Category: სლაიდერი

  • გინდათ, რომ საქართველო ჩრდ. კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?! – ქადაგიშვილი ბათუმში პროტესტზე

    “ჩვენ რა გინდათ, ანუ რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს და თუ სადმე რუსი არსებობს და ეს რუსი შეიძლება რომელიმე გემზე, რომელიმე თვითმფრინავზე იყოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერს უნდა საბოტაჟი და ობსტრუქცია გამოვუცხადოთ?! როცა მიზანმიმართულად გვექნება მცდელობა, რომ ვიღაცაზე მივიტანოთ ასე ვთქვათ გარკვეული ის, და მერე იმისგან მივიღოთ უკან პასუხი, ეს იწვევს ესკალაციას, მეტი არაფერი”,

    აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი.

  • სენატმა რობინ დანიგანი საქართველოში აშშ-ს ელჩად ოფიციალურად დაამტკიცა

    სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანი ოფიციალურად დაამტკიცა. დანიგანი აღნიშნულ თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს.

    დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

  • რუსი, რომლისთვისაც სსრკ არსებობს და ქართველი, რომელიც მას დასდევს – მიზნისკენ მიდიან – ვოლსკი

    ჩემთვის ის რუსი მოქალაქე, რომელიც რაღაც განცხადებას აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და მისთვის საბჭოთა კავშირი არსებობს, რუსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანი და ის ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს ამ კონკრეტულ ადამიანს, ვფიქრობ, რომ ერთიც და მეორეც გარკვეული მიზნისკენ მიდის შეგნებით თუ შეუგნებლად. პროვოკაციულია ეს ყველაფერი. არ რცხვენიათ მაინც? იმ პერიოდის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა იმას, რომ საქართველოა დამნაშავე – არა მარტო იმაში, რომ ომი დაიწყო ფართომასშტაბიანი, არამედ ის, რომ რუსების პროვოკაცია მოახდინეს და რუსები იძულებული გახადეს რომ შემოსულიყვნენ საქართველოში

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

  • დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთი ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას – ასლან ბჟანია

    “ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამართალდამცავი სააგენტოების, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების ხელფასები რუსეთის მიერ არის დაფინანსებული. რუსეთ ახლა ძალიან რთულ ომში არის ჩართული, რომლის ერთი დღეც 500 მილიონი დოლარი ღირს, რომ არ ვისაუბროთ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? არავის ვაშინებ, მაგრამ თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ეკონომიკური დატვირთვაც უნდა გვქონდეს. ჩვენ განვითარების მთავარი ვექტორი ტურიზმია, ამიტომ სასტუმროების მშენებლობა კარგია, მაგრამ 30-40-ჯერ მეტი უნდა აშენდეს”,

    აცხადებს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ პრეზიდენტი, ასლან ბჟანია.

  • დავთანხმდი ენმ-ს შეთავაზებას, ვიყო მათი საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი – ჭიაბერაშვილი

    დავთანხმდი ენმ-ს შეთავაზებას, ვიყო მათი საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი – ჭიაბერაშვილი

    ”დავთანხმდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას, ვიყო პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი.

    საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევა ფოკუსირებულია და მომდევნო თვეებში გაგრძელდება 3 ძირითადი მიმართულებით:

    – საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება;

    – პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება;

    – უკრაინისადმი სოლიდარობა და უკრაინასთან საგარეო-პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება.

    ძალა ერთობაშია.

    საქართველო გაიმარჯვებს.”

    წერს ამის შესახებ, პოლიტიკოსი  ზურაბ ჭიაბერაშვილი.

  • გასაოცარია, ქაჯებს ეძახის ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავენ – ბუღაძე კობახიძეზე

    მართლა გასაოცარია, ქაჯებს ეძახის ადამიანებს, რომლებიც თავისი ქვეყნის ინტერესებს და ღირსებას იცავს. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ქაჯობის მიღმა დგას პირდაპირი გაგებით რუსული გეგმა, რუსული ღალატი და საერთოდ, ღალატის პარტიაა. ესენი პრორუსები არ არიან, ესენი არიან რუსები. სწორედ ამ ქაჯის გამოსვლამ უნდა გაამხნეოს ქართველი პატრიოტები და არ უნდა შედრკნენ, როგორც ვიცი კიდევ ჩამოდის ერთი კრუიზი, აქტივობაა საჭირო.

    განაცხადა  მხატვარმა გია ბუღაძემ ქართული ოცნების თავმჯდომარეზე, ირაკლი კობახიძეზე.

  • ბათუმში ოკუპანტების კიდევ ერთი საკრუიზო ლაინერი 31 ივლისს ჩამოვა

    ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ.  ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში 31 ივლისს, დილის 06:00 საათზე შემოვა და აჭარას გვიანთ ღამით დატოვებს.

    ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლები იქნებიან.

    უფრო კონკრეტულად კი ბორტზე იქნებიან მომღერლები :  დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.

    ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული.

  • ვამაყობ ხალხით, რომელმაც რუსეთის ახალი პროვოკაცია მშვიდობიანად გააპროტესტა – ზურაბიშვილი

    ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.

    შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის.

    წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი

  • გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას – სი ძინფინგი

    “უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი – შესამჩნევი.

    საქართველო ჩინეთის  მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში”.

    განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველო მებრძოლი დაიღუპა – ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე საკუთარ ფეისბუქზე ავრცელებს.

    დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლის, რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნა­ში 48 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია და­ღუ­პუ­ლი.