Category: ახალი ამბები

  • არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

    არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

    ს არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის ინფორმაციით, არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა. მას 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    მათი ცნობით, პოლიციელი არასრულწლოვანთან სისტემატური ხასიათის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა.

    “ივლისის თვეში საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელთანაც პოლიციელი სისტემატური ხასიათის  არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა.

    პოლიციელის ქმედების გამო, ბავშვს ცხოვრების სტილის შეცვლა მოუწია – ის ვეღარ დადიოდა იმ ადგილებში, სადაც მოძალადესთან შეხვედრა იყო მოსალოდნელი. პოლიციელმა იცოდა მსხვერპლის არასრულწლოვნების შესახებ და, ასევე, გოგოს გაცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მისთვის არასასურველი იყო.

    საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მოპოვებულ იქნა გოგოსა და პოლიციელს შორის შემდგარი მიმოწერა, რომელიც ადასტურებდა პირის მიერ ჩადენილ დანაშულს.

    პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას  2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.” – წერს საფარი.

  • მაგთიკომი ინფორმაციული მართვის სისტემაში ISO სტანდარტის ახალ, უმაღლეს საფეხურზე გადავიდა

    მაგთიკომმა წელსაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტი და ISO 27001:2022 სერტიფიკატის ახალ, უმაღლეს ვერსიაზე გადავიდა.

    ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტისგან (BSI – British Standards Institution)
    მინიჭებული სერტიფიკატი ადასტურებს,  რომ კომპანიაში დანერგილი მართვის სისტემები
    და პროცესები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს.

    მაგთიკომი მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და
    ბიზნესპროცესების მუდმივ გაუმჯობესებას.

    ISO 27001:2022 სერტიფიკატი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც მაგთიკომის თითოეული
    თანამშრომლის შრომის და საქმისადმი ერთგულების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ეს
    წარმატება პროფესიონალიზმმა, ერთობლივმა ძალისხმევამ, ქვეყნის სიყვარულით და
    ღირსებით აშენებულმა ქსელმა მოიტანა.

  • 4-ის მოახლოებამ შიში კიდევ უფრო გაუმძაფრა – ენმ კუპრავას დაკავებაზე

    ნაციონალური მოძრაობა მათი წევრის, ზვიად კუპრავას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს რეპრესიების გაგრძელებაა.

    “მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდა პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს აგრძელებს. დღეს მათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ყველა წითელი ხაზი წაშლილია. ისინი მოსვლის დღიდანვე არ აღიარებენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავენ კონსტიტუციურ უფლებებს და ჩვენს მოქალაქეებს პოლიტიკური განცხადებების გამო ციხეში უშვებენ.

    ივანიშვილის ბანდას შიში 4 ოქტომბრის მოახლოებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა, ამიტომ მნიშვნელოვანია დარჩენილ დღეებში არ ავყვეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციებს. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იკრიბება რუსთაველის გამზირზე, სადაც რუსეთის მარიონეტულ ხელისუფლებას თავის სათქმელს მშვიდობიანად, კანონიერად, კონსტიტუციურად ეტყვის! ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო სულ მალე მოეღება, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება და დავუბრუნდებით ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, ღირსეული საქართველოს მშენებლობას!” – ნათქვამია განცხადებაში.

  • ზვიად კუპრავა დააკავეს

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზვიად კუპრავა დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    ზვიად კუპრავამ 30 სექტემბრის ვიდეომიმართვაში თქვა, რომ “ჩვენი ტაქტიკური ამოცანაა 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია”.

    “ასიათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას – 4 ოქტომბერს თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი. ივანიშვილმა იცის, რომ 500 პუნქტი არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერ გააკონტროლებს.დილიდან, როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა” – თქვა კუპრავამ.

  • გელა ხასაიას და კიდევ 1 პირს ბრალდება წარუდგინეს – მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

    პროკურატურამ კოალიცია ცვლილებისთვის წევრ გელა ხასაიასა და კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”. – წერია განცხადებაში.

  • PACE ჯერ ადგეს და არჩევნების შედეგები აღიაროს – ქადაგიშვილი

    PACE ჯერ ადგეს და არჩევნების შედეგები აღიაროს – ქადაგიშვილი

    „რომელი ადამიანის უფლებაა საქართველოში დარღვეული?! ყველა საქმეში, რაც ევროსასამართლოში წაიღეს, საქართველო აღმოჩნდა აბსოლუტურად მართალი. ის, რომ ზოგიერთი ერეკება აქ მოსახლეობას პოლიციის დასარბევად და პარლამენტში ცეცხლის გასახსნელად და მერე კანონი მას პასუხს გასცემს, არ არის ადამინის უფლებების დარღვევა. ეს არის დემოკრატიის, სახელმწიფოს და მათ შორის, საზოგადოების და ადამიანის უფლებების დაცვა. PACE ჯერ ადგეს და ის არჩევნების შედეგები აღიაროს, რაც იგივე ეუთო/ოდირმა მონიტორინგის შედეგად დადო. PACE ჯერ ადგეს და დაგმოს ის, რომ აქ არჩევნების დღეს დემოკრატიის წინააღმდეგ ტერორიზმის მოწყობას აპირებდნენ. შეეშვან ამ ნახევრადდაბრმავებული თვალებით საქართველოზე ყურებას. თუ მას საქართველოში დემოკრატია სურს, დემოკრატიას დაუჭირონ მხარი და არა დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ მოძრაობას, რომელიც რეალურად, დემოკრატიას აფერხებს. მათ, PACE-ს და მათ ზემოთ მდგომებს აქვთ პოლიტიკური მიზანი, რომლიდანაც ვერ გამოვიდნენ, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ძალა, რომელიც მარიონეტი იქნება. ამ მიზნის გამო ყველაფერზე დაბრმავებული თვალებით იყურებიან. ეს არის მათი პრობლემა და არა ჩვენი,“

    ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • ყველამ დაინახა, რომ ევროკავშირი წმინდანების თავყრილობა არ არის – პაპუაშვილი

    ყველამ დაინახა, რომ ევროკავშირი წმინდანების თავყრილობა არ არის – პაპუაშვილი

    ”ვფიქრობთ, უკვე დიდი ხანია, ქართულმა საზოგადოებამ ვარდისფერი სათვალეები მოიხსნა, რომლითაც სამყაროს და მათ შორის, ევროპას უყურებდა. ყველამ დაინახა, რომ ევროპა, ევროკავშირი, როგორც ასეთი, წმინდანების თავყრილობა არ არის, რომელიც სხვების ინტერესებით მოქმედებს. ყველა საკუთარ ინტერესებს ატარებს.

    ჩვენ ეს რუსეთ-უკრაინის ომის დროს დავინახეთ, როცა შევხედეთ, რომ ევროკავშირში, ბრიუსელში, ჩვენი ინტერესები არავის ადარდებდა. მაშინ ჩვენ ყველამ რუსეთთან ესკალაციისთვის გაგვწირა. ქართველმა ხალხმა მაშინ დაინახა, რომ ეს წარმოდგენა, რომ თითქოს, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის ღირებულება, რომელსაც ყველა ეტრფის, სინამდვილეში, ეს არის კონსტრუქცია, რომელსაც პატარა ქვეყნებს აჯერებენ, რომ თითქოს, სამყარო წესებზე დგას – სინამდვილეში, ეს არის ცივი გათვლისა და საკუთარი ინტერესების გატარების იგივე პოლიტიკა, რომელიც II მსოფლიო ომამდე არსებობდა”.

    თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, მედიის 181 წარმომადგენელი დაზარალდა – CMIS

    „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი” (CMIS) ბოლო ერთი წლის
    განმავლობაში, საქართველოში, ჟურნალისტის, მედიასაშუალებებისა და მედიის
    უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 434
    ინციდენტი აღრიცხა. ზოგ შემთხვევაში, ერთი ინციდენტის დროს, ერთდროულად
    რამდენიმე ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი (მაგ. დაკავება და ფიზიკური
    ძალადობა).

    ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დარღვევების რაოდენობა განსაკუთრებით
    მაღალია პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ. მხოლოდ პროტესტის
    გაშუქებისას, 28 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, მედიის 181
    წარმომადგენელი დაზარალდ
    ა.

    მედიაგარემო: საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია. ბოლო
    ერთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიების
    წინააღმდეგ განხორციელდა ისეთი ტიპის დარღვევები როგორებიცაა: ფიზიკური
    ძალადობა, უკანონო დაკავება/დაპატიმრება, დაკითხვა, გადაღების აკრძალვა,
    ადმინისტრაციულ შენობებში არშეშვება, უკანონო ჯარიმები, სიტყვიერი
    შეურაცხყოფა, მუქარა და სხვა. მიუხედავად ასეთი მასშტაბური პრობლემისა, არც
    ერთი თავდამსხმელი, მათ შორის, საჯაროდ იდენტიფიცირებული პირები,
    პასუხისგებაში მიცემულები არ არიან.

    მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, გამოცემების – “ბათუმელებისა” და
    “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
    ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მზია
    ამაღლობელი პოლიტიკური მოტივით არის გასამართლებული და მის
    დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

    პარალელურად, დამოუკიდებელი მედია და მედიის უფლებებზე მომუშავე
    სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რეპრესიული კანონმდებლობის სამიზნე
    გახდნენ. “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი თუ ცვლილებები

    არსებულ კანონმდებლობაში, რომელიც ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს
    დამოუკიდებელი მედიისა თუ სამოქალაქო სექტორისთვის.

     

    ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა:

    პოლიტიკური მოტივით გასამართლება – 1 შემთხვევა

    • 6 აგვისტოს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს,
      2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    ფიზიკური ძალადობა და დაზიანება – 122 შემთხვევა

    • ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა – 82
    • ჟურნალისტების დაზიანება (მათ შორის, ქიმიური ნივთირებით აქციებზე) – 40

    ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა – 104 შემთხვევა

    • გადაღების აკრძალვა – 65
    • ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა – 18
    • საჯარო ღონისძიებაზე არშეშვება – 9
    • სასამართლო სხდომიდან გაძევება – 9
    • აკრედიტაციის შეჩერება – 3

    სამართლებრივი კატეგორიის ინციდენტები – 102 შემთხვევა

    • დაჯარიმება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აქციების გაშუქების
    • დროს – 37 (ე.წ. “გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძველით”,
    • პროევროპული პროტესტის გაშუქებისას). ამ ეტაპზე ჯარიმების დიდი
    • უმრავლესობა გასაჩივრებულია; მცირე ნაწილს ჯარიმა მოეხსნა
    • სხვა ტიპის ფინანსური ჯარიმა (მაგ. მედიაორგანიზაციაზე დაკისრებული
      ჯარიმები, სოციალურ მედიაში პოსტის გამო ჯარიმა)- 17
    • სამართლებრივი დევნა (მაგ. სასამართლოში დაბარება) – 19
    • უკანონო დაკავება – 11
    • მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა – 5
    • SLAPP სარჩელი – 5
    • დაკითხვა – 5
    • სიტყვიერი გაფრთხილება – 3

    სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია – 108 შემთხვევა

    • სიტყვიერი შეურაცხყოფა – 65
    • დაშინება – 22
    • დისკრედიტაცია – 21

    საკუთრებაზე თავდასხმა – 29 შემთხვევა

    • ტექნიკის დაზიანება – 13
    • ტექნიკის ჩამორთმევა – 14
    • ქონების დაზიანება (მაგ. სახლი, მანქანა) – 2

    შრომითი უფლებები დარღვევის (2025 წლის იანვრიდან დღემდე) – 22 შემთხვევა
    (ყველა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უკავშირდება)

    • სამსახურიდან გათავისუფლება – 12
    • დისციპლინური სანქციის დაკისრება – 8
    • სამუშაო უფლების შეზღუდვა (მაგ. სამუშაოზე არდაშვება) – 2

    საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში,
    ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტების დაუსაბუთებლად არშემოშვების 9 შემთხვევა
    დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, არჩევნების გაშუქების
    დღეს, “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” ჟურნალისტების
    უფლებების დარღვევის 70 შემთხვევა აღრიცხა.

  • ივანიშვილის „მიმართვა“  4 ოქტომბრის შიშის აღიარებაა – პაატა მანჯგალაძე

    ივანიშვილის „მიმართვა“ 4 ოქტომბრის შიშის აღიარებაა – პაატა მანჯგალაძე

    „ივანიშვილის მიერ გავრცელებული „მიმართვა“ სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირი აღიარება.

    მის ტექსტში მთავარია არა იაფფასიანი შათირიშვილისტური ბოდვა გამოგონილ მტრებზე, არამედ ის ფაქტი, რომ თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერზე საჯაროდ დაწეროს. ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად აშინებს ქართველთა ერთიანობის ძალა.

    მსოფლიო პოლიტიკის ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, როდესაც რეჟიმი პრევენციულ თავის მართლებას იწყებს, ეს ამტკიცებს შიშს და იმას, რომ მისი რწმენა შეირყა.

    მაგრამ ეს შიში მხოლოდ მათი სისუსტის გამოხატულება კი არაა, ეს არის ჩვენი, ქართველთა ერთიანობის ძალის მტკიცებულება! ივანიშვილი გრძნობს, რომ სწორედ ხალხის ერთიანობა აქცევს 4 ოქტომბერს გარდამტეხ დღედ.

    ეს დღე იქნება არა მხოლოდ პროტესტის, არამედ საქართველოს მომავლის არჩევანის დადასტურების დღე, რომ თავისუფლება არის ჩვენი არჩევანი და მას ვერავინ დაბლოკავს და მიიტაცებს.

    4 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთხმად იტყვის მთავარ სიტყვას: უზურპატორი უნდა წავიდეს! უზურპატორი უნდა დაემხოს! 4 ოქტომბერი ქართველთა გამარჯვების დღეა! ირწმუნე, მოდი, გაიმარჯვე!“

    ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

  • უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას – ივანიშვილი წერილს აქვეყნებს

    ”უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას, მათთვის პრობლემა არ არის თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით ჩანაცვლება – ვეღარ მოგვატყუებენ” –  2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების 13 წლისთავთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

    “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან 13 წელი გავიდა.

    პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების, თეთრის შავზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა!

    2012 წლის პირველი ოქტომბერი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული ღირსშესანიშნავი გამარჯვებების გვერდით კუთვნილ, გამორჩეულ ადგილს იკავებს, რადგანაც ეს დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს, დამოუკიდებლობის 35-წლიან ისტორიაში, ერთი მხრივ, ავტორიტარიზმს, გარე ინტერესების მორჩილებას, შიშსა და ტერორს, ხოლო, მეორე მხრივ, დემოკრატიას, ეროვნული სუვერენიტეტის ერთგულებასა და თავისუფლებას შორის უმთავრეს წყალგამყოფად იქცა!

    ეს დღე არ ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანებს ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, 1 ოქტომბრის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია, რომელიც ჩვენი წინაპრების შეგონების, ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების ერთგულია და რომელსაც არასდროს დაუხრია თავი შიდა თუ გარე მტრებისთვის!

    ქართველ ხალხს ერთი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ისტორიის განმავლობაში გამოვიმუშავეთ – ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, როდესაც დაღუპვის საფრთხე მართლაც რეალური ხდება, ყოველთვის სწორ მხარეს ვირჩევთ, ყოველთვის ვახერხებთ შავისა და თეთრის გარჩევას, ვდგებით იქ, სადაც თავისუფლება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ღირსება და დამოუკიდებლობა გვეგულება.

    2012 წლის პირველი ოქტომბერი კი სწორედ ამ იდეალებს დაეფუძნა და იმ ბრძოლის გარდაუვალ დასასრულად იქცა, რომელიც პირადად მე, ქართულმა ოცნებამ და მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა 2011 წლიდან, გარე ძალებს მორჩილ შიდა მტრებთან დავიწყეთ.

    13 წელი მართლაც დიდი დროა, თუმცა 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალები არსად გამქრალა და ჩვენი გუნდის მოქმედების მთავარი საფუძველიც სწორედ ეს ღირებულებებია. ამის საუკეთესო შემფასებელი კი კვლავ ბრძენი ქართველი ხალხია, რომელიც დღესაც ისევე გვაძლევს უფლებას მათ წარმოვადგენდეთ, როგორც 2012 წელს და რომელსაც ვერც სიცრუით, ვერც პროპაგანდით, ვერც დაპირებებით, ვერავინ გააცურებს!

    ამ ისტორიული გამარჯვებიდან მოყოლებული, ჩვენ ერთად ვცდილობთ მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს მივაღწიოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად, თუმცა, ამ გზაზე უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ.

    მიუხედავად მათი მცდელობებისა, ჩვენ მართლაც ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. თუ გვერდით გადავდებთ პროპაგანდასა და უხეშ რიტორიკას, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთი მმართველი ძალაა, რომელიც უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს, ამავდროულად კი, არ არსებობს არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც 2012 წელთან შედარებით მდგომარეობა კარდინალურად არ არის გაუმჯობესებული, ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული კვლევები და რაც მთავარია, ისევ და ისევ ქართველი ხალხი, რომელიც კვლავაც გვენდობა და ქვეყნის მართვის მანდატს გვანიჭებს!

    განვლილი 13 წელიწადი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ყოფის ლოგიკური გაგრძელებაა. 2012 წელს არამხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ კიდეც, თუმცა მოპოვებულ თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით ყველაფერს დავკარგავთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია! საქართველოს ისტორიაც სწორედ ეს არის – მუდმივი ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა დროს გადარჩენისთვის თავგანწირვაში, დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მამულის, ენისა და სარწმუნოების – ქართველობის მთავარი განმსაზღვრელების შენარჩუნებაში ვლინდებოდა. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა სახეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან, დღეს ჩვენი ბრძოლის ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, რაც განვითარების, უკეთესი მომავლის, ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.
    კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება.

    რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა.

    პირადად ჩემთვის, უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ ქართული ოცნება დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა ჩვენ ამასაც გავუძელით! ამ პროცესში, ისე, როგორც 2011 წლიდან მოყოლებული, ქართული საზოგადოების, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომა მაძლევდა და გვაძლევდა ბრძოლის შემართებას, გვიმყარებდა რწმენას, რომ ყველა სირთულის გადალახვა შეგვეძლო.

    და მართლაც, სწორედ მუდმივმა სიფხიზლემ, სიმართლის მხარეს დგომამ და სუვერენიტეტის გამყარებაზე გამუდმებულმა ზრუნვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ყველა მოღალატე ვამხილეთ, შიდა მტრებს ვაიძულეთ, ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას არა ეროვნული, არამედ, გარე ინტერესი უდევს საფუძვლად. მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბს ამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ!

    სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. ბუნებრივია,გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა, კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ.

    ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას. მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ, თუმცა, უჭირთ გააზრება, რომ ვეღარ მოგვატყუებენ. დღეს ჩვენი საზოგადოება გულისყურით უსმენს იდეებსა და აზრებს, ხოლო ანალიზის საფუძველზე ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს, რაც მთავარია, ქართველი ხალხისთვის ავტორიტეტს არა კონკრეტული სახელები და გვარები, რეგალიები ან ხელოვნურად შექმნილი გავლენიანი პოლიტიკოსები, არამედ სიმართლე წარმოადგენს!

    და მაინც, გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი. ამასთანავე, უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი.

    ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად წარმატებით გავანეიტრალეთ წინა ხელისუფლების მიერ, გარე პატრონებისგან ათვისებული მთავარი იარაღი – თეთრი შავად წარმოეჩინათ, შენება ნგრევად, ხოლო სიკეთე – ბოროტებად. საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს.

    დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ – მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღწვის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს.

    ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი.

    ჩვენი ერთიანობის, 1 ოქტომბრის იდეალების, განვლილი წლების მონაპოვარისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ.

    მათ რეალურ ზრახვებში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება, მათი მხარდაჭერაც ყოველდღიურად იკლებს, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებიც დღეს ისეთი მყარია, როგორც არასდროს,  ეს კი არწმუნებთ, რომ ერთადერთი შანსი დარჩათ, რაც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს, საკუთარ სახელმწიფოზე და, შესაბამისად, ხალხზე პირდაპირ თავდასხმას გულისხმობს.

    ამ ფონზე, 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება  გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთიდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ! გაუმარჯოს ერთიან ქართველ ხალხს! გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს!“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.