Category: სლაიდერი

  • მედვედჩუკი პუტინსა და ზელენსკის მარიუპოლელებში მის გაცვლას სთხოვს (ვიდეო)

    უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც 12 აპრილს უკრაინაში დააკავეს, პუტინს და ზელენსკის სთხოვს, უკრაინულმა მხარემ ის გაცვალოს მარიუპოლის მცველებსა და მოსახლეობაზე გაცვალოს, რომლებიც ახლა მარიუპოლში იმყოფებიან და არ აქვთ საშუალება, ქალაქი ჰუმანიტარული კორიდორით დატოვონ.

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მის ვიდეომიმართვას Facebook-ზე ავრცელებს:

    https://www.facebook.com/watch/?v=519748482927290

    უკრაინული მხარის ცნობით, მარიუპოლში ამ დროისთვის დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ქალაქის დაცვას აგრძელებს აზოვის პოლკი და 36-ე საზღვაო ბრიგადის ჯარისკაცები.

  • დღეს ლვოვში ის ადგილი დაბომბეს, სადაც გუშინ ჩვენმა მატარებელმა გაიარა – იოსელიანი

    “დღეს ის ადგილი დაბომბეს ლვოვში, სადაც ჩვენმა მატარებელმა გაიარა გუშინ. ასეთ ვითარებაში ჩასვლა და მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვდა ყველას მხრიდან და ჩემი კოლეგების, უკლებლივ ყველას გადაწყვეტილება, ყოფილიყვნენ დელეგაციაში და მხარდაჭერა ეჩვენებინათ უკრაინისთვის, ნამდვილად დასაფასებელია.

    ძალიან მიშვნელოვანი რამ მოხდა, თითქმის სრული საპარლამენტო დელეგაცია ჩავედით უკრაინაში და ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლებას და ხალხს. სად იყო ქართულ-უკრაინული რიტორიკა ერთი კვირის წინ და სად ვართ დღეს? მგონი ყველა სკეპტიკოსს იმედი გავუცრუეთ, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყო ამ გაფუჭებული ურთიერთობის. წინ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ შემობრუნების წერტილი გაჩნდა და ახლა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.

    ენმ-ს საქციელი არაფერში არ ჯდება. ერთიან ვიზიტში მონაწილეობაზე უარის თქმით გამოვიდა, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესს გადააყოლეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. საკუთარი თავი ყველას მიღმა დააყენეს და ქვეყნის ინტერესის უგულებელყოფის ხარჯზე ყველაზე რადიკალ ძალებს და მხარდამჭერებს ასიამოვნეს. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ეს რადიკალიზმი მათთვის რამდენად ძვირფასი “მონაპოვარია” და რამხელა პოლიტუკურ ეგოზე დგას მათი ეს “შეუპოვრობა”.

    რუსეთის წინააღმდეგ ომში უკარაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ამ გამარჯვებაში ჩვენც ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, როგორც შეგვიძლია, ესაა დღეს საქართველოს სახელმწოფოს ინტერესი და არა საკუთარ პარტიებზე ფიქრი”

    წერს პარლამენტის დეპუტატი ლევან იოსელიანი. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინას 16 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დღეს რუსმა ოკუპანტებმა დღეს ლვოვში რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა.

  • რაღაც მომენტში ჩვენ შევძლებთ ბლოკადის გარღვევას – ბუდანოვი მარიუპოლზე

    „მარიუპოლი არის ჩვენი ხალხისა და ჯარისკაცების გმირობის ძეგლი, მისაბაძი მაგალითი. ქალაქის დაცემაზე კარგა ხანია საუბრობენ, რუსები ჯერ აცხადებდნენ, რომ ქალაქი აიღეს, მერე თქვეს, რომ აღება გარდაუვალი იყო… მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ერთ თვეზე მეტია არ მუშაობს.

    რაღაც მომენტში ჩვენ შევძლებთ ბლოკადის გარღვევას”

    თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში.

  • 8 მარტის შეთანხმების შედეგად პარლამენტში ყრიხართ, 3%-იანებო – ჩერგოლეიშვილი კრიტიკას პასუხობს

    8 მარტის შეთანხმების შედეგად პარლამენტში ყრიხართ, 3%-იანებო – ჩერგოლეიშვილი კრიტიკას პასუხობს

    “ჭაობიდან ამოსვლას აქვს თავისი წესები (თუ ჩემი არ გჯერათ, ძალიან სანდო ვიეტნამური წყაროები არსებობს).

    ჭაობში თუ ფართხალებ, მეტად იძირები.

    ასე ფართხალებთ ყველა, ვინც ევროპული საქართველოს ერთადერთ ღირსეულ და შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის ფარსის მიმართ, რაღაც ქვენა მოტივებით ხსნით.

    რამდენიმე დღის წინ  მიშა მშვილდაძე შევიდა დამინულ ველზე და თანმიმდევრულობა დაგვიწუნა.

    დღეს ანა ნაცვლიშვილს (არ ვიცნობ და არ ვთაგავ ამიტომ) მოვკარი თვალი, სადღაც ფართხალებდა ბოკერია “ახლა შეჯდა თანმიმდევრულობის მესიჯზე” იმიტომ რომ თავად ვერ შედიოდა პარლამენტშიო.
    თან მებრალებით, მაგრამ თან გვერდს ვერ ავუვლი იმ ფაქტს, რომ ამ უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ და ამიტომ გპასუხობთ.
    —————
    პირველი სამარცხვინო სისულელე!

    “2016 წლის პარლამენტში თუ შეხვედით, რატომ 2020 წლის პარლამენტში არ შეხვედით”.

    ადამიანს, რომელსაც პოლიტიკაზე კომენტირების პრეტენზია აქვს, ასეთი სამარცხვინო და უთავმოყვარეო სისულელის თქმა უნდა რცხვენოდეს!

    1) 2016 წელს ჩვენ გვქონდა სხვა საარჩევნო სისტემა!

    ამ საარჩევნო სისტემით ქოცებმა მოიგეს!

    ამ მახინჯი საარჩევნო სისტემით, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობაც კანონიერად გაიფორმეს!

    გაყალბების მასშტაბიც კი ვერ ფარავდა განსხვავებას.
    27 პროცენტი ჰქონდა ნაცმოძრაობას, 48 ოცნებას – სხვა პარტიებმა ბარიერიც ვერ გადალახეს (ინაშვილს გადაალახინეს ხელოვნურად).

    განსხვავება იმდენად დიდი იყო, შეუძლებელი იყო იმის მტკიცება, რომ გაყალბების გამო მოიგეს ქოცებმა. ამიტომ დავისახეთ ამოცანად სისტემის შეცვლა და შევცვალეთ 20 ივნისის აქციების დროს – ხალხის მონაწილეობით!

    2) 2016 წელს ბოკერია არ გამოვარდნილა და ბოიკოტი არ გამოუცხადებია!

    2020 წელს სანამ ფოთიდან ჩამოვედით, საგიჟეთი მოაწყვეთ (ამას დაგილაგებთ ვიდეოებად, რომ კარგად შეგარცხვინოთ – თქვენი ლიდერებიანად, დუჟმორეულები რომ ყვიროდით ბოიკოტზე) – ბოიკოტზე გავედით ყველანი ერთად.

    სიტყვა ვთქვით, ხალხი ქუჩაში გავყინეთ, ბოლო ხმაზე ღრიალებდით ვინც ამ პარლამენტში შევა მოღალატეაო – ბოიკოტის დამრღვევ ადამიანებს თავზე ნაგავს აყრიდნენ და დუმდით.

    და ამის შედმეგ შევარდით პარლამენტში – 43 პროცენტი გამარჯვებააო ყვიროდით! (ღმერთი მაღალია). ბოკერია არ არის ქარაქუცა, უთავმოყვარეო პოლიტიკოსი, მას ფიზიკურად არ შესწევს უნარი სააკაშვილივით, ვაშაძესავით, ან უგულავასავით მოიქცეს, მას რცხვენია ასე მოქცევა, ასეთებს ჩვენ, საღამოობით ერთმანეთს რომ ვხვდებით, დავცინით – სირცხვილად ვთვლით ასეთების პოლიტიკაში ყოფნას და გვესმის ქართველი ხალხის, რომ პოლიტიკურ კლასს არ გვენდობა.

    —————-

    მეორე გულისამრევი სისულელე
    “ბოკერია პარლამენტში ვერ მოხვდა და ამიტომ ატრაკებს”.

    ბოკერიას ჰქონდა მოძრავი სია – მას რომ პარლამენტში შესვლა ვადამდელზე კომპრომისის გარეშე ჰქონოდა განსაზღვრული, სიას სანამ ჩახსნიდა – წინ გადაეწერებოდა. კაკოს საერთოდ შედეგებით ეკუთვნოდა წინ გადაწევა. ამასთან – ელენე არ შევიდა (არც ეკუთვნოდა, ზუსტად ისე, როგორც ტარიელ ნაკაიძეს და დავით ბაქრაძეს არ ეკუთვნოდათ) – ელენეს ადგილი არავის დაუკავებია.

    უსინდისო ბოდვაა ის, რომ მანდატი არ ჰქონდა და ამიტომაა ბოიკოტში.

    როცა ასეთ სამარცხვინო ბრალდებას ისვრით, საკუთარ თავებს ყიდით – რაღა გაყიდვა გინდათ, ვიცით რომ საკუთარი “პალაჟენიის” გამოს ყველაფერს გაყიდით, სინდისსაც.

    თქვენი მორალური კოდექსიდან გამომდინარე ტენით ეგეთ “ნახალკას” სხვას და ამიტომ ხართ სამარცხვინოები.

    ———————–

    მესამე აღვირახსნილი სისულელე.

    “თუ 8 მარტის შეთანხმებას მოაწერა, რატომ 19 აპრილისას არ მოაწერა”.

    თქვე შინაარსისგან დაცლილო ფუტლარებო! 8 მარტის შეთანხმების შედეგად საარჩევნო სისტემა შეიცვალა!

    120 ადგილი მივიღეთ პროპორციულად. 8 მარტის შეთანხმების შედეგია ის, რომ ლელო პარლამენტში გდია 3 პროცენტით!

    ვერ ეგდებოდით, რომ არა ბოკერია და 8 მარტის შეთანხმება!

    19 აპრილის შედეგად რა შეიცვალა თქვე თვითმარქვია პოლიტიკოსებო?

    2021 წლის არჩევნებზე რა მივიღეთ 19 აპრილის შეთანხმების შედეგად?

    8 მარტის შეთანხმების შედეგად, პარლამენტში ყრიხართ 3 პროცენტიანები და თქვენს ამომრჩეველს წარმომადგენელი ჰყავს – უხეირო, მაგრამ მაინც!

    19 აპრილის შედეგად რა მივიღეთ? დიდი ეროვნული სირცხვილი! გაუცხოებული ხალხი და დიდი დეპრესია!

    P.S. რამდენჯერმე დავაპირე თქვენი განცხადებებიდან ვიდეოები ამეწყო და ქართველი ხალხისთვის მეჩვენებინა რა სამარცხვინო ფლუგერები ხართ, მაგრამ შემებრალეთ.

    ახლა აღარ შემებრალებით – გმადლობთ.

    —————-
    P.P.S. და კიდევ ერთ რამეში დამარწმუნეთ, ბარიერი 5 პროცენტზე დაბალი არ უნდა იყოს.
    ვინც 5 პროცენტს ვერ აგროვებს, ის პარლამენტში არც უნდა იყოს”

    ასე პასუხობს ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას “ტაბულასა” და “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

  • მიკვირს, რამდენად დაუდევრად მიუდგნენ რუსი გენერლები ოპერაციას – ბუდანოვი

    “რაღაც მომენტში ჩვენ შევძლებთ ბლოკადის გარღვევას”,- უთხრა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გერმანულ გამოცემა Spiegel-ს.

    ბუდანოვის განცხადებით, უკვირს, “რამდენად არაკომპეტენტურად და დაუდევრად მიუდგნენ რუსი გენერლები ამხელა ოპერაციას”.

    “თუ მათ ნამდვილად სჯეროდათ, რომ მათ შეეძლოთ ამის გაკეთება სამ დღეში – და, რამდენადაც ჩვენ ვიცით, მათ აბსოლუტურად სჯეროდათ ამის, მაშინ რუსეთის ხელმძღვანელობას ალბათ უკვირს, რამდენად არაკომპეტენტურები არიან მათი გენერლები”,– თქვა მან ინტერვიუში.

    ბუდანოვმა რუსული არმიის მასშტაბურ სამხედრო დანაკარგების მიზეზებზეც ისაუბრა.

    “ეს კითხვა საკუთარ თავს დავუსვით და ერთი პასუხი ვიპოვეთ: გენერლების უკიდურესად დაბალი პროფესიული დონე. ამის ერთ-ერთი მიზეზია ნეპოტიზმი რუსულ ჯარში, ისინი არიან ამინდის გენერლები, თანამდებობის პირის ნათესავები, რომლებიც არ ასრულებენ დავალებებს და არ არიან ამისთვის მზად”,– აღნიშნა დაზვერვის ხელმძღვანელმა.

    კითხვაზე, რა იარაღი სჭირდება უკრაინას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, გენერალ-მაიორმა ბუდანოვმა თქვა, რომ უკრაინას სჭირდება საარტილერიო სისტემები, რაშიც გერმანიის არმია განსაკუთრებით ძლიერია, ასევე ტანკები და საზენიტო სისტემები.

  • სენაკის ბაზაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა – თავდაცვის სამინისტრო

    სენაკის ბაზაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა – თავდაცვის სამინისტრო

    თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სენაკის ბაზაზე 21 წლის ჯარისკაცმა თავი მოიკლა.

    „სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა ჯონი ჯაბას ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვაყურეო კამერამ. ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით.

    თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ინციდენტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 54 დღეში – სრულად

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოკუპანტის დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან 54 დღეში რუსულმა არმიამ დაკარგა:

    • დაახლოებით 20 600 ჯარისკაცი
    • ტანკი – 790
    • ჯავშანტექნიკა – 2041
    • საარტილერიო სისტემები – 381
    • MLRS / MLRS – 130
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 67
    • თვითმფრინავი – 167
    • ვერტმფრენები – 147
    • ავტომობილი – 1487
    • გემები / ნავები – 8
    • საწვავის ავზები – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი – 155
    • სპეციალური აღჭურვილობა – 27
    • OTRK / TRK – 4

    გენშტაბის ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება.

  • ლვოვის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა

    რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, ლვოვში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

    მისივე თქმით, დილით ლვოვზე ოთხი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, მათ შორის, 3 სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

    მაკსიმ კოზიცკის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობასაც ამ დრომდე ცდილობენ.

    “ობიექტები ძლიერ დაზიანდა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამ დროისთვის ცნობილია 6 დაღუპულისა და 8 დაშავებულის შესახებ. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. მიმდინარეობს მონაცემების განახლება”,– წერს სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი.

  • სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება 150 ლარამდე გაეზრდებათ – ღარიბაშვილი

    პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს პირველი ივნისიდან დახმარება 50 ლარით გაეზრდებათ.

    “ერთი წლის წინ გახსოვთ რომ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბაშვებს დახმარება გაუორმაგდათ, 50 ლარი გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, პირველი ივნისიდან”,– თქვა ღარიბაშვილმა.

    მისივე თქმით, მთავრობა გეგმავს, რომ დახმარება ყოველ წელს გაიზარდოს.

    მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

  • “რუსი მეთაურები შეშფოთდებიან” – ბრიტანეთის დაზვერვა მარიუპოლზე

    დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსი მეთაურები შეშფოთდებიან იმ დროით, რაც მათ მარიუპოლის დასამორჩილებლად სჭირდებათ.

    “შეთანხმებულმა უკრაინულმა წინააღმდეგობამ სასტიკად გამოსცადა რუსული ძალები და გადაამისამართა ხალხი და [საბრძოლო] მასალა, რაც ანელებს რუსეთის წინსვლას სხვაგან”,– აცხადებს დაზვერვა.

    მათივე ცნობით, მარიუპოლის აღების მცდელობა მნიშვნელოვანი ფასი დაუჯდა მის მცხოვრებლებს – განადგურებულია ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, ხოლო მოსახლეობაში მნიშვნელოვანი მსხვერპლია.

    “მარიუპოლში დასახლებული ტერიტორიების მიზანში ამოღება ემთხვევა რუსეთის მიდგომას ჩეჩნეთთან 1999 წელს და სირიასთან 2016 წელს. მიუხედავად 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებისა, რომ რუსეთი არც ქალაქებს დაარტყამდა და არც უკრაინის მოსახლეობას დაემუქრებოდა”,– წერია ბრიტანული დაზვერვის განცხადებაში.