თუ გჯერა და გწამს, რომ კონკრეტული ადამიანი არასწორი ბრალით ზის ციხეში, დანაშაული არ ჩაუდენია და მაინც ციხეშია და თუ გჯერა, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური მოტივაცია არსებობს და შენ ბერკეტი გაქვს, რომ ეს ადამიანი ციხეში არ იჯდეს, მაშინ, შენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ.
პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია ამიტომ აქვს, რომ მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები თუ რაიმე პოლიტიკური გავლენები დააბალანსოს […] ეს ბერკეტი სწორედ იმიტომ აქვს პრეზიდენტს, რომ მანაც აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა ქვეყანაში სამართლიან მართლმსაჯულებაზე და ჩაერიოს, როდესაც მართლმსაჯულების მნიშვნელოვან ხარვეზებს ადგილი აქვს. ამ შემთხვევაში, ასეთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ნამდვილად სახეზე გვაქვს და რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობაც არის ის, რომ ნიკა გვარამია დღემდე ციხეში ზის.
Category: სლაიდერი
-
პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც არის, რომ ნიკა გვარამია დღემდე ციხეში ზის – ლომჯარია
-
პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? – ოდიშარია
„წასულიყვნენ, 17- ში არ არის? ვერ გავიგე პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? – მოიკითხეთ აბა. დეპუტატებს ნებართვა ხომ არ სჭირდებათ მთავრობის? ადგნენ, ჩემო ბატონო და წაბრძანდნენ. აგერ, „ვიკენდებზე“ დადიან ჩაშალეს კომისიის შექმნის საკითხი. როცა უნდათ, სადაც უნდათ იქ მიბრძანდებიან ქალიც და კაციც და რას წუხან, ვერ გავიგე [… შესაფასებელიც არაფერი გახლავთ, როცა წერილი შედის კონკრეტულ თარიღში და მეორე დღესვე ხდება პასუხის გაცემა, მით უმეტეს დადებითის, ფაქტები თავისთავად მეტყველებს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ხელი არავის შეუშლია ხელოვნურად ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტისთვის და თანმხლები პირებისთვის, ვგულისხმობ დელეგაციას, რომ გამგზავრებულიყვნენ და მიეღოთ შესაბამის პლატფორმაში მონაწილეობა“
ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სტრასბურგში პრეზიდენტთან ერთად სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ქალი დეპუტატების ვიზიტიც იგეგმებოდა.
-
ბელარუსი რუსეთის ბირთვული იარაღის განსათავსებლად ობიექტებს ამზადებს – თავდაცვის მინისტრი
“ბელარუსი რუსეთის ბირთვული იარაღის განსათავსებლად ობიექტებს ამზადებს ” – ამის შესახებ, ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საწვრთნელ მოედანზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ მოვამზადეთ აღჭურვილობა, თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ატომური იარაღის ტარება, მივიღეთ თანამედროვე ისკანდერის კომპლექსი, რომელსაც ასევე შეუძლია ბირთვული ქობინიანი რაკეტების გამოყენება. მომავალ კვირას რუსეთში შესაბამისი შენაერთის მომზადება დასრულდება და ის დაგვიბრუნდება… საჭირო თუ იქნება, ჩვენ გვექნება სტრატეგიული ბირთვული იარაღი. ჩვენ უკვე ვამზადებთ ობიექტებს. მტრული რიტორიკა თუ გაგრძელდება, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ძალას მხოლოდ ძალით ვუპასუხებთ. დასავლეთში სხვანაირად არ ესმით“- განაცხადა ხრენინმა.
-

ვიღაცას აქვს სურვილი, პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმოაჩინოს როგორც დევნილი, ჩაგრული – მსხვერპლის როლში – სარჯველაძე
„თვალს ვადევნებთ მცდელობას, რომ ვინმე მსხვერპლისა და ჩაგრულის მანტიით შეიმოსოს – ცალმხრივად გავრცელებული ფაქტები სენსაციური აღმოჩნდება ხოლმე და შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ „ფეიკია“. ითქვა, რომ თითქოს ნებართვა არ იყოს გაცემული. შემდეგ კი მთავრობამ განაცხადა, რომ ნებართვა გაცემული იყო. ფაქტია, რომ ცვლილებების მიზეზი ნებართვის გაუცემლობა არ იყო. საქართველოში არავის აქვს შეზღუდული საქმიანობისა და აზრის გამოხატვის შესაძლებლობა“,
ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. სარჯველაძის შეფასებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის სტრასბურგში გამგზავრების საკითხზე მთავრობის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენება.
-
ვითვალისწინებთ დასავლეთის მცდელობებს გახნას “მეორე ფრონტი” საქართველოში, მოლდოვაში – ლავროვი
ვითვალისწინებთ დასავლეთის მცდელობებს გახნას “მეორე ფრონტი” საქართველოში, მოლდოვაში – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.
“ამ ფაქტორების კომბინაცია არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვდუნდეთ, ჩვენ არ ვდუნდებით, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს და ვითვალისწინებთ მათ ჩვენს გეგმებში – ორივეგან, სამხედრო – პოლიტიკურ და დიპლომატიურ და სხვა ასპექტებში,” – უთხრა ლავროვმა ჟურნალისტებს.
ლავროვი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აქებს და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაინახა საქართველოს ხელმძღვანელობის ჩართვის მცდელობები „მეორე ფრონტის“ შექმნაში, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და უარი თქვა მსგავს ქმედებებზე.
“როგორ ექცევა დასავლეთი ამა თუ იმ ხელმძღვანელობას ნათლად აჩვენა, როდესაც მოლდოვაში იყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური ხაზის წინააღმდეგ, პროტესტი ეკონომიკური განვითარების ინტერესების უგულებელყოფის წინააღმდეგ.
და დასავლეთმა დაგმო ეს თითქმის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობად, ამავდროულად საქართველოში იყო პროტესტი აბსოლუტურად მკაფიო, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, თუ ფულს იღებთ საზღვარგარეთიდან და ეწევით სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობას, გთხოვთ, მითხარით, საიდან მოდის ფული”, – თქვა ლავროვმა.
-
როგორც კი აშშ-დან და ევროპიდან უკრაინის დაფინანსება დასრულდება, თავად უკრაინაც დასრულდება – მედვედევი
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა. როგორც კი დასრულდება აშშ-დან და ევროპიდან დაფინანსება, ომი დასრულდება. ყოჩაღ, თამამი და სწორი პოზიციაა ევროპელი პოლიტიკოსისთვის. მხოლოდ იმის დამატება შეიძლება, რომ როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება“,
ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და როგორც კი აშშ და ევროპა მას დაფინანსებას შეუწყვეტენ, ომი დასრულდება.
-
რატომ გაავრცელა ჯეკ ტეიშეირამ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები
აშშ-ს ეროვნული საჰაერო გვარდიის წევრმა ჯეკ ტეიშეირამ, რომელიც ეჭვმიტანილია პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვაში, უკრაინის ომი განიხილა, როგორც “დამთრგუნველი” ბრძოლა ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს უნდა იყვნენ. ამის შესახებ Washington Post წერს.
დახურული Discord სერვერის წევრმა, სადაც ტეიშეირამ გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, თქვა, რომ პირველად ჯარისკაცმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო თავისი მეგობრებისთვის საიდუმლო მონაცემების ჩვენება.
„მან [უკრაინის ომს] განიხილა, როგორც „დამთრგუნველი“ ბრძოლა „ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც უფრო მეტი საერთო უნდა ჰქონდეთ, ვიდრე დაყოფის მიზეზი“, – განუცხადა თეიშეირას მეგობარმა ჟურნალისტებს.
ახალგაზრდამ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სურდა „გაენათლებინა ადამიანები, რომლებიც, მისი აზრით, მისი მეგობრები იყვნენ და რომელთა ნდობაც შეიძლება“ და ასევე „გათავისუბლებულები ყოფილიყვნენ, იმ გამძვინვარებული პროპაგანდისგან, რომელიც მათ გარშემო ტრიალებდა”.
ამავდროულად, ონლაინ ჯგუფის წევრებმა პირობა დადეს, რომ არასოდეს გაუზიარებენ საიდუმლო დოკუმენტებს ვინმე სხვას, დახურული Discord სერვერის მიღმა, რადგან ამას შეიძლებოდა დიდი ზიანი მიეყენებინა, აშშ-სთვის.
გამოცემის თანამოსაუბრემ ასევე უარყო ჭორები, რომ სერვერზე მონაწილეთაგან ნაწილი რუსები და უკრაინელები იყვნენ. მისი თქმით, ერთ-ერთმა მონაწილემ თავი რუსეთის საზღვაო ოფიცერად გაასაღა, მაგრამ სინამდვილეში ის აშშ-ის შტატ კენტუკიში ცხოვრობს.
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა
გასულ კვირას The New York Times-მა შეამჩნია, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ასლები, ან მსგავსი დოკუმენტები.
უკრაინის ხელისუფლებამ სასწრაფოდ განაცხადა, რომ რუსული IPSO-ს ეს პუბლიკაციები, შექმნილია უკრაინის დისკრედიტაციისთვის, ასევე მოკავშირეებს შორის ნდობის შელახვისთვის და, თუ ეს შესაძლებელია იქნებოდა, ჩაეშალა უკრაინის კონტრშეტევის გეგმები. მეორე მხრივ, რუსულმა მხარემ დოკუმენტების ფოტოშოპირება დაიწყო, რათა უკრაინას უფრო მეტი ზარალი მიეწერა, თავისთვის კი ნაკლები.
გუშინ, 13 აპრილს, ინტერნეტში პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეროვნული საჰაერო გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავა. FBI-ს განცხადებით, ოპერაცია ნორთ დაიტონში, მასაჩუსეტსის შტატში ჩატარდა.
სხვადასხვა ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებენ შეიარაღებული სამართალდამცავები ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ნაცრისფერი მაისური და წითელი შორტები აცვია. როგორც ცნობილია, დაკავებამ სირთულეების გარეშე ჩაიარა.
დოკუმენტები სოციალურ ქსელებში მარტში გამოჩნდა და მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა უკრაინის არმიის შესახებ ანგარიში და ინფორმაცია მოკავშირეების – ისრაელის, სამხრეთ კორეისა და თურქეთის შესახებ.
ყველაზე მეტად ყურადღება მიიქცია სწორედ უკრაინასთან დაკავშირებულმა დოკუმენტებთან, რომელიც არმიის შესაძლებლობებსა და ნაკლოვანებებს ეხებოდა.
ეჭვმიტანილის დაკავებამდე ჯერ კიდევ The New York Times წერდა, რომ 21 წლის ტეიშირა ეროვნული გვარდიის წევრი იყო და Discord-ზე Thug Shaker Central-ის ონლაინ-ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელშიც 20-30 ადამიანი იყო გაერთიანებული. გამოცემის ინფორმაციით, ამ ჯგუფში ტეიშირა ყვებოდა იმის შესახებ, რომ უყვარდა იარაღი, აზიარებდა მიმებსა და ვიდეოთამაშებს. შესაძლებელია საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის პირველწყაროც სწორედ ეს ჯგუფიც იყოს.
-
პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ვენეციის კომისიაში გაგზავნა
პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ვენეციის კომისიაში გაგზავნა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ ”მმართველმა გუნდმა მათი რეკომენდაციები გაითვალისწინა”.
“თქვენო აღმატებულებავ, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა. ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ამ წერილს თან ერთვის. მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშავოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე. გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა”. – წერს შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს.
-
სტრასბურგში გაკვირვებულები არიან, ბევრი მიიჩნევდა, რომ ზურაბიშვილის ვიზიტი შეამსუბუქებდა დაძაბულობას – იოზვიაკი
“საერთოდ ევროკავშირის ნებისმიერი არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის დიდი პატივია ევროპარლამენტში გამოსვლა და ასეთი რამ ხშირად არ ხდება, ამიტომ სტრასბურგში ძალიან გაკვირვებულები არიან ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით. შეიძლება ეს ვიზიტი მოგვიანებით გაიმართოს, მაისში მაგალითად, მაგრამ ჩემთვის ჯერ არაფერია ცნობილი.
სამწუხაროა, რომ ეს ვიზიტი აღარ შედგება იმიტომ, რომ ბევრ ევროპარლამენტარს სურდა შეკითხვების დასმა მისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ბოლო დროს შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით. მაგალითად, აგენტების შესახებ კანონის განხილვა პარლამენტში. ამიტომ ბევრი აქ თვლიდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ოდნავ შეამსუბუქებდა იმ დაძაბულ ვითარებას, რომელიც ბრიუსელსა და თბილის შორის შეიქმნა” ,
ამის შესახებ, “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკიმ “მთავართან” ისაუბრა.
-
ქუჩაში მოდიან და მგულშემატკივრობენ, პოლიციელებიც კი – გრიგორიადისის ბაბუა
საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს – ჩვენს ოჯახს, ყველას… ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენ გვერდით დგას – ახალგაზრდობიდან დაწყებული, ძველგაზრდობით დამთავრებული. ქუჩაში რომ მივდივარ, ეტყობა, მცნობენ, მოდიან და გულშემატკივრობას გამოხატავენ ჩემდამი, პოლიციელებიც კი. რამდენიმე პოლიციელი მოვიდა, მიცნო.
აცხადებს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე.