Category: ახალი ამბები

  • მიზეზი არჩევნების საკითხზე განსხვავებებია – დიმიტრი ცქიტიშვილმა პარტია “საქართველოსთვის” დატოვა

    საჯაროდ განვაცხადო, რომ
    ჩემი და პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო.
    (პარტიას ოფიციალურად ვერ დავტოვებ, რადგანაც ფორმალურად წევრი არ ვყოფილვარ).
    მიზეზი არის არა უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე, არამედ ფუნდამენტური განსხვავება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.
    4 ოქტომბრის არჩევნები ჩემთვის არ და ვერ იქნება ტაქტიკური, ეტაპობროვი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინსტიტუციური დემოკრატიული ბრძოლის მხარდამჭერი ვარ.
    არსებულ ვითარებაში, ასეთი ფორმით და დინამიკით არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნებას.
    რამდენჯერმე საჯაროდ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: არჩევნებში მონაწილეობას აზრი ექნებოდა მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში, უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლაში რეჟიმის დამარცხების თუნდაც მცირე შანსით.
    სამწუხაროდ, დღეს არსებული პოლიტიკური ძალების ფრაგმენტაცია ყველაზე არახელსაყრელი გზა არის საზოგადოების პროტესტის მხარდასაჭერად და რეჟიმის დასამარცხებლად.
    მინდა მჯეროდეს, რომ რომელიმე გზა მაინც მოიტანს შედეგს, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 5 ოქტომბერს შესაძლოა დადგეს უკვე განსხვავებული რეალობა და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად!

    დიმიტრი ცქიტიშვილი პარტია “გახარია საქართველოსთვის” ტოვებს.

  • უარს ვამბობ დაცვაზე! უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე. კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ – ხოშტარია

    ”დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერით და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში ეს სანდომიანი მამაკაცი გადაიქცა რუსული სისტემის ჭანჭიკად, რასაც გულისტკივილით ვადევნებდი თვალს. სრული სერიოზულობით გადაწყვიტა, რომ წამიკითხოს „ბრალი“ თავად ამ ბრალის ჟღერადობრივი ნაწილი ჩემში სიცილის დაუოკებელ სურვილს იწვევდა. მართლა ეგონა, რამეს სერიოზული სახით წარმართავდა. ცხადია, შევწყვიტე ეს სპექტაკლი.

    კარგად მინდა გესმოდეთ განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს. ამ ფარსში მილიმეტრითაც კი მონაწილეობის მიღება დაუშვებლად მიმაჩნია. გარდა იმისა, რომ თავმოყვარეობის საკითხია „ბანერის დასვრის დიამეტრზე“ საუბარი, პატარა დოზითაც კი მათ სიყალბეში ტექნიკური შეყოლა ამასთან შეგუებაა და ამას მე არ ვაპირებ.

    შესაბამისად, უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ. კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ. დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს შოთა თუთბერიძეს, რომელიც ამ არაორდინალურ ფორმაზე წამომყვა.
    ბოლომდე!”

    აცხადებს,  კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ 15 სექტემბერს, კახა კალაძის ბანერზე წარწერის გამო დააკავეს და 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • არასერიოზული ხალხის არასერიოზული განცხადებაა – კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე

    არასერიოზული ხალხის არასერიოზული განცხადებაა – კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე

    ”ეს არის არასერიოზული ხალხის არასერიოზული განცხადება.[…] თქვენ ძალიან კარგად იცით, რამდენად სერიოზულად შეიძლება აღიქვას ადამიანმა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე, ეს არის არასერიოზული ხალხის, არასერიოზული განცხადება“

    აცხადებს,  ირაკლი კობახიძე.

  • “570 ლარის ზიანი გამოიწვია” – პროკურატურამ ხოშტარიას ბრალი წარუდგინა

    “570 ლარის ზიანი გამოიწვია” – პროკურატურამ ხოშტარიას ბრალი წარუდგინა

    პროკურატურის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე ბრალი წარუდგინეს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.

    სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში

  • ევროკავშირი დგას ელენეს და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის გვერდით! – ჰიპერი

    ევროკავშირი დგას ელენეს და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის გვერდით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და გამოვდივართ მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოწოდებით.

    ჩვენი მხრიდან უკვე გადაიდგა ნაბიჯები და განვიხილავთ გზებს და ვარიანტებს, როდესაც საქმე ეხება დამატებითი ზეწოლის განხორციელებას საქართველოს ხელისუფლებაზე იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, რასაც ვხედავთ.

    უკვე დავიწყეთ ქმედებები ბოლო მინისტერიალზე უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად, დისკუსიებით დამატებით ვარიანტებზე, რა შეგვიძლია სანქციებთან და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით გავაკეთოთ.

    პარალელურად, ჩვენ სრულად დავწიეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევაჩერეთ დახმარება ხელისუფლებისვის. თუმცა, გავზარდეთ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

    აცხადებს ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ელენე ხოშტარიას დაკავებასა და ”ოცნების” მხრიდან რეპრესიებზე დასმული კითხვის პასუხად.

  • სრულად დავტოვე ლელო..ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას – საბა ბუაძე

    მეგობრებო,
    როგორც იცით, 5 ივლისს მივიღე გადაწყვეტილება ლელოში პარტიული თანამდებობების დატოვების შესახებ და რიგით წევრად დავრჩი იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი საპატიმროს არ დატოვებდნენ (ცხადია რიგით წევრად დარჩენა სიმბოლური იყო)
    დღეს უკვე მამუკა და ბადრი თავისუფლები არიან, შესაბამისად მინდა გითხრათ რომ სრულად დავტოვე ლელო.
    მინდა მადლობა გადავუხადო მამუკას, ბადრის და სხვა ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 6 წლის წინ დავაფუძნეთ ლელო. ხედვებს შორის სხვაობის მიუხედავად, ლელოში ვტოვებ ბევრ მეგობარს, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.
    რათქმაუნდა, ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას საღი აზრით ჩაანაცვლებს.

    წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.

  • ვინახულე ხოშტარია,  იმედი მაქვს, გონიერება ეყოფათ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ბრალის ფორმულირებაზე ფიქრობენ – ბესელია

    ვინახულე ხოშტარია, იმედი მაქვს, გონიერება ეყოფათ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ბრალის ფორმულირებაზე ფიქრობენ – ბესელია

    „მოვინახულე ელენე ხოშტარია. მინდოდა პირველ რიგში მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიმეღო და პირობები მენახა. როგორც მას ახასიათებს, ის ყოველთვის მხნე და იმედიანია. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მას წუხილი არ გამოუთქვამს პირობებთან დაკავშირებით, თქვა, რომ ნორმალურად ექცევიან და მის წინააღმდეგ არაფერი არაეთიკური, არაკანონიერი და უპატივცემულო დამოკიდებულება არ ყოფილა. ერთადერთი პრობლემა იყო კორესპონდენციის შეზღუდვა.

    დაკავების საფუძველი უკანონოა, ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი, დაკავება სისხლის სამართლის წესით არის უკანონობა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში არ არის ფორმულირება, რომ ბანერზე წარწერა იწვევდეს სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყების საშუალებას. ადამიანები დაასახიჩრეს, სასიკვდილოდ გაიმეტეს და ამაზე არ დაწყებულა გამოძიება და ასეთი რამ, რომელიც გამოხატვის ფარგლებშია ან მის ფარგლებს გარეთ არის სამსჯელო, ეს კონსტიტუციური სტანდარტია და არაფერი საერთო არ აქვს სისხლის სამართლის იმ მუხლთან, რომლითაც გამოძიება დაიწყო. ელენე ელოდება თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები გამოძიების მხრიდან. სწორად ფიქრობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ამ მუხლით ბრალის წარდგენა კონსტიტუციის, კონვენციის და კოდექსის დარღვევა იქნება და იმედი მაქვს, რომ გონიერება ეყოფათ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ბრალის ფორმულირებაზე ფიქრობენ.

    ბრალის წარდგენა იქნება უკანონო პროცედურა. სასაცილოც კი, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, მითუმეტეს იმ დანაშაულების ფონზე, რომლებიც არის მომხდარი, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტენ ბრალის წარდგენას, შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვენ. არ შეიძლება ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ ეს პოლიტიკური შურისძიებაა და იმედი მაქვს გადაწყვეტილების მიმღებს გონიერება ეყოფა“,

    იურისტმა ეკა ბესელიამ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულა

  • გომის მთაზე მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა – არიან დაშავებულები

    გომის მთაზე მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

    მიკროავტობუსის ყველა მგზავრი (დაახლოებით 15 ადამიანი) საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    დაშავებული არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელები.

    შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა.

    გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ევროკავშირის ელჩი, ჩვეულებრივად ნაწილია ძალადობრივი დაჯგუფების – კალაძე

    ევროკავშირის ელჩი, ჩვეულებრივად ნაწილია ძალადობრივი დაჯგუფების – კალაძე

    „ეს ადამიანები ჩვეულებრივად, წამხალისებლები არიან იმ ექსტრემიზმის, იმ ძალადობრივი დაჯგუფებების, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს. ჩვეულებრივად აფინანსებენ, არც ერიდებიან, არც მხარდაჭერას გამოხატვის ერიდებათ. იმავე ევროკავშირის ელჩი, ჩვეულებრივად ნაწილია ძალადობრივი დაჯგუფების, რომელიც მათივე დაფინანსებით და მხარდაჭერით არის შექმნილი. ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილა. აქ დიპლომატია და დიპლომატიური ურთიერთობები არაფერ შუაშია. მისი ქმედებები ყველანაირ წითელ ხაზს კვეთს, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, დაპირისპირებას, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ეს ყველაფერი იმართება გარედან. გარედან შემოდის დაფინანსება. გარედან ხდება ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა და ა.შ“,

    ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ევროკავშირის ელჩისა და აქტივისტების შეხვედრის შესახებ“.

  • ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება, ახალი შიშის დასანერგად – ზურაბიშვილი

    ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება, ახალი შიშის დასანერგად – ზურაბიშვილი

    რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს: პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად.

    ომის შიშის დანერგვის შემდეგ, ოცნება ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს ახალი შიშის დასანერგად. ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში.

    ეს ხომ რეჟიმის საკუთარი შიშის ნიშანია, არეულობა პოლიტიკის ნაცვლად.

    ეს ხომ რეჟიმის უუნაროობის ნიშანია, რომელიც თავისთავში ვეღარ პოულობს ქვეყნის მართვის რესურსს, მხოლოდ ძალადობა, რეპრესიები და შიში დარჩათ ხელში. აგონია!!! აგონია აბა რაა, როცა ქალ პოლიტიკოს იჭერენ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო.

    უდანაშაულო მზიას, ნინოს, ელენეს სოლიდარობა და სოლოდარობა ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს!

    წერს Facebook-ზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.