Category: ახალი ამბები

  • ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა! – დონალდ ტრამპი

    “მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა. ბევრ ადამიანს კლავს და ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი კვდება, ვიდრე უკრაინელი. კი, მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, არ მომწონს ეს.იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება თქვენთვის.[…]ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება, ამ ომიდან გასვლა მოუწევს. და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ…მზად ვარ სხვა რაღაცებიც გავაკეთო, მაგრამ მაშინ არა, როდესაც ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. ნავთობის ფასი თუ დავარდება, ძალიან მარტივად, რუსეთს გარიგება მოუწევს”

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მოვითხოვ, ყველა, ვინც “მშვიდობიანი დამხობისკენ” მოუწოდებს, კანონით იყოს დასჯილი! – წილოსანი

    “მშვიდობიანი დამხობისკენ” მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ისჯება კანონით. მოვითხოვ, ყველა ადამიანი, ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, შესაბამისად იყოს კანონით დასჯილი.[…]ყველაფერი, რაც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და რაც მთავარია, ძალადობრივი. იმიტომ რომ რევოლუცია, დამხობა, აქციები, თუ სხვადასხვა პროვოკაციის მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება არის ხალხის ნებაზე ძალადობა და ყველანაირი ძალადობა არის დაუშვებელი, მიუღებელი და კანონსაწინააღმდეგო. შესაბამისად, ყველა ის პოლიტიკური ე.წ. პარტია, რომელიც აცხადებს, რომ შეიძლება “მშვიდობიანი დამხობა” და “ლამაზი რევოლუცია”, ყველა ეს ადამიანი თუ სიბიექტი ანტიკონსტიტუციურ და კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას აკეთებს.

    რაც შეეხება მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, რადიკალების ერთი ფრთა, არსებული პირები იმედი მაქვს, რომ ბოლომდე დარჩებიან თავისი იდეის ერთგული, რომ არჩევნები არის ერთადერთი საშუალება, ხალხმა თავისი ნება გამოხატოს და ბოლომდე დარჩებიან პრინციპული, რომ არ შეუერთდნენ იმ გიჟურ იდეას, რომელიც სასაცილო ფორმულირებით, “მშვიდობიან დამხობას” შეესაბამება.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.

  • ნინო დათაშვილის მდგომარეობა მძიმეა.. დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია – ადვოკატი

    “ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა […] ფაქტობრივად, მას დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია. არ შეუძლია თვითმოვლა […]ციხეში ნინოს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა ეს ეფექტური არ არის. მკურნალობის კურსი რამდენჯერმე შეუცვალეს და აშკარაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება […] ჩვენ მოვითხოვეთ ნინოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისთვის იმ ინკლუზიური გარემოს შექმნა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია, თუმცა, საბოლოო პასუხი ჯერ არ გვაქვს”,

    რეჟიმის პატიმრის, ნინო დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, ციხეში დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  მძიმდება.

  • 15დღე პატიმრობა მომისაჯეს! – ნიკა ნარსია

    15დღე პატიმრობა მომისაჯეს!

    წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია.

  • ცვლილებების 2 სცენარია, არჩევნები და პროტესტი ქუჩაში არჩევნების მოსვლამდე – ზურაბიშვილი

    ცვლილებების 2 სცენარია, არჩევნები და პროტესტი ქუჩაში არჩევნების მოსვლამდე – ზურაბიშვილი

    ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ორი სცენარი: არჩევნები, და ქუჩის პროტესტი, რომელიც არჩევნებამდე გრძელდება. სხვა ალტერნატივა არის რაიმე სახის აჯანყება, რაც საქართველოს ტრადიციაში არ არის.

    მაგრამ წინააღმდეგობა აუცილებელია. ამ წინააღმდეგობას კი გარედან მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ეს არსებითად მორალური მხარდაჭერაა, რადგან სხვა რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა დღეს?

    ეს ნიშნავს, რომ მათ უკეთ უნდა გაიგონ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელიც საქართველოს ებრძვის ჰიბრიდული იარაღებითა და რბილი ძალით.

    დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს უნდა აწუხებდეთ ის ფაქტი, რომ რუსეთი ამოწმებს, რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალით. ახლა მათ აქვთ რბილი ძალის ყველა ინსტრუმენტი. აქვთ სოციალური ქსელები, კიბერშეტევები. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, არის ნაზავი – ფული, თუნდაც ეს არ იყოს მოქმედების მთავარი ინსტრუმენტი, მაგრამ ფული, რათა ჰყავდეთ ჯგუფები, რომლებიც მათთვის მოქმედებენ“,

     

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით Foreign Policy-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

  • უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც რეჟიმის სანქცირება გადაწყვიტეს – სამადაშვილი

    უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც რეჟიმის სანქცირება გადაწყვიტეს – სამადაშვილი

    რომელთაც გადაწყვიტეს რეჟიმის სანქცირება მოხდეს. მათ შეუერთდა ჩეხეთი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სახელმწიფო მრავალი წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათაც გადაწყვიტეს რეჟიმის წარმომადგენლებს, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს დაუწესდეს სანქცია, არ მიეცეთ ევროკავშირში გადაადგილების შესაძლებლობა. ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ძალიან ნათელი გზავნილი, რომ სანამ არ შეიცვლება რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, ჩვენ მხოლოდ დავკარგავთ ეტაპობრივად ყველანაირი ურთიერთობის ჩარჩოებს, რაც ევროპასთან გვაქვს“,

    ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა რომ ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო ვალდებულებების შემოღება დაამტკიცა.

  • ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე – წითლიძე

    „გახარია საერთოდ ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებს, როდესაც თვითონ უპასუხისმგებლოდ ადგა და გაიქცა. ახლა ბერლინიდან „მოძღვრავს“ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ყოველდღიურ ბრძოლაში არიან და საკუთარი თავისუფლებით, საკუთარი სიცოცხლით, ჯანმრთელობით იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ პროცესში თუ ვინმე არის უპასუხისმგებლო და მშიშარა, ეს ნამდვილად არის ბერლინში გაქცეული ყოფილი „სუპერძალოვანი მინისტრი“, როგორც მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეძახდნენ. ეს პროცესი არის ძალიან კარგი იმითაც, რომ ბევრი რამის კრისტალიზება ხდება, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე. ყველა ადამიანი ამ პროცესში ავლენს საკუთარ თავს, შესაძლებლობებს და საკუთარ მოტივებს. ჩემთვის საერთოდ უინტერესოა გახარიას პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ყველას უნდა ესმოდეს, 4 ოქტომბერი არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის სურვილზე ჩამოკიდებული დღე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია ექნება გახარიას, რომელმაც გაცხადებულად თქვა, რომ შესაძლოა განიხილავდეს პარლამენტში შესვლასაც. რეალურად, აღიარა, რომ მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელ ამ პროცესს უღალატოს. გახარია ჩვეულებრივ ნაწილია იმ რუსული პროექტის, როდესაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს გუნდს წარმოადგენდა და ზუსტად ისეთივე რუსულ პროექტად დარჩა ოპოზიციაში და დარჩა „ტროას ცხენად“. ამიტომ, ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე. 4 ოქტომბერი არის საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს და საქართველოს სახელმწიფო დროშის გამარჯვების დღე. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, ძალიან ბევრი მოქალაქე იქნება რუსთაველზე და დაიცავს ამ ქვეყნის თავისუფლებას“,

    ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თქმით, „არ შეიძლება, არჩევნების დღეს რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი“.

     

  • სიღნაღში 1337 ძირი კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს – შსს-მ 5 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში 1337 ძირი მცენარე კანაფი ამოიღეს – დაკავებულია 5 პირი. დანაშაულები  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მათ დროებით სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში, ნარკოტიკული საშუალების  შემცველი მცენარე “კანაფის”-ს უკანონო დათესვა-მოყვანასა და კულტივირებას ეწეოდნენ, შემდგომ კი მცენარე “კანაფს”-ს, საცხოვრებელ სახლში, სპეციალურ მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ.

    სამართალდამცველებმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფის” 1337 ძირი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ასევე, ამოღებულია  განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი “მარიხუანა” და “მარიხუანას” დაფასოებისთვის განკუთვნილი სასწორი”. – წერს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 25-265-ე პრიმა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

  • გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, კანონი მთელი სიმკაცრით ავამოქმედოთ – კობახიძე

    გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, კანონი მთელი სიმკაცრით ავამოქმედოთ – კობახიძე

    “მე კიდევ ერთხელ, ერთი რამ მინდა გავიმეორო, რომ შეაჩვიეს ენა ჩვენს სახელმწიფოს. არავის არ მივცემთ ამის საშუალებას. როგორც ვახსენე, კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც. ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, ე, მანდ არ აღმოჩნდნენ, სადაც ვიღაც ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული. არ შეიძლება, ასე მარტივად დაარღვიოს კანონი ადამიანმა. სადაც დავინახავთ კანონის დარღვევას, მათ შორის რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება”,

  • ეტყობა, რუსეთის ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის –  პაპუაშვილი გირაოსთან დაკავშირბით ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე

    ეტყობა, რუსეთის ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის – პაპუაშვილი გირაოსთან დაკავშირბით ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე

    „მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0,001% საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ის 5000 ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ მას ეს რუსული ბიუჯეტიდან მიღებული ფული, ეტყობა, ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის“,

    ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება, არ გადაიხადოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო.