Category: სლაიდერი

  • უკრაინის რადამ მანდატი ჩამოართვა დეპუტატს, რომელიც ომის დროს მალდივებზე ისვენებდა

    უკრაინის უმაღლესმა რადამ პარტია ხალხის მსახურის დეპუტატ იური არისტოვს, რომელიც ომის პერიოდში, შვებულებას მალდივებზე ატარებდა, მანდატი ჩამოართვა.

    მისთვის,  უფლებამოსილების შეწყვეტას 320-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.

    უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ივლისის შუა რიცხვებში, როდესაც  დეპუტატი სამდღიანი მივლინებით პოლონეთში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ ავადმყოფობა მოიმიზეზა, დროს მალდივებზე ოჯახთან ერთად 5 ვარსკვლავიან სასტუმროში  ატარებდა.

    ჟურნალისტები მალდივებზე, იმ სასტუმროს დაუკავშირდნენ, რომელშიც რადას დეპუტატი ისვენებდა,  სასტუმროს თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ იური არისტოვი ნამდვილად იყო მათი სტუმარი.

    მიმდინარე წლის, 10 ივლისს, ჯერ კიდევ საზღვარგარეთ ყოფნისას, არისტოვმა ავადმყოფობის შვებულება აიღო, რომელიც  2023 წლის 19 ივლისამდე მოქმედებდა.

    48 წლის, იური არისტოვის ბინაში ჩატარდა ჩხრეკის შედეგად დადგინდა მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამგზავრების თარიღის, მიზნისა და მიმართულების შესახებ, ასევე ამოიღეს პასპორტი, რომელიც ადასტურებდა მის მალდივებზე მოგზაურობას.

    ამ კურორტზე დასვენება ერთი ღამით, 100,000 გრივნადან (2,600 აშშ დოლარი) 323,000 გრივნამდე (8800 აშშ დოლარი) ჯდება.

    ქვეყანაში არსებული საომარი ვითარების გამო, უკრაინელ მამაკაცებს 18-60 წლამდე ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, თუმცა ქვეყნის პარლამენტის წევრებს ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს სამუშაო მიზნებისთვისაა.
    “ნებისმიერი შიდა ღალატი, ნებისმიერი “სანაპირო” ან ნებისმიერი პირადული სარგებელი უკრაინის ინტერესების სანაცვლოდ, სულ მცირე რისხვას, გაბრაზებას იწვევს. დაიმახსოვრეთ ეს”, – განაცხადა უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ  ზელენსკიმ.

  • აშშ-ს საელჩოს ვურჩევ ხელისუფლებაზე საუბრისას ტონი შეარჩიოს – ზარქუა FARA-ს დოკუმენტზე

    “FARA-ს დოკუმენტში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი ფიგურირებს, რომელიც ჩართული იყო სააკაშვილის ლობისტური საქმიანობის პროცესში. თუ რამე კითხვები აქვს საელჩოს ან ვინმეს, უნდა მიმართონ თავიანთ კოლეგებს თეთრ სახლში თუ FARA-ს ადმინისტრაციაში და კითხონ, რის საფუძველზე ამოტივტივდა მათი საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი. ჩვენთან რა პრეტენზიები აქვთ?!

    შემდეგში, ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე ან ქართულ სახელმწიფოზეა საუბარი”.

    ასე ეხმაურება, ”ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ FARA-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

  • სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლაშა ჟღენტის დაკავების კადრებს ავრცელებს 

    “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე”  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ლაშა ჟღენტის დაკავების კადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ ჩხრეკენ ლაშა ჟღენტს და მიჰყავთ პოლიციის მანქანამდე, თუმცა არ ჩანს მისი მანქანაში ჩასმის ეპიზოდი და მანქანაში ყოფნისას გადაღებული კადრები. ჟღენტი ჰყვებოდა, რომ პოლიციელებმა ის მანქანაში ჩატენეს და მას მანქანაში ყოფნისას გუდავდნენ და თავში ურტყამდნენ.

    ”მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა ლაშა ჟღენტის დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას და საქმეში არსებულ მასალებს არ მიეცეს დამახინჯებული ინტერპრეტირება და არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ლაშა ჟღენტის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

    კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.

    სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს გააკეთებს ლაშა ჟღენტის უფლებების და ინტერესების დასაცავად, რა მიზნითაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო პროცესი, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.

    თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს”. -ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    ცნობისთვის, 21 წლის ლაშა ჟღენტმა 20 ივლისს თქვა, რომ პოლიციამ ქუჩაში გააჩერა, ჩხრეკის დროს კი მასზე იძალადა.

  • პუტინი არაადეკვატური ადამიანია,მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე აყენებს რომ მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს -ზელენსკი

    “ის დღეს ნამდვილად არაადეკვატური ადამიანია, თავისი გარემოთი, სადაც ხალხი დიდ ფულს შოულობს ასეთ ბლოკირებაზე, ასეთ პროცესებზე, ძალიან პრაგმატულ ადამიანთა წრეში, რომლებიც ცხოვრობენ ამ ომის დროს. ისინი ბევრ ფულს შოულობენ, მაგრამ ის რადიკალურად არის განწყობილი უკრაინაში ხალხის განადგურებისკენ[…]ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს გადარჩენაზე, შიმშილზე, რეალურ სოციალურ ქაოსზე, რაც, შეიძლება, გამოწვეული იყოს არაეგოისტური პროდუქტის მიუწოდებლობით. მისთვის ეს ზეწოლაა. პირველ რიგში ეს არის ფული”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

  • უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გახანგრძლივდა

    უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გახანგრძლივდა – გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო.

    „უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ , მხარი დაუჭირა 347-მა სახალხო დეპუტატმა.

    საომარი მდგომარეობა ქვეყანაში ოფიციალურად 16 ნოემბრის 05:30 საათამდე გაგრძელდება.

    რადამ მიიღო კანონი “უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ “საერთო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებაც” გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 334-მა სახალხო დეპუტატმა.

    საერთო მობილიზაცია 90 დღით გაგრძელდა.

  • სოხუმში აეროპორტის აღდგენაზე რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება მოხდა

    აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 30 ხმით 2-ის წინააღმდეგ [ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა] მხარი დაუჭირა მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციას.

    26 ივლისს გამართულ სხდომაზე შეთანხმების პროექტი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო საკითხების, პარლამენტთაშორისი კავშირებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალხას ბარციცმა წარადგინა.

    ამასთანავე,  ბარციცმა დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ, შეთანხმების ძირითად პუნქტებზე ისაუბრა:

    • ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა – 6 – 10 მლრდ რუბლი (1 მლრდ რუბლი – 11,1 მლნ დოლარი)
    • იჯარის ვადა – 49 წელი
    • გადასახადებისგან თავისუფალი (შეღავათიანი) პერიოდი – 25 წელი
    • ინვესტორს გადაცემა როგორც აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიები და მასზე განთავსებული შენობები
    • აფხაზური მხარე თავის თავზე იღებს: ა) აეროპორტამდე მიიყვანოს საგზაო ინფრასტრუქტურის ბ) უზრუნველყოს აეროპორტის ელექტროენერგიით (ჯერ 1,5 მგვტ, შემდეგ კი 4 მგვტ) უზრუნველყოფა, რისთვისაც კაპიტალურად უნდა განაახლოს აგუძერისა და დრანდის ქვესადგურები

    „პროექტი ითვალისწინებს აეროპორტის მთელი კომპლექსის – აეროდრომის, აეროვაგზლისა და ტვირთებისა და მგზავრების გადაყვანისთვის საჭირო ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციას. ამასთან, აეროდრომი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა ინარჩუნებენ სახელმწიფო საკუთრების სტატუსს, თუმცა გადადიან ინვესტორის გრძელვადიან სარგებლობაში“, – ამბობს ალხას ბარციცი.

    მომხდარს გამოეხმაურა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას გმობს და  საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას ითხოვს.

    “კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!” – დაწერა ზურაბიშვილმა, Twitter-ზე.

  • ბორჯომთან მიწისძვრა მოხდა

    ბორჯომთან მიწისძვრა მოხდა

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით – 12 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ანდეზიტთან, თბილისის დროით 16:38 საათზე დაფიქსირდა.

    ბიძგების სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 5 კილომეტრი.

  • კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას – ზურაბიშვილი

    კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას – ზურაბიშვილი

    “კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.

    ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!”

    ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს. ის სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას გმობს და  საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას ითხოვს.

  • არავინ უნდა შემოვუშვათ, ვინც არ ეთანხმება ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, და ვინც შემოვუშვით უნდა გავა*მევინოთ! – ბორის ჩელე ყურუა

    “არავინ უნდა შემოვუშვათ საქართველოში, ვინც არ ეთანხმება ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას
    და უნდა გავაჯმევინოთ, მათ ვინც უკვე შემოვუშვით.
    ეს, მინიმალური ტესტი მაინც გვქონდეს”.

    აცხადებს, “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი, ბორის ჩელე ყურუა.

  • ივანიშვილის რეჟიმისთვის დღევანდელი ენმ ყველაზე სასურველი ოპონენტია – ბოკერია

    ივანიშვილის რეჟიმისთვის დღევანდელი ენმ ყველაზე სასურველი ოპონენტია – ბოკერია

    ახალი არაფერი არ გაგვიგია, მაგრამ ეს ამბავი, ეს კიდევ ერთხელ დადასტურება შემახსენებელი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისაც უნდა პუტინისტური რეჟიმის დამარცხება და, რაც მთავარია, შემდეგ რეალური ცვლილებები, ქვეყნის გათავისუფლება – სანამ ნაციონალური მოძრაობა, როგორიც ის დღეს არის, არის ლიდერი ოპოზიციის შიგნით, ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის. ივანიშვილის რეჟიმისთვის ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე უფრო სასურველი ოპონენტი იმის გამო, რასაც დაემსგავსა ეს პოლიტიკური ძალა – უპრინციპო, უღირებულებო, დიდი პოლიტიკური ზომბი.

    ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას