Category: სლაიდერი

  • შეძრწუნებული ვარ, ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი – ზურაბიშვილი უკრაინელი ტყვეს წამებაზე

    “შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული.
    კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
    საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!”

    საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადაც რუსი სამხედროების მორიგი სისასტიკეა ასახული და ჩანს, რომ აგრესორები უკრაინის დამცველს თავს კვეთენ.

  • შემახსენებელია, რატომაა ღირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა – კელი დეგნანი BBC-ზე

    არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა, ისე ჟღერს, რომ ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს და უზრუნველყოფენ ხალხის უფლებების დაცვას.

    განაცხადა ამის შესხაებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა  კელი დეგნანმა ”ნეტგაზეთთან”.

  • ჯოზეფ ბორელმა ჩინეთში ვიზიტი გადადო

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჩინეთში ვიზიტი გადადო.  გადადების  მიზეზად მისი კორონავირუსით ინფიცირება სახელდება.

    “სიმპტომები არ მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა, ტესტზე დადებითი პასუხის გამო, სამწუხაროდ, ვიზიტის გადადება მომიწია”, – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

  • “სარჩელი შემაქვს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის” – ბურჭულაძე POST TV-ის უჩივის

    “სარჩელი შემაქვს სასამართლოში ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. ასეა როცა ენა წინ გისწრებს და ახლა ამტკიცე ვინ არის ჩვენს შორის მიმთვისებელი და თაღლითი”,

    მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აპირებს, რომ Post TV-ის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

    ცნობისთვის  შალვა რამიშვილმა ბურჭულაძე “საქველმოქმედო თანხების გაფლანგვასა” და თაღლითობაში დაადანაშაულა და თავის გადაცემაში იმ მუსიკოსებზე ისაუბრა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას შეუერთდნენ.

  • კეზერაშვილის პოლიტიკისგან შორს ყოფნა კარგია მისთვის, ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის – მელია

    ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო.

    ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია.

    ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV.

    მოკლე კომენტარს გავაკეთებ BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, ვრცლად მოგვიანებით.

    ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე – რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს “გამოსავალს”, “ახსნასა” და “განმარტებას” ეძებენ…

    შედიან დეტალებში, როდესაც პრობლემა არა დეტალებში არამედ არსშია.

    მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის.

    ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც “გამოსავალსა” და “ახსნას” ეძებს: მონსტრათან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება.

    ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე – ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა “დავალებიდან” გამომდინარე.

    თუ ქართული ოცნების დეპუტატებს ვთხოვთ, ან ვთხოვდით ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა “მოსახერხებელი” პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისაგან – ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ – ეს რეპორტაჟი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა.

    ამბობს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია.

  • უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად – ოსტინი

    “უკრაინას აქვს შესანიშნავი აქტიური ოპერაციების გეგმა, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო წრემ იცის. მათ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები, რაც საჭიროა [კონტრშეტევის დროს] წარმატების მისაღწევად”,

    აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი.

  • ჯერ უნდა შეამოწმოთ ავთენტურობა – პესკოვი უკრაინელი ჯარისკაცების მკვლელობის კადრებზე

    ჯერ უნდა შეამოწმოთ ავთენტურობა – პესკოვი უკრაინელი ჯარისკაცების მკვლელობის კადრებზე

    “რა თქმა უნდა, ეს საშინელი კადრებია და ჯერ უნდა შეამოწმოთ ავთენტურობა. და შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ შევამოწმოთ ეს სიმართლეა თუ არა, მოხდა თუ არა ეს. თუ ეს მოხდა, მაშინ სად და ვის მიერ”,

    აცხადებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, რითიც გავრცელებულ ვიდეოებს ეხმაურება, რომლებზეც  ნაჩვენებია როგორი სისასტიკით კლავენ რუსი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცებს.

  • შეუძლებელია იგნორირება, რა მარტივად კლავენ ეს მხეცები, ეს მსოფლიომ უნდა ნახოს – ზელენსკი უკრაინელი ტყვეს წამებაზე

    არის რაღაც, რასაც მსოფლიოში ვერავინ დააიგნორებს: რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო… უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯა… მსოფლიომ უნდა ნახოს.

    ეს არის ვიდეო, რომელიც აჩვენებს რუსეთს ისეთს, როგორიც ნამდვილად არის. როგორი ქმნილებები არიან ისინი. მათთვის არ არსებობენ ადამიანები. ვაჟი, ძმა, ქმარი.. ვიღაცის შვილი…

    ეს არის ვიდეო, სადაც რუსეთი ცდილობს, ახალ ნორმად აქციოს ცხოვრების განადგურების ასეთი ჩვევა.

    ეს არ არის უბედური შემთხვევა. ეს არ არის ეპიზოდი. ადრეც ასე იყო. ასე მოხდა ბუჩაში. ათასჯერ.

    ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება. ყველა ლიდერმა. ნუ ელოდებით, რომ ამ ყველაფერს დავივიწყებთ.

    არაფრის დავიწყებას არ ვაპირებთ. არც ჩვენ ვაპირებთ მკვლელების პატიებას.

    ტერორის დამარცხება აუცილებელია.

    ვერავინ გაიგებს, თუ ლიდერები რეაგირებას არ მოახდენენ. საჭიროა მოქმედება ახლა!

    და ჩვენ უკრაინაში მაქსიმალურად უნდა ვფოკუსირდეთ ფრონტზე. დაგვეხმარეთ, რამდენადაც შეგიძლიათ – გავდევნოთ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან!

    მთავარი მიზანი გამარჯვებაა. ოკუპანტის დამარცხება, მკვლელების დასჯა.

    მარადიული ხსოვნა ყველა ადამიანს, ვისაც სიცოცხლე რუსულმა ტერორმა წაართვა!

    პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვესთვის თავის მოკვეთის ფაქტს ეხმაურება.

    11 აპრილის საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცს დანით ჭრიან თავს. ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯარისკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ერთ-ერთმა ოკუპანტმა ამის გაკეთება დაიწყო.

  • ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ფუნქციის შესრულებას ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით – იოსელიანი

    “თქვენ იცით, რომ მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ კონსილიუმი იყო შესული და შემდეგ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა. ეს დასკვნა დაერთო მათ საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში. ვერაფერს გეტყვით, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ჩვენს ფუნქციას ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ვასრულებთ, გავაგრძელებთ მის შესრულებას, რაც გულისხმობს მის უფლებებზე ზედამხედველობას, მათ შორის, კონსილიუმის აქტიური მონაწილეობით,”

    სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, ომბუდსმენის ოფისი გააგრძელებს თავის ფუნქციის შესრულებას, რაც მის უფლებებზე ზედამხედველობას გულისხმობს, მათ შორის, სამედიცინო კონსილიუმის აქტიური მონაწილეობით.

  • იმედი გვაქვს, ან განმარტება გაკეთდება, ან გადაწყვეტილება გადაიხედება- ოხანაშვილი სანქციებზე

    იმედი გვაქვს, ან განმარტება გაკეთდება, ან გადაწყვეტილება გადაიხედება- ოხანაშვილი სანქციებზე

    საქართველოს მოქალაქის სასამართლოსადმი ნდობა რაიმე ფორმით არ უნდა დაზიანდეს. ამ ნდობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არაფრის დიდებით არ უნდა გაჩნდეს […] თუ მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი, ეს კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ? ამიტომ, დაუშვებელია, ვინმემ ვინმესთან მიმართებაში ასე უაპელაციოდ ასეთი მძიმე ბრალდება წამოაყენოს. ამიტომ, იმედი გვაქვს, ან შესაბამისი განმარტება გაკეთდება, ან ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა აშშ-ს მიერ ქართული სასამართლო კლანის დასანქცირებაზე.