თითოეულ პატარა სიურპრიზს დახვდება თითოეული დიდი სიურპრიზი… გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას.
ამბობს ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

თითოეულ პატარა სიურპრიზს დახვდება თითოეული დიდი სიურპრიზი… გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას.
ამბობს ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.
“ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად… თუ რამე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს. წარმოადგინოს [თუ აქვს მტკიცებულებები]. 12-13 წელია საერთოდ არ მქონია კონტაქტი, საერთოდ არ შევხვედრივარ და არანაირი კონტაქტი მასთან არ მქონია. ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება – როგორ აბსურდულ რაღაცას იძახის. […] რა კაფეში შეხვედრის ეპიზოდი? როგორ გავურჩიე [საქმე]? იძახის, ჩემი ნების გარეშე წამიყვანეს კაფეშიო. რა, საბარგულში ჩავტენე? მერე ხმამაღლა მიყვიროდნენო[…] რა კაფეში, არა [არ შემდგარა შეხვედრა]. […] არჩევნები რომ არის, უბრალოდ დაგჭირდათ რაღაც და შესაბამისად, ეს თემა წამოწიეთ.[…] მე მიმუშავია ადრეც და მიმუშავია ახლაც და უამრავ მოსამართლეს, თქვენც გაგიპიარებიათ ხოლმე, მიუღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც, საერთოდ, შეიძლება არ აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ ვინმეს რამე ღერი თმა ჩამოვარდნია თმიდან?”
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე ლევან მურუსიძე ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს ეხმაურება.
“კლანის წევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მანტიამოსხმულები არიან უვადოდ, ვურჩევ, რომ დღესვე დაწერონ განცხადება, თუ ისინი გაბედავენ იმას, რომ ჩემს მიმართ განახორციელებენ მუქარას, ან თუ პროკურატურა გაბედავს, რომ შემოატრიალოს ეს საქმე და მე გამომიყვანოს ამ საქმეში დამნაშავე, მე მაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც გადმოგცემთ თქვენ, ამასაც მოისმენს მთელი საზოგადოება და ნახავს, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენს, რა ხდება სასამართლოში. როგორ ხდება საქმის გარჩევა, პირდაპირი მტკიცებულება არის ამის. ეს არის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ასახული არის ამ მტკიცებულებაში სქემა, როგორ ხდება მოსამართლეების დანიშვნა, წინასწარ გარიგება და ვაჭრობა მათთან… ეს არის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტებს, რაც მე ვახსენე. მე ვიკავებდი თავს და ჯერჯერობით ვიკავებ იმ მოტივით, რომ აზრი არ აქვს. მე მქონდა იმედი, რომ პარლამენტში შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვიყავი, ადვილი არ არის ამხელა ინფორმაცია ატარო და ამდენ ადამიანზე, ამდენი ადამიანის დანაშაულებრივ ქმდებაზე გქონდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები, რთულია მარტო იმოქმედო, რადგან მე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვთანამშრომლობ“,
განაცხადა უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ.
„როგორც გასულ, ისე ამ არჩევნებზეც ხმის ფარულობა იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ კარგად ვნახეთ ის სპეკულაციური შეფასებები და შეურაცხმყოფელი ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის გამოჟონვის კვალი იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ სადმე დაირღვა ამომრჩევლის ნება. ვნახეთ შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა უფლებამოსილი პირები კენჭისყრის შენობაში კანონსაწინააღმდეგოდ ახორციელებდნენ ფოტო/ვიდეო გადაღებას. ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანმა ინსტიტუციამ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა დაინტერესებულმა პირმა ეს საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენა და მივიღეთ ზომები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუნდაც ჩარჩო-ფორმაში არასწორად მოთავსებული ბიულეტენის შემთხვევაში, არ იყოს სივრცე, რომ თუნდაც ამ კვალის იდენტიფიცირება მოხდეს, რომელიც ხელს მისცემს დაინტერესებულ პირებს, რომ ამ არჩევნებზეც ამ საკითხით სპეკულაცია მოახდინონ. ამიტომ მივიღეთ ზომები, რომ სპეკულაციები დავაზღვიოთ და არა ის, რომ ფარულობა ირღვეოდა და ამიტომ რაღაც დამატებითი მექანიზმები უზრუნველყავით.
გასულ არჩევნებზე, შეიძლება იყო გამოჟონვის კვალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ იდენტიფიცირება მოეხდინა თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. გამოჟონვის კვალი შესაძლოა ნებისმიერ დროს იყოს, მათ შორის წელსაც. ეუთო/ოდირის დასკვნაშია არაფერი წერია ფარულობის დარღვევაზე, იქ წერია ალბათობაზე, კომპრომეტირებულ შემთხვევებზე, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ალბათობა ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებითო და არცერთ შემთხვევაში იქ საუბარი არ არის მტკიცებით ფორმაში, რომ ფარულობა დაირღვა. ბმა ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის არცერთ ეტაპზე არ არის განსაზღვრული, რაც ნიშნავს, იმას რომ თუნდაც ჩარჩო-ფორმატი არ გამოვიყენოთ ან გამოჟონვის კვალი იყოს, ვერავინ ვერასდროს, ვერ დაადგენს იმას თუ რომელი ბიულეტენი რომელ ამომრთველს მიეკუთვნება, შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეს არის ჩვენი ინსტიტუციის პასუხისმგებლობა, რომ ხმის ფარულობა უზრუნველყოფილი იყოს. ხმის ფარულობა იყო და არის დაცული.
რაც შეეხება სპეციალურ საფარს, ეს არის ხმის მთვლელ აპარატზე, ბიულეტენის მოთავსების ჭრილის თავზე მოთავსებული ქაღალდის მყარი საფარი, ეს არის იმისთვის, რომ ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებისას, მარკერის კვალის გამოჟონვის შემთხვევაში შეუძლებელი იყოს მარკერის კვალის იდენტიფიცირება“,
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე? პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის!
იმიტომ რომ ჩუმად ყოფნა ნიშნავს თანხმობას, შეგუებას ძალადობასა და უსამართლობაზე. იმიტომ, რომ ერთად ძლიერები ვართ! უზურპატორი უნდა წავიდეს! ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს!
წერს პატიმრობაში მყოფი სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი, გიორგი ვაშაძე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით.

ბრიუსელში ზოგიერთს უნდა, რომ მათ დაგვინიშნონ ხელისუფლება, აი, ეს უმარტივესი საკითხი, რომელიც წესით 21-ე საუკუნეში მარტივი უნდა იყოს, ამ საკითხს, სამწუხაროდ, ზოგიერთი ბრიუსელში უდგება თითქოს ეს იყოს 100 წლის წინანდელი ევროპა.
ჩვენ ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა ასეთი თეთრი და ფუმფულა ბოლო 80 წელი არის, თორემ მანამდე სხვანაირი იყო ევროპა.
ევროპა გვახსოვს, დაპყრობით ომებს აწარმოებდა, ევროპა ერთმანეთში ომობდა, საზარელ დანაშაულებს ჩადიოდა კაცობრიობის წინაშე, ეს ყველაფერი ევროპა იყო, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვაქვს ჩვენ ის მდგომარეობა, როდესაც ღირებულებებზე დაიწყეს საუბარი და 80 წელი ძალიან ცოტაა ისტორიისთვისაც, კონტინენტისთვისაც, ცივილიზაციისთვისაც და იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ გამყარებულია ეს ღირებულებები ევროპის კონტინენტზე, ამიტომ, ზოგიერთებს ჯერ კიდევ ასი წლის წინანდელი ევროპული მენტალიტეტი აქვთ, როგორც ჩანს და ფიქრობენ, რომ სხვა ქვეყნებში შეუძლიათ ხიშტით და ძალდატანებით საკუთარი ნება გაატარონ.
ქართველების მხრივ, პარადოქსი ისაა, რომ მოდიოდა მათგან სეტყვა და დაეჯახნენ ქვას – ჩვენ ვართ ერი, რომელიც სსრკ-ს დაშლას არ დაელოდა და ჩვენ თვითონ გამოვეყავით”.
”საქართველოს ოდესღაც რეგიონში ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სამოქალაქო საზოგადოება ჰყავდა, რომელიც ახლა არსებობის საფრთხის წინაშეა” – განაცხადა ამის შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE), რეზოლუციის – „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანაწამრდეგენმაი, საბინა ჩუდიჩიმ.
“საქართველოში დღეის მდგომარეობით, არ არსებობს დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც კოლოსალური და სახიფათო წნეხის ქვეშ არ იმყოფება. კერძოდ, ჩვენ ვხედავთ უწყვეტ თავდასხმებს სამოქალაქო სექტორზე, დაპატიმრებებსა და საბანკო ანგარიშების გაყინვებს.
უნდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ოდესღაც რეგიონში ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სამოქალაქო საზოგადოება ჰყავდა, რომელიც ახლა არსებობის საფრთხის წინაშეა მიღებული კანონმდებლობის გამო, რომელიც საკუთარ ორგანიზაციებს უცხოელ აგენტებად მიიჩნევს. გარდა ამისა, თუ დავაკვირდებით 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც საქართველოში მოახლოვდა – არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ეს იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ზედამხედველობა არ იარსებებს. უპირველეს ყოვლისა, იმ უდიდესი ზეწოლის გამო, რომლის ქვეშაც საქართველოს სამოქალაქო სექტორია, და მეორე – არ არსებობს თანამშრომლობა არჩევნების მონიტორინგის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისთვის მოწვევა დაგვიანებით გაიგზავნა, რამაც აზრიანი ზედამხედველობა გამორიცხა და ოდირმაც შესაბამისად, უარი განაცხადა მონაწილეობაზე. და, რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი არ იქნა მიწვეული არჩევნების მონიტორინგისთვის.
საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების შემდეგი კომპონენტი ჟურნალისტები და თავისუფალი მედიაა. კიდევ ერთხელ, ვხედავთ, რომ სივრცე, სადაც ჟურნალისტური თავისუფლებებია შეზღუდული და ჟურნალისტებზე თავდასხმებიც კვლავ გრძელდება. ამ მხრივ, გამოვყოფდი მზია ამაღლობელს, რომელიც პოლიტიკური ბრალდებებით პატიმრობაში რჩება.
სამოქალაქო საზოგადოების 60-ზე მეტი ორგანიზაციაა თავდასხმის ობიექტი და მათი საბანკო ანგარიშები გაყინვით არის დაშინებული“
რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, რას ისმენს მოსახლეობა დღე და ღამე: ცემა, ტყეპა, დაჭერები, ცემა, ტყეპა, დაჭერები და ახლა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას, თავისივე რიგებში, უკვე 13 წელია, უამრავი მოღალატე კორუფციონერი ჰყოლია და თურმე, ეს არ არის ხელისუფლების ბრალი. აბა ვისი ბრალია?! ვინ მოიყვანა ეს ქურდ-ბაცაცები, ვინ დასვა ისინი მინისტრების სკამებზე და ვინ მისცა საშუალება, გაექურდათ საქართველო?!
თავად ხელისუფლების წარმომადგენლები სვამენ ტოლობის ნიშანს კორუფციონერებსა და მოღალატეებს შორის და ამავდროულად, თბილისის მერად 4 ოქტომბერს “ამწესებენ“ ადამიანს, ვის მიმართაც სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს!
ამიტომაცაა, რომ უკვე ბევრი ალაპარაკდა რევოლუციაზე – იქნება თუ არა, როგორი იქნება, როდის იქნება, მაგრამ აღარ განვმეორდები – ნებისმიერ შემთხვევაში, რევოლუციის წინაპირობას ქმნის ხელისუფლება.
რევოლუცია 4 ოქტომბერს იქნება თუ სხვა დღეს, – ეს იქნება მხოლოდ ამ ხელისუფლების ბრალი, განსაკუთრებით კი იმათი, ვინც მათ რიგებშიც კი ღვარძლითა და გესლით გამოირჩევა.
არადა, ყველაფერი ძალიან მარტივად შეიძლება მოგვარდეს, დასრულდეს დაჭერები, ცემა-ტყეპა და დალაგდეს ურთიერთობა როგორც უახლოეს მეზობლებთან, ასევე აშშ-სთან, ევროკავშირთან, გაუმჯობესდეს ურთიერთობა ჩინეთთან, ინდოეთთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. რატომაა ეს საჭირო?! იმიტომ, რომ დღეს ამ ქვეყნების ნაწილი თვლის, რომ ჩვენ ქვეყანას სუსტი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება ჰყავს, მეორე ნაწილი კი, მაგალითად, დასავლეთი, თვლის რომ მთლიანად არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს, რომელმაც არჩევნები მოიპარა.
ამის გამო, უახლოესი მეზობლებიც კი ზემოდან გვიყურებენ, შეიძლება ხვდებიან „ოცნების“ წარმომადგენლებს, ესაუბრებიან, ხანდახან ხელსაც ართმევენ, მაგრამ პოლიტიკურად, ზემოდან გვიყურებენ, რადგან 2024 წელს „ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნების ხარისხს და შესაბამისად, შედეგებს, ყველა ეჭვქვეშ აყენებს.
ხომ ხედავთ, ხალხის გრძნობები უკვე იქამდეა მისული, ერთმანეთის ფიზიკური განადგურების სურვილს უკვე ღიად გამოხატავენ. ამ მდგომარეობის გაგრძელება დაუშვებელია! ამ სიძულვილის ფონზე, თუნდაც 5%-იანი შანსიც რომ არსებობდეს იმისა, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდება, ეს 5%-იანი შანსიც კი უნდა იქნას განხილული, როგორც დიდი რისკ-ფაქტორი ამ ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქართველებს შორის ხოცვა-ჟლეტის თავიდან ასაცილებლად.
ხოლო ეს ყველაფერი, შინ თუ გარეთ, ერთი მარტივი გადაწყვეტილებით გასწორდება – გამოაცხადეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, გადაიტანეთ ქუჩის პროცესები საარჩევნო უბნებზე. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ამ სიტუაციის განმუხტვა!
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, სოციალურ ქსელ „facebook”-ში გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, განსახორციელებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა.
ასევე, ბრალდებულმა 1 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – წერს პროკურატურა.
“ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამ ყველაფერს სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ საქმეებში პირდაპირ ჩანს, რომ კულუარებში პარალელური პროცესი მიმდინარეობს, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ როდის რა საქმე უნდა განიხილონ.
წინა სასამართლო ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად. ის საქმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება. ეს კი მომჩივნის დაკვეთა იყო და ამ დაკვეთის გარშემო მიმდინარეობს საქმე. ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ეკუთვნოდა ბიტკოინი. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ინვესტორი იყო. ბიძინა ივანიშვილისგან ნასესხები თანხა, მე მას 1 წელიწადში დავუბრუნე. სასამართლომ კი მითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი ინვესტორი იყოო. შემდეგ დადგინდა, რომ თურმე მესაკუთრე ყოფილა. ივანიშვილის დაკვეთა იყო, რომ მაქსიმალურად თანხის გამოძალვა მომხდარიყო.
მე მას [ბიძინა ივანიშვილს] არ წავყევი ანტიდასავლურ პროპაგანდაში, რომელსაც ზაზა შათირიშვილი ავრცელებს.
ასევე, მე მედავებიან “მტკვარი-ჰესის” საქმესა და 2014 წლეს ჩადენილ გულგრილობას.
მომიწია ქვეყნის დატოვება, უტყუარი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ჩემი ციხეში გაჭყლეტა იგეგმებოდა. შემდეგ აბუ-დაბიში მომიტაცეს და ტომარაჩამოფარებული ჩამომიყვანეს. ტერორისტიც რომ იყოს ადამიანი, მას ადვოკატი ნახვის უფლება ხომ უნდა ჰქონდეს, მხედრიონის დრო ხომ არ არის? ციხეში ჩემი გაჭყლეტა მოხდა, როდესაც ჩემზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.
ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობდა პროპაგანდა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირველი პირები ეწეოდნენ.
დავალება იყო მიცემული, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მე ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებით ვერ ვსარგებლობ, აქ თუ სამართალს ვერ ვნახავ, ევროპულ სასამართლოში წავალ”,
აცხადებს, გიორგი ბაჩიაშვილი.