Category: სლაიდერი

  • ჩვენ რა შუაში ვართ – გარკვევით წერია საელჩოს თანამშრომლის სახელი – კალაძე FARA-ს დოკუმენტზე

    “შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტში ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას. ლობისტური კომპანიის მიერ არის ეს გაკეთებული და ოფიციალურ დოკუმენტშია ასახული. თქვენც ნახავდით, იგი ხელმისაწვდომია ყველასთვის, პრობლემას არ წარმოადგენს. შემაშფოთებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორს, როგორც ჩანაწერში იყო მითითებული, ევალებოდა ორგანიზება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებისთვის.

    რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა? ჩვენ რა შუაში ვართ? როდესაც ლობისტური კომპანია კონკრეტულ ადამიანს ქირაობს, ვალდებულია, ის ოფიციალურ დოკუმენტში ასახოს, რომელიც გამოქვეყნებული იყო. ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. იქ გარკვევით წერია ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც საელჩოს თანამშრომელია”.

    ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ FARA-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

  • უკრაინამ კონტრშეტევის ტაქტიკა შეცვალა – Financial Times

    კონტრშეტევის პირველ ეტაპზე წარუმატებლობამ აიძულა უკრაინა შეეცვალა ტაქტიკა – ამის შესახებ, გაზეთი Financial Times წერს.

    სამხედროები, რომლებსაც FT-ის ჟურნალისტები ესაუბრნენ უკრაინის კონტრშეტევის პირველ დღეებს “ქაოსს” უწოდებენ. სამხედროების წინსვლას თან ახლდა მეგობრული ცეცხლის ინციდენტები და შეტევის მცდელობები კი გადაიზარდა სამაშველო ოპერაციებში მას შემდეგ, რაც უკრაინელები დანაღმულ ველებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს რუსული კა-52 ვერტმფრენების შეტევებს შეეჯახნენ.

    ”ამ ეტაპზე უკრაინამ დაკარგა ნატოს მიერ მისთვის მიწოდებული იარაღის დაახლოებით მეხუთედი”- წერს Financial Times-ი.

    შედეგად კიევმა შეცვალა ტაქტიკა და უკრაინელი მეთაურების თქმით,ეს როგორც ჩანს, ბრძოლის ველზე ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.

    შეტევითი მოქმედებების ნაცვლად უკრაინელი სამხედროები არტილერიის მასირებულ გამოყენებაზე გადავიდნენ, რომელიც რუსულს სიშორით და სიზუსტით ბევრად ჯობს. ეს მათ საშუალებას აძლევს მოწინავე ჯგუფების წინსვლა უზრუნველყონ და ტაქტიკურ წარმატებებს დიდი დანაკარგების გარეშე მიაღწიონ.

    “ჩვენ ვაყენებთ დარტყმას მტერს, შემდეგ ჩვენი ქვეითი ჯარი გადადის შეტევაზე, ვამზადებთ პირობებს ადგილზე, რომ ჩვენმა ჯარებმა მინიმალური დანაკარგები განიცადონ“– ამბობს ვიქტორი, ამერიკული M777 ჰაუბიცების ბატარეის მეთაური.

    დასავლეთის ქვეყნებსაც აქვთ კითხვები ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით – უპირველეს ყოვლისა, შეუძლია თუ არა უკრაინას საკმარისად დიდხანს მიჰყვეს მას ან მიაღწიოს ისეთ სამხედრო გარღვევას, რომელიც მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს. არსებობს შიშები, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო ჭურვები ძალიან სწრაფად ამოეწურება და ძალიან ნელმა სამხედრო წინსვლამ შეიძლება რუსეთს მისცეს დრო, რომ გამაგრდეს დაახალი ძალები მოამზადოს.

    მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ამ ტაქტიკამ შეამცირა უკრაინის დანაკარგები. პირადი შემადგენლობის დანაკარგი და დასავლეთის მიერ გადაცემული ტანკებისა და სამხედრო მანქანების დაზიანებისრაოდენობა შემცირდა კონტრშეტევის პირველ ორ კვირასთან შედარებით, ხოლო უკრაინამ მცირე, მაგრამ სტაბილური წარმატებებს მიაღწია, აღნიშნავს გაზეთი.

  • რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას და სხვა ქვეყნების გამოყენებას, რა თქმა უნდა, უნდა ეძებონ სხვა ქვეყნები და არა საქართველო – კალაძე

    „რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას და სხვა ქვეყნების გამოყენებას, რა თქმა უნდა, უნდა ეძებონ სხვა ქვეყნები და არა საქართველო. საქართველოში აბსოლუტურად ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება, ვთანამშრომლობთ ჩვენ პარტნიორებთან და მეგობრებთან. დასამალი არაფერია – ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა და თუ რაიმე კითხვები არსებობს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს საკითხი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უნდა განიხილებოდეს და არა საქართველოსთან“,

    ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.

  • 28 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, ხვალ 28 ივლისს დღისით, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

    უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

  • მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთი მთავარი პირობაა საქართველოსთვის, EU-სკენ მიმავალ გზაზე პროგრესისთვის – ო’ბრაიენი

    მოგეხსენებათ, შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები დაუწესა მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის კონტროლით იყო ცნობილი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად ეს ერთ-ერთი პირველი მოთხოვნაა. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ნათლად ვუთხარით საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება, პროგრესის მისაღწევი მთავარი სფეროა.

    მიმდინარე კვირაში, სამოქალაქო საზოგადოების ქართველ აქტივისტთა ჯგუფს შევხვდი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია – დარწმუნებული ვარ, თქვენც გქონდათ მათთან შეხვედრა. ისინი განასახიერებენ ქართველი ხალხის ერთგულებას ევროპული მომავლის მიმართ. ქართველი ხალხის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ სურს ევროპის ნაწილი იყოს. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.

    რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ მთავრობის უკან მდგომ ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფს უნდა მიეცეს გაცნობიერების საშუალება, რომ ევროპასთან გასაერთიანებლად საჭირო რეფორმები, რეალურად არის მიმართულება, რომლისკენაც ქვეყანა მიდის.

    ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რათა ცხადი გავხადოთ, რომ მათ მიერ წაყენებული პირობები, ასევე აისახება ჩვენს დახმარებასა და პირობებზე და რომ მომდევნო რამდენიმე თვეში, ჩვენ უნდა დავინახოთ ამ მხრივ წინსვლა. შემოდგომა კრიტიკული იქნება, რადგან ევროპული საბჭოს ანგარიში გახდება ცნობილი.

    ასე უპასუხა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა სენატორ ჯინ შაჰინის კითხვას.

  • სამხრეთში უკრაინის შეტევის დაწყების შესახებ Bloomberg-ის წყაროებიც იუწყებიან

    გამოცემა Bloomberg-ის წყარომ ასევე იუწყება სამხრეთში უკრაინის შეტევის დაწყების შესახებ.
    უკრაინამ გააძლიერა შეტევითი ოპერაციები სამხრეთში, ხოლო კონტრშეტევამ მთლიანობაში დაიწყო იმპულსის მოპოვება, წერს Bloomberg ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომლის ვინაობა არ სახელდება.

    უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში მისი პროგრესი ნელი იყო ნაღმების, სატანკო ბარიერებისა და რუსული სამხედროების მიერ დაგებული სხვა თავდაცვითი ბარიერების გამო, აღნიშნავს სააგენტო.

    მანამდე უკრაინა ზაპოროჟიის რეგიონში ორეხოვის სამხრეთით თავდაცვითი ხაზების გარღვევას ელის, იტყობინება ამერიკული გაზეთი The New York Times პენტაგონის ორ წყაროზე დაყრდნობით. კონტრშეტევის ახალი ეტაპი ასევე დააფიქსირდა ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტშმა (ISW).

  • აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ,თქვენ ტანკებით შეხვედით იქ – რუსეთიდან კრუიზით ჩამოსულები

    “აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ,თქვენ ტანკებით შეხვედით იქ” – ამის შესახებ,საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-თი ჩამოსულმა, რუსმა ტურისტებმა განაცხადეს. მათი თქმით, ”რუსეთი ოკუპანტი არ არის” და არაფერი იციან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამასთანავე კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტები აღნიშნავენ, რომ ”რუსეთი და საქართველო ერთიანი ქვეყანაა” და “ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ”.

    “მთავარმა არხმა” რამდენიმე ტურისტი ჩაწერა:

    • “აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ, ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. ვისი ტერიტორიაა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი, არც საქართველო. ოსეთის შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი”, – ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.
    • “1978-ში ვიყავით ბათუმში ბოლოს. ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ, არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ყველგან საბჭოთა კავშირია, რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი, მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ”, – ამბობს კიდევ ერთი ტურისტი.

    ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავს, ბათუმშია. რუსი ტურისტების მოგზაურობის ფარგლებში იგეგმება სპეციალური საექსკურსიო ტური და ადგილობრივი სამზარეულს დაგემოვნება. გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. გავრცელებული ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე 850 მგზავრი იმყოფება. ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

  • ოკუპანტებმა ოდესის ოლქში პორტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

    27 ივლისის გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთხელ დაბომბეს. ამის შესახებ, ინფორმაციას ოდესის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

    ოკუპანტებმა შავ ზღვაში მყოფი წყალქვეშა გემიდან “კალიბრის” ტიპის რაკეტები კრიტიკულად დაბალ სიმაღლეზე გაუშვეს, რამაც რაკეტების შემჩნევა ძალიან გაართულა.

    “იერიშის დროს, ერთ-ერთი რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია შენობის დაცვის თანამშრომელი. დაზიანდა სატვირთო ტერმინალის სამრეწველო დანადგარი, ასევე დაცვისთვის განკუთვნილი შენობის ნაწილი”, – აცხადებს ოპერატიული სარდლობა სამხრეთი.

    დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი, რომელიც ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომელი იყო.

  • New York Times-ის წყაროები პენტაგონში: დადგენილია უკრაინის შეტევის მთავარი დარტყმის მიმართულება, დაიწყო რეზერვების გაგზავნა

    New York Times, პენტაგონის ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის სარდლობამ ვაშინგტონს აცნობა შეტევის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ მთავარი დარტყმის მიმართულებით – ორეხოვის სამხრეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში. რუსეთის თავდაცვითი ხაზების გარღვევის შემთხვევაში, ეს საშუალებას მისცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადავიდნენ ტოკმაკში და შემდგომ მელიტოპოლში აზოვის ზღვის მახლობლად. წყაროების თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლაში  ჩართეს ახალი ფორმირებების ნაწილი, რომლებიც სპეციალურად მომზადდა კონტრშეტევისთვის და ამ დრომდე რეზერვში რჩებოდა.

    აქამდე უკრაინის არმია  შეტევითი ოპერაციებს ფრონტის რამდენიმე სექტორზე აწარმოებდა, რასაც დამკვირვებლები განმარტავდნენ, როგორც დაუცველი ადგილების ძიებას რუსეთის თავდაცვის ხაზებში, ან როგორც ცრუ  მანევრებს, რომლის მიზანია მტრის რეზერვების მთავარი დარტყმისგან გასარიდებლად. ყველგან უკრაინის არმია ნელა მიიწევდა წინ, რაც უკრაინის სარდლობამ აღიარა ბოლო კვირებში, უპირველეს ყოვლისა, მჭიდროდ დანაღმული ველებისა და საჰაერო დაცვის ნაკლებობის გამო.

    ორეხოვოს მახლობლად მთავარი დარტყმის შესახებ მტკიცებებს ირიბად ადასტურებს რამდენიმე სხვა წყარო: New York Times-ის კორესპონდენტი კარლოტა გოლი ოთხშაბათს   ამ ტერიტორიიდან იტყობინებოდა, რომ მან ნახა დასავლეთში გაწვრთნილი რამდენიმე ახალი უკრაინული შენაერთი. და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმაც განაცხადა  “მასიური თავდასხმის შესახებ ტანკებით გაძლიერებული სამი ბატალიონით“ იმავე რაიონში (მისი თქმით, რუსებმა ეს შეტევა მოიგერიეს).

    ამავდროულად, “დასავლური” (ეროვნება არ არის დაკონკრეტებული) სადაზვერვო სამსახურების წყაროს, რომელსაც ოთხშაბათს ესაუბრა BBC-ის კორესპონდენტი გორდონ კორერა არაფერი უთქვამს მთავარი დარტყმის შესახებ, თუმცა ისაუბრა შეტევის მიმდინარეობის შესახებ. ის კვლავ ამბობდა, რომ შეტევა სამი მიმართულებით ვითარდებოდა.

    New York Times-ის წყაროების თანახმად, უკრაინის შეტევის გაძლიერების სასარგებლოდ სამი ფაქტორი მუშაობს: პირველი, დანაღმულ ველებზე წინსვლა ნელა, მაგრამ სტაბილურად მიდიოდა (იმის ასახსნელად, თუ რამდენად შორს შეძლეს უკრაინელებმა წინსვლა, ცნობილი სამხედრო ანალიტიკოსი რობ ლი წერს, რომ რაიონში მათ ორი-სამი კილომეტრი აქვთ დარჩენილი რუსეთის თავდაცვის მთავარ ხაზამდე). მეორეც, შესაძლებელია სარგებლობა რუსეთის ჯარებში პოპულარული გენერალ ივან პოპოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შედეგებით. და მესამე, უკრაინის მუდმივმა თავდასხმებმა რუსეთის ზურგის ინფრასტრუქტურაზე გამოიწვია ფრონტის მიწოდების შეფერხებები, მათ შორის საბრძოლო მასალების.  გორდონ კორერას წყარომ განაცხადა, რომ რუსულ ჯარებში ასევე არის ცოცხალი ძალის დეფიციტი.

    “ეს არის მთავარი გამოცდა”, – ციტირებს New York Times  თანამოსაუბრეს პენტაგონიდან.

  • დღეს თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება

    დღეს თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება

    თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს: 

    მთაწმინდის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) და დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზანდუკელის, ჭოველიძის, დავით თორაძის, კერესელიძის და მაყაშვილის ქუჩების  მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის  ხეივნის  (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის  (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ფარნავაზ მეფის გამზირის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ტაშკენტის,  მიცკევიჩის, ანა პოლიტკოვსკაია, ქავთარაძის,  უნივერსიტეტის,  ჯიქიას,  წმინდა  მოწამე ვასილისკოს, იოსელიანის, თინათინის, პეტრე იბერის, პეტრიწის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, გიორგი ბრწყინვალის (ნაწილობრივ), ნინო აბაშიძე- ორბელიანის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ),  ოთარ ჭილაძის და  ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის  მასივის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ქართველთა და ებრაელთა ძმობის   ხეივნის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის და ულიანოვის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს მიმდებარე ტერიტორიის, ქინძმარაულის (ნაწილობრივ) და ჭირნახულის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ვაზიანის, გოგაშენის,  ბჟოლეთის,  არალეთის,  დვირის,  ჟველაურის,  ედისის,  იფნევის,  კვერნაულის,  ზვარეთის და იფნის ქუჩების მოსახლეობას.