Category: სლაიდერი

  • ეს არის სატყუარა და სატყუარაში თავს არ გავაბმევინებთ – გოცირიძე სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფებში „კატეგორიულად არ ჩაერთვება“. გოცირიძე აღნიშნულს “სატყუარას” უწოდებს.

    „სამუშაო ჯგუფებში ჩავერთვებით თუ არა? კატეგორიულად არა! ეს არის სატყუარა, ამ სატყუარაში არ გავაბმევინებთ თავს, მიუხედავად დიდი საერთაშორისო ზეწოლისა და მფარველობისა. კონსტიტუციური ცვლილებები დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა რომელიღაც სასტუმროში და მთელი დიპლომატიური კორპუსი იყო და სალომე ზურაბიშვილიც ალაპარაკა გაერო-ს ტრიბუნიდან, რომ საქართველო გადადის ახალ კონსტიტუციურ სისტემაზე, მაგრამ მოგვატყუა.

    რაც შეეხება ხვალ პაპუაშვილთან მივალთ თუ არ მივალთ, ისინი ამბობენ, მოდით, ამ გეგმის შესრულებისთვის გადავერთოთ კომისიებში და პაპუაშვილთან შეხვედრის საბოლოო მიზანი იქნება ერთი, რომ ჯერ დავიწყოთ დეპოლარიზაციით და გაჩუმდით თქვენ, ხმა არ ამოიღოთ და კომისიებში დავიწყოთ მუშაობა. ჩვენ ახლა პარტიაში ვმსჯელობთ, თათბირი გვქონდა პარტნიორებთან… ეს შეხვედრა იქნება კვლავ სატყუარა, ამიტომ ალბათ, არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ შევალთ ჩვენი კონსტრუქციული გეგმით, დავიწყოთ მუშაობა. სალომე ზურაბიშვილო, მოიწვიე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, გადაწყვიტე ერთი საკითხი მაინც“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

  • 5 ივლისის ძალადობის წამქეზებელი და ჩამდენი პირები უნდა წარსდგნენ კანონის წინაშე – საელჩოები

    ” 5 ივლისის ძალადობის წამქეზებელი და ჩამდენი პირები უნდა წარსდგნენ კანონის წინაშე ” – საელჩოები პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ სადაც ნათქვამია, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული და ძალადობის წამქეზებელი და ჩამდენი ყველა პირი კანონის წინაშე უნდა წარსდგეს.

    ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, იაპონიის, ისრაელის, საფრანგეთის, შვედეთისა, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოები საქართველოში.

    “მივესალმებით 2022 წლის პრაიდ კვირეულის ჩატარებას. ვულოცავთ თბილისი პრაიდს და სხვა სათემო ორგანიზაციების ამ წარმატებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მხარს ვუჭერთ მათ სამოქალაქო უფლებას შიშისა და შეზღუდვების გარეშე ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით.

    კარგად გვესმის, რომ პრაიდ კვირეულის აღნიშვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებსა და ბევრ სხვა სტრესულ ვითარებას გულისხმობს. უამრავი ლგბტქი+ ადამიანი მსგავს გამოწვევებს ყოველდღიურად უმკლავდება. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ წლევანდელი პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ.

    მადლობას ვუხდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომელთაც პრაიდ კვირეულის მსვლელობისას , უსაფრთხოების დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყვეს. მივესალმებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ჩართულობას კვირეულის მომზადებისა და კოორდინირების პროცესში.

    მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვით, სახელმწიფო მხარს უჭერს ადამიანის ძირითადი უფლებების საყოველთაო დაცვას და ისეთი საზოგადოების მშენებლობას, რომელიც აძლიერებს და იცავს მის ყველა წევრს, გამონაკლისის გარეშე, და აღიარებს და აფასებს მრავალფეროვნებას.

    მივესალმებით საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს ადამიანის უფლებების დაცვისა და ამ მხრივ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გზაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების გზით.

    საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს მრავალფეროვნებას და მიაჩნიათ, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ეს სოციალური ცვლილება სახელმწიფოს პოლიტიკასა და პრაქტიკაზე უნდა აისახოს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულოს ამ მხრივ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და სათანადოდ დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, მათი შესაძლებლობის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, რასობრივი მიკუთვნების, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად.

    აღნიშნულის გათვალისწინებით, შევახსენებთ საქართველოს მთავრობას, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო ძალადობის წამქეზებელი და ჩამდენი ყველა პირი უნდა წარსდგეს კანონის წინაშე.

    ვადასტურებთ მზაობას და ვაგრძელებთ ჩვენს ხელშეწყობას, რათა საქართველომ დაიცვას ლგბტქი+ თემის უფლებები, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა, გააძლიეროს ლგბტქი+ ადამიანების სოციალური დაცვა, შეამციროს მათი უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე და უზრუნველყოს განათლებაზე, დასაქმებასა და ჯანდაცვაზე წვდომა”, – წერია განცხადებაში.

  • განადგურებული მარიუპოლის აღდგენას 7-10 წელი და $14 მლრდ სჭირდება – ბოიჩენკო

    უკრაინის განადგურებულ და ოკუპირებულ საპორტო ქალაქ, მარიუპოლის სრულ აღდგენას 7-10 წელი და 14 მლრდ დოლარზე მეტი  დასჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ, ქალაქის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ავრცელებს.

    ბოიჩენკო აცხადებს, რომ ქალაქში რუსული აგრესიის გამო, 1356 მრავალსართულიანი შენობა და კერძო სახლების 40% განადგურდა, მათი უმრავლესობა კი რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება.

    ”მჯერა, რომ ერთად გავაცოცხლებთ მარიუპოლს და კიდევ უფრო უკეთესს გავხდით“ – აცხადებს ბოიჩენკო.

    მარიუპოლის მერი აცხადებს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა და მსხვილმა უკრაინულმა ბიზნესებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა მარიუპოლის აღდგენაში დახმარებისთვის.

  • რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვისაც კი უნდა მოვემზადოთ – ლეიენი

    “ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ ბუნებრივი აირის მიწოდების შემდგომი შეფერხებისა და რუსული ბუნებრივი აირის სრული შეწყვეტისთვისაც კი. ცხადია, პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას აგრძელებს, ამიტომ კომისია ევროპის საგანგებო გეგმაზე მუშაობს.ჩვენ ამ გეგმასა და საჭირო ინსტრუმენტებს ივლისის შუა რიცხვებში წარვადგენთ. წევრ ქვეყნებს უკვე აქვთ ეროვნული საგანგებო გეგმა, ეს კარგია. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ერთიანი ქმედებები. ჩვენ დარწმუნებული  უნდა ვიყოთ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში გაზი მიეწოდებათ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება”

    აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი.

  • 7 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება – სია

    7 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება – სია

    ხვალ, 7 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ, თელასი ავრცელებს ხოლო მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ტაბიძის, კაპანელის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ამაშუკელის, დათუაშვილის, ჟღენტის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ასმათის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ავთანდილის და ფარნავაზ მეფის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, კუტუზოვის, გამრეკელის, ცინცაძის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონის, სოფელი ლისის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, კარტოზიას, ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ქავთარაძის   ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ფოსტის, წურწუმიას, ქურხულის, სართიჭალის, ხერხეულიძის, იზაშვილის, ბადიაურის, დედოფლისწყაროს, ბეთანიის, ბზიფის, მარტყოფის, საინგილოს, თეძამის და გალავნის ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ხაბეიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის, კოსტავას, ვაშლოვანის, ახვლედიანის, ეკალაძის, კობახიძის და კეკელიძის ქუჩების  მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო დიდუბეს მიმდებარე ტერიტორიის, ტრანსპორტის, კარალეთის, ჭიაურელის, ჩაჩავას, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების   მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების,   ფიროსმანის, პეტრიწის და სააკაძის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ლეონიძის, გალაკტიონ ტაბიძის, მესხიას, ლაღიძის, თაბუკაშვილის და კვალის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სადგურის და მარნეულის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის და წყაროთუბნის ქუჩის მოსახლეობას.

  • The New York Times მკითხველს აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს უზიარებს

    ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში, აჭარული ხაჭაპურის ფოტოს აქვეყნებს და მკითხველს რეცეპტს და მომზადების წესს უზიარებს.

    • “ტრადიციულად ხაჭაპურისთვის პიკანტურ იმერულ ან სულგუნის ყველს იყენებენ, მაგრამ მათი შოვნა შეერთებულ შტატებში რთულია. ამიტომაც ამ რეცეპტისთვის მოცარელა, ფეტა და თხის ყველია გამოყენებული”, – ნათქვამია სტატიაში.
  • ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება – კალაძე “ალტ ინფოს” პარტიაზე

    „არ აქვს მნიშვნელობა, ვინ, რომელ პარტიას წარმოადგენს. თუ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კანონს, ასეთი შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობაც“, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს ყველაფერი. ჩვენ ხომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, კანონის ფარგლებში ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება, მთავარია კონსტიტუციისა და კანონის დაცვა“

    ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ განიხილავს მთავრობა „ალტ-ინფოს“ მიერ შექმნილი პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის საკითხს.

  • სადაც შემიშვებენ, ყველგან მივიღებ მონაწილეობას, სანამ იქიდან გამომაგდებენ – ხვიჩია

    “სადაც შემიშვებენ, ყველგან მივიღებ მონაწილეობას იქამდე, სანამ იქიდან გამომაგდებენ ჩემი ხასიათების გამო. […] ქართულ ოცნებას რაც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული, შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას ვაპირებ. მინდა, რაღაცნაირად გავაჟღერო ქართულ ოცნებასთან თუ ნაცმოძრაობასთან ჩემი პოზიცია, რეალურად თუ როგორ შეიძლება მოხდეს დეპოლარიზაცია. სულ ორი რამეა გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ ვიმოძრაოთ — საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

    რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, ჩემი აზრით, არ იციან, რას აკეთებენ. ისინი საპირისპირო არც არგუმენტს ამბობენ და არც რაიმე გეგმის შესახებ გვეუბნებიან რამეს. ოპოზიციის შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებ, სანამ გამომაგდებენ ჩვენი კოლეგები. წინა შეხვედრაზე მიწვეული არ ვიყავი.”

    განაცხადა, გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

  • ჩვენ არც ზარმაცი და არც ჩამორჩენილი ერი არ ვართ, ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება! – სააკაშვილი

    “როდესაც სიღნაღს, ბათუმს ვაშენებდით და ლაზიკას ვგეგმავდით, გვინდოდა ყველაფერი გაგვეკეთებინა ისე, როგორც ევროპაში და უკეთესად. მომეწონა ნიცაში რაღაც და გადმოვიღეთ ბათუმში უკეთესად, ვალენსიის კოშკის ზუსტი ასლი გავაკეთეთ.

    ამ ქალაქებს იმიტომ კი არ ვაშენებდით, რომ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში. ჩვენ ვჩქარობდით, ვმუშაობდით დღეც და ღამეც. ჩვენ არც ზარმაცი და არც ჩამორჩენილი ერი არ ვართ.

    ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება!”

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს.

  • “ვიწყებთ განხილვას საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირებაზე – ისინი მხარს უჭერენ პუტინის ომს და ამის შედეგები უნდა იწვნიონ“–მაიკ მაკფოლი

    ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას და განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან – ვფიქრობ, უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს, – ამის შესახებ რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკ მაკფოლი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმესთან“ ინტერვიუში აცხადებს.

    მაიკ მაფოლი არ ასახელებს კონკრეტული პირების გვარებს, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში დასანქცირდნენ და ამბობს, რომ ამ საკითხზე სანქცირების ჯგუფმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

    „ჯგუფი, რომელსაც მე კოორდინაციას ვუწევ, საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიოა. ჩვენ გვყავს ამერიკელები, უკრაინელები, ევროპელები, რუსებიც კი, რომლებიც მონაწილეობენ ამ ჯგუფში, მაგრამ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან, რათა შევიმუშაოთ ახალი იდეები, რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ ვეხმარებით მათ საკითხების გადაჭრაში, ჩვენ ვაძლევთ მათ რჩევას და არა პირიქით. რაც შეეხება სახელებს, პიროვნებებს, ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პიროვნებების სიებს. სამუშაო დოკუმენტი #3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოვოთ სანქცირებული პიროვნებების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით. ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, – აცხადებს მაიკ მაკფოლი.