Category: სლაიდერი

  • ურიგო არ იქნებოდა UK-ის დაწესებულ შეზღუდვებზე სტრასბურგში შესულიყო საჩივარი – თეა წულუკიანი

    ურიგო არ იქნებოდა UK-ის დაწესებულ შეზღუდვებზე სტრასბურგში შესულიყო საჩივარი – თეა წულუკიანი

    არ იქნებოდა ურიგო, როდესაც დიდი ბრიტანეთი ჩვენს მოქალაქეებს უწესებს რაღაცა ტიპის შეზღუდვებს, ამ შეზღუდვებზე ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპული კონვენცია და ვინაიდან ეს ქვეყანა არის ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, სტრასბურგის სასამართლოში შესულიყო საჩივარი. მგონია, რომ ამაზე ფიქრი დღესაც ღირს და არ არის გამორიცხული შედეგიანიც აღმოჩნდეს, იმიტომ რომ აქ საუბარია საკუთრების უფლების შეზღუდვაზე, მაგალითად, თუ იქნებოდა საქართველოს ისეთი მოქალაქე, რომელსაც ისეთი შეზღუდვები დაუწესეს, რომ მან თავისი ბიზნესი ვეღარ განკარგა, აქ მაინცდამაინც, პირველ რიგში, არ ვგულისხმობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

    შეიძლება სხვა ბიზნესმენებმა ან არაბიზნესმენებმა, რომლებმაც გარკვეული შეზღუდვა დაუწესდა, გაიაროს ყველა პროცედრული ეტაპი, როგორც წესი და რიგია, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, რომ დაირღვა მისი საკუთრების უფლება, თავისუფალი მიმოსვლის უფლება“,

    აცხადებს, ამის შესახებ “ოცნების” დეპუტატი, თეა წულუკიანი.

  • 2 000-მდე ქართველ თანამდებობის პირს უვიზო მიმოსვლა უნდა შეუჩერდეს! – ამორი

    ”1 000-დან 2 000 ინდივიდზე, რომლებიც საქართველოში ძალაუფლების სათავეში არიან. მათ უნდა დაუწესდეთ რეალური სანქციები”. – ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება დასანქცირებული ადამიანის ოჯახის წევრზეც.

    “რეალური პროგრესი, რომლის მიღწევის წინაშეც ჩვენ ვართ, არის ისეთი სავიზო რეჟიმის მიღება, რა შემთხვევშიც შესაძლებელი გახდება ჩამოვთვალოთ ადამიანები და არა განვსაზღვროთ მაგალითად, პასპორტის სახეობები ან ფერები. ანუ ჩამოთვლილი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც აეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა. მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას გასულ კვირას ევროპარლამენტში მხარი დავუჭირეთ, ამ მექანიზმის საბოლოო მიღებამდე ბევრი აღარ დარჩა.

    ეს არის გზა, რომ გვერდი ავუაროთ ვეტოს ევროპულ საბჭოში, რადგანაც ახლა გადაწყეტილება ევროკომისიის ხელშია. მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევქმენით, საშუალებას აძლევს კომისიას თვითონ გამოყოს გამონაკლისი შემთხვევები სავიზო რეჟიმში. ეს არის ახალი ჩარჩო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კიდევ ათეულობით ქვეყნისთვის. კერძოდ, ამ მექანიზმის მიხედვით, გამონაკლისი იმუშავებს 3 წლის განმავლობაში.

    ვიმეორებ, ამ მექანიზმით, შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების ჩამოთვლა, რომლებსაც ევროკავშირში გასამგზავრებლად ვიზა აღარ მიეცემათ. აღარ იმუშავებს ორი პასპორტის ქონის ხერხი, ასევე არ იქნება გამონაკლისები ოჯახის წევრებზე.

    მაგალითად, ვხედავთ რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი კლეფტოკრატის ცოლის ფოტოს, რომელის პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფება – ამ ხალხისთვის ეს აღარ მოხდება. პარლამენტში ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია ამ მექანიზმს ბრძნულად გამოიყენებს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

  • თუ დღეს არსებობს რამე, რაც საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა – ზურაბიშვილი

    თუ დღეს არსებობს რამე, რაც საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა – ზურაბიშვილი

    ”თუ დღეს არსებობს რამე, რაც საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა” – საქართველოს მეხუთე პრეზიდენმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის კონფეცენციას „თავისუფლება ციხის კედლებს მიღმა: სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერ მოძრაობას“ სიტყვით მიმართა.

    “ძალიან მინდოდა ფიზიკურად დავსწრებოდი თქვენს შეკრებას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. დღეს მსურს გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები მზია ამაღლობელზე – ქალზე, რომელიც იმ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რომელიც დღეს საქართველოში დიქტატურის, რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

    მზია ამ ბრძოლის სიმბოლო გახდა, რადგან ის ერთ-ერთი და არა ერთადერთია, მათ შორის, ვინც სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფალ მედიას წარმოადგენს, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე 30 წელზე მეტია იცავს სამოქალაქო თავისუფლებებს, უმცირესობების უფლებებს და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობას. აჭარაში, მის რეგიონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისში, როცა ქვეყანაში არსებობდა რეჟიმი, რომელიც თავისუფალ სიტყვას ზღუდავდა, მზია მუდამ დემოკრატიის დაცვის წინა ხაზზე იდგა.

    და მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ევროპული კურსიდან გადაეხვია, დაერღვია საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავალდებულებს ყველა ინსტიტუციას იმუშაოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და დაიწყო ჩვენი ბრძოლის ეს ეტაპი, სრულიად ბუნებრივია, რომ სწორედ მაშინ გახდა ეს პატარა ქალი, მზია, მშვიდობიანი პროტესტის მოძრაობის დროშა.

    თავად ვესწრებოდი მის ბოლო სასამართლო პროცესს, რომელიც 11 საათი გრძელდებოდა და მთელი ამ 11 საათის განმავლობაში მზია ფეხზე იდგა, რადგან დამნაშავეთა სკამზე ჯდომა მისთვის მიუღებელი იყო. ეს არასდროს დამავიწყდება!

    ის იყო და არის უდანაშაულო! ხელისუფლების მხრიდან თითქოსდა ფსევდორევოლუციების შესახებ მცდარი სცენარების შექმნის მიუხედავად, მზია საქართველოს მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია. მზია იმ მშვიდობიანი ბრძოლის სახეა, რომელიც ქვეყანაში საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად, სამოქალაქო თავისუფლებებისა და პრესის თავისუფლების დასაცავად მიმდინარეობს.

    და თუ დღეს არსებობს რამე, რაც ყველაზე მეტად საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა. მედიის თავისუფლება პირდაპირ დარტყმის ქვეშაა: პირველ რიგში, რეგიონული მედიასაშუალებები, რომლებიც ყველაზე მარტივად ხდებიან თავდასხმის ობიექტები, რადგან ყველაზე პატარები და რესურსების გარეშე არიან, შემდეგ უკვე, ძირითადი ოპოზიციური, ან უფრო ზუსტად, დამოუკიდებელი არხები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ცენზურისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის სამიზნეები გახდნენ.

    ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, დამოკიდებული ვართ თავისუფალ ინფორმაციაზე, რათა განვაგრძოთ ჩვენი ბრძოლა საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად და რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 316 დღეა მშვიდობიანი პროტესტის სახით მიმდინარეობს და რომელიც ორ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო და მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოში არ დაბრუნდება თავისუფალი მედია, თავისუფლება და დამოუკიდებლობა — თავის ევროპულ გზაზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • ჩვენ პოლიტიკოსი, იმიტომ არ გვქვია რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ასე ან კობახიძემ! უმნიშვნელოა რას ბოდავს კობახიძე – ლემონჯავა

    არასოდეს გვიმოქმედია ივანიშვილის დღისწესრიგით, რა თქმა უნდა, არც ახლა არ ვაპირებთ.

    ჩემთვის აბსოლიტურად უმნიშვნელოა რას ბოდავს კობახიძე ან მისი ნებიმიერი კრიმინალი კოლეგა, ჩვენ პოლიტიკოსი, იმიტომ არ გვქვია და პოლიტიკური პარტია, იმიტომ არ გვქვია, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ასე ან კობახიძემ. ამ პარტიების უკან დგას ასობით მებრძოლი ადამიანი და კიდევ ათასობით მხარდამჭერი, რომელიც მხარს უჭერს ან პარტია დროას, ან კოალიცია ცვლილებისთვის.

    პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ გვანიჭებს ავტორიტარი და დიქტატორი ივანიშვილი, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას გვანიჭებს ქართველი ხალხი, ასევე ჩვენი სინდისი და ღირებულებითი სისტემა, რომელიც ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას გულისხმობს, ნორმალური, სტაბილური, მშვიდობიანი ვითარების შექმნას, კეთილდღეობის მოტანას ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის, ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვისაც, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

    ეს არის ის ღირებულებები, ფასეულობები და იდეალები, რაზეც დგას ჩვენი ბრძოლა, ამიტომ ამ რუს ოლიგარქს შეუძლია ფურცლებით ითამაშოს რაც უნდა, არცერთი წამით ეს ბრძოლა არათუ არ შეჩერდება, მე ვფიქრობ, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, საზოგადოებადი ნდობა ამ პარტიების მიმართ გაიზრდება, რამდენადაც საზოგადოება დაინახავს, რომ ივანიშვილის ამ დიქტატორულ რუსულ გეგმებს ხელს უშლიან კონკრეტული ადამიანები ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები.

    განაცხადა ამის შესახებ, კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, გიგა ლემონჯავამ პარტიების აკრძალვის შესახებ ოცნების ინიციატივაზე.

  • ჯაღმაიძეს უნდა, რომ გავჩუმდე, ბიძინა ვაქო – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

    “იმ კომისიაში, სადაც მამა ანდრია [ჯაღმაიძე] არის არ შეიძლება ჩემი მისვლა, რადგან ის ჩემთან პრიდაპირ არის დაკავშირებული და თან ჩემს დასჯას აპირებს და თან გამოსასწორებულად. მე მამა ანდრიას ვეტყვი, რომ თავისი თავი გამოასწოროს და ჩემს გამოსწორებას დაანებოს თავი. რაც შეეხება კომისიას, ეს კომისია არის ზნეობრივი კომისია. მე ზნეობრივი გადაცდომა არ მქონია. ჩემი საჯარო განცხდებები თუ თქვენ არ მოგწონთ, მაშინ მომმართეთ წერილობით. თუ არასწორია, უნდა განიხილოს სინოდალურმა კომისიამ და არა მამა ანდრია ჯაღმაიძემ, მის კომპეტენციაში ეჭვი მეპარება, რომ მან საერთოდ იცის ქრისტიანობა.

    მე არა ვარ მოვლენილი ერის მოსანათალად. მე ერს განვუცხადებ ჭეშმარიტებას, სიმართლეს და მართალი ხალხის გვერდით ვდგავარ. ამას მე მღვდლობითაც გავაკეთებ და მღვდლობის გარეშეც გავაკეთებ. ძალიან უნდა მამა ანდრიას, რომ გავჩუმდე, მთავრობა და ბიძინა ვაქო, როგორც თვითონ აქებენ და დავდუმდე ბიძინას პატრიარქის მიმართ გინებზე, მაგრამ არ დავდუმდები. დისციპლინარული გადაცდომა მას აქვს ბევრი და რაც უნდა ის გააკეთონ. ქრისტემ უთხრა იუდამ, როცას იუდას გაცემა ჰქონდა გადაწყევტილი, მიდი და გააკეთე ის, რაც ჩაიფიქრეო. მეც იგივეს ვეტყვი – მიდი და გააკეთე, რაც ჩაიფიქრე”.

    განაცხადა ამის შესახებ, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა TV პირველთან საუბრისას.

  • არ გავრცელდება მხოლოდ1 და 2 პარტიაზე – კობახიძე პარტიების აკრძალვაზე

    არ გავრცელდება მხოლოდ1 და 2 პარტიაზე – კობახიძე პარტიების აკრძალვაზე

    „სრულ სიას იხილავთ თქვენ იმ დღეს, როდესაც შევა ოფიციალურად სარჩელი, რაც შეეხება მიდგომას და პრინციპს. პრინციპი არის შემდეგი – პირველი ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა მათზე აუცილებლად გავრცელდება სარჩელი და რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი, დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე, სრულ სიას გაეცნობით, როდესაც სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს მოხდება ძალიან მალე“,

    განაცხადა “ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

  • ფეხებგაფარჩხული კეტავენ გზას.არ ჰყოფნით ადამიანები – პაპუაშვილი

    ფეხებგაფარჩხული კეტავენ გზას.არ ჰყოფნით ადამიანები – პაპუაშვილი

    „ეს არის რეაქცია საზოგადოების მოთხოვნაზე, რომელიც მათ შორის 4 ოქტომბერს მილიონ ასხუთი ათასმა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ წარუდგინა. შეუძლებელია რომ 20 ადამიანი ძალადობდეს მილიონ ნახევრიან ქალაქზე. შეკრებას და მანიფესტაციას აქვს თავისი წესი. ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი აზრი, თავისი პროტესტი. როდესაც არის ის რაოდენობა, რომელიც ეტევა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე და ა.შ. პროტესტი გამოხატონ იქ. თუ კი იქნება ის რაოდენობა, რომელიც საკმარისი არ არის, რომ ტროტუარი დაიკავოს, რა თქმა უნდა შეუძლიათ გამოიყენონ ქუჩის ტერიტორია. თუმცა ახლა, რომ ვხედავთ ფეხებგაფარჩხული, რომ კეტავენ გზას იმიტომ, რომ არ ჰყოფნით ადამიანები, 20 ადამიანი ვერ იძალადებს მილიონ ნახევრიან ქალაქზე. ცდილობენ გაიწელონ, რომ გადაკეტონ გზა“

    განაცხადა “ოცნობის” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.

  • კანონში შედის ცვლილება რომ უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება  – კობახიძე

    კანონში შედის ცვლილება რომ უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება – კობახიძე

    ყველას შეუძლია, გამოხატოს საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში, მაგრამ როგორც ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა, ისევე საერთაშორისო სტანდარტები ამბობს ერთ რამეს, რომ თუ შენ არ ხარ საკარისად წარმოდგენილი შენს პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

    ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აცხადებს იმას, რომ თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა. თუმცა ხედავთ, რომ აქამდე მოქმედებდა ჯარიმები და ეს ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო. შესაბამისად, შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში იმისათვის, რომ უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე – ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება

    განაცხადა “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

  • ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს – NGO-ების ნაწილი ახალ კანონპროექტზე

    ”ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს” – ნათქვამია, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის – მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.

    ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს – ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენა, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცავს ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლება გარემოს დასაცავად და ა.შ.

    ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ – დაგაპატიმრებ. ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

  • საქართველოში ტერორი ახალ სიმაღლეებს აღწევს – სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოში ტერორი ახალ სიმაღლეებს აღწევს – სალომე ზურაბიშვილი

    ”ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს! მმართველი პარტია წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ყველა წევრის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მომავალში.ქუჩის მომიტინგეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებები სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლდა“

    ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.