დაცვის წევრს COVID-19 დაუდასტურდა

    არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია – მისი პირადი დაცვის წევრს COVID-19 დაუდასტურდა

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფრომაცია ადასტურებს პარლამენტის პრესსამსახური.

    მათი ინფორმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლის გათვალისწინებით, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს ჩაუტარდათ PCR ტესტირება. ტესტზე პასუხი უარყოფითია.

    არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

  • შეთანხმებას მივაღწიეთ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით – ზურაბ ჯაფარიძე

    შეთანხმებას მივაღწიეთ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით – ზურაბ ჯაფარიძე

    პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბორჯომში 7 ოპოზიციური პარტიის შეხვედრისას პარტიები ეკონომიკურ რეფორმებზე შეთანხმდნენ.

    მისი განცხადებით, შეთანხმება შეეხო მთავრობის შემცირებას და სახელმწიფო ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნებასაც.

    “შეთანხმებას მივაღწიეთ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, სადაც ორი პრინციპული საკითხია. ერთი, სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება და უფასოდ გადანაწილებაა, მეორე, მთავრობის ხარჯებისა და ბიუროკრატიის შემცირება, მთავრობის ზომის დაყვანა 4 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-მდე და მესამე, ეს არის კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების განთავისუფლება სახელმწიფო რეგულირებისგან, რომელიც არის განათლების ნაწილი”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

    ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ საკითხებზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა ზოგიერთ პარტიას შიდაპარტიული კონსულტაციები სჭირდებოდათ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს.

    “პრინციპული შეთანხმება არსებობს, რამდენიმე პარტია უკვე ამ შეხვედრის შემდეგ მზად იყო, რომ ხელი მოეწერა, მათ შორის იყო გირჩიც, თუმცა რამდენიმე პარტიას სჭირდება შიდაპარტიული კონსულტაციები და ამისთვის ითხოვეს დრო, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ტექსტზე შეჯერება მოხდეს”,-ამბობს ჯაფარიძე. 

    ცნობისთვის, გირჩის ინიციატივით ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება ეხება მართლმსაჯულების, რესტიტუციის, მთავრობის შემცირებისა და განათლების საკითხებს. ვრცლად იხილეთ ბმულზე. 

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციას შეუერთდა

    მალხაზ მაჩალიკაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციას შეუერთდა

    მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურასთან ბაჩალიაშვილების ოჯახის აქციას შეუერთდა. მისი თქმით, 2017 წელს ამბობდა, რომ თუ თემირლანის მკვლელობას პასუხი არ გაეცემოდა, ხვალ და ზეგ ძალიან ბევრი ოჯახი აღმოჩნდებოდა იგივე მდგომარეობაში.

    “ვიცოდი, რომ ეს აქამდე მივიდოდა, რა სისტემის ხელში ვართ და რა სიბინძურეა დღევანდელი “ქართული ოცნება”,– თქვა მაჩალიკაშვილმა.

    მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია და მისი მკვლელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკავშირდება.

    „სოლიდარობას ვუცხადებ ამ ოჯახს და ყოველთვის მათ გვერდში ვიქნები, სანამ ისინი არ მიაღწევენ სამართლიანობას, ასევე, სისტემის მიერ დაჩაგრული ყველა ადამიანის გვერდით ვიქნები ყოველთვის. მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვი არის მოკლული. მის სიკვდილში ხელი ურევია პირდაპირ სუს-ს, დღევანდელი ხელისუფლების ხერხემალი სუს-ია. დღევანდელ ქვეყანაში პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს, ასრულებენ მხოლოდ ბინძურ დაკვეთებს. ამ ბრძოლის მოგების ერთადერთი გამოსავალია სამართლიანი ხალხი, რომელსაც სხვის გასაჭირზე შესტკივა გული“, – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

  • ხაშურში ორი ახალგაზრდა კაცი ჭაში დაიხრჩო

    ხაშურში ორი ახალგაზრდა კაცი ჭაში დაიხრჩო

    ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ჭაში ორი ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. დაღუპულები, სავარაუდოდ, ძმები არიან და ისინი შემთხვევის დროს ჭას წმენდნენ. ორივე მათგანი 35 წლამდე ასაკისაა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

    მომხდარს ადასტურებს შინაგან საქემთა სამინისტრო დ აცახებს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული.

  • თამარმა გახსნა ფაილები, 3 მაღალჩინოსანი ყარაბაღის ომს იარაღით ამარაგებდა – თამაზაშვილი

    თამარმა გახსნა ფაილები, 3 მაღალჩინოსანი ყარაბაღის ომს იარაღით ამარაგებდა – თამაზაშვილი

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიშვილის ოჯახი პროკურატურასთან აქციას მართავს. ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, თამარმა გახსნა ფაილები, რომლითაც ირკვევოდა რომ საქართველოს მთავრობის 3 მაღალჩინოსანი ყარაბაღის ომს იარაღით ამარაგებდა.

    “არის ფაილები. გაიშიფრა სქემა, რითაც ხდებოდა ყარაბაღის ომის მომარაგება იარაღით ამ სამი მაღალჩინოსნის მიერ. აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობას მოვუწოდებ დაინტერესდეს და საქართველოს მთავრობას მოსთხოვოს იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ არსებული ფაილები, რომელიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბახის ომი იარაღით. გადაამოწმონ აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობა. ჩემმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია. მაგიტომ გადაარიცხინეს ჩემს შვილს სხვადასხვა კომპანიებიდან მილიონები, რომ იარაღის შეძენას დიდი თანხა სჭირდება. სუს-იც ამიტომაა ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

    მისივე განცხადებით, აქციის კიდევ 2 მოთხოვნაა, პროკურატურის მხრიდან სატელიტური სურათების გამოქვეყნება და თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობით, ან ჯგუფურად მკვლელობით გადაკვალიფიცირება.

    „აქციის მიზანია დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა 4 დღის განმავლობაში იქ, სადაც აღმოაჩინეს. ამ სატელიტური სურათების საფუძველზე უნდა მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცრება მკვლელობის მუხლად და დასახელდეს ის მკვლელი, ან მკვლელები. სავარაუდოდ, საუბარია სამ მაღალჩინოსანზე. ვადები თვითონვე თქვეს, რომ თვის ბოლომდე იქნება”, – აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

    ის ასევე აღნიშნავას, რომ იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, გამოსვლები პოლიტიკურ სახეს მიიღებს და აქციები სექტემბრის შუა რიცხვებიდან გაგრძელდება.

    შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში 3 მაღალჩინოსანის მონაწილეობაზე პირველად ინფორმაცია ფორმულას ჟურნალისტმა, დავით ქაშიაშვილმა გაავრცელა.

    მან საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

    ჟურნალისტის ინფორმაციის, მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები. თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

    „შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს. მათივე ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დნმ. 

  • რუსული თვითმფრინავები შავ ზღვაში ამერიკულ ბომბდამშენებს 30 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ

    რუსული თვითმფრინავები შავ ზღვაში ამერიკულ ბომბდამშენებს 30 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ

    ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის საჰაერო ძალებს სახიფათო მანევრირებაში ადანაშაულებს. ევროპაში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მეთაურობამ შავ ზღვაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

    განცხადებაში წერია, რომ რუსული გამანადგურებლები „ სახიფათოდ და არაპროფესიონალურად“ მოქმედებდნენ, როცა სცადეს ხელი შეეშალათ ამერიკული ბომბდამშენის მანევრირებისთვის. მანევრი შავი ზღვის თავზე, 28 აგვისტოს, ნეიტრალურ წყლებში განხორციელდა. რუსული სამხედრო თვითმფრინავები 30 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ ამერიკულ ბომბდამშენს, რომელიც გეგმიურ საპატრულო ფრენას ახორციელებდა.

    ამერიკა რუსეთს მოუწოდებს, იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

     

  • ორ თვეში თავსმოხვეული “რუსული ოცნება” საქართველოს მოშორდება – ლევან ვარშალომიძე

    ორ თვეში თავსმოხვეული “რუსული ოცნება” საქართველოს მოშორდება – ლევან ვარშალომიძე

    აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნების შემდეგ აცხადებს, რომ 2 თვეში “რუსული ოცნება” დასრულდება.

    ვარშალომიძის თქმით, იგი დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლების შეცვლაში, საქართველოს მოქალაქეებს კი წინსვლასა და განვითარებას ჰპირდება.

    “დღეს, როგორც არასდროს, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოსთვის. ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და სამშობლო, უნდა დაბრუნდეს და ყველამ უნდა დავამარცხოთ ე.წ. “რუსული ოცნება”. მე ყველას ვპირდები, რომ ორ თვეში ყველაფერი ძალიან მარტივად დასრულდება და თავს მოხვეული “რუსულ ოცნება” უნდა მოშორდეს საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოს სჭირდება განვითარება და წინსვლა. ვპირდები ხალხს, რომ ამას გავაკეთებ”,– განაცხადა ვარშალომიძემ.

    მისი თანაგუნდელის, ხატია დეკანოიძის თქმით, ვარშალომიძის დაბრუნება ენმ–სთვის განსაკუთრებული მოვლენაა. 

  • ვარშალომიძე ბათუმში ბრძოლის ავანგარდში იქნება, გამარჯვება გარდაუვალია – დეკანოიძე

    “გამარჯვება 2020 არჩევნებში გარდაუვალია, მით უმეტეს გარდაუვალია ეს ბათუმში, როდესაც ვარშალომიძე იქნება ავანგარდში ამ ბრძოლის. ნამდვილად, ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მოვლენაა”,- ასე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას.

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე უკვე საქართველოშია. მან ჩამოსვლამდე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ მისი “რუსული ოცნების” მოშორებაა.

    ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ეროვნული საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიშნა.

    ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004-დან 2012 წლამდე იკავებდა.

    2015 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებდა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ლევან ვარშალომიძე თავის მრჩევლად დანიშნა.

  • მართლმსაჯულება, რესტიტუცია, მთავრობის შემცირება, განათლება – რაზე შეთანხმდა ოპოზიცია

    მართლმსაჯულება, რესტიტუცია, მთავრობის შემცირება, განათლება – რაზე შეთანხმდა ოპოზიცია

    ოპოზიციამ პარტია გირჩის ინიციატივით მორიგ შეთანხმებას მიაღწა. პარტიების შეხვედრა ბორჯომში, NDI–ს ორგანიზებით მოხდა. ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ მართლმსაჯულების, მთავრობისა და ბიუროკრატიის შემცირების, რესტიტუციისა და განათლების საკითხებზე. შეთანხმებული ცვლილებები არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდება.

    ოპოზიციური პარტიების შეთანხმება:

    მართლმსაჯულება
    შსს
    1. პოლიცია უნდა იყოს დეცენტრალიზებული და შს მინისტრს ჩამოსცილდეს საპოლიციო ფუნქციები.
    2. თვითმმართველობის ფარგლებში, აირჩევიან პოლიციის შერიფები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მათი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს.
    3. უნდა შეიქმნას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიურო.
      სუსი
      1. ქვეყანაში არ იარსებებს პოლიტიკური პოლიცია.
      2. სუს–ი უნდა დაიშალოს და მისი ფუნქციები გადანაწილდეს რამდენიმე ორგანოზე.
      3. შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო.
      პროკურატურა
      1. ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე დაზარალებულს უფლება აქვს, აიჩიოს, რომ მისი ინტერესები სასამართლოში სახელმწიფო პროკურორის ნაცვლად დაიცვას ადვოკატმა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ასრულებს ბრალმდებლის ფუნქციასაც.
      2. პროკურატურას უნდა ჩამოსცილდეს გამოძიების, მასზე ზედამხედველობის ფუნქციები და უნდა დარჩეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
      3. შეიქმნას ანტიკორუფციული პროკურატურა.
    განათლება
    1. კერძო განათლების სფერო სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლდება.
    2. საჯარო სკოლებს ფინანსური და მმართველობითი ავტონომია.
    მთავრობისა და ბიუროკრატიის შემცირება
    1. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%–ს.
    2. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში უნდა იქნას შემუშავებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები.
    რესტიტუცია
    1. დაურეგისტირებული მიწების ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, უნდა დარეგისტრირდეს მფლობელის საკუთრებად.
    2. დაურეგისტირირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია, და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია, უნდა დარეგისტრირდეს სოფლის/თემის საკუთრებად.
    3. სახელმწიფო ქონება და წიაღისეული, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ნაწილდება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად.

    შეხვედრაში მონაწილეობდნენ: „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“, „ლელო“ და „მოქალაქეები”.