Category: სლაიდერი

  • რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 47 დღეში – სრულად

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

    გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან 47 დღეში ოკუპანტმა დაკარგა:

    • დაახლოებით 19 500 ჯარისკაცი
    • ტანკი – 725
    • ჯავშანტექნიკა – 1923
    • საარტილერიო სისტემები – 347
    • MLRS / MLRS – 111
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 55
    • თვითმფრინავი – 154
    • ვერტმფრენი – 137
    • ავტომობილიო – 1387
    • გემები/ნავები – 7
    • საწვავის ავზები – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი – 119
    • სპეციალური აღჭურვილობა – 25
    • OTRK / TRK – 4

    გენშტაბის ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება, რადგან გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა.

  • შესაძლოა, რუსებმა მარიუპოლში ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენონ – ბრიტანეთი

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ადრე დონეცკში ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა, რაც შეიძლება გაიმეოროს ამჯერად მარიუპოლში, რადგან ქალაქისთვის ბრძოლა გაძლიერდება.

    მათივე ცნობით, რუსული დაბომბვა გაგრძელდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, თუმცა უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რამდენიმე თავდასხმა, რის შედეგადაც განადგურდა რუსული ტანკები, მანქანები და საარტილერიო ტექნიკა.

    “რუსეთის განგრძობადი დამოკიდებულება უმართავ ბომბებზე ამცირებს მათ უნარს, გაარჩიონ სამიზნე თავდასხმების განხორციელებისას და მნიშვნელოვნად ზრდის მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი მსხვერპლის რისკს”,– წერია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში.

  • “არის თუ არა მიზანშეწონილი „არასათანადო“ უწოდო მოწვევას , რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება? -უკრაინის რადას ხელმძღვანელი პაპუაშვილს

    უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეპანჩუკი ფეისბუქით პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც უარი თქვა ბუჩაში მიწვევაზე, რომელიც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო:

    “არასათანადო – ასე აღწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩემი მოწვევა ბუჩასა და ირპენის მოსანახულებლად.

    სწორედ ასე თქვა დიდმა შოთა რუსთაველმა: ერთგული მეგობარი მეგობარს დაეხმარება, მას არ ეშინია უბედურების. გულს მისცემს გულს, სიყვარულს კი – ვარსკვლავი გზაში.

    კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს ამ რთულ დროს. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არიან ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან. არიან ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხებში გვიწევენ დახმარებას.

    ჩვენ ვაფასებთ და ყოველთვის ვაფასებდით მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი და მამაცი მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს გვერდში უდგას ჩვენს დამცველებს და იცავს უკრაინას რუსული შემოჭრისგან, ისევე როგორც ბევრი უკრაინელი 2008 წელს. ისინიც ქართველების გვერდით იდგნენ რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც შელახა თქვენი დამოუკიდებლობა, ოკუპირება მოახდინა თქვენი ტერიტორიის ნაწილის, დახოცა თქვენი ხალხი.“

    სტეფანჩუკი წერს,  რომ რუსეთთან დაპირისპირების პირველივე დღეებიდან, უკრაინა მხარს უჭერდა საქართველოს: პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე.

    „უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების („ბუკ“, „ოსა“) წყალობით თქვენ დაიცავით თქვენი ცა. მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს. ჩვენი ხალხები და ისტორია ყოველთვის შეგვაფასებს ჩვენ პოლიტიკოსებს.

    „ერთადერთი რამ, რაც ენითგამოუთქმელს მხდის, არის კითხვა: არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე“, – წერს რადას თავმჯდომარე.

    შეგახსენებთ, 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,რომ მანაც მიიღო რადას თავმჯდომარის მოწვევა, ჩავიდეს უკრაინაში. პაპუაშვილის განმარტებით, უკრაინის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული რამდენიმე პრეტენზიის  განუმარტებლობის ფონზე, “ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს”.

  • კურსკის ოლქში ტერორისტული საფრთხე ყვითელ დონემდე აწიეს. რისთვის ემზადება რუსეთი

    რუსეთში, კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს 11 აპრილიდან ტერორისტული საფრთხის “ყვითელ“ დონეს აცხადებენ. რეგიონის გუბერნატორის, რომან სტაროვოისის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება “უკრაინელი ნაციონალისტების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებთან“ დაკავშირებით მიიღეს.

    “ყვითელი დონე“ ეს არის ტერორისტული საფრთხის  მეორე დონე. სულ  შკალაზე სამი დონეა.

    ოლქის ტერიტორიაზე უკვე დააყენეს საკონტროლო–სათვალთვალო პუნქტები, სადაც პოლიცია და სამხედროები იმორიგევებენ, გაძლიერებულია დასახლებული პუნქტების პატრულირება.

    ოლქის ხელმძღვანელობა მოსახლეობას მოუწოდებს ფრთხილად იყვნენ და სამართალდამცავებთან ითანამშრომლონ.

  • არაა გამორიცხული, ორკებმა კვლავ სცადონ “კიევის 2 დღეში აღება” – კლიჩკო

    “Მეგობრები! ის, რომ მტერმა უკან დაიხია კიევიდან, არ ნიშნავს იმას, რომ მან უარი თქვა დედაქალაქის აღების სურვილზე. ამიტომ ორკების მორიგი მცდელობა, “2 დღეში აიღონ კიევი“, არ არის გამორიცხული. დედაქალაქი კი თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს.

    ოკუპანტები აგრძელებენ სისასტიკესა და გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იმ რეგიონებში, სადაც ისინი შეიჭრნენ”

    წერს ტელეგრამ არხზე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

  • მაკრონი – 28.1%, ლე პენი – 23.3% – საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლი

    საფრანგეთში სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ეგზიტპოლების მიხვედით, მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 28.1% აიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა მარი ლე პენმა 23.3%.

    მათ გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის კიდევ 10 კანდიდატი იბრძოდა. თუ ვერცერთი კანდიდატი შეძლებს ხმების 50%-ის მიღებას, არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 24 აპრილს გაიმართება.

    ცნობისთვის, წინა საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2017 წელს ჩატარდა, სადაც მაკრონის მთავარი ოპონენტი მაშინაც მარი ლე პენი იყო.

  • მკაცრად ვგმობთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ არჩევნებს – უკრაინა

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება მკაცრად გმობს რუსეთის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში.

    საელჩოს განცხადებით, უკანონო არჩევნები მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ გააჩნია სამართლებრივი შედეგი.

    “რუსული არმიის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე უკანონო არჩევნებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის საფუძველი შექმნას.

    უკრაინა მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარება, ასევე დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინაში.

    ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და მათი მკაცრი დაცვა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება მალე აღდგენას”,– წერია უკრაინის საელჩოს განცხადებში.

  • კიევში ვიზიტის შემდეგ ავსტრიის კანცლერი ხვალ პუტინს შეხვდება

    9 აპრილს ვოლიდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ავსტრიის კანცლერი, კარლ ნაჰამერი ხვალ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას ადასტურებს პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.

    გერმანული გამოცემის, Kronen Zeitung-ის ცნობით, ნეჰამერმა თქვა, რომ სურს, “ხიდის მშენებელივით“ იმოქმედოს და “ეცადოს, რომ ცოტათი მიუახლოვდეს მშვიდობას“.

    გამოცემა წერს, რომ ვიზიტები კანცლერმა წინასწარ განიხილა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთად.

    უკრაინაში ნეჰამერმა და ზელენსკიმ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციებს დაწესება.
  • მტერი ცდილობს, აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციისთვის მზადება დაასრულოს – გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, რუსეთის ცდილობს, დაასრულოს მზადება აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციისთვის.

    მათი ცნობით, მიმდინარეობს ჯარების გადაჯგუფების, მართვის სისტემის გაფართოებისა და ლოჯისტიკური სამუშაოები.

    “ოკუპანტებმა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები აღმოსავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქებიდან უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის რაიონებში გადაჰყავთ”,– აცხადებს გენშტაბი.

    ცნობისთვის, უკრაინა მომდევნო დღეებში ელოდება ძლიერ შეტევას დონბასზე. ალექსეი არესტოვიჩის ცნობით, შეტევის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. მისი პროგნოზით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დონბასში მძიმე ბრძოლები გაიმართება, რაც ომის შემდეგი ეტაპის ბედს განსაზღვრავს.

  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-13 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი,ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.