Category: სლაიდერი

  • დამიდასტურდა კოვიდი, მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას – არჩილ ჩიქოვანი

    “სამწუხაროდ, განსხვავებულ რეჟიმში, დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება.

    ორი დღეა, ვარ თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტის საფუძველზე დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ, თავს ვგრძნობ კარგად.

    ძალიან მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას. წინ მეორე ტურია, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებ თქვენთან ერთად.

    მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის”

    წერს ბათუმის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან, არჩილ ჩიქოვანი. ცნობისთვის, მან თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 41.08% მიიღო, ენმ-ის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ კი – 41.97%. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

  • ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაურია – ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს

    ამ წუთებში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასში  ორი უბნის, მე-16 და მე-4 უბნის შედეგების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,  ამ უბნებზე საარჩევნო ყუთში იმაზე მეტი ბიულეტენი დაფიქსირდა, ვიდრე ამომრჩეველი მივიდა.

    აქციის მონაწილეები ბიულეტენებისა და ხელმოწერების გადათვლას ითხოვენ, ომისია მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

  • ამ ეტაპზე არანაირ კოალიციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ – ვაშაძე

    ამ ეტაპზე არანაირ კოალიციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ – ვაშაძე

    მესამე ძალა–სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კოალიციებში მონაწილეობის მიღებას მისი პარტია არ აპირებს.

    მისი თქმით, ამ ეტაპზე არჩევნების შედეგებს აანალიზებენ.

    “არავისთან კონსულტაცია არ გვქონია, ვაფასებთ ჩვენს საარჩევნო შედეგებს და ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მხარდამჭერები პოლიტიკური წნეხისგან. რაც შეეხება კოალიციებს, ჩვენ ამ ეტაპზე, არანაირ კოალიციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ ჯერ კარგად უნდა გავაანალიზოთ ის შედეგები, რაც ამ არჩევნების შემდეგ დადგა”,– თქვა ვაშაძემ ბრიფინგზე.

    ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებელმა პროპორციული ხმების 1.34% მიიღო, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატმა თამარ კეკენაძემ – 0.61%.

  • სააკაშვილი ნელსონ მანდელა არ არის – სოზარ სუბარი

    “თვითონ სააკაშვილი და მისი პარტიის წევრები თვეებია და წლებია ღიად ლაპარაკობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, სახელმწიფოში ძალით შემოჭრაზე. რომ სააკაშვილი შემოვა და ვერავინ გაბედავს მის დაჭერას – ეს იყო რეალურად მათი სცენარი.

    ამ რეალობას სააკაშვილი ვერ აღიქვამდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერც მისი თანაგუნდელები აღიქვამდნენ ქვეყნის შინგნით, ან აღიქვამდნენ, მაგრამ მათაც ეგონათ, რომ სააკაშვილი არ ჩამოვიდოდა საქართველოში და ამიტომაც აქედან სხვა ინფორმაციას აწვდიდნენ, რომ აქ არის მუხტი და ერთადერთი შენი ჩამოსვლაღაა საჭირო.

    ის რომ სააკაშვილი ნელსონ მანდელა არ არის და არ ჩამოსულა ციხეში ჩასაჯდომად, კარგად ჩანს მისი სასოწარკვეთილი თხოვნებიდან, რომ უკრაინამ იქნებ დააბრუნოს ქვეყანაში”

    ამბობს ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი “იმედთან” ინტერვიუში. ცნობისთვის, უკრაინაში ექსტრადიციაზე მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს.

  • ხომ მიხვდით, რაც იგულისხმა, რად გინდათ სპეკულაციები – ყაველაშვილი “მხუთავ აირზე”

    “სპეკულაციაა. როცა აქცია ძალადობის ფორმას როცა აიღებს, იქ ყველა სახელმწიფოში ხდება მსგავსი რამ… მხუთავი აირი რა შუაშია? ხომ მიხვდით, რაც იგულისხმა და რად გინდათ ამაზე სპეკულაციები?”

    ამბობს ოცნების დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველის გამზირზე, “პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას”, შემდეგ კი სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. მწვავე კრიტიკის ნაცვლად მან პოსტი ჩაასწორა და მხუთავი აირის ნაცვლად ცრემლსადენი გაზი დაწერა.

  • პრემიერი არის უძლიერესი პრემიერი – ელისო ბოლქვაძე ღარიბაშვილზე

    “აუცილებელია ჩემი კომენტარი ამ თემაზე? მე არ მომისმენია [ღარიბაშვილის წერილი]. მე ვამბობ, რომ რევოლუციური სცენარი ყველა შემთხვევაში არის დამანგრეველი ქვეყნისთვის. არ მომისმენია და ვერ გეტყვით, პრემიერი არის უძლიერესი პრემიერი”

    ასე ეხმიანება ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელ წერილს, რომელმაც მან მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

  • ვაკეში, 72-ე უბანზე გვეწერა 0 ხმა, გადათვლის შედეგად, თურმე 20 გვქონია – ხოშტარია

    “ვაკეში, 72-ე უბანზე გადათვლის შედეგად, სადაც გვეწერა 0 ხმა, თურმე 20 გვქონია!!!

    უნდა გადავათვლევინოთ ყველაფერი”

    წერს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე. ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის შედეგადაც 121 საარჩევნო უბანზე მონაცემებით “მცირედით არის შეცვლილი”.

  • როცა NATO საქართველო-უკრაინის მზაობაზე შეთანხმდება, ისინი გაწევრიანდებიან – იენს სტოლტენბერგი

    ” როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ ისინი გაწევრიანებისთვის მზად არიან, ისინი გაწევრიანდებიან ” – ეს განცხადება,  NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტუკურ ალიანსში გაწევრიანებასა და ზოგადად ორგანიზაციის გაფართოებაზე საუბრისას განაცხადა.

    “მხოლოდ NATO-ს წევრების, უკრაინისა და საქართველოს გადასაწყვეტია, როდის იქნებიან გაწევრიანებისთვის მზად. არა რუსეთის. სხვა არავის. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მოდერნიზაციას, რეფორმების გატარებას, რათა NATO-ს სტანდარტები დააკმაყოფილონ. როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ ისინი გაწევრიანებისთვის მზად არიან, ისინი გაწევრიანდებიან. არ ვიცი ეს როდის იქნება, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა. რა თქმა უნდა, ეს ხვალ არ მოხდება.

    ჩემი მესიჯი NATO-ს წევრების მიმართ, ასევე, ის, რაც გუშინ პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილე, არის ის, რომ ჩვენ ნაბიჯი უნდა დავაჩქაროთ და გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის მეტი უნდა გავაკეთოთ. რადგან, სანამ ისინი წევრები არ არიან, ჩვენ მათ მეტი მხარდაჭერით, მეტი ვარჯიშით, შესაძლებლობების განვითარებით, რეფორმების გატარებით, კორუფციასთან ბრძოლით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუციების შექმნით უნდა დავეხმაროთ. უნდა შევთანხმდეთ, რომ არაფერსა და სრულ წევრობას შორის ბევრი რამაა. ესაა, რასაც NATO-ში მონდომებით მოვითხოვ და ვიმედოვნებ მომდევნო სამიტზე ამბიციურ გადაწყვეტილებებამდე მივალთ”, – თქვა სტოლტენბერგმა.

  • შემზადებაა, რომ სააკაშვილი გიჟია და გიჟს გავუშვებთ გარეთ – ხვიჩია პრემიერის წერილზე

    “ქართული ოცნება” და მიხეილ სააკაშვილი შეთანხმებულები არიან და შესაბამისად, ღარიბაშვილის ეს წერილი არის ერთგვარი შემზადება იმისი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გიჟი და გიჟს ხომ არ ჩავსვამთ ციხეში და გავუშვებთ გარეთ. ოღონდ ეს პირველი ნაბიჯებია, უცებ ხომ ვერ იტყვიან ამას. ჯერ დაიწყეს ფსიქოლოგიურად ხალხის შემზადება, რომ ცოდოა ასეთი ადამიანი ციხეში და ა.შ.

    საბოლოო ჯამში, ეს მივა ან ექსტრადაციამდე, ან დარეპორტეპამდე, ან რაღაც ეგეთამდე და ჩვენ კრება დაგვრჩება მხიარული არჩევნების შედეგად”

    ასე ეხმიანება “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ირაკლი ღარიბაშვილის წერილს.

  • ღარიბაშვილზე შეიძლება ილაპარაკო მხოლოდ ფსიქიატრთან – გვარამია

    ღარიბაშვილზე შეიძლება ილაპარაკო მხოლოდ ფსიქიატრთან – ამის შესახებ “მთავარი არხის” გემერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

    “ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება განხილვის თემა არათუ არ იქნება, ღარიბაშვილი აღარ არის ამ ქვეყანაში განხილვის თემა. ღარიბაშვილზე შეიძლება ისაუბრო ფსიქიატრთან, სხვას ვის უნდა ესაუბრო ღარიბაშვილის თაობაზე. რაც მეტი მით უკეთესი, მეტი ღარიბაშვილის განცხადებები საქართველოს”, – განაცხადა გვარამიამ.