Category: ახალი ამბები

  • ბურჭულაძე არაფერ შუაში არ არის ხაბეიშვილთან – კობახიძე

    ბურჭულაძე არაფერ შუაში არ არის ხაბეიშვილთან – კობახიძე

    ბურჭულაძე არაფერ შუაში არ არის ხაბეიშვილთან, ეს შემიძლია, გითხრათ… ჯუანშერ ბურჭულაძე და ანიტა ერთმანეთთან არ არიან კავშირში. წერტილი. არაფერს არ ვამბობ ამ თემასთან დაკავშირებით, ერთადერთი, ჯუანშერ ბურჭულაძესთან დაკავშირებით გითხარით, რომ მას ანიტასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

    აცხადებს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე.

  • ადრე ზედმეტად რბილი მიდგომა იყო, დღეიდან  სწორი პრაქტიკა იქნება – კობახიძე ბანერებზე

    ადრე ზედმეტად რბილი მიდგომა იყო, დღეიდან სწორი პრაქტიკა იქნება – კობახიძე ბანერებზე

    თქვენ იცით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო კამპანია 2020, 2021, 2024 წლებში, ხდებოდა ბანერების დაზიანება, სააგიტაციო მასალების დაზიანება… ორმხრივი იყო ეს ყველაფერი და პრაქტიკა იყო განსხვავებული და ეს პრაქტიკა იყო არასწორი.

    დღეიდან, პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი.

    პრაქტიკა იყო ასეთი. იყო რბილი მიდგომა ყველა მიმართულებით, გახსოვთ, მათ შორის, თითქმის ნახევარი თბილისი გადაწვეს და ერთი კაცი იყო დაჭერილი, ისიც მერე სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მეორე შემთხვევაში 6 ადამიანი იყო დაჭერილი, მეტი არა.

    იყო ზედმეტად რბილი პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, ეს არასწორია. ჩემი მიდგომაა, რომ პრაქტიკა უნდა იყოს სხვანაირი, კანონი უნდა იყოს მკაცრად დაცული.

    ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე.

  • ხოშტარიას დაკავება არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითია – ბოკერია

    ხოშტარიას დაკავება არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითია – ბოკერია

    “წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ თუ ირიბად აორგანიზებდა არა უბრალოდ სიმბოლურ პროტესტს და დაზიანებას ოპონენტების ბანერების თუ ოფისების გარე სახის, არამედ ძალადობრივ თავდასხმებს და ამისთვის არავინ ისჯებოდა. უამრავი მასალა არსებობს ამაზე და მაქსიმუმ ადმინისტრაციული წესით დაესაჯათ ვინმე და ეს იყო სტანდარტი.

    მეგი დიასამიძის შემთხვევაში ეს ყველაფერი აიყვანეს სისხლის სამართლებრივ დევნაში, რადგან მათ წინააღმდეგ იყო მიმართული და ახლა ელენე ხოშტარიას შემთხვევაშიც იმავეს აკეთებენ.

    ეს არის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითი ამ არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან”,

    ასე ეხმაურება პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.

  • არავის აინტერესებს და ცდილობენ მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ – კალაძე ხოშტარიაზე

    არავის აინტერესებს და ცდილობენ მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ – კალაძე ხოშტარიაზე

    „ერთი რამ ცხადია, ეს ადამიანები არავის აინტერესებს. დღის წესრიგიდან ამოღებულები არიან. არ აინტერესებთ არც მათი ყოველდღიური ქმედებები, რასაც იმ მოძალადეებთან ერთად ყოველდღიურად ახორციელებენ. შესაბამისად, უნდათ, რომ დანაშაულებით თავი შეახსენონ ქვეყნის მოსახლეობას. არსებობს კონკრეტული კადრები კანონდარღვევებისა, ყველას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“

    ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.

  • შეჯიბრი მიმდინარეობს, ვინ უფრო მეტი ექსტრემისტია: ფოფხაძე, ხოშტარია, თუ ხაბეიშვილი – ვოლსკი

    შეჯიბრი მიმდინარეობს, ვინ უფრო მეტი ექსტრემისტია: ფოფხაძე, ხოშტარია, თუ ხაბეიშვილი – ვოლსკი

    „შეჯიბრი მიმდინარეობს, ვინ უფრო მეტი ექსტრემისტია: გედი ფოფხაძე, ელენე ხოშტარია, თუ ლევან ხაბეიშვილი. ამ შეჯიბრში წინ გაიჭრნენ გედი და ლევანი და ახლა [ელენეს] უნდა რომ წამოეწიოს. მეორეც – არ გაუჭირდება არც გირაოს გადახდა, ვინაიდან თუ ვინმე ვინმეს აფინანსებს და მხარს უჭერს, ეს არის რუსეთი და ხოშტარიას ოჯახი. ყოველთვიურად უშველებელი თანხები შემოდის. აქედან გამომდინარე, მის მიმართ გარკვეული ეჭვები ჩნდება და ვფიქრობ, ეს ეჭვები საზღვარგარეთაც არსებობს. განსაკუთრებით, იმ საზოგადოებაში, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდება, მათთვის დასამტკიცებლად, რომ იგი იღებს თანხებს. როგორ შეიძლება ამ ვითარებაში, ასე აზიანებდე ქვეყანას. მხოლოდ ერთადერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს. ერთი, რომ მსოფლიოში ისეთი რეალობაა შექმნილი, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონკრეტულად ცივსისხლიანი პოლიტიკისათვის, რომელიც აქ არ ყალიბდება. მეორე – რეალურად, რუსეთი, რასაკვირველია, პოლიტიკურად იგებს მაშინ, როდესაც ადამიანთა ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება სწორედ ამ მიზეზით, რომ თურმე, ევროკავშირისკენ არ მიდის და მიდის რუსეთის ორბიტაზე. ეს ორივე შემთხვევა არის გასაერთიანებელი და ერთი დასკვნა გასაკეთებელი – ქვეყანას ებრძვიან საკმაოდ სერიოზული მეთოდებით, მაგრამ ეს მებრძოლი არ არის მხოლოდ ერთი, ბევრი მხარე არის დაინტერესებული საქართველოს დესტაბილიზაციით,“

    განაცხადა  გია ვოლსკიმ, რითაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გაკეთებულ წარწერას – „რუსული ოცნება გამოეხმაურა.

  • შსს აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    შინაგან საქმეთა სამინსიტრო “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. მას თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნივთის დაზიანების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ელენე ხოშტარია დააკავეს.

    გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”, – წერია შსს-ის განცხადებაში.

  • ბათუმში Tinder Swindler-ის გმირი, ცნობილი თაღლითი საიმონ ლევაევი დააკავეს

    ბათუმის აეროპორტში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი და Netflix-ის დოკუმენტური სერიალის, „Tinder Swindler“-ის მთავარი პერსონაჟი, ებრაელი სიმონ ლევიევი დააკავა. ინფორმაციას The Jerusalem Post ავრცელებს. ლევაევის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მათ შორის, მისი ადვოკატებისთვისაც.

    “მე მას დღეს დილით ვესაუბრე, მას შემდეგ, რაც დააკავეს, მაგრამ ჯერჯერობით მიზეზი არ გვესმის. ის თავისუფლად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში”. – უთხრა მისმა ადვოკატმა გამოცემა Walla-ს.

    საიმონ ლევაევი 35 წლის ისრაელელი თაღლითია, რომლის შესახებაც 2022 წელს Netflix-მა დოკუმენტური სერიალი გადაიღო. ლევაევი წლების განმავლობაში ქალებს აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევაევის მემკვიდრედ წარუდგენდა, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს ართმევდა.

  • ეფექტური სანქციები არის ცეცხლი რუსეთის ნავთობის ქარხნებში  – ზელენსკი

    ეფექტური სანქციები არის ცეცხლი რუსეთის ნავთობის ქარხნებში – ზელენსკი

    “ყველაზე ეფექტური სანქციები ის სანქციებია, რომლებიც ყველაზე სწრაფად მოქმედებს – ეს არის ცეცხლი რუსეთის ნავთობის ქარხნებში, მათ ტერმინალებში, ნავთობბაზებში. მნიშვნელოვნად შევამცირეთ რუსეთის ნავთობის მრეწველობა და ეს ომს მნიშვნელოვნად ზღუდავს. რუსული ომი – ეს ფაქტობრივად ნავთობის, ბუნებრივი აირის და ყველა სხვა რუსული ენერგორესურსის ფუნქციაა.

    მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელებს, რომლებმაც ბოლო დღეებში პრიმორსკში ძალიან ხარისხიანად იმუშავეს. უმსხვილესი ნავთობის ტერმინალი რუსეთში ბალტიის ზღვაში. მიყენებული აქვს მნიშვნელოვანი დაზიანებები, ყველაფერი გადამოწმებულია. ეს საგრძნობია მტრისთვის. ჩვენი სპეცრაზმელები თვალყურს ადევნებენ ასევე იუსტ-ლუგას პორტსა და ყველა სხვა რუსულ წერტილს მსოფლიო ბაზარზე”.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • 100 მილიონ ლარს გამოვყოფთ, რომ თბილისში, სკოლებში უფასო კვება იყოს – კუპრაძე

    “სკოლებში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, ყოველი მე-3 და მე-4 ბავშვი მწვავე შიმშილს განიცდის, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებსა და განვითარებაზე […] ბავშვებო სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ. სრულიად შესაძლებელია, თბილისის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყოს, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, და თბილისში მცხოვრები 200 000 მოსწავლე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჯანსაღ კვებას მიიღებს […]

    ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ თბილისში, 200 000 მოსწავლისთვის 100 მილიონ ლარს გამოვყოფთ იმისთვის, რომ სკოლებში უფასო კვება არსებობდეს”.

    განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

  • ეს არის ერთი დიდი სპექტაკლი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება – ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი

    ”ეს არის ერთი დიდი სპექტაკლი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება”-ამის შესახებ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, მარიამ შათირიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

    „ბრალი ჯერ არ არის წაყენებული ოფიციალურად, თუმცა იმ ფაქტის გარშემო, რაზეც ის მოწმის სახით გამოიკითხა და სრულყოფილი ჩვენება მისცა ამ მიმართულებით თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთი დიდი გაუგებრობა და რაღაც სპექტაკლს უფრო ჰგავს. ეს არის ერთი დიდი სპექტაკლი, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან მალე დასრულდება, რადგან არ არსებობს ბუნებაში მტკიცებულება, რომელიც მის ბრალს დაადასტურებს. ჩვენ ვიბრძოლებთ მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. ჩვენ გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, რაც გააბათილებს ბრალდების მხრიდან წამოსულ ვარაუდებს“, – განაცხადა მარიამ შათირიშვილმა.

    ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.