Category: ახალი ამბები

  • გაფართოების ანგარიშმა მოქალაქეებს უთხრა, რომ „ოცნების“ პირობებში ევროპული მომავალი არის დასრულებული – თაზო დათუნაშვილი

    „საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ ის უმძიმესი რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დღეს აღმოჩნდა. გუშინდელმა ანგარიშმა პირდაპირ ყოველგვარი დიპლომატიური ენისა და შეფარვის გარეშე „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არის დასრულებული.

    შეუძლებელია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში რაიმე წინსვლა იყოს მიღწეული, პირიქით, იმ მომენტთან შედარებით, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი საქართველო ბევრად უფრო უკან არის განვითარების თვალსაზრისით, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ყველა სხვა კომპონენტის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპის კავშირში საქართველო გაწევრიანდეს. „ქართული ოცნების“ ეს რაღაც ავადმყოფური დამოკიდებულება მოსკოვში დაწერილი სცენარია და დღეს საბოლოოდ გამოვლინდა, რომ მოსკოვში დაწერილი სცენარით „ქართულმა ოცნებამ“ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასეთი გამონათქვამი, რომ მხოლოდ ფურცელზე არის საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია“,

    ასე შეაფასა „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა გაფართოების ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გუშინ გამოაქვეყნა.

  • მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება და ყოველწლიურად არის.. საპანიკო არაფერია – იმნაძე

    „მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით.

    პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“,

    ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, “ოცნების” მხარდამჭერი მანჩო გიორგობიანი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • შევახსენებ, ზელენსკის, რომ ქვეყნის EU-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას სახელმწიფოები ერთხმად იღებენ – ორბანი

    „უნგრეთმა უკრაინიდან ლტოლვილები მიიღო, ომის დაწყებიდან უკრაინიდან ჩვენი საზღვარი 14 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა. უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე 200 მილიონი ევრო დავხარჯეთ. სამწუხაროა, თუ ეს პრეზიდენტ ზელენსკისთვის არაფერს ნიშნავს. ასევე, პრეზიდენტის ყურადღებას მივაპყრობდი იმ ფაქტს, რომ ევროკავშირისგან უკრაინის მიერ მიღებული მხარდაჭერა უნგრეთის ფულსაც მოიცავს.[…]მინდა შევახსენო პრეზიდენტს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ. ეს ნიშნავს, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, მხარი დაუჭიროს ან წინააღმდეგობა გაუწიოს ახალი წევრის მიღებას. უნგრეთი არ უჭერს მხარს და არც დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს ევროპაში ომს შემოიტანს და უნგრელების ფულს უკრაინაში გაიტანს“,

    ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

  • ჰერჩინსკის თქმით, დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდება EU-ს ანგარიში უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ

    ჰერჩინსკის თქმით, დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდება EU-ს ანგარიში უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ

     საკითხის განხილვა მოხდება უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმის საფუძველზე, ვფიქრობთ ამ მექანიზმზე შეთანხმება მოხდება ამ თვის ბოლოს. დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშის შედეგებს, სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს შესახებ. შემდეგ კი ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას რა ნაბიჯები გადადგან იმ ძალიან სერიოზული უკუსვლიდან გამომდინარე, რაც ხდება საქართველოში

    ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ტელეკომპანია ფორმულას კითხვაზე უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

  • საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს – ჰერჩინსკი

    „გაფართოების ანგარიში სრულიად ნათელია. საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს. დემოკრატიულ უკუსვლით, ანტიევროპული დეზინფორმაციით, რომელსაც ხელისუფლების უმაღლესი პირები იმეორებენ, ფუნდამენტური თავისუფლებების ეროზიით, რომლებზეც ევროკავშირია აშენებული, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.[…] ჩვენი მხრიდან, ამ სავალალო სიტუაციის შეცვლის მიზნით ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ეს ანგარიში 33 ინსტიტუტის, 9 სააგენტოს მიერ მომზადდა. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ საქართველო წარმატების ისტორიად იქცეს. ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნებაა საჭირო, რომ დაიცვას ის ძირითადი წესები და პრინციპები, რომლებზეც ევროკავშირი დგას“

    ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა კითხვაზე, რამდენად რეალისტურია, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდეს.

  • საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს -კაია კალასი

    საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს -კაია კალასი

    “ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება.[…]”საქართველო ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა”.

    აცხადებს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლი, კაია კალასი.

  • ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის – პაპუაშვილი

    ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის – პაპუაშვილი

    „ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე მეტყველებს ის მხარდაჭერა, რომელსაც ის უწევს ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადეს.

    ახლა ბრიუსელი ცდილობს ითამაშოს ღირებულებებზე აპელირებით, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობასა და ხალხს აქვს ნამდვილი პასუხი მათ მოთხოვნებზე, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას: ეს არის ქართული და ევროპული ღირებულებები – ტოლერანტობა, კანონის უზენაესობა, მშვიდობის პატივისცემა და განვითრება.

    სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ბრიუსელის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების მიზანია, ხალხმა ხელი ჩაიქნიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რათა უნგრეთის, სლოვაკეთისა და ახლა უკვე ჩეხეთის მსგავსად, არ მიიღონ კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ბრმად არ დაემორჩილება ბრიუსელის მითითებებსა და ინსტრუქციებს.

    უსამართლო მოქცევის, წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების წინაშე ხელი ჩაგვექნია თუ არა, ეს არჩევანი არამხოლოდ დღეს, არამედ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე გვქონდა.

    საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა. ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ. საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია ევროპული შინაარსისგან ცლის და მხოლოდ კავშირად ტოვებს, არამედ იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიც ევროპული ღირებულებების დაბრუნებაა.

    ჩვენ ვხედავთ ნამდვილ გამოღვიძებას ევროპაში, როდესაც ქვეყნები, ერთმანეთის მიყოლებით, ირჩევენ მთავრობებს და სტრატეგიებს, რომლებიც ევროკავშირს ნამდვილი ღირებულებების სისტემაში აბრუნებს, უარყოფს ბრიუსელის უსამართლო და არასათანადო ჩარევას შიდა საქმეებში, ეროვნულ ღირებულებებში, ხალხის ნებაში, ნამდვილ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში.

    ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ერწყმის საქართველოს მომავალი ტრაექტორია ევროკავშირის სათანადო ღირებულებებზე დაფუძნებულ განვითარების გზას.

    ჩვენ ვაპირებთ უსამართლობის მხილებას, სიმართლით ბრძოლას, ჭეშმარიტების ჩვენებას და სამართლიანი დამოკიდებულების მიღებას. ვაპირებთ ბოლომდე“,

    ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილ გაფართოების ანგარის ეხმაურება.

  • კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა – კოსი საქართველოზე

    საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით გამოწვეული გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერების თაობაზე ევროკომისიის შარშანდელი დასკვნის შემდეგ და ქვეყანაში განგრძობითი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.

    განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა

  • ქართველების დასახმარებლად უვიზო რეჟიმი შეგვიძლია შევუჩეროთ პასუხისმგებელ პირებს – იუკნევიჩიენე

    ქართველების დასახმარებლად უვიზო რეჟიმი შეგვიძლია შევუჩეროთ პასუხისმგებელ პირებს – იუკნევიჩიენე

    ქართული ოცნება ვერ შეინარჩუნებს ევროპულ გზას – ეს არის კრემლის მარიონეტი რეჟიმი. ზომები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იმ ხალხის დასახმარებლად, რომლებიც ერთი წელია ქუჩაში აქციებს მართავენ ევროპული საქართველოსთვის, არის სანქციები და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა პასუხისმგებელი პირებისა და ასევე დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხების მიმართ. ერთ-ერთი არხი ამ დრომდე აქ თავისუფლად მუშაობს. “რაშა თუდეი” და “სპუტნიკი” აკრძალულია მაგრამ “ქართული ოცნების” არხი – იმედი აქ თავისუფლად მუშაობს, ავრცელებს სიძულვილს ენას ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

    აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.