Category: სლაიდერი

  • ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში 3600 ტერორისტული ობიექტი დაბომბა

    ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში 3600 სამიზნე დაბომბეს, 6000-ზე მეტი საბრძოლო მასალის გამოყენებით. მათი თქმით,  ბოლო რამდენიმე საათში დარტყმები მიიტანეს ჰამასის მეთაურებისა და ტერორისტული ჯგუფის რამდენიმე სხვა წევრის ადგილსამყოფელზე.

    IDF-ის ცნობით, ისინი თავს ესხმიან ღაზას სექტორში ჰამასის აქტივებს, მათ შორის სამხედრო ობიექტებს, იარაღის წარმოების ცენტრებსა და ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელობას.

  • ისრაელის არმიის გენერალი აღიარებს, რომ სამხედროებმა ვერ აღკვეთეს “ჰამასის” თავდასხმა

    ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაური, ჰერცი ჰალევი აღიარებს, რომ სამხედროებმა ვერ აღკვეთეს “ჰამასის” შაბათის თავდასხმა. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დააბრუნონ ჰამასისა და სხვა ჯგუფების მიერ აყვანილი მძევლები

    ამის შესახებ ჰალევიმ ჰამასის თავდასხმის შემდეგ პირველ საჯარო კომენტარში ისაუბრა.

    “IDF ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთოებაზეა პასუხისმგებელი და შაბათს, ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ ეს ვერ შევძელით. ჩვენ შევისწვალით და გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა. 5 დღე გავიდა მომაკვდინებელი, ბრუტალური და მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ. ხოცვა-ჟლეტა, რომელიც ჰამასის ტერორისტებმა, ცხოველებმა, ჩვენს შვილებს, ცოლებსა და ხალხს მოუწყვეს არის ცხოველური და არაჰუმანური. IDF ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც წარმოუდგენელი დანაშაულები ჩაიდინეს. ღაზის სექტორის მმართველმა, იაჰია სანვარმა გადაწყვიტა ამ საშინელი თავდასხმის განხორციელება, შესაბამისად ის და მთელი მის ქვეშ მდგომი სისტემა მკვდრები არიან. ჩვენ მათ შევუტევთ, ჩვენ მათ დავშლით, ჩვენ დავლშით მთელ მათ სისტემას”. – თქვა ჰალევიმ.

  • ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1300-მდე გაიზარდა

    ისრაელის ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ”ჰამასის” თავდასხმებს ჯამში 1300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო, რომლებიც ჰამასის მებრძოლებმა სახლებში და მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს.

    ჰამასი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორზე ისრაელის დაბომბვებს 1417 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 6268 მათგანი.

  • „ჰამასი“ „ისლამური სახელმწიფოა“ და მასავით უნდა განადგურდეს – ნეთანიაჰუ

    „ჰამასი“ ისლამური სახელმწიფოა და როგორც „ისლამური სახელმწიფო“ გაანადგურეს, ისევე განადგურდება და „ჰამასსაც“ ზუსტად ისევე უნდა მოექცნენ, როგორც „ისლამურ სახელმწიფოს”. […] არც ერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს ისინი და ისინი, ვინც ამას გააკეთებს, უნდა დასანქცირდეს“

    ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • ისრაელის ავიაკომპანია El Al 41 წლის განმავლობაში პირველად შეასრულებს ფრენას შაბათ დღეს, რათა რეზერვისტები ისრაელში ჩაიყვანოს

    Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის ავიაკომპანია El Al-მა გამოაცხადა, რომ 1982 წლის შემდეგ პირველად იფრენს  ებრაულ შაბათს, რათა  სამშობლოში დააბრუნოს ჯარში გაწვეული ისრაელელები, ასევე უსაფრთხოების პერსონალი და საზღვარგარეთ მყოფი მაშველები .

    რეზერვისტებს შაბათს უფასოდ გადაიყვანენ ნიუ-იორკიდან და ბანგკოკიდან ორი Boeing 787 თვითმფრინავით. ფრენის ხარჯებს თავად ავიაკომპანია და აშშ-ის ძირითადი ფინანსური ინსტიტუტები ანაზღაურებენ, ნათქვამია El Al-ის განცხადებაში.

    ათწლეულების განმავლობაში ElAl-ის თვითმფრინავები შაბათობით არ დაფრინავდნენ. კომპანია ამბობს, რომ შაბათის ფრენის აკრძალვაზე უარის თქმას ჰალაჩიური მხარდაჭერა აქვს: სამაშველო ფრენები განიხილება ებრაული სამართლებრივი პრინციპის ნაწილად, რომ სიცოცხლის გადარჩენა უპირატესია თითქმის ყველა სხვა რელიგიურ მოთხოვნაზე.

  • მშვიდობა ყოველთვის ჯობია ომს – ვიქტორ ორბანი

    “ჩვენ ორი მთავრობის შეხვედრა ჩავატარეთ, რომლებსაც გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობია ომს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებით, ეს არის უმთავრესი განვითარებისთვის.

    ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან. ჩვენ, ქართველები და უნგრელები ერთმანეთს ვგავართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ. დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ორივე ქვეყანამ”,

    განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • ისრაელის არმია ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება

    ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დაწყებული შეტევა დაბლოკილ პალესტინურ ანკლავში, მიზნად ისახავს გაანადგუროს ჰამასის უნარი, მართოს ღაზა.

    ”არმია ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება” – თქვა მან და დასძინა, რომ შაბათის შემდეგ დაღუპულია 222 ებრაელი ჯარისკაცი.

    იქნება თუ არა შემდეგი ეტაპი სახმელეთო ოპერაცია – ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჯერ შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია.

    ”ველოდებით რას გადაწყვეტს ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესაძლო სახმელეთო შეტევის შესახებ. გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერ მიღებული არ არის. მაგრამ ჩვენ ვემზადებით სახმელეთო მანევრისთვის, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული” – უთხრა ჟურნალისტებს არმიის წარმომადგენელმა რიჩარდ ხეხტმა.

    ამ დროისთვის ისრაელის არმიამ ათეულობით ათასი სამხედრო მოსამსახურე განალაგა ღაზას სექტორის საზღვართან და საჰაერო კამპანიას განაგრძობს, რომელიც ისრაელის განცხადებით ანკლავში ჰამასის ოპერატიული ცენტრების, ინფრასტრუქტურის და მეთაურობის გასანადგურებლად მიმდინარეობს.

    • “ჩვენ ვემზადებით ომის შემდეგი ეტაპებისთვის… რათა მზად ვიყოთ მრავალრიცხოვანი ოპერატიული მოქმედების გეგმებისთვის, გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში”.-განაცხადა რიჩარდ ხეხტმა.

    მისი თქმით, შესაძლო ოპერაცია  ჩატარდეს ჰაერიდან, თუმცა შეიძლება კომბინირებული იყოს – ზღვიდან და ჰაერიდან ერთდროულად.

    ისრაელი კვლავ ინარჩუნებს ღაზას სრულ ბლოკადას – შეწყვეტილია ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის მიწოდება.

    ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მიწოდება მანამ არ განახლდება, სანამ ჰამასის ბოევიკები ყველა მძევალს არ გაათავისუფლებენ, ვინც ღაზას სექტორში ჰყავთ დატყვევებული.

    • ისრაელის თავდაცვის ძალები კი აცხადებს, რომ ისინი ჰამასთან ომში არიან და არ არიან ვალდებული მათ მომარაგებაზე იზრუნონ:“დიახ, ჩვენ  კვლავ ყოველდღიურად ვიღებთ შეტევებს ჰამასის ტერორისტებისგან.ჩვენ არ მოვამარაგებთ ჰამასს არაფრით, არანაირი პროდუქტით. ჩვენ ჰამასთან ომში ვართ. ეს ომი მათ დაიწყეს.  ჩვენ არანაირი სამართლებრივი ვალდებულება არ გვაქვს, ჩვენი მტერი რამით მოვამარაგოთ. ისრაელის თავდაცვის ძალებს არჩევანი არ აქვს. ჩვენ საკუთარ ოჯახებს ვიცავთ“.
  • მე მოვედი აქ როგორც ებრეაელი! ვიდრე ამერიკა არსებობს თქვენ გვერდით ვიქნებით! – ენტონი ბლინკენის გამოსვლა ისრაელში

    “მე მოვედი თქვენთან არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი. ასევე მოვედი როგორც მეუღლე და პატარა ბავშვების მამა. წარმოუდგენელია, უყურო მოკლული ოჯახების ფოტოებს, როდესაც ქიბუცში, სახლში დამალული მამა, დედა და სამი შვილი მოკლეს და არ ვიფიქრო ჩემს საკუთარ შვილებზე. ეს იყო ჰამასის უთვალავი ტერორიდან მხოლოდ ერთი. გზავნილი, რომელიც ისრაელში ჩამოვიტანე შემდეგია: დამოუკიდებლადაც საკმარისად ძლიერები იქნებით საკუთარი თავის დაცვაში, თუმცა ვიდრე ამერიკა არსებობს, ეს არ მოგიწევთ, რადგან ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით”

    აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რომელიც ახლა ისრაელში იმყოფება.

  • “გონება გვკარნახობს, რომ ისინი მიწის ქვეშ ყავთ” – დადგენილია ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი 97 ადამიანის ვინაობა –

    დადგენილია ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი 97 ადამიანის ვინაობა. ისრაელის თავდაცვის არმია თვლის, რომ ისინი ღაზაში მიწისქვეშა გვირაბებში ყავთ და მათი ადგილსამყოფელი წინასწარვე მომზადდა, რათა ისრაელის დაზვერვას მძევლები ვერ ეპოვნა და მათი გათავისუფლების ოპერაცია ვერ ჩაეტარებინა.

    “გონება გვკარნახობს, რომ ისინი მიწის ქვეშ ყავთ. გონება ასევე გვკარნახობს, რომ თუ ჰამასმა ეს შეტევა და ამ ადამიანების მძევლად აყვანა დაგეგმა, უნდა არსებობდეს წინასწარ შერჩეული ადგილები, სადაც მძევლების დამალვა იქნებოდა შესაძლებელი, რათა ისრაელის დაზვერვას ისინი ვერ ეპოვნა და მათი გათავისუფლების ოპერაცია ვერ ჩაეტარებინა“–განუცხადა CNN-ს ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა, ჯონათან კონრიკუსმა.

    მისი თქმით, მძევლებთან დაკავშირებული სიტუაცია მგრძნობიარე თემაა, და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს მძევლების გათავისუფლების გამოცდილება აქვს, ასეთ სიტუაციასთან შეხება არასოდეს ქონია.

  • გაუგებარია ორბანის კრიტიკა, მათ შორის, თავდასხმები მისი მართვის მოდელზე – წილოსანი

    ევროკავშირის წევრი ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან სწორედ ისეთი მხარდაჭერა გვჭირდება, როგორსაც ახლა უნგრეთისა და ბატონი ვიქტორ ორბანისგან ვხედავთ – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი განცხადებები, რა თქმა უნდა, ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება. ამიტომ, რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა თუ მათი მხარდამჭერების მხრიდან ვიქტორ ორბანის კრიტიკა  სრულიად გაუგებარია – მათ შორის, თავდასხმები მისი მართვის მოდელი იქნება თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

    თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.