Category: სლაიდერი

  • კეზერაშვილს, ივანიშვილს და მერაბიშვილს არაფორმალური მმართველობის ფეტიში აქვთ – მელია

    ჩემთვის დათო კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი რა თვალსაზრისით არიან იცით, ერთნი? არცერთი მათგანი ხალხის ინტერესს არ ასახავს და არაფორმალური მმართველობის ფეტიში აქვთ. ეს არის რუსული სტილის მმართველობა, რაც არ უნდა თქვან, რა არგუმენტიც არ უნდა მოიყვანონ, ფაქტი არის ჯიუტი – მიუხედავად ყველაფრისა, როცა მივულოცეთ გამარჯვება და ხალხი 5 დღეში გაყარეს, ამას ივიწყებენ, დემოკრატიულ პროცესზე თქვეს უარი.

    განაცხადა ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში.

  • საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე – ვარჰეი

    “ჩვენ შევაფასეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომელიც ეხება 12 ძირითად პრიორიტეტს, რომელიც იქნება საქართველოს გაფართოების ანგარიშში.

    საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე”.

    წერს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

  • გაერო-ში ისრაელის ელჩი, ანტონიო გუტერეშის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს

    “ვაღიაროთ,„ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება” – გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ეს განცხადება,  ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გააკრიტიკა და მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.

    • „მნიშვნელოვანია ასევე ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათ მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, – განაცხადა გუტერეშმა.

    ანტონიო გუტიერეშის ეს  განცხადება, გაეროში ისრაელის ელჩმა,  გილად ერდანმა გააკრიტიკა:

    • “არ არსებობს გამართლება და არ აქვს აზრი იმათთან საუბარს, ვინც იჩენს გულისხმიერებას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი ქმედებების მიმართ”, – განაცხადა ელჩმა.

    მოგვიანებით, გილად ერდანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.

    • „გენერალური მდივანი, რომელიც ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების მასობრივი მკვლელობის კამპანიას გაგებით ეკიდება, არ არის შესაფერისი გაერო-ს ხელმძღვანელობისთვის. მე მას დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოვუწოდებ. არავითარი გამართლება და აზრი არ აქვს მათთან საუბარს, ვინც ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი სისასტიკეების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს. უბრალოდ სიტყვები არ არსებობს“, – წერს ამის შესახებ,  ისრაელის ელჩი სოციალურ ქსელ x-ში.
  • სტოლტენბერგი: უკრაინამ ნატოს რეზერვები ამოწურა, ჩვენ უნდა გავზარდოთ წარმოება

    ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის აქტიურმა სამხედრო დახმარებამ საგრძნობლად ამოწურა ალიანსის საკუთარი რეზერვები, ამიტომ მისმა წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ წარმოება საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

    ამის შესახებ სტოლტენბერგმა სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    “ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ტექნოლოგიურ უპირატესობებზე და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაზე”, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა. „აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამაში მონაწილეობა მიიღონ მსხვილმა კომპანიებმა, როგორც ალიანსში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წარმოების გაზრდა აუცილებელია როგორც უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ჩვენი თავდაცვისთვის. “

    მისი თქმით, რუსეთი კიდევ ერთხელ ემზადება ზამთრის  გამოსაყენებლად ომში  იარაღად, და  წარმოების სიჩქარე და მოცულობა მნიშვნელოვანია. სტოლტენბერგმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვედეთს იმ დიდი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის, რომელსაც უკრაინას უწევს.

  • ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია – პაპუაშვილი 3+3-ის ფორმატში მონაწილეობაზე

    „პირველი ნაბიჯია – საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ცალკეული ჯგუფებისთვის. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია.[…] ფორმატი, სადაც წარმოდგენილია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია,”,

    ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც ლავროვმა ივარაუდა, რომ 3+3-ის სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს.

  • ისრაელი არ აპირებს ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმების შეწყვეტას

    ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი არ აპირებს შეაჩეროს საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორზე.

    „ჩვენ გვსურს ჰამასი მივიყვანოთ სრული ლიკვიდაციის მდგომარეობამდე“, – ნათქვამია ჰალევის განცხადებაში. ”ჩვენ კარგად ვართ მომზადებული სამხრეთში სახმელეთო ოპერაციებისთვის.”

    ისრაელის სამხედრო სპიკერმა კონტრადმირალ დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამხედროები “მზად არიან და აქვთ სრული სიმტკიცე“  ომის შემდეგი ეტაპისთვის და მხოლოდ  პოლიტიკურხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

    თუმცა, გაურკვეველია, რამდენად მალე შეიძლება დაიწყოს ისრაელმა სრულმასშტაბიანი შეჭრა ღაზაში. ასევე გაურკვეველია, როგორ გადაიქცევა ზუსტად გაცხადებული მიზანი – ჰამასის განადგურება მკაფიო სამხედრო გეგმებად და რა ფასად მიიღწევა იგი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. როგორც NYT იუწყება, ეს მოსაზრებები უკვე იწვევს პენტაგონში შეშფოთებას.

  • მაკრონი გამოდის წინადადებით ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში ისლამური სახელმწიფოს წინააღდმეგ შექმნილი კოალიცია ჩაერთოს

    საფრანგეთის პრეზიდენტი გამოდის წინადადებით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილი საერთაშორისო  კოალიცია გაფართოვდეს და ის ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლისთვის  იქნას გამოყენებული.

    საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს ისრაელში ჩავიდა და შეხვედრები გამართა ისრაელის პრეზიდენტთან და პრემიერ–მინისტრთან.

    პრემიერ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე  მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი და ისრაელი  ტერორიზმს საერთო მტრად თვლიან.

     

    „საფრანგეთი მზადაა, რომ  ISIS-ის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ ერაყსა და სირიაში ოპერაციების განსახორციელებლად, ასევე იბრძოლოს ჰამასთან.“განუცხადა მან ჟურნალისტებს.

     

    მაკრონმა ასევე ისაუბრა  რეგიონული კონფლიქტის რისკების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლა „უნდა იყოს უმოწყალო, მაგრამ არა წესების გარეშე“.

     

    თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება  კოალიციის გამოყენება, რომელშიც ათობით ქვეყანა შედის და რომელსაც აშშ მეთაურობს, ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

    ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციის ვებგვერდზე, რომელიც 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა, წერია, რომ კოალიცია  მხარს უჭერს რეგიონის სახელმწიფოებს „ისლამური სახელმწიფოს სამხედრო მარცხის  მიღწევაში ერაყსა და სირიაში,“ ასევე, უწევს მათ კონსულტაციას, და დახმარებას, მათ შორის სადაზვერვო მონაცემების მიწოდებით.

  • პრობლემის გადაწყვეტის საფუძველი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაა – პესკოვი

    „რუსული მხარის პოზიცია ძალიან თანმიმდევრულია, ეს არაერთხელ გამოთქვა პრეზიდენტმა პუტინმა. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფა და პრობლემის გადაწყვეტის მიღწევა, რომლის საფუძველი უნდა იყოს პალესტინელებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.”

    აცხადებს პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან და საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.

  • ჰეზბოლა თუ ჩაგვითრევს, ლიბანი საფასურს გადაიხდის! – ისრაელის პრეზიდენტი

    ”მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას არავისთან და არც ჩვენს საზღვართან ჩრდილოეთით. კონცენტრირებული ვართ ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზე. მაგრამ თუ ჰეზბოლა ჩაგვითრევს, ლიბანი საფასურს გადაიხდის. ჩვენ ვღელავთ ებრაულ სათემოებზე და მათ უსაფრთხოებაზე. საერთაშორისო გაერთიანებამ ძლიერი ნაბიჯი უნდა გადადგას ებრაელთა დასაცავად მთელს მსოფლიოში”.

    განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას.

  • “ყველგან მივწვდებით” – ზელენსკი ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ამბობს რომ ამ ეტაპზე ოკუპანტებს აღარ აქვთ არც ერთი უსაფრთხო ლოჯისტიკური მარშრუტი არც ყირიმზე და არც შავი ზღვისა და აზოვის სანაპიროების ოკუპირებულ ნაწილებზე, რის გამოც პუტინი იძულებული გახდა თავისი შავი ზღვის ფლოტის ნარჩენები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეტანა. მან ასევე დაამატა, რომ ეს ნაბიჯი კრემლისთვის გამოსავალი ვერ იქნება და უკრაინა მათ “ყველგან მისწვდება.”

    “რუსეთის საზღვაო ძალებს უკვე აღარ შეუძლიათ ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს ისტორიული მიღწევაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.