Category: სლაიდერი

  • “სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა უფრო მეტად ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას”- EPP

    “სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა უფრო მეტად ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას”- ასე ეხმაურება, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი (epp) საქართველოში  ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება მეტად ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას.

    “საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში ხაზგასმულია დემოკრატიული სტანდარტების შემცირება, თავისუფალი და სამართლიანი გარემოს ნაკლებობა, არათანაბარი გარემო, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ძალადობა და სიძულვილის ენა.

    დამატებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა უფრო მეტად ზრდის დაძაბულობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში.

    ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მმართველი პარტიის წამყვანმა ფიგურებმა არატოლერანტული და პროვოკაციული განცხადებები გააკეთეს, რითად კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას საქართველოში. ეს ჩვენთვის კვლავ რჩება ღრმა შეშფოთების საგნად.

    EPP მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მეორე ტურში, შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

    ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს სადაც დიდი ქალაქების ბედი გადაწყდება. ქართველი ხალხი უკეთეს მომავალს იმსახურებს, პოლიტიკური კონფრონტაციის დასრულებითა და კონსტრუქციული დღის წესრიგით, რაც დააჩქარებს ქვეყნის რეფორმირების პროცესს”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილი მზადაა, ნარკოტესტირება ჩაიტაროს

    ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილი მზადაა, ტელეკამერების თანდასწრებით ნარკოტესტი ჩააბაროს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს.

    “არ აყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა მონაჭორებს. ჩვენ გვაქვს ასეთი შეთავაზება. წლების განმავლობაში დაკავებამდე ჩვენ გვინახავს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედზე, გვინახავს ცურვისას, გვინახავს თხილამურებზე, ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, დარბოდა ვარჯიშობდა და ა.შ. აი, ჩვენ მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერი ნარკოტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება “ჩელენჯი” მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით თუნდაც ჩააბაროს ტესტი”, – თქვა ბასილაიამ რუსთავი პენიტენციურ დაწესებულებასთან.

  • კინოსა და თეატრის მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

    კინოსა და თეატრის მსახიობი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს დილით ბოხუას კლინიკაში გარდაიცვალა.

    ამირან ქადეიშვილს კინოსა და თეატრში შესრულებული აქვს სხვადასხვა როლები. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია (“სემირამიდას ბაღები”), კვეგვე ტარბა (“მთვარის მოტაცება”), კურა-მუჰამედი (“ციმბირელი პაპა”) , ჭოლა (“პირველი მერცხალი”), ნიკო (“გაქცევა გათენებისას”), ხირხალა (“სიყვარული ყველას უნდა”), კობიძე (“სახლი ლესნაიაზე”), ერმილე მამალაძე (“მევლუდი”).

    მონაწილეობდა ფილმებში: “კავკასიის ტყვე”, “როგორ ვიცხოვრო უშენოდ”, “თბილისი, პარიზი, თბილისი”, “ჟამი მოქცევის”, “სათნოებათა კიბე” და სხვა.

  • პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არაა – კალაძე

    “პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არაა “- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

    ”მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში.  სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. წინ მეორე ტური გველოდება.

    2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამასთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47%-მა პრაქტიკულად, ყოველმა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოშიც ჩვენი გუნდი უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები და არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქალაქს. ეს არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი.”-აცხადებს კალაძე.

  • ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა წერილი სადაც სააკაშვილის ჩამოსვლის ვერსიებს განიხილავს

    პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც მისი საქართველოში დაბრუნების ვერსიებს განიხილავს.

    “მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში.

    ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.

    მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს.

    ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია.

    როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა. აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა.

    სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს. ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რა აძლევდა სააკაშვილს წარმატების იმედს. რჩება უკმარისობის განცდა სააკაშვილის ჩამოსვლის ლოგიკური მიზეზის ძიებისას. ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს უახლოეს ისტორიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მათივე წარსულ გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველო იყო პირველი მერცხალი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში.

    იყო დიდი ენთუზიაზმი, მაგრამ არ გვეყო გამოცდილება და დამოუკიდებლობის მიღებიდან მალევე პირველი პრეზიდენტი მოვკალით. ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა უკვე ასაკში შესული შევარდნაძე, რომლის პრეზიდენტობის დროსაც, მათ შორის მხედრიონის აღვირახსნილობისა და ზღვარგადასული კორუფციის გამო, სახელმწიფო სრულიად დაკნინებული იყო.

    ამ ფონზე, 2003 წელს, იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით, ქვების სროლით იოლად მოიპოვა.

    სახელმწიფო და ინსტიტუტები იმდენად იყო დაკნინებული, რომ შევარდნაძე უკვე პირადი უსაფრთხოების სამსახურსაც კი ვეღარ აკონტროლებდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის მანძილზე ქვეყანას ყველანაირი უბედურება დააწია. ისინი ყველაფრის უფლებას აძლევდნენ თავს, ჩაიდინეს უამრავი დანაშაული, მათ შორის მიიტაცეს თითქმის ყველა მედიასაშუალება, რაც მათ ყველა წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა. სააკაშვილი საკუთარ თავს უმღეროდა „მიშა მაგარიას“ და თავისი სიცრუე თავადვე დაიჯერა. სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია.

    სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული. სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა. ასეთია მისი გუნდიც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამიტომ იქცა მათი 9-წლიანი სახელისუფლო და 9-წლიანი ოპოზიციური საქმიანობა წარუმატებლობის 18-წლიან ისტორიად.

    ამასთან, მათ ვერც ის გაითვალისწინეს, რომ 2003 წლის დაკნინებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, დღეს მათ კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტები დახვდათ. ეგონათ, რომ მარტივად შეძლებდნენ გეგმის განხორციელებას.

    თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ისინი თავისივე სიცრუის მსხვერპლი გახდნენ. უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ შესახებ და ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს. სინამდვილეში, „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა. სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ – გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს”.

  • ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 9 075 ადამიანი აიცრა

    ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 9 075 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 993 154 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.0%, სრულად ვაქცინირებულია 843 289 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 29.5 %.

    მათივე ცნობით, 6 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში საქართველოში 1 826 786 აცრაა ჩატარებული

  • ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე ბრალდებები საფუძვლიანად უნდა გამოიძიოთ – ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება

    ევროპარლამენტარები, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედია პოლარიზაციით ხასიათდებოდა, ბრალდებები მოსყიდვასა და ზეწოლაზე კი გამოსაძიებელია.

    გთავაზობთ ევროპარლამენტარების განცხადებას სრულად :

    “გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნების პირველი რაუნდი ჩაატარა, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა. თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი.

    ჩვენ ვითვალისწინებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის თანახმად, “ქართული ოცნების” კანდიდატებმა ხმების 46.6% მოიპოვეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც, ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა.

    არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა. ამომრჩეველს რეალური არჩევანი მიეცა სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივას შორის. არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია.

    კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა, მიუხედავად პროცესის დროს არსებული გარკვეული პროცედურული პრობლემებისა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო და პირველად მოხდა მისი ტრანსლირება, რამაც გამჭვირვალობა გაზარდა.

    არჩევნების მეორე ტურის წინ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, დაასრულონ პირველი ტურის დროს დაფიქსირებული არასწორი ქმედებები.

    ჩვენ მივმართავთ პოლიტიკურ კლასს, აჩვენონ პასუხისმგებლობა და სიმწიფე; ისინი საზოგადოებრივ ინტერესს პარტიულ ინტერესზე მაღლა უნდა აყენებდნენ, გადაფურცლონ კონფრონტაციის გვერდი და განახორციელონ აუცილებელი რეფორმები.

    ევროპარლამენტი მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის დემოკრატიის მხარდაჭერის სრული სპექტრით, იმ პირობით, რომ ქართველი კოლეგებიც აჩვენებენ ამის სურვილს “, – აღნიშნულია განცხადებაში.

    განცხადებას ხელს აწერენ: სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხზე, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

  • არავინ არ აფრიალებს დაუბალანსებელ ოქმებს, სიუჟეტი, რომელიც მომიძღვენით არის ტყუილი – იოსელიანი TV პირველს მიამრთავს

    “არავინ არ აფრიალებს დაუბალანსებელ ოქმებს, სიუჟეტი, რომელიც მომიძღვენით არის ტყუილი “- ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს და TV პირველს მომზადებული სიუჟეტის გამო საყვედურობს და ტყუილში  ადანაშაულებს. როგორც იოსელიანი აცხადებს, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ყველაზე გამართულად ჩატარდა რადგან დაუბალანსებელ ოქმებს არავინ “აფრიალებს”.

    “ტვ პირველი სიუჟეტი, რომელიც მომიძღვენით არის ტყუილი და მცდელობა, რომ ერთეული შედეგები განაზოგადოთ მთელ არჩევნებზე. არავინ არ დაობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ამ ქვეყანაში უსამართლოა და ბევრი პრობლემა აქვს. მაგრამ ფაქტია, რომ თავად არჩევნების დღე, ხმის დათვლის პროცედურა ჩატარდა ბევრად გამართულად, ვიდრე აქამდე ოდესმე. ფაქტები ადასტურებს ამას. უკვე გადათვლილია საქართველოს მასშტაბით უბნების თითქმის 10%, შეუსაბამობა და დარღვევა 0.1 %-ის შემთხვევაშიც კი არ არის აღმოჩენილი. არავინ არ აფრიალებს დაუბალანსებელ ოქმებს და არავინ არ დგას ცესკოსთან თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით. არავინ არ საუბრობს ტოტალურ გაყალბებაზე. უფრო მეტიც ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები დაემთხვა ცესკოს მონაცემებს. სიუჟეტების ვიღაცის ჯიბრზე გაკეთება, სირცხვილია.”- წერს ლევან იოსელიანი.

    ცნობისთვის, დღეს პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტინების 40%-ში არის დისბალანსი  და 200-ზე მეტ უბანში გადათვლის მოთხოვნაა შეტანილი საოლქოებში.

    ”აი, ფაქტი” აცხადებს, რომ თბილისში, პროპორციულის შემაჯამებელი ოქმების 39% შეცდომითაა დაჯამებული. მათი თქმით. თბილისში სულ 769 უბანია სსაიდანაც 297 უბნის ოქმში დისბალანსია.

    საარჩევნო ოქმებში დისბალანსია – ცესკო უარყოფს

  • ევროპული სამართლისთვის მიუღებელია პრემიერ-მინისტრისა და ზოგიერთი ლიდერისაგან მსგავსი ენით საუბარი – კუბილიუსი “ქართულ ოცნებაზე”

    “ევროპული სამართლისთვის მიუღებელია პრემიერმინისტრისა და ზოგიერთი ლიდერისაგან მსგავსი ენით საუბარი “- ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “მთავარ არხთან” საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილისა და “ოცნების” წარმომადგებლების განცხადებებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დატოვება რეალურ კოლაფსს შექმნის.

    ”სამწუხაროდ პრემიერმინისტრისა და ქართული ოცნების ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებები რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან არ წავა, მას ახალ ბრალდებებს წაუყენებენ და ციხეში დატოვებენ, ქართული ოცნებისთვის კარგი არ არის, რადგან ეს რეალურ კოლაფსს შექმნის. ევროპული სამართლისთვის მიუღებელია პრემიერმინისტრისა და ზოგიერთი ლიდერისაგან მსგავსი ენით საუბარი. ეს ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ საქართველოსა და მმართველი პარტიისაგან ველოდებით, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისინი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე საუბრობენ.”- ამბობს კუბილიუსი.

  • ”ქართული ოცნება” ისევ არ ასრულებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მთავარ საკთხებს – კუბილიუსი

    ”ქართული ოცნება” ისევ არ ასრულებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მთავარ საკთხებს – კუბილიუსი

    ”ქართული ოცნება” ისევ არ ასრულებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მთავარ საკთხებს – ეს განცხადება, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა “მთავარ არხთან” საუბრისას გააკეთა.

    ”ევროპული ინტეგრაციისთვის აუცილებელია რომ დემოკრატიის პრინციპები დაცულის იყოს და ევროპული სტანდარტების ტიპის დემოკრატია გქონდეს, და არა ის პოლარიზაცია რომელსაც ახლა საქართელოში ვხედავთ. სამწუხაროდ, ქართული ოცნება ისევ და ისევ არ ასრულებენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მთავარ საკთხებს, რაც საქართველოსთან მიმართებით ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს”, – ამბობს კუბილიუსი.