Category: სლაიდერი

  • “გაწბილებულები იყვნენ დარჩიაშვილის გამოსვლით.. შეკითხვებს არ უპასუხა, დაშტამპული ფრაზებით ლაპარაკობდა” -ჟოზვიაკი

    ლუქსემბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ვიზიტს “არაშთამბეჭდავად  და მოსაწყენად” აფასებენ ევროპელი პარტნიორები და მეტიც, ისინი დარჩიაშვილის გამოსვლით გაწბილებულები არიან, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა რიკარდ ჟოზვიაკმა “მთავარ არხს” განუცხადა.

    “მე ველაპარაკე რამდენიმე ადამიანს, ვინც ოთახში იყო ბატონ დარჩიაშვილის გამოსვლისას და ისინი ძალიან იყვნენ გაწბილებულები. მათ მითხრეს, რომ მინისტრის გამოსვლამ მათზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, რომ ის მოსწყენი იყო, რომ მან შეკითხვებს არ უპასუხა და ძირითადად დაშტამპული ფრაზებით ლაპარაკობდა, ანუ ზოგადად ამბობდა, რომ ამა და ამას მიაღწევდა საქართველო, ოღონდ კონკრტულად არაფერს ასახელებდა. ეს ძალიან საწყენია, იმიტომ რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს და ეს შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა, რომ გარკვეული მომენტებისთვის ნათელი მოეფინათ. ამის საპირისპიროდ, არა მგონია, რომ ვინმესთვის რამე უფრო ნათელი გახდა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს საქართველოს მთავრობა, რა გეგმები აქვს მას და როგორ აპირებს წინსვლას.

    საქართველო ჯერ კიდევ პარტნიორია და აქვს პოტენციალი, რომ შეუერთდეს როგორც ევროკავშირს ასევე ნატოს, თუმცა ამავე დროს ბრიუსელში ერთგვარი დაღლილობის შეგრძნება აქვთ, რაც გამოწვეულია საქართველოს ქცევით. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი ამის ნათელი მაგალითია და ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც ბრიუსელში ყველამ აღიარა. ამიტომ, არის შეგრძნება, რომ საქართველო არ მიდის დასავლეთთან თანამშრომლობის გზით. საერთოდ ევროკავშირი ძალიან ფრთხილი ორგანიზაციაა და აქ არ უყვართ ქვეყნების ღიად გაკრიტიკება, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით საქართველო ნამდვილად ჩამორჩება.

    პოლიტიკაში ერთი კვირაც დიდი დროა, ერთი თვე – კიდევ უფრო დიდი და ექვსი თქვე მთელი მარადისობაა. ამიტომ, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს წლის ბოლომდე. ჩემი მოლოდინია, რომ შესაძლოა ევროკომისიამ თქვას, კარგი, მოდით მივცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს მოხდება არა იმიტომ, რომ საქართველო ყველაფერს შეასრულებს, არამედ იმიტომ, რომ თავად ევროკავშირმა ერთგვარად გააუფასულა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვახსოვს, რომ შარშან ის მისცეს ბოსნიას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას ეს არ დაუმსახურებია. ამიტომ, მე მგონია, რომ შესაძლოა საქართველოს მისცენ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავე დროს კიდევ უფრო მეტ პირობას და რტეკომენდაციას მოაყოლებენ.” – განაცხადა ჟოზვიაკმა.

  • პუტინს რომ ორეულები ჰყავს და თვითონ ბუნკერში ზის, მორიგი სიცრუეა – პესკოვი

    “ალბათ გსმენიათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ბევრი ორეული ჰყავს, რომლებიც მის ნაცვლად მუშაობენ, როდესაც ის ბუნკერში ზის, ეს მორიგი დიდი ტყუილია. თქვენ ყველა ხედავთ როგორია ჩვენი პრეზიდენტი, ის ადრეც აქტიური იყო და ახლაც აქტიურია. ადამიანებს, რომლებიც მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, გვიჭირს დავეწიოთ, მისი ენერგეტიკის შეიძლება მხოლოდ გშურდეს. თქვენ შეგიძლიათ ინატროთ, რომ იყოთ ისეთივე ჯანმრთელი, როგორიც ის არის. რა თქმა უნდა, პუტინი არცერთ ბუნკერში არასდროს მჯდარა”.

    ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ახალგაზრდული ფორუმის მარათონზე გამოსვლისას ისაუბრა.

  • წელიწადში რამდენჯერმე ცდილობენ თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევით – ვოლსკი IRI-ზე

    წელიწადში რამდენჯერმე ცდილობენ თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევით – ვოლსკი IRI-ზე

    “სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც კარგ პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში, ცდილობენ მუდმივად წელიწადში რამდენჯერმე თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევით, რომლებიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში , 2024 წელს თუ იქნა არჩევნები გარკვეული შანსები გააჩნიათ კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას”

    ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი, IRI-ს კვლევას.

  • საქართველოს მთავრობას მოვუწოდეთ, უკან გაეხმო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რადგან ის არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ ფასეულობებს – სტოლტენბერგი

    “საქართველო ნატოს პარტნიორია და ალიანსი სრულად უჭერს მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

    დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საქართველო ნატოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გავაღრმავოთ ეს პარტნიორობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარებას და სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ უკან გაეხმო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რადგან ის არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ ფასეულობებს. ქართველმა ხალხმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სურს დემოკრატიული განვითარება.”

    განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

  • ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში – სტოლტენბერგი

    “ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში” – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

    „ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია მისი მეტად განმტკიცება. განსაკუთრებით კი, ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი. მინდა, შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების, ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში. ნატო განაგრძობს საქართველოს პარტნიორობას იმ პროცესში, რომლისკენაც მიისწრაფვით თქვენი ასპირაციის მიღწევისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

    სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნატო დგას და იდგება უკრაინის გვერდით იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება:

    „ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმით, უკრაინა იცავს საკუთარ თავს და წესრიგს და ალიანსის წევრები მხარს უჭერენ ამას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

  • ათონელზე აქციის დაანონსების შემდეგ, პრეზიდენტი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ხვდება

    ათონელზე აქციის დაანონსების შემდეგ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ამ წუთებში  საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.

    დღეს, 25 აპრილს, აქციის მონაწილე მშობლებმა დააანონსეს, რომ მათი პროტესტი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლებდა. მშობლების თქმით, ისინი 19:00 საათისთვის მთავრობის კანცელარიიდან ათონელის ქუჩისკენ მსვლელობას გამართავდნენ.

    შეგახსენებთ რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტი პროტესტო მერვე დღეა რაც გრძელდება.

  • მნიშვნელოვანი იყო რომ საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა – მედვედევი 2008 წლის ომზე

    “მნიშვნელოვანი იყო ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა ” – განაცხადა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა მარათონ “ცოდნაში”.

    “უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით მხარი ფედერალურმა საბჭომ დაუჭირა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო – რათა ჩაგვეტარებინა ჩვენი სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა, ამ ეგრეთ წოდებულ ხუთ-დღიან ომში. ეს რა თქმა უნდა, პერსონალურად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული გადაწყვეტილება იყო,” – თქვა მედვედევმა. 

  • ოცნების და მისი სატელიტების კამპანია ჩავარდა, ქართველები EU-ის მომხრე არიან – კრამონი IRI-ზე

    კარგი ამბავი საქართველოდან! ქართული ოცნების და მისი სატელიტების კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ სასტიკად ჩავარდა. ქართველების თითქმის 90% ახლა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა! ყველა დროის ყველაზე მაღალი შედეგია! ქართველმა ხალხმა მშვენივრად იცის ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა!

    ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოქვეყნებულ საზოგადოების აზრის კვლევას გამოეხმაურა.

  • მოსახლეობის 79% საქართველოში რუსეთს მოქალაქეების ყოფნის წინააღმდეგია – IRI

    საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას.

    საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.

    პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

    • შემოვიდნენ საქართველოში თავისუფლად, ვიზის გარეშე – 13% უჭერს მხარს;
    • დაარეგისტრირონ ბიზნესი – 7% უჭერს მხარს;
    • შეიძინონ ქონება – 4%;
    • არცერთს ზემოთ ჩამოთვლილიდან – 79% უჭერს მხარს;
    • არ ვიცი/უარი პასუხზე – 5%.
  • მოსახლეობის 65% NATO-ში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს – IRI

    საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს სადაც აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას მტკიცედ მხარს უჭერს. კითხვაზე მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, პასუხები ასე გადანაწილდა:

    • გამოკითხულთა 65% – მტკიცედ მხარს უჭერს;
    • 15% – გარკვეულწილად მხარს უჭერს;
    • 5% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
    • 9% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება;
    • 6% – ამბობს, რომ არ იცის, ან კითხვას არ პასუხობს.

    კითხვაზე, თუ მხარს უჭერთ NATO-ში გაწევრიანებას, რა არის გაწევრიანების მთავარი სარგებელი, პასუხები ასე გადანაწილდა:

    • 33% – უსაფრთხოება;
    • 19% – თავდაცვა;
    • 11% – ეკონომიკის გაძლიერება;
    • 8% – სტაბილურობა / მშვიდობა;
    • 4% – ქვეყნის განვითარება;
    • 3% – უკეთესი მომავალი;
    • 3% – სამხედრო მხარდაჭერა;
    • 2% – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
    • 1% – რუსული აგრესიის შეჩერება;
    • 4% – სხვა;
    • 12% – ამბობს, რომ არ იცის ან კითხვას არ პასუხობს.