Category: ახალი ამბები

  • 11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 73 წლის კაცს ბრალდება წარედგინა

    პროკურატურამ 11 წლის ბიჭის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულ 73 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა. “ფორმულას” ინფორმაციით, საუბარია 11 წლის ბიჭზე.

    „სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნინია კაკაბაძის მიმართ – ქარტია

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, რომ მედიაჩეკერისჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაუყონებლივ შეწყდეს.

    “პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ნინია კაკაბაძისა და სხვა ჟურნალისტების დაკავებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს.

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის, მედიაჩეკერის ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი”. – წერია ქარტიის განცხადებაში.

    3 ნოემბერსაც ნინია კაკაბაძე აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – ეკეთა პრესის ბარათიც.თუმცა რუსთაველზე, აქციის დასრულების შემდეგ დააკავეს, თუმცა, ის მოგვიანებით პოლიციის შენობიდან გაათავისუფლეს.

  • შიმშილობის მე-8 დღეა, 2 ადამიანი შემოგვიერთდა და ამ მომენტისთვის 8 ადამიანი ვშიმშილობთ – ფოფხაძე

    მე-8 დღეა შიმშილობის, უკვე 2 ადამიანი შემოგვიერთდა. ამ მომენტისთვის 8 ადამიანი ვშიმშილობთ, 7 აქ, პარლამენტის წინ, ხოლო ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

    ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისათვის დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს, მხნედ ვგრძნობთ თავს. მიგვაჩნია, რომ ეს აქცია უნდა გაფართოვდეს და გაძლიერდეს, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო არ შეიცვლება. პარლამენტი, რომელიც არალეგიტიმურია და ამდენი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში, გამორიცხავს ქვეყნის სამართლებრივ, სამართლიან და ჯანსაღ განვითარებას.

    ამ აქციას პოლიტიკური მიზანი აქვს, რომ ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყვნენ და ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, იქცეს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად და ამ მიზნების აქტუალიზაცია მოხდეს. მარტო შიმშილობის აქცია ამ შედეგს ვერ მოგვაპოვებინებს, რადგან მეორე მხარეს არის კორუმპირებული, არალეგიტიმურ ყაჩაღთა, ვერცხლის მოყვარულთა კლუბი, რომელიც ამ ქვეყანას ძარცვავს. თავისი ნებით ისინი ამას არ დათმობენ, უნდა გაჩნდეს საპროტესტო დინება, რომელიც იბრძოლებს, დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მათ, რომელიც შემდგომ გაერთიანდება და წალეკავს კორუმპირებულ და არალეგიტიმურ რეჟიმს”

    „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, პარლამენტის წინ შიმშილობას განაგრძობს.

  • არქიმანდრიტი ილია თოლორაია 5 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბარეს

    არქიმანდრიტი ილია თოლორაი, 5 ნოემბერს, 13:00 საათზე, საპატრიარქოშია დაბარებული. თოლორაიას თქმით, ის მისვლას აპირებს.

    “მამა მიქაელ ბოტკოველმა დამირეკა და მითხრა, რომ 5 ნოემბერს, 13:00 საათზე საპატრიარქოში დამიბარეს – მეუფე შიოსა და მეუფე თეოდორეს შენთან გასაუბრება უნდაო. მიზეზი არ უთქვამს. სავარაუდოდ, იმის გამო დამიბარეს, რომ მეუფე შიოზე ეგზარქოსი ვთქვი. თვითონ სიტყვა ეგზარქოსი მმართველს ნიშნავს, არის ეპისკოპოსი, უბრალოდ, ეპისკოპოსი, რომელიც რუსეთის მხარეს დგას.

    მე ეს ჰაერზე არ მითქვამს. მეუფესგან ერთი სიტყვა არ გამიგია, რომ რუსეთი ოკუპანტი და ჩვენი მტერია. როცა რუსთაველზე გამოსულ ხალხს ამ რუსულმა მთავრობამ სისხლი ანთხევინა, ამ ახალგაზრდების დასაცავად მეუფეს ერთი სიტყვა არ უთქვამს. ამიტომ, მე ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს”. – თქვა არქიმანდრიტმა.

  • კასპში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 73 წლის კაცი დააკავეს

    კასპში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 73 წლის კაცი დააკავეს

    შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი – 1952 წელს დაბადებული მ.ნ დააკავეს.

    “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა.
    სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს” – აცხადებს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  • სააკაშვილი ადანაშაულებს გვარამიას, რომ ბიძინას ფულით ატარებდა არჩევნებს – ალექსანდრე რაქვიაშვილი

    მიხეილ სააკაშვილმა პოსტი დადო, სადაც ადანაშაულებს გვარამიას, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულით ატარებდა წინა არჩევნებს და წარმოიდგინეთ, რომ არავინ ამას არ იმჩნევს. ეს ყველამ იცოდა, ცნობილი ფაქტია, რადგან თუ 40 მილიონი შეგიძლია იშოვო, მაშინ რა რუსული რეჟიმი და დიქტატურა? თუ შეგიძლია ბიძინას წინააღმდეგ 40 მილიონი იშოვო და დაახარჯო ბრძოლას, მაშინ არც ისე დიქტატურა ყოფილა, ხომ? […] როდესაც ნაციონალური მოძრაობა იშლებოდა, ცხადია, მაშინ, დარწმუნებული ვარ, ქართულ ოცნებას თავისი წვლილი ჰქონდა, ყველა პროცესში, იქნებოდა ეს პალიკო კუბლაშვილი, თუ ზურა ჯაფარიძე. მაგრამ ეს ხომ დისკუსიის საგანი უნდა იყოს, ნუთუ არ აინტერესებთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, რომ დისკუსია გაიხსნას. რა დროს გაერთიანებაა თუ შენივე პარტნიორს ეძახი მოსყიდულს.

    თქვა პარტია გირჩის ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

  • ჯო უილსონს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა აქვს – დონალდ ტრამპი

    ჯო უილსონს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა აქვს – დონალდ ტრამპი

    კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც თავიდანვე ჩვენთან არის, სამხრეთ კაროლინის მე-2 კონგრესის ოლქის უდიდესი ჩემპიონია!

    სამხრეთ კაროლინის არმიის ეროვნული გვარდიის ყოფილი პოლკოვნიკი და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი – ჯოს აქვს ის სიბრძნე და სიმამაცე, რომელიც არის საჭირო ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი შესანიშნავი სამხედროებისა/ვეტერანების მხარდასაჭერად და „მშვიდობა ძლიერებით“ (PEACE THROUGH STRENGTH) პრინციპის ჩემპიონობისთვის. კონგრესში ჯო ბევრს მუშაობს, რათა შეინარჩუნოს ჩვენი ახლა უკვე ძალიან უსაფრთხო საზღვარი — უსაფრთხოდ, შეაჩეროს მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაული, უზრუნველყოს კანონი და წესრიგი, გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შეამციროს გადასახადები და რეგულაციები, ხელი შეუწყოს კონცეფციას „დამზადებულია აშშ-ში“ (MADE IN THE U.S.A.), გააძლიეროს ამერიკის ენერგეტიკული დომინირება, ხელი შეუწყოს არჩევნების მთლიანობას და დაიცვას ჩვენი მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება.

    ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა ხელახლა არჩევისთვის — ის არასოდეს გაგიცრუებთ იმედს!

    წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

  • აეროპორტიდან ამეკიდნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ – გიორგი ახობაძე

    ექიმი და ყოფილი სინდისის პატიმარი გიორგი ახობაძე წერს, რომ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    “აეროპორტიდან ამეკიდა შავი პრადო, PHP სერიით, ბოლო მოდელი. ტაქსის გადაუჭრა გზა, გადმოხტნენ ვიღაც ტიპები, პოლიციიდან ვართ, ღონისძიება ტარდებაო. კარი გამიღეს უკნიდან და ფიზიკურად გამისწორდნენ. ეგენი არიან ლაშა ბასლანძის სამეგობროს მოგზავნილი ტიპები ან თვითონ ეგენი.

    რომ ვიძახი, რომ ტერორირისტები არიან მეთქი, არიან ტერორისტები” – ამბობს ახობაძე Facebook-ზე გავრცელებულ LIVE-ში.

    მას ასევე არ აქვს იმედი, რომ მის საქმეს ვინმე გამოიძებს.

    “რა თქმა უნდა, ყველა კამერაში ჩანს, სადაც იყო ის ტიპი, აეროპორტთანაც შევამჩნიე, მანქანა იდგა ისე, რომ პოლიციამ სამჯერ უთხრა, გაიწიეო, არც მიდიოდა და არც პატრულს ჰქონდა დიდი რეაგირება.

    ასე რომ, ვინ, სად, რანაირად გამოიძიებს, არ გამოიძიებენ. ასე შეკრულებს ერთი მეორესთან მერე ძალიან ჰუმანურ ადამიანებად მოაქვთ თავი, ასე ვირთხულად მოპარვა დავწერე, ვისაც სჩვევია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტერორისტულ საქართველოში” – ამბობს ახობაძე.

    მოგვიანებით, მან დაწერა, რომ თითქმის ორი საათით ადრე გამოძახებული პოლიცია ჯერაც არ იყო ადგილზე მისული.

    “05:49-ზე ზარი შემოგივიდათ.. უკვე 07:35-ია. 10 კმ-იაო მანძილიო და გზაში ვართო. რითი მოდიხართ. ურმითაც მოხვიდოდით უკვე. სასწრაფო იყო უკვე. მე კარგად ვარ და ასე ვიქნები სულ, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ… ვემსახურები საქართველოსო და ემსახურებით ტერორისტებს.. კრიმპოლი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში. იმის უფლება მაინც მოგვეცით, ჩვენ თვითონ დავიცვათ თავი! რას დაგამსგავსათ ბორინკამ.. რა საცოდავი საყურებელია გაუპატიურებული პოლიცია. იმის მაგივრად, შეიარაღებულ ჯგუფურ ძალადობაზე და თავდასხმაზე მეკითხებოდეთ და კამერების ჩანაწერებს იღებდეთ, ფისასოს ზღაპარში ვართ” – წერს ახობაძე.

  • Intro

    Actual money ports have come to be increasingly popular in the last few years, offering gamers the chance to win cash prizes while enjoying their preferred online casino games. Whether you’re a seasoned gamer or new to the world of on-line ports, this short article will certainly supply you with useful information on just how genuine cash slots function, (more…)

  • The Ultimate Guide to Free Slots Machines

    Vending machine have been a preferred form of enjoyment for decades. From the traditional fruit machines to the contemporary video slots, these games offer excitement and the possibility to win large. With the introduction of online gambling establishments, gamers can currently enjoy Mobile Casino Baden-Baden (more…)