Category: სლაიდერი

  • ვერ დადგები ირაკლი ცალ ფეხზე, შენ უკვე დგახარ მუხლებზე რუსეთთან – მანჯგალაძე კობახიძეს

    “ეს არის გაფრთხილება, ბოლო დიდი სიგნალია ქართული ოცნებისთვის, რომ ამერიკა ვერ შეეგუება იმას, რომ ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა და აქვე მინდა ირაკლი კობახიძეს და ქართული ოცნების პროპაგანდისტებს ვუპასუხო – დაიხვიეს გიორგი ბურჯანაძის გამოსვლა, რომ ჩვენ ცალ ფეხზე არ დავდგებით, ვითომ ვინმემ მოსთხოვა ცალ ფეხზე დადგომა. ვერ დადგები ირაკლი ცალ ფეხზე, იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან და რომც მოინდომო ვერ დადგები ცალ ფეხზე”

    აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პატა მანჯგალაძე მოსამართლეების სანქცირების თემის კომენტირებისას.  

  • მცდარი ინფორმაციის საფუძველზეა გადაწყვეტილება მიღებული – ცერცვაძე სანქციებზე

    მცდარი ინფორმაციის საფუძველზეა გადაწყვეტილება მიღებული – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ვალერიან ცერცვაძე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა
    “მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა აღვნიშნო, რომ 6 წელია რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.
    ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.
    ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას.”– წერს ვალერიან ცერცვაძე.
  • მამისა და მამინაცვლის მხრიდან სავარაუდო გაუპატიურების ორი შემთხვევა კახეთში – საქმეში არასრულწლოვანები ფიგურირებენ

    კახეთის მუნიციპალიტეტის ორ სხვადასხვა სოფელში ორი არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, გააუპატიურეს.

    14 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მამამ, ხოლო მეორე შემთხვევაში კაცმა – 12 წლის გერზე იძალადა.

    არსებული ინფორმაციით, ორივე კაცი უკვე დაკავებულია და მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

    ორივე საქმეზე ბარალდებულები დაკავებული არიან.

    სხვა დეტალები უცნობია.

  • მკაფიო სიგნალია მათთვის, ვინც ანტი-დემოკრატიულ საქმიანობაშია ჩართული – კრამერი სანქციებზე

    ”ეს აჩვენებს მზარდ შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე და უგზავნის მკაფიო სიგნალს მათ, ვინც ანტი-დემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები, ვინც ამგვარ საქმიანობაში არიან ჩართულნი და არ არიან დღეს აქ ნახსენები, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ… ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არაა სანქციები საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ესაა მიზანმიმართული სანქციები იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იმავეს გააკეთებს”

    თქვა ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

  • „კოლექტიური დასავლეთი“ თბილისს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს -რუსეთის საგარეო

    ჟენევაში გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდზე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიების პოლიტიზების თავიდან აცილება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

    უწყების ინფორმაციით, 4-5 აპრილს გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელზეც რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ გალუზინი წარმოადგენდა, ხაზი გაესვა „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებს, კონფრონტაცია უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ.

    „აქცენტი გაკეთდა „კოლექტიური დასავლეთის“ უწყვეტ მცდელობებზე, კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ, რაც გამოიხატება თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში, გახსნან „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასეთი საშიში განცხადებები საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და მათ მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციების მხრიდან“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსული და მისი აფხაზი და სამხრეთ ოსი მოკავშირეების შეფასებით“, რეალური წვლილი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში შეიძლება იყოს საქართველოს მიერ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასევე ე.წ. „ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსეთის საზღვრების“ დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყება.

    „ამ ამოცანების პრაქტიკული განხორციელება ჟენევის მოლაპარაკებებზე მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისაღები – სენატორი რიში მოსამართლეთა კლანის სანქცირებაზე

    „სწორედ ის დროა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა დაიწყოს. დღევანდელი სანქცირებები ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისაღები. გავაგრძელებ ქართველი ხალხის სურვილების მხარდაჭერას, განაგრძონ სვლა უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავლისკენ.”

    ასე ეხმაურება,  შეერთებული შტატების  სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში ქართველი მოსამართლეთა კლანის  სანქცირებას.

  • ზურაბიშვილმა მითხრა – აგერ ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო, სახტად დავრჩი – კობახიძე

    შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 27-28 თებერვალი. 24-ში დაიწყო ომი, შარშანდელ პერიოდზე მაქვს საუბარი. შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვდა, რა გინდათო. ნუ, გავიკვირვე მე, ჩვენ რა უნდა გვინდოდეს-მეთქი, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა, ასეთი პასუხი დავუბრუნე, თქვენ გვითხარით, რა გინდათ-მეთქი, ასე ზრდილობიანად ვუპასუხე.

    აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო, თან მაშინ უმძიმესი სიტუაცია იყო უკვე უკრაინაში, რამდენიმე მხრიდან უტევდნენ უკრაინას. კიევში იყვნენ შესული.

    ნუ, სახტად დავრჩი. ანუ, ასეთ რაღაცას მეუბნება, რომ თქვენ იყავით მასეო, აგერ, ზელენსკი გმირიაო. მე ჩემს პასუხს არ ვიტყვი, რა ვუპასუხე. ალბათ, სამომავლოდ მექნება ამის საშუალება, მაგრამ დღეს არ ღირს ამაზე საუბარი. მაშინ მთელი საზოგადოება იყო აჟიტირებული, ქართული საზოგადოება იყო აჟიტირებული, სხვანაირად უყურებდა მოვლენებს, ემოციური ფონი იყო სხვანაირი, ეს გასაგებია და პრეზიდენტიც ბუნებრივია, გაყვა იმ ემოციურ ფონს, იმედია, დღეს ასე აღარ ფიქრობს.

    ამის შესახებ,  მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედი LIVE-ის ეთერში საუბრობს.

  • ვიმსჯელებთ, რა ტიპის რეაგირება უნდა გვქონდეს – კობახიძე მოსამართლეთა კლანის სანქცირებაზე

    ჯერ არ გვიმსჯელია, ალბათ, ვიმსჯელებთ, რა ტიპის რეაგირება უნდა გვქონდეს, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, თამაშის წესები იყოს დაცული… რა ტიპის რეაგირება გვექნება, ეს არის ცალკე საქმე, მაგრამ მე ყველას პირობას ვაძლევ, საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც, რომ ვერცერთი უსამართლო ქმედებით საქართველოში ვერ მოხდება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ჩვენ არასდროს დავუბრუნდებით იმ წარსულს, რომელიც მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელით იმართებოდა სასამართლო სისტემა.

    მე ამის პირობას ვაძლევ ქართულ საზოგადოებას და ყველას გარეთ, ვისაც შეიძლება ჰქონდეს გარეთ ინტერესი, რომ მოახდინოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა, ამას ვერ დავუშვებთ ჩვენ.

    ასე ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირებას.

  • სამწუხაროა, მეგობრობა მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვსაუბრობთ – თალაკვაძე

    “სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს საქართველოსა და აშშ-ს ვგულისხმობ, ეს ერთი. მეორე, იცით, რომ სასამართლო, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები, ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. მოდით, შევხედოთ, ვნახოთ ერთად: დღეს დაასანქცირეს 4 მოსამართლე, ვიზების შეზღუდვა დაუწესე მათ და ოჯახის წევრებს. რა ხდებოდა მანამდე, ნუ ჩვენი ხელისუფლების პირობები სასამართლო სისტემაში, რომელშიც ეს ადამიანები მუშაობდნენ. თუმცა ამ ოთხიდან ერთი, ბატონი ცერცვაძე საკმაოდ დიდი ხანია აღარ მუშაობს და დანარჩენი სამი მოსამართლე სხვადასხვა პოზიციაზე არიან.

    რა ხდებოდა მაშინ, როცა ეს მოსამართლეები მუშაობენ სასამართლოში, რა ხდება ამ წლების განმავლობაში: ანუ, სასამართლოში და ეს არის დადასტურებული სტატისტიკა და არა ჩემი, ან ვინმეს მოსაზრება, სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ როცა მოქალაქეები სახელმწიფოსთან დავობენ, აქ დაბრუნდა ბალანსი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებიც და სახელმწიფოს თითქმის თანაბრად იგებდნენ საქმეებს. დაბრუნდა ბალანსი, ნიშნავს, რომ სახელმწიფო კი აღარ ჩაგრავს სასამართლოში ყოველთვის, 99% შემთხვევაში როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს, არამედ არის გონივრული ბალანსი, სადაც მოქალაქეებიც ამტკიცებენ თავიანთ სიმართლეს და სახელმწიფოც. ეს აშკარაა, ამის უგულებელყოფა შეუძლებელია, ეს იცის აშშ-მაც”,

    ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძეაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირებას.

  • ამ უპატიოსნესი [ურთმელიძის] კაცის წინააღმდეგ ყველაფერი იკადრეს – კობახიძე

    თქვენ გახსოვთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავდა პირველი ინსტანციის დონეზე რუსთავი 2-ის საქმეს და რა აღარ იკადრეს მის წინააღმდეგ – უვარგისმა ხალხმა, NGO-ების ლიდერები იყვნენ ამაში ჩართული, ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის ნიკა გვარამია და მოგვიანებით რა მოხდა? ყველაფერი იკადრეს ამ უპატიოსნესი კაცის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადგინა, რომ მოსამართლე ურთმელიძეზე იყო უსამართლო ზეწოლა და ბულინგი. ამ ზეწოლას და ბულინგს ქართველ მოსამართლეზე, უპატიოსნეს კაცზე ჰქონდა პირდაპირი მხარდაჭერა, სამწუხაროდ, კოორდინირებული მხარდაჭერა და ეს უცხოელი აგენტები და სხვები იყვნენ ამ ყველაფერში ჩართული.

     

    ასე ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირებას.