Category: ახალი ამბები

  • ხაბეიშვილი ბრძოლის ერთადერთ სწორ გზას ადგას – მეტი ხალხი ქუჩაში! – ჯაფარიძე

    ხაბეს ამბავს რაც შეეხება. ცხადია მისი დაკავება სისულელეა – შეუძლებელია პოლიტიკოსის მიერ, ბიუჯეტიდან თანხის გაცემაზე დაპირების გაცემა რამენაირად ქრთამი იყოს. ქრთამი იყო მაშინ, როდესაც ქოცები ივანიშვილის ფულით დაჰპირდნენ, წლების წინ, მოქალაქეებს, საარჩევნო ხმების სანაცვლოდ, სესხების გასტუმრებას. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაწილი გადააგდეს, რაღაც ნაწილსაც გაისტუმრა კიდეც.

    აი ეს იყო ქრთამი – საკუთარი ჯიბიდან ადამიანებს დაჰპირდა სესხების დაფარვას. “ოცნების” მთელი ელიტა, ივანიშვილის ჩათვლით მაგის გამო დასაჭერები არიან.

    ხაბეიშვილი რატომ დააკავეს გასაგებია – ხალხს ეძახდა ქუჩაში. აკეთებდა ერთადერთ სწორ რამეს. ბრძოლის ერთადერთი სწორის გზა ჰქონდა – რაც შეიძლება მეტი ხალხი ქუჩაში.

    ის ამბობდა, მე მჯერაო, რომ იმდენიო შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში, რომ რეჟიმი შეიძლება ჩამოიშალოსო. ის ამის გამო დააკავეს. ამის ეშინიათ – ძალიან ბევრი ხალხის. რადგანაც ხაბე დაიჭირეს ამის გამო, ესე იგი, ესაა სწორი გზა და არა სხვა რამ, თუნდაც მათ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა. ბევრი ხალხი ქუჩაში გამოყვანა არის ერთადერთი სწორი გზა – მაშინ ჩამოიშლება რეჟიმი”,

    განაცხადა”კოალიცია ჩვლილებებისთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფორმულასთან საუბრისას.

  • რაც ხდება ყველაფერი, მშიშარა რეჟიმის შედეგია – პაატა ბურჭულაძე

     

    მიუხედავად იმისა, რა უსამართლო დაკავებებიც არსებობს დღეს საქართველოში – იგონებენ, ცილს სწამებენ მათ. ალბათ, სხვა დაკავებებიც მოხდება. ჩვენ გვინდა გითხრათ, რომ ეს ომი, ბრძოლა 4 ოქტომბერს, უკვე მოგებული გვაქვს. ყველაფერი, ახლა რაც ხდება ამ მშიშარა რეჟიმის შედეგია. სხვანაირად ვერ აღწერ – ან უნდა დაგიჭირონ, ან უნდა დაგამცირონ. ეს ომი ჩვენ მოვიგეთ, რაც უნდა გავაფორმოთ 4 ოქტომბერს და ჩვენ ამასაც ვიზამთ. ასე, რომ ვიდგეთ მედგრად, ერთად. ჩვენი საქმე მართალია. აუცილებლად გავიმარჯვებთ. 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ ამ რეჟიმს.

    განაცხადა პაატა ბურჭულაძემ

  • უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა – კობახიძე სუს-ზე

    უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა – კობახიძე სუს-ზე

    თავისთავად, ეს არის უკვე ძალიან მძიმე ფაქტი, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ფიგურანტი ამ საქმის საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე, რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც განსაკუთრებით უნდა დაინტერესდეს უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია, დაინტერესდება კიდეც.

    რაც შეეხება შესაძლო კავშირს, იმ მოვლენებთან, შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ამ დაანონსებულ, ეგრეთწოდებულ, დამხობასთან ეს არის ის საკითხი, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია და ეს არის მთავარი მიზეზი. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მათ ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე შეიძლება დაიწყონ ფიქრი. ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღება მართებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დარწმუნებული ვარ, რომ სუს-ი ბოლომდე მიყვება ამ საქმეს, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ვის უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ რამეს, შესაბამისად, რეაგირება იქნება ყველაფერზე მკაცრი.

    თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე.

  • ”იყო მოწამვლის 2 შემთხვევა, გოგო რომელმაც საკანში ჩემი საჭმელი შეჭამა, ცუდადაა”- ანასტასია ზინოვკინა

    „მე მინდა ახლა მოვყვე ქალთა ციხეში რა მდგომარეობაა. ჩემი დაკავების დროს იყო გაჟღერებული ის ფაქტები, რაც მუქარაა. ისინი მემუქრებოდნენ, რომ შენ იყვირებ, ტკივილისგან დაიტანჯები და არც ერთი ექიმი არ მოვა. ასეც ხორციელდება. ეს განხორციელებული მუქარაა. ეს არის პოლიციელის განხორციელებული მუქარა, რომელმაც ციხეში მომიყვანა. მან მითხრა, ეს შენი სამუდამო სამყოფელი იქნება, შენ აქ მოკვდები. იცი რატომ მოკვდები?! შენ მოგწამლავენ. მან მითხრა არა მოგწამალვენ, არამედ შენ სიკვდილს განახორციელებენ, შენ ტკივილისგან იყვირებ, მაგრამ შენთან არავინ მოვა. შეიძლება ითქვას, რომ 9 თვის განმავლობაში იყო მოწამვლის 2 შემთხვევა. […] რამდენიმე დღის წინ მე ჩემი საჭმელი თეფში მივაწოდე გოგონას [თანამესაკნეს]. წელი მტკიოდა და ვერ შევძელი ჭამა და ეს გოგონა, რომელმაც ეს საჭმელი შეჭამა, დღემდე ტემპერატურით წევს, მას აღებინებს, ძალიან ცუდად არის. მან შეჭამა საჭმელი, რომელიც მე მეკუთვნოდა“.

    განაცხადა, განაჩენის გამოცხადებამდე ანასტასია ზინოვკინამ.

    აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8.5-8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.

     

  • მეგი დიასამიძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

    23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე, რომელიც კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დააკავეს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

    მას აღკვეთი ღონისძიების სახით 2 000 ლარი გირაო შეუფარდეს, რომელიც მოქალაქეებმა უკვე აუგროვეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე.

  • არტემ გრიბულსა და ანასტასია ზინოვკინას 8,6 წლით პატიმრობა მიესაჯათ

    რუსეთის მოქალაქეებს – ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების დროს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს,  მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, 8,6-8,6 წელი მიესაჯათ.

    გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან განაჩენი სათათბიროდ გასვლის გარეშე, დარბაზშივე გამოაცხადა.

    ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული რუსთაველზე აქციებზე  ჩაის და ყავას არიგებდნენ. 2024 წლის 17 დეკემბერს, არტემი და ანასტასია დააკავეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში.

    ადვოკატების თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები გაყალბებულია და ნარკოტიკის ე.წ. ჩადების შემდეგ, მათ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის ცრუ ბრალი წარუდგინეს.

  • ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს! – ბრიტანეთის საელჩო

    “ეს წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის სერიის უახლეს მაგალითს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დისკრედიტაციას — იმ პარტნიორების, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს გვერდით იდგნენ.

    ჩვენ ვუერთდებით გერმანიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყალბი ნარატივების გავრცელება საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ დასავლური მხარდაჭერის შესახებ”,

     

    ამის შესახებ ნათქვამია, დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ვმუშაობთ იმაზე, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინის მოქალაქეების დაკავებასა და 4 ოქტომბერს დაანონსებულ, გეგმებს შორის  – სუს-ი

    ვმუშაობთ იმაზე, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინის მოქალაქეების დაკავებასა და 4 ოქტომბერს დაანონსებულ, გეგმებს შორის – სუს-ი

    მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, უკრაინის მოქალაქეების დაკავებასა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    „როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა. ბრალდებულების დაკავებიდან დღე ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დგინდება, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ეს ბე უს“ თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.

    მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, იქ უნდა მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია, თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მოცემულ საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის იმ ნაწილის საჯაროდ გამოტანა, რისი გამჟღავნებაც ქართულ სპეცსამსახურებს შეუძლია, მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის“, – განაცხადა მაღრაძემ.

  • არასასიამოვნოა, როცა ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ – კალაძე ბურჭულაძეზე

    არასასიამოვნოა, როცა ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ – კალაძე ბურჭულაძეზე

    „გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს ფაქტი იმ ვითარებაში, როდესაც მთელმა გუნდმა, განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული. გახსოვთ რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა – არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, ბევრი შეურაცხყოფა, შანტაჟი, მუქარებია. ამიტომ, როდესაც მსგავსი ტიპის ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არასასიამოვნოა. დაველოდოთ გამოძიებას“

    თბილისის მერი კახი კალაძე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას გამოეხმაურა.

  • ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს – ადვოკატი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.  ინფორმაციას მისი ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე ავრცელებს. ადვოკატი TV პირველთან ამბობს, ბურჭულაძეს სამედიცინო დაწესებულებაში ტვინის შერყევა დაუდასტურდა.

    “ეს რომ არ არის კავშირში მართლმსაჯულებასთან, ეგ ვიცით. თვითონ რასაც ამბობს, არის, რომ უდანაშაულოა და ეს ყველაფერი არ უკავშირდება მართლმსაჯულების მიზნებს. “კატე” გადაუღეს, ტვინის შერყევა დადასტურებული აქვს” – ამბობს ხაჩიძე.