Category: სხვადასხვა
-
“ნოდარ მელაძის ქარხანა არ გაჩერდება, ემანდ ბიძინა არ შემოგეჭიროთ“–ნიკა გვარამია
აჭარაში 7 მაღალჩინოსნის დაკავებას ტელეკომპანია რუსთავი2–ის დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:“აჰააა, ესე იგი კურიერის სიუჟეტების გაგრძელებად, ბათუმის ყოფილი მერი, ერმაკოვი, მიაბრძანეს ციხეში. და რა ვიცი, მაშინ ხო კარგი იყო ერმაკოვი, რ2ს კონცერტის ჩატარების შესაძლებლობა რომ არ მისცა ბათუმში და ყველა შესაძლო ლოკაციაზე ფეიკ ივენთები მოაწყო? ახლა გახდა ცუდი და კორუმპირებული?კაი გენაცვალეთ, კიდევ ბევრის დაჭერა მოგიწევთ მაშინ. ნოდარ მელაძის ქარხანა კი არ გაჩერდება, მოგაყრით და მოგაყრით, ემანდ, ბიძინა არ შემოგეჭიროთ საყვარლად“–წერს ნიკა გვარამია. -
ვიქტორინა 6 წლის გეოგრაფიის ექსპერტებთან – ჰენრი ვინკლერი ელენის შოუში ბავშვებმა შეარცხვინეს
ელენის შოუში ცნობილი მსახიობ და პროდიუსერს ჰენრი ვრინკლერს 6 წლის გეოგრაფიის ექსპერტებთან მოუწია ვიქტორინაში დაპირისპირება. ერთი შეხედვით 6 წლის ბავშვებთან გეოგრაფიაში დაპირისიპრება რთული არ უნდა იყოს თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალურ შემთხვევასთან გვქონდა ადგილი.
-
სიკვდილი ევერესტზე. რატომ დაიღუპა წელს ყველაზე მეტი ალპინისტი მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე
მხოლოდ ბოლო კვირას ევერესტზე ასვლის მცდელობისას 11 ადამიანი დაიღუპა. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ბოლო ათწლეულში საშუალო წლიური მაჩვენებელი.21–ე საუკუნეში ევერესტზე ასვლისას წელიწადში საშუალოდ 6 ადამიანი იღუპებოდა.წელს ნეპალის მთავრობამ ევერესტის დალაშქვრის რეკორდული რაოდენობის ლიცენზია გასცა. ეს ნიშნავს, რომ მწვერვალის დასაპყრობად ექსპედიციაში ალპინისტებისა და მათი თანხმლები პირების ჩათვლით დაახლოებით 600 ადამიანი გაემართა.ფოტომ, რომელზეც ჩანს ალპინისტების რიგი ისეთ სიმაღლეზე, რომელიც სიცოცხლისთვის კრიტიკულად საშიშია მთელი მსოფლიო მოიარა.სიკვდილიანობის ასეთ მატებას ცუდი ამინდით, ალპინისტების გამოუცდელობით, მწვერვალისკენ მიმავალ ბილიკზე მეტისმეტად დიდი რიგებით და ტურების ორგანიზატორებს შორის გაზრდილი კონკურენციით ხსნიან. სულ უფრო მეტი ტუროპერატორი სთავაზობს ალპინისტებს ტურებს იაფად, ნაკლებად კვალიფიციური მომსახურებით და სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება შესაძლებლობა ევერესტი დალაშქროს და შესაბამისად რისკი, არასწორად დაგეგმილი ექსპედიციით სიცოცხლე დაასრულოს.
თუმცა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ერთია: ჩვენი ორგანიზმი უბრალოდ არ არის მიჩვეული ასეთ პირობებში არსებობას. მწვერვალთან მიახლოებასთან ერთად სუნთქვა სულ უფრო ჭირს, ზღვის დონიდან 8000 კილომეტრის სიმაღლეზე კი “მკვდარი ზონა“ იწყება. ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაცია იმდენად ეცემა, რომ ჩვენი სხეული პირდაპირი გაგებით ნელნელა, უჯრედ–უჯრედ კვდომას იწყებს.ჟანგბადის კატასტროფული უკმარისობა არა მხოლოდ მკვეთრად ზრდის ინსულტის და გულის შეტევის რისკს, არამედ შეგრძნებებს პრაქტიკულად აქრობს, რეაქციებს ანელებს, სიუტაციის ადეკვატურად შეფასებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ადამიანს ხელს უშლის.რა ხდება კონკრეტულად?
ჩვენი ორგანიზმისთვის ყველაზე კომფორტული პირობები ზღვის სანაპიროზე და მთაშია, რომელიც ზღვის დონიდან არც ისე მაღლა მდებარეობს.სიმაღლის მატებასთან ერთად წნევა მცირდება და შედეგად სუნთქვისას ფილტვებში სულ უფრო ნაკლები ჟანგბადი ხვდება. დაახლოებით 3600 მეტრის სიმაღლეზე (ეს უფრო მეტია, ვიდრე ალპიური სამთოსათხილამურო კურორტების სიმაღლე), ყოველი ჩასუნთქვა ორგანზმს მისთვის ჩვეული მოცულობის მხოლოდ 60%–ს აძლევს. იწყება ჟანგბადის შიმშილი.
თქვენ ვერ შეამჩნევთ, რომ სუნთქვა გიჭირთ, თუმცა მთის დაავადების პირველ ნიშნებს იგრძნობთ: სისუსტე, გულისრევა, თავბრუსხვევა, გაღიზიანება.“მკვდარ ზონაში“ ჰაერში ჟანგბადი იმდენად ცოტაა, რომ სპეციალური მოწყობილობის გარეშე სუნთქვა პრაქტიკულად შეუძლებელია. 8000 მეტრის სიმაღლეზე ოთხი ალპინისტისთვის აღებული ანალიზების შედეგებმა აჩვენა, რომ მათ სისხლში ჟანგბადის შემადგენლობა ნორმაზე ოთხჯერ დაბალი იყო.“ასეთი ციფრები როგორც წესი იმ პაციენტებში გვხვდება, რომლებიც სიკვდილის პირას არიან“ – ამბობს ექიმი ჯერემი უინძორი, რომელიც 2007 წელს თვითონ ავიდა ევერესტზე.ორგანოების ჟანგბადით მომარაგების ჩვეული დონის შესანარჩუნებლად გული უფრო სწრაფად იწყებს ცემას, პულსი შეიძლება წუთში 140–მდე გაიზარდოს. ამის ხარჯზე მკვეთრად იზრდება ინფრქტის და ინსულტის რისკი.რისკის შემცირებას ხელს უწყობს აკლიმატიზაცია. სანამ ევერესტის დასაპყრობად წავლენ, ალპინისტები ნელ–ნელა აჩვევენ ორგანიზმს მთის დაავადებას და მკვდარი ზონის ექსტრემალურ პირობებს.პრინსტონის უნივერსიტეტის ოფიციალური რეკომენდაციების მიხედვით ზღვის დონიდან 3000 მეტრზე ზევით ასვლისას დღეში 300 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე არ უნდა ახვიდეთ. შემდეგ ერთი დღეღამე უნდა შეისვენოთ და ისე განაგრძოთ გზა შემდეგი 300 მეტრის გავლამდე.თუმცა ექსპედიციები ევერესტზე მხოლოდ ძალიან გამოცდილ ალპინისტებზეა გათვლილი და საბაზო ბანაკიდან იწყება, რომელიც უკვე 5000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს ნებისმიერ ალპიურ პიკზე მაღლაა, მონბლანის ჩათვლით.ჟანგბადის შიმშილის დასაკომპენსირებლად ორგანიზმი ჰემოგლობინის გაძლიერებულ გამოყოფას იწყებს. ამის გამო გულის დატვირთვა კიდევ უფრო იზრდება, ზოგ ალპინისტს კი ფილტვებში სითხე უგროვდება.ზოგადი სისუსტისა და მომეტებული დაღლილობის გარდა ფილტვებში წყლის გამო ადამიანს ღამით სული ეხუთება, ხველის შეტევები კი იმდენად ძლიერია, რომ ნეკნები იბზარება. მოძრაობაზე ლაპარაკიც ზედმეტია – ადამიანს ჰაერი მაშინაც კი არ ყოფნის როცა გაუნძრევლად წევს.
“მკვდარ ზონაში“ ჟანგბადის კატასტროფული უკმარისობის გამო ტვინის შეშუპებაც იწყება. აზროვნება ძალიან ძნელდება, ზოგი დროებით მხედველობასაც კარგავს, ზოგს კი ე.წ. მაღალმთიანი ფსიქოზი უვითარდება. რეალობასთან კავშირს კარგავენ და ავიწყდებათ სად იმყოფებიან. ეწყებათ სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები.
თუმცა მათაც კი, ვინც მკვდარ ზონაში საღ აზრზე რჩება, ორგანიზმის ფუნქციონირების სერიოზული პრობლემა აქვთ – უძილობა, შემდეგ ძნელად გაღვიძება, კუნთების ატროფია, წონაში მკვეთრი კლება. დაღლილობა და დასუსტებული მხედველობა მთიდან ჩამოვარდნის რისკს ზრდის. აზროვნების გაძნელება კი არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას იწვევს, მაგალითად შეიძლება ალპინისტს გზა აერიოს ან დამზღვევი ტროსის მიმაგრება დაავიწყდეს, ანდა ჟანგბადი დროულად არ მოიმარაგოს.სწორედ ამიტომ ევერესტის დამპყრობები ცდილობენ მკვდარი ზონა რაც შეიძლება სწრაფად გაიარონ. როგორც წესი, ბოლო შეტევა სიმაღლის დასაპყრობად ერთ დღეზეა გათვლილი. ამიტომაც უშუალოდ მწვერვალის პიკთან საათობით ბევრი ალპინისტისთვის საბედისწერო ხდება და ისინი სიცოცხლეს ამთავრებენ. წელს გაცემული ლიცენზიების სიმრავლისა და ალპინისტების სიჭარბის გამო სწორედ საათობით რიგში დგომამ მწვერვალის პიკთან გამოიწვია სიკვდილიანობის ასეთი ზრდა. -
ტრანსგენდერობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფსიქიკური აშლილობების სიიდან ამოიღო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ახალი გამოცემა დაამტკიცა, რომელშიც ტრანსგენდერობა განიხილება არა როგორც ფსიქიური აშლილობა, არამედ როგორც “სექსუალურ ჯანმრთელობასთან“ დაკავშირებული საკითხი.უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch ამას მთელ მსოფლიოში ტრანსგენდერების თავისუფლებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ნაბიჯად თვლის.დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ბოლო გამოცემა ტრანსგნდერობას განსაზღვრავს, როგორც ადამიანის შეუთავსებლობას იმ სქესთან, რომელიც მას დაბადებით განესაზღვრა.წინა გამოცემაში ტრანსგენდერება იდენტობის მოშლად ითვლებოდა და “ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის“ ფარგლებში განიხილებოდა.“ჩვენ უკეთ გავაცნობიერეთ ეს საკითხი და დავასკვენით, რომ ეს არ არის ფსიქიური ჯანმრთელობის საკითხი. სანამ ტრანსგენდერობა ფსიქიკური აშლილობების განყოფილებაში რჩებოდა, ეს საზოგადოებაში ამ ადამიანების სტიგმატიზებას უწყობა ხელს“ – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ლეილ სეი.Human Rights Watch –ის წარმომადგენელი, გრემ რიდი ყველა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებს უსწრაფესი რეფორმები ჩაატარონ ნაციონალურ ჯანდაცვის სისტემებში და მიიღონ კანონები, რათა ეს “მოძველებული დიაგნოზი“ თავიდან მოიშორონ
ბიბისის კორესპონდენტი, მეგი მონაჰი წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებამ ერთის მხრივ სიხარული, მეორეს მხრივ კი ბევრი კითხვები გამოიწვია მათი მხრიდან, ვინც დიდი ხნის მანძილზე სქესობრივ იდენტობასთან დაკავშირებულ დისკუსიებს ადევნებდა თვალს.პირველ რიგში, ჩნდება კითხვა, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება პრაქტიკული თვალსაზრისით და მოუტანს თუ არა ეს ზომა მეტ თავისუფლებას ტრანსგენდერებს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც აქტივისტები არასწორ დიაგნოზებზე და გენდერული იდენტობის საკითხის განხილვისას სამედიცინო პერსნალის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.დაეხმარება თუ არა ეს ნაბიჯი მარგინალიზებული ჯგუფების სტიგმატიზაციის დაძლევას, და შეცვლის თუ არა დამოკიდებულებას ტრანსგენდერების მიმართ.გარდა ამისა, ტრანსგენდერი ადამიანების აღწერისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ იყენებს ტერმინს “გენდერული მიუღებლობა“, ანუ სურვილი მიეკუთვნებოდე იმ სქესს, რომელიც შენი დაბადებისას მოცემული სქესისგან განსხვავდება.ეს ფორმულირებები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გენდერს ეხება. ბიბისი წერს, რომ სწორედ ტერმინების გამო ადანაშაულებს ბევრი უფლებადამცველი აქტივისტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არაპროგრესულ შეხედულებებში.დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიმართ სხვა პრეტენზიებიც არსებობს. 50–ზე მეტმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც დაგმო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია, რომელიც სქესობრივი განვითარების ვარიაციებს “სქესობრივი განვითარების მოშლილობას“ უწოდებს. -
ლედი გაგას ყოფილი საქმრო ამაღელვებელ პოსტებს უძღვნის
50 წლის კრისტიან კარინო 33 წლის ლედი გაგასთან დაშორების შემდეგ სოციალურ ქსელებში ძალიან გააქტიურდა. ვარსკვლავების აგენტი ხშირად დებს სხვადასხვა ფოტოებს რომანტიული ციტატებით. მომღერლის თაყვანისმცემლებმა გადაწყვიტეს, რომ კარინო მათ ლედი გაგას უძღვნის.მაგალითად, ამ დღეებში კრისტიანმა გამოაქვეყნა ტელეფონის ფოტო, რომელზეც წერია “უთხარი, რომ გიყვარს“. მინაწერში კი წერს, რომ ასეთი თამამი ნაბიჯისთვის ადამიანი უშიშარი უნდა იყოს.
გარდა ამისა, ის ქსელში დებს ფოტოებს ციტატებით: “როცა ის ჩემს გვერდით არის, სასწაულები ხდება“, “ძალა იმაშია, რომ მსუბუქი იყო“, “როგორ გამიმართლა, რომ მყავს ის, ვისთან დაშორებაც ასე ძნელია“, “იყავი ნემსი ვიღაცის ცხოვრებაში არა იმისთვის, რომ ტკივილი მიაყენო, არამედ იმისთვის, რომ ბედნიერება შეაკავშირო“, “შენ სიყვარულის სუნი გაქვს“ და ა.შ.
კარინოს ხელმომწერებს მისი რომანტიული აქტიურობა მოსწონთ და მას წარმატებებს უსურვებენ, თუმცა ზოგიერთი ურჩევს სიტუაციას ნუღარ ჩაებღაუჭება და ყოფილი შეყვარებული დაივიწყოს.ლედი გაგა კრისტიან კარინოს მისი ეჭვიანობის გამო და პოპულარობის დაკარგვის შიშით დაშორდა. მათი ქორწილი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ლედი გაგა ამტკიცებს რომ მისი პირადი ცხოვრების დრამაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის ბრედლი კუპერს, რომელთან ერთად ფილმ “ვარსკვლავის დაბადებაში“ ითამაშა, რის შემდეგაც მათი რომანის შესახებ ჭორები გავრცელდა. უბრალოდ ლედი გაგას შეყვარებულთან დაშორება დროში დაემთხვა იმ მომენტს, როცა ოსკარზე ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა სცენაზე ერთად იმღერეს. -
ქართველ მოდელს, თაკო ნაცვლიშვილს ჯულია რობერტსთან ერთად კლიპში იღებენ
ქართველ მოდელს, თაკო ნაცვლიშვილს ჰოლივუდის მსახიობთან, ჯულია რობერტსთან ერთად Calzedonia-ს სარეკლამო რგოლში გადაიღებენ. ამის შესაებ მოდელის დედა ფეისბუქზე წერს. სარეკლამო რგოლი ივნისის ბოლოს მზად ინება.
“Bonjour Julia!!! ამ ტექსტით იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ Calzedonia-ს სარეკლამო ვიდეო რგოლში, რომელიც ივნისის ბოლოს გავა და საფრანგეთის მაშტაბით იტრიალებს” – წერს მოდელის დედა ფეისბუქზე.
Calzedonia ქალის თეთრეულის პოპულარული ბრენდია. ჯულია რობერტსი უკვე წლებია ამ კომპანიის სახეა და არაერთ სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა.
-
ეშტონ კატჩერმა ჩვენება მისცა მანიაკის წინააღმდეგ, რომელმაც მისი შეყვარებული მოკლა
41 წლის მსახიობმა ეშტონ კატჩერმა მონაწილეობა მიიღო იმ ადამიანის სასამართლოში, რომელმაც მრავალი წლის წინ მისი შეყვარებული გოგონა მოკლა. ჰოლივუდის მსახიობმა სასამართლოს უამბო მომხდარის დეტალები და ის, თუ რატომ ვერ შეძლო ტრაგედიისთვის ხელი შეეშალა.22 წლის ეშლი ელერინი დიზაინის ინსტიტუტში სწავლობდა. 2001 წელს მას ეშტონთან რომანი ქონდა.ერთ საღამოს მათ მოილაპარაკეს, რომ მსახიობი გოგონას საღამოს ლოს ანჯელესში, სახლში გაუვლიდა, შემდეგ კი გრემის დაჯილდოების წვეულებაზე წავიდოდნენ. შეხვედრა საღამოს რვა საათისთვის ქონდათ დანიშნული, თუმცა ნახევარი საათით ადრე გეგმები შეიცვალა.“ვუთხარი რომ ცოტა დამაგვიანდებოდა და მან მიპასუხა: “კარგი, მოგვიანებით გნახავ.“– განაცხადა მსახიობმა სასამართლოს სხდომაზე. რამდენიმე საათის შემდეგ მსახიობმა ისევ დაურეკა შეყვარებულს, თუმცა მან ყურმილი არ აიღო. ეშტონს ელერინი ძალიან მოსწონდა და ჩათვალა, რომ აწყენინა. ამიტომ ბევრჯერ აღარ დაურეკა.საღამოს ძაღლები გაასეირნა და შემდეგ გოგონას სახლში მიაკითხა.კარი არავინ გაუღო. კარგა ხანს სახლის გარშემო იარა დაფანჯარაშიც შეხედა. ფანჯრიდან სახლში არეულობა და იატაკზე მუქი ფერის სითხის გუბეც მოჩანდა. მაგრამ კატჩერმა ჩათვალა, რომ არეულობა ცოტა ხნის წინ სახლში გამართული წვეულების ბრალი იყო, სითხე კი ღვინო ეგონა. კატჩერმა გადაწყვიტა, რომ გოგონა წვეულებაზე მარტო წავიდა. “მივხვდი, რომ ძალიან ცუდად გამომივიდა. ძალიან დავიგვიანე. ამიტომ ჩავთვალე, რომ უჩემოდ წავიდა“– ამბობს მსახიობი.
სინამდვილეში კი გოგონა სერიული მკვლელის, მაიკლ გარგილოს მსხვერპლი გახდა, რომელსაც მედიამ “ჰოლივუდელი მფატრავი“ უწოდა. მან გოგონას 50–ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. მანიაკის ანგარიშზე კიდევ ორი სასტიკი მკვლელობაა. ის მარტოხელა გოგონების სახლებში შესაღწევად თავს კონდიციონერების ხელოსნად ასაღებდა. მანიაკი ამ მკვლელობიდან მხოლო 14 წლის შემდეგ დააკავეს. მანამდე მან კიდევ ერთი ქალის მოკვლა და ერთი თავდასხმა მოასწრო. ერთი მკვლელობა კი 1990–იანების ბოლოს ჩაიდინა.დაკითხვაზე კატჩერმა ვერ შეძლო იმის თქმა, უნახავს თუ არა ეს ადამიანი მანამდე. მაგრამ ბრალდებულის წინააღმდეგ ბევრი სხვა მტკიცებულება არსებობს. ბრალდება მის სიკვდილით დასჯას ითხოვს.ტრაგედიიდან რამდენი წლის შემდეგ კატჩერმა მისი მომავალი ცოლი, დემი მური გაიცნო. მათ ერთად ქორწინებაში 2005–დან 2013 წლამდე იცხოვრეს. განქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი ცოლად მილა კუნისი მოიყვანა. ამჟამად წყვილს ორი შვილი ყავს : სამი წლის იზაბელ უაითი და ორი წლის დიმიტრი. -
მეგან მარკლის ძმა ამბობს, რომ პრინც ჰარიზე გათხოვებით მისმა დამ ცხოვრება დაუნგრია
მეგან მარკლის გათხოვებიდან ერთი წლის თავზე მისი ნახევარძმა ხმამაღალ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით დამ ცხოვრება დაუნგრია. ტომას მარკლ უმცროსი თვლის, რომ მეგანისა და პრინცი ჰარის ქორწინება მისი ყველა წარუმატებლობის მიზეზი გახდა.ტომასის თქმით ყოფილი მსახიობის მოულოდენლმა სახელმა და დიდებამ მთელი მისი ოჯახის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია. მათ უკვე “მიკროსკოპით აკვირდებიან“, მათ ყოველ ქმედებას თვალყურს ადევნებენ. “ამის მიღება ძნელია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მე ეს არასოდეს მითხოვია.“– განუცხადა მარკლმა გამოცემა Sun Online–ს.რამდენიმე თვის წინ მან სამსახური შეიცვალა. ის მეშუშე იყო და სამსახურიდან სუსტი ჯანმრთელობის გამო წამოვიდა. ახალი სამსახური ვერა და ვერ იშოვნა. დამქირავებლებმა არ მოინდომეს სკანდალურად სახელგანთქმულ ადამიანთან ურთიერთობა.
მალე ტომას მარკლს, მის საცოლე დარლინს და მათ შვილს კიდევ ერთი პრობლემა გაუჩნდათ: უსახლკაროდ დარჩნენ. მეპატრონემ კოტეჯიდან იძულებით გამოასახლა, სხვა ვარიანტი კი ვერა და ვერ იშოვნეს. ისევ და ისევ სკანდალური ცნობადობის გამო. უკვე ორი თვეა სამკაციანი ოჯახი ორეგონში სასტუმროს ნომერს ქირაობს და იქ ორ ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
“ეს ჩემი ცხოვრების ფსკერია“– ამბობს ტომასი და დასძენს, რომ ახლა, როცა მასზე ამდენი ტყუილ–მართალი ვრცელდება, მის ოჯახთან ურთიერთობა აღარავის უნდა.
ტომას მარკლი სიბრალულს ნამდვილად იმსახურებს, თუმცა ის თავად არის საკუთარი ბედის მჭედელი. მან და მისმა დამ, სამანტამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიეპყროთ. ისინი სკანდალებს აწყობდნენ, სხვადასხვა თოქ–შოუებს სტუმრობდნენ და დაუფარავად შოულობდნენ ფულს მეგანთან ნათესაობით.
ტომასმა დედოფალსაც კი მისწერა წერილი. ის თვლის, რომ მის ოჯახს ისეთივე პატივისცემით უნდა მოექცნენ, როგორც პრინცი უილიამის ცოლის, ქეითის ოჯახს– მიდლტონებს. -
ბრედლი კუპერის და ირინა შეიკის დაშორება ჭორია.მოსეირნე წყვილი პაპარაცებმა გადაიღეს
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი დაშორდნენ. თუმცა ეს ჭორები არ დადასტურდა. წყვილი დროს მშვენივრად ატარებს შვილთან, პატარა ლეასთან ერთად კალიფორნიაში და ბედნიერად გამოიყურება.პაპარაცებმა ამ დღეებში წყვილი ლოს ანჯელესის ერთ–ერთ პარკში გადაიღეს. სუპერმოდელს ჯინსი და ადიდასის ბოტასი ეცვა, თავზე კი ბარბერის ქუდი ეხურა. წყვილს პაპარაცები ხშირად აწყდებიან ბავშვთან ერთად სეირნობისას ხან ქალაქში, ხანაც სანაპიროზე.

-
ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტს ღალატში ადანაშაულებს
ჯენიფერ ენისტონსა და ბრედ პიტს 5-წლიანი ქორიწინება აკავშრებთ. ისინი ერთმანეთს 2005 წელს დაშორდნენ, დაშორების შემდეგ ისინი საჯაროდ აცხადებდნენ რომ მეგობრობას ინარჩუნებდნენ.
მიუხედავად ამისა ჯენისფერ ენისტონი ბრედ პიტს ღალატში ადანაშაულებს.თუმცა ბრედ პიტი ბრალდებას უარყოფს და ამბობს რომ ანჯელინა ჯოლისთან ურთიერთობა არ ჰქონია მაშინ როდესაც ენისტონთან ქორწინებაში იყო და ახალი ურთიერთობა მან მხოლოდ მაშინ დაიწყო როდესაც ის ენისტონთან ქორწინებაში აღარ იყო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია წერს.
დაშორების შემდეგ ჯენიფერ ენისტონმა პირველ ინტერვიუში, რომელიც Vanity Fair-ს მისცა, განაცხადა, რომ ბრედ პიტის გულწრფელობაში დარწმუნებული არ იყო.
43 წლის ანჯელინა ჯოლისა და 55 წლის ბრედ პიტის განქორწინების პროცესი 15 აპრილს დასრულდა. განქორწინების პროცესი ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2005 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად 2014 წლის აგვისტოში იქორწინეს. 2016 წლის სექტემბერში ჯოლიმ განქორწინებაზე საბუთები შეიტანა, 2018 წლის ბოლოს ყოფილმა ცოლ-ქმარმა ბავშვებზე მეურვეობის შესახებ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.