სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ, სასამართლომ ის 4 200 ლარით დააჯარიმა.ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“4200 ლარით დამაჯარიმეს 3 მარტის აქციაზე 38 რომ დაგვიჭირეს.”- წერს ნიკა ნარსია.
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ, სასამართლომ ის 4 200 ლარით დააჯარიმა.ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“4200 ლარით დამაჯარიმეს 3 მარტის აქციაზე 38 რომ დაგვიჭირეს.”- წერს ნიკა ნარსია.
მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.
ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ
მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი “იმედთან” საუბარში აშშ-ს სამართლებრივ და დემოკრატიულ სტანდარტებს უწუნებს და ამბობს, რომ მისი კოლეგები “მტკიცებულებების გარეშე” ჩააყენეს ისეთ მდგომარეობაში, რომ “საკუთარი უდანაშაულობა” უნდა ამტკიცონ
ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, რომ მიდიხარ და ქრისტეს საქმეს აკეთებ, მაგრამ სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდე, რუსულ სიტყვას ვიტყვი – ურა პატრიოტი იყო.
ერთი რამ იცოდეთ – ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და ჩვენი საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე. ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ რომელიღაც იმაში ძალით შეგვიყვანონ, რა, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ და კარგად ვიყოთ და არა იმისთვის, რომ ვიღაცის მონები, რა… რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ. ნურას უკაცრავად, რა, აბსოლუტურად ყველამ იცოდეს – ევროპამაც, ამერიკამაც, რუსმაც, თურქმაც, ირანელმაც, ჩინელმა და ა.შ. ქართველი კაცი არასდროს არ გახდება არავის მონა, ღვთის მონობიდანაც გამოვა და შვილი გახდება, არათუ შვილი, მეგობრობასაც მიაღწევს ღვთის შეწევნით.
“როცა 2008 წელს მიიხურა ნატოს კარი უკრაინასა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით” – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება. კულებას თქმით, შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი საფრთხეები იგნორირებულია.
“საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა – მოსკოვი ახორციელებდა სასტიკ თავდასხმებს ერთმანეთის მიყოლებით. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ “საკუთარი სიმართლე”. მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის, რომლის საბოლოო მიზანი იყო მორიგი “იალტის” კონფერენციის ჩატარება ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით”, – განაცხადა კულებამ.
კულებამ აღნიშნა, რომ დასავლეთს არ ჰქონდა თანმიმდევრული შავი ზღვის სტრატეგია, ხოლო რუსეთს ყოველთვის ჰქონდა: აგრესიული, რევანშისტული და ბარბაროსული.
“რუსეთი ყოველ ჯერზე მოქმედებდა იქ, სადაც დასავლეთს ეპარებოდა ეჭვი. როდესაც 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით მიიხურა ნატოს კარი უკრაინასა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით”, – აღნიშნა კულებამ.
ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან – აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, რომ მივდივარო და ქრისტეს საქმეს ვაკეთებო, მაგრამ სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდა. რუსულ სიტყვას ვიტყვი – ურა პატრიოტი იყო. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ერთი რამე იცოდეთ, რომ ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე
– თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დიდ ხუთშაბათს ქადაგებისას.
მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს
აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.”– წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, 18:00 საათიდან, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დაიშვა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისათვის.
“პირველ რიგში, როგორი ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ, შედეგი არ იცვლება. ხსენებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ არიან, ვერ შევლენ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება მრავალი წყაროდან მიღებულ ცნობებს, მათ შორის ღია წყაროებიდან. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ დაიწყოს საკუთარი გამოძიება, ინფორმაციის დიდი ნაწილი ცნობილია და ცნობილი იყო წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი გამოძიება იმავე შედეგამდე მივა.”
აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, თუკი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდება, ეს რუს ჯარისკაცებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩააყენებს.
„თუ დადასტურდება, ის რუს ჯარისკაცებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩააყენებს, რაც ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განმარტებით, ჩანაწერის ავთენტურობა არ დადგენილა, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. თუმცა, მისი თქმით, არსებობს მრავალი სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი, რომელიც დასაგმობია და რომლის ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვესთვის თავის მოჭრის ფაქტია ასახული.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ელენე ხოშტარია, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ზურა ჯაფარიძე, რომელსაც ასევე პატივს ვცემ, მაშინ რაღაცნაირად ამ პროცესების მიღმა დარჩნენ, იმიტომ, რომ ყველას გვქონდა ჩვენი პოზიცია…
… ყოველდღე, როცა რაღაც პოლიტიკურ კომენტარს ვაკეთებთ, გვიწევს ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარი, დღეს, მაგალითად ანი წითლიძეზე მეკითხებოდნენ, ყოველ შემთხვევაში, გვიწევს რაღაც მსჯელობა პოლიტიკოსებს, რადგან პოლიტიკა არის ზედაპირზე, საჯარო სფეროა.[…]მე ჩემი არჩევანი გავაკეთე ყველაფერთან დაკავშირებით და დავტოვე პრაქტიკულად ჩემი სახლი, და პარტია, როდესაც რავიცი, მართლაც მიშა ციხეში იყო, იმიტომ, რომ ეს არჩევანი ეხებოდა სწორედ იმას, რა ძალიან დიდ ნაწილსაც ამ პარტიის პოლიტიკის არ ვეთანხმებოდი – მენეჯმენტის და ზოგადად თავმჯდომარის არჩევას, და ა.შ.
არა, პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ, რომ მათი პოზიცია მათი პოზიციაა, უბრალოდ, იმ ადამიანებისგან გაცილებით მეტს მოველოდი, ვისაც პატივს ვცემ და პოლიტიკურ სივრცეში, მგონია, რომ ეს ადამიანები რაღაცნაირად უფრო ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ. მეც და ბევრი ადამიანი ნაციონალურ მიძრაობაში რაღაცნაირად პარტნიორად აღვიქვამდით ამ ადამიანებს.
[რატომ არ გააკეთეს მკაფიო განმარტება], არ ვიცი, ვერ გეტყვით. მახსოვს, ზურას განმარტება იყო ერთი, როდესაც თქვა, კარგია, არჩევნები იქნება, რომ ვინმეს დაველაპარაკო პარტიაშიო… მართლა მივიჩნევდი, რომ უფრო სხვანაირ შეფასებებს ველოდებოდი. გაცილებით სხვა მოლოდინი მქონდა, უფრო რაღაცა მკვეთრი შეფასების, მაგრამ ეს არის მათი საქმე, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება”
რის გადაფარვას ცდილობენ ამით, ჩაკეტილი რიკოთის უღელტეხილის თუ ბაობაბების საქმის? მთავარი არის ერთი რამე – აგერ არის საერთაშორისო გამოძიება, აგერ არის საერთაშორისო მედია, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მე რამდენადაც მოვისმინე, თვითონ დავით კეზერაშვილიც გაავრცელებს ინფორმაციას და განმარტავს ამ ყველაფერს, თუმცა, ეს არის ვარაუდების დინეზე “გამოძიებული” კონკრეტული რაღაც, ამ ყველაფერს სჭირდება დადასტურება.
ასე ეხმაურება ენმ-ს დეპუტატი გიორგი ბოტკოველი ე.წ ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის გამოძიებას, რომელშიც დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს.