Category: ახალი ამბები

  • 25-წლიან ისტორიაში პირველად არჩევნების დაკვირვების შესაძლებლობას მოკლებულნი ვიქნებით – TI

    საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებს არ დააკვირდება.

    “ამის მიზეზი, პირველ რიგში ის რეპრესიული გარემოა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქართულ სამოქალაქო სექტორს შეუქმნა. როგორც ცნობილია, მიღებულია რამდენიმე კანონი, რომლებიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის და ჯარიმებით და სისხლის სამართლის წესით დევნით გვემუქრება.

    დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო არის ივანიშვილის ანტიკორუფცოული ბიუროს ორი მონიტორინგის ქვეშ, ორგანიზაციის ხელმძღვანელს კი ე.წ. პირბადეების საქმის გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იბარებენ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო მედიის დეზინფორმაციული კამპანიების მუდმივი სამიზნე და მაღალი თამამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმის ობექტები არიან.

    არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამგვარი რეპრესიული გარემო სახიფათო იქნებოდა პოტენციური დამკვირვებლებისათვისაც – შექმნილ სიტუაციაში ისინი სრულიად დაუცველნი დარჩებოდნენ “ქართული ოცნების” ტიტუშკების თავდასხმებისა და პროვოკაციების წინაშე, ისევე, როგორც მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული სამართალდამცავი სისტემის მიერ მოგონილი ბრალდებებისგან”, – აცხადებენ TI-ში.

    TI აცხადებს, რომ სახეზეა გარემო, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გზით და რომლის არსებობის პირობებში გამორიცხულია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება.

    “არჩევნებზე დაკვირვებით ჩვენ არ და ვერ შევქმნით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ილუზიას.

    აქედან გამომდინარე, 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება ჩვენს ორგანიზაციას შეუძლებლად მიაჩნია”, – აცხადებენ TI-ში.

  • ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს გამოცხადდება

    ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს გამოცხადდება

    პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს, 17:00 საათზე  გამოცხადდება – ამის შესახებ მოსამართლე ლელა კილიჩენკომ სასამართლოზე ისაუბრა.

    ზვიად რატიანმა დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ მისი უფლებები იზღუდება. რატიანი ყვება, რომ მესამე კვირაა, არც პაემანს უნიშნავენ, არც ბლოკნოტს აძლევენ და ვერც ციხის მაღაზიაში ყიდულობს კალამს.

    რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს.მას  ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინეს. პროკურატურა რატიანს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

  • გორში, მოსამართლე ნინო გერგაულმა ანტიკორუფციულს არ დაუკმაყოფილა, აქტივისტების ანგარიშებზე წვდომის მოთხოვნა

    გორის სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა არ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნა გორელი აქტივისტების, თეონა ფანქველაშვილისა და თეო ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქართლის ამბები ავრცელებს.

    ნინო გერგაულის გადაწყვეტილება რაჟდენ კუპრაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოდან დღეს თეონა ფანქველაშვილს და თეო ბზიშვილს აცნობეს, რომ მათ წინააღმდეგ შეტანილია განცხადება. აქტივისტებმა სწორედ ამ გზით შეიტყვეს საჩივრის არსებობის შესახებ.
    როგორც თეონა ფანქველაშვილი აცხადებს, ანტიკორუფციულ ბიუროს ეჭვი აქვს, რომ აქტივისტები არიან მოძრაობა ,,ფარისა” და ,,ერთობის” წევრები და სურთ ხელისუფლებაში მოსვლა.
     ,,ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი არ მაქვს ამ ორგანიზაციებთან და არც არანაირი სარგებელი მიგვიღია მათგან.” – აღნიშნავს თეონა ფანქველაშვილი ვიდეო მიმართვაში და განმარტავს, რომ არც ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ გაუჟღერებია როდისმე.
     აქტივისტების უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს.
     ლექსო მერებაშვილის ცნობით, ნინო გერგაულმა ანტიკორუფციულ ბიუროს განუმარტა, რომ იმისათვის, რომ აქტივისტები წარმოადგენდნენ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს, უნდა ჰქონდეთ საჯაროდ გაცხადებული მათი მხარდაჭერის შესახებ, ასევე სხვა მტკიცებულებები მოძრაობის წევრობის თაობაზე; პოლიტიკური სუბიექტის სურვილი ხელისუფლებაში მოსვლისა.
    როგორც ლექსო მერებაშვილი განმარტავს, მსგავსი მტკიცებულებები არ არსებობს. შესაბამისად გორის მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებულია.

     

  • გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს

    გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. ამის შესახებ უწყება X-ზე წერს.

    „დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა. ჩვენ მკაფიო გზავნილი გადავეცით: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.

  • 4 ოქტომბერს არჩევნები არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა – დათუნაშვილი

    „ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი დღეს საფრთხეშია ისე, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე იშვიათად ყოფილა. ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორია არ არის მარტივი, ეს არის ძალიან ტურბულენტური, ბევრი ტრაგედიის და ტკივილის ისტორია. იმ მომენტში, როდესაც თითქოს ეს ქვეყანა დადგა სწორ ტრაექტორიაზე, დასავლურ, ეროვნულ, ქრისტიანულ ცივილიზებული სამყაროს ფასეულობებით სახელმწიფოს მშენებლობაზე, ისევ რუსები ეღობებიან საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალს. დღეს ჩვენი მთავარი მისია არის წინააღმდეგობა. ამ წინააღმდეგობაში უნდა ვიაროთ იქითკენ, რომ რაღაც შევცვალოთ. წინააღმდეგობა მოითხოვს ნებისყოფას. საქართველოს მოქალაქეები ასეთ რთულ მომენტში ყოველთვის იჩენენ გასაოცარ ნებისყოფას და ვაჟკაცობას. წინააღმდეგობა არის ყველა ფორმით საჭირო. 4 ოქტომბერს არჩევნები არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა. ის ფორმა, მაგალითად, რომლითაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქართველებმა ხელისუფლება შეცვალეს. არჩევნებს ბევრი ცვლილება მოუტანია ამ ქვეყანაში. თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებას არ ცვლის, მაგრამ მნიშვნელოვანი აგურია წინააღმდეგობაში. თვითმმართველობის არჩევნები არის ის მომენტი, როდესაც შენ შეიძლება განგრძობადად არ გიწევდეს ამ პროტესტში ყოფნა, მაგრამ ამ დღეს შენ შეგიძლია მიხვიდე საარჩევნო ყუთთან და დააფიქსირო შენი აზრი ხელისუფლების, საქართველოს გარუსების წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული იდენტობის დაკარგვის წინააღმდეგ. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს იმაში, რომ ჩვენი ერთობლივი წინააღმდეგობით ძალიან მალე ეს რეჟიმი ჩამოვშალოთ. ამ დღეს ამის გაკეთება შეიძლება. შეიძლება, რომ კალაძეს წავართვათ ეს ქალაქი, შეიძლება ივანიშვილი დავასუსტოთ. ამიტომ, არ უნდა დაგვეზაროს მივიდეთ სარჩევნო ყუთებთან და დღის მეორე ნახევარში გავაკეთოთ ის, რასაც დამატებით სხვას ვთვლით ჩვენ სამოქალაქო ვალად. იქნება ეს აქციაზე მისვლა თუ ამ წინააღმდეგობის კიდევ სხვა ფორმით გაგრძელება. არავის დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამოქალაქო ვალია მანამ, სანამ ეს ქვეყანა დგას, სანამ საქართველო და ქართული დემოკრატია არსებობს, წავიდეთ არჩევნებზე და ყოველთვის ბიულეტენებში დავაფიქსიროთ წინააღმდეგობა რუსებთან, რუსულ ხელისუფლებასთან და „ქართულ ოცნებასთან“,

    ამის შესახებ „ლელოს-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს შესაძლებელია 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს.

  • კობახიძემ,  3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

    კობახიძემ, 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

    ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. სავარაუდოდ უქმე დღის გამოცხადება, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

    დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

  • ვერავინ გაბედავს, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად კორპუსები წამოჭიმოს – კალაძე

    გარკვეული ბრძოლის, უამრავი შეურაცხყოფის შემდეგ, მაინც მოვახერხეთ, რომ გენერალური გეგმა გაკეთილშობილებულიყო და მივიღეთ ისეთი გეგმა, რომლითაც დღეს ხდება ქალაქის სწორი ურბანული განვითარება და არა ქაოსური.

    […] ხომ გახსოვთ, სპორტული მოედნები სხვისდებოდა იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ, რეკრეაციული სივრცეები.

    ვაკის პარკში ცხრასართულიანი სასტუმროს კომპლექსის აშენება ჰქონდათ დაგეგმილი, რომ არ დაგვებრუნებინა ეს ტერიტორია.

    რამდენიმე კვირის წინ გავხსენით “ავაზას” სტადიონი, რომელიც წაღებული ჰქონდათ იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ.

    უამრავი ფაქტი, მაგალითი შემიძლია მოვიყვანო – დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად კორპუსები წამოჭიმოს – აბა გაბედოს ვინმემ

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, კახა კალაძემ გადაცემა ღამის კურიერის ეთერში.

  • ტაილანდიდან ერთ-ერთი საელჩო ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალებს აფინანსებს

    “მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, ის არის ერთ-ერთი მსხვილი, დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელს მსოფლიოში, ანტი ჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს. […]

    ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ დავუშვათ ებრძოლოს მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი “ჩინურ საფრთხეებს” და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება. მას შემდეგ, რაც დეკლარირების ვალდებულება გაუჩნდათ, ეს მიზნობრიობა სხვაგან აშკარად გამოჩნდა, რომ არის აცდენილი დეკლარირებულ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთი ბევრი საკითხი შევისწავლეთ და ვხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა”,

    აცხადებს ქართული ოცნების სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე .

  • მერიამ ბურჭულაძეს 4 ოქტომბერს 4 სცენის ნაცვლად, 1-ის მონტაჟის უფლება მისცა

    თბილისის მერიამ, პაატა ბურჭულაძეს 4 ოქტომბერს, 4 სცენის ნაცვლად, 1-ის მონტაჟის უფლება მისცა.

    თბილისის მერია აცხადებს, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა მხოლოდ ერთ ლოკაციაზე უნდა განათავსონ – “იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას”.

    საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საზოგადოება „რუსთაველის გამზირის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის სახელით, თბილისის მერიის ადმინისტრაციაში შემოვიდა წერილი, რომლის შინაარსს, ისევე როგორც საპასუხო გზავნილს, ვასაჯაროებთ.

    განმცხადებელი ითხოვს, 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟისთვის, მუნიციპალური და სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას და აღნიშნული ტერიტორიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას.

    განმცხადებელს პასუხად ეცნობა, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას.

    საპასუხო წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, „დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება“.

    მოქალაქეების  შეკრებისა და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ასევე გააჩნიათ ვალდებულება, დაიცვან საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები“, – აცხადებს თბილისის მერია.

    მერიის საპასუხო განცხადებას, პაატა ბურჭულაძე ბრიფინგით გამოეხმაურა და თქვა, რომ პროტესტის მონაწილეები კანონს არ დაარღვევენ, ამასთან, მოუწოდა ქართულ ოცნებას – “არ დაარღვიონ კანონი და მოიქცნენ კანონის ფარგლებში”.

    ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება, რომელსაც ვატარებთ. ამის დამწერს ვეუბნები – ნუ გეშინიათ. ჩვენ მშიდობიანად მოვდივართ, ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ხალხი, რომელსაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი. ამიტომაც, კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება, გვეკუთვნის ჩვენ ეს ჩვენი კონსტიტუციით, კანონს ჩვენ არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ – თქვენ არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში“, – თქვა პაატა ბურჭულაძემ.

  • პროტესტის დისკრედიტაცია ხდება ბოიკოტით, რევოლუციით – გიორგი გახარია

    უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე ფასეული რაც შევქმენით იყო მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი. ეს ძალიან კარგად დაინახა ოცნებამ – ივანიშვილმა დაამარცხა პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი – NGO-ები, მედია და ერთადერთი, რაც ვერ დაამარცხა, არის ქართველი ხალხი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი.

    და როგორც შედეგი მივიღეთ ის, რომ მათი ყველაზე ცუდი გეგმა რაც არის, ამ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია ხდება ახლა – ბოიკოტით, რევოლუციით, მშვიდობიანი გადატრიალებით, დამხობით და ა.შ.

    ჩვენ ვუყურებთ ახლა ხელოვნურად დადგმულ სცენარს, როდესაც ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი და ენერგია ჰქონდა იმისათვის, რომ ხელისუფლება შეეცვალა, დღეს სამწუხაროდ, განზრახ თუ სულელობის გამო, თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და ნაცების ყველაზე მიუღებელი სახეები.

    საბოლოო ჯამში, ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სცენარი, ამ დამხობების, გადატრიალების მოწოდებებით და ამ სრულად პოლიტიკურად დისკრედიტირებული სახეების წამოსმით, ამ სამშვიდობო პროტესტის თავზე და მათ ლიდერებად წარმოჩენის, ასე დამთხვევით 4 ოქტომბერს არჩევნების დღეზე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სამშვიდობო პროტესტის დისკრედიტაცია, რაც გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს, ეს მოგვცემს თვითონ ლეგიტიმაციისგან დაცლილი ოცნების ლეგიტიმაციას და საბოლოო ჯამში ავტორიტარიზმის დამძიმებას. ჩვენ გავუჩენთ შესაძლებელ რესურსს ივანიშვილს და ოცნებას, რომ შემდგომ ეს ავტორიტარიზმი კიდევ უფრო დაამძიმოს.

    მე დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერი, ეს თარიღი მშვიდობიანი დამხობის და რევოლუციის გაჩნდა, ოცნების კულუარებში და ოფისებში და არა სხვაგან სადმე.

    ამბობს გახარია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია.