Category: სლაიდერი

  • ჰამასის სამხედრო სამეთაურო ცენტრები საავადმყოფოს ქვეშაა განლაგებული – ისრაელი

    ისრაელის თავდაცვის ძალები სატელიტურ ფოტოებს ავრცელებენ სადაც ჩანს, რომ ღაზის სექტორში მდებარე შიფას საავადმყოფოს ქვეშ ჰამასის მთავარი სამხედრო სამეთაურო ცენტრებია განლაგებული.

    “ჰამასი” ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს განცხადება პრელუდიაა პალესტინელ ხალხზე შემდგომი თავდასხმებისთვის.

    “ჰამასის” წევრმა,  იზათ ალ-რიშქმა აღნიშნული ბრალდება 17 ოქტომბერს ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქებას დაუკავშირა, რასაც ჰამასი ისრაელს აბრალებდა, თუმცა IDF-მა მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ჩამოვარდნილი რაკეტა, ღაზის სექტორიდან გაშვებული მწყობრიდან გამოსული რაკეტა აღმოჩნდა.

  • ვითომ ძალისხმევას ეწევიან, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს – ჯაფარიძე “ოცნებაზე

    ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ქვეყანას უკვე ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი, რომ მიეღო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, რომ ჩვენ ვიყოთ ამ ტრიოს ნაწილი – ეს არის ჩვენი სურვილი. ლელოს ამოცანა არის ის, რომ დაუბრუნდეს საქართველო ტრიოს, იმიტომ, რომ რაც ქართულმა ოცნებამ მოახერხა, არამარტო გამოგვთიშა ამ ტრიოდან, არამედ ჩვენი ქვეყანა ჩამოწია უკან და გამოთიშა ამ უმნიშვნელოვანესი ტრიოდან.

    ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ დღეისათვის არ შეასრულა რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი და თვალთმაქცობით ცდილობს, რომ ფონს გავიდეს იმით, რომ ხალხს მოაჩვენოს თავი, რომ ვითომ რაიმე ძალისხმევას ეწევა იმისათვის, რომ ქვეყანამ გარდაუვალად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ამოცანა იყო, არის და დარჩება, რომ ქვეყანამ ძალიან სწრაფი ნაბიჯები გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე და დღეს ამ გზაზე ჩვენი შეფერხება არის რუსული ინტერესების გამტარებელი ქართული ოცნება.

    განაცხადა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ფორმულასთან საუბრისას.

  • უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება, რომელიც უნდა გადავჭრათ – კაია კალასი

    “ეს [უნგრეთი] ხდება პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ. ჩვენ ადრეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ უნგრეთთან მიმართებით ეს სულ უფრო რთულდება”.

    ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის წინ ისაუბრა.

  • „მაუწყებლობის კანონი“ მიიღეს ტყუილი არგუმენტით, რომ ევროპელები გვთხოვენ – ხვიჩია

    “ზოგადად, არ გამოვრიცხავ, “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირი და მათი რომელიმე წარმომადგენელი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს კარგ კანონს იღებდნენ, რადგან „ტვინი შეჭამეს“ ამ კანონის განხილვის დროს, რომ ეს ყველაფერი ევროპის 12 – პუნქტიან გეგმაში წერია და ა.შ.. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ არავის მოუთხოვია ამათთვის სიძულვილის ენის თუ განსაკუთრებით, უხამსობის ასეთი ტიპის რეგულირება. გამოვიდა, რომ კანონი მიიღეს ტყუილი არგუმენტით, რომ ევროპელები გვთხოვენო. გამოვიდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები ჩვენთან და თქვეს, რომ მათ ეს არ მოუთხოვიათ. ჩემი აზრით, რაც უნდა გაკეთდეს, რა დაჩქარებული წესითაც მიიღეს ეს კანონი, იმ დაჩქარებული წესით უნდა გაუქმდეს, რადგან მთავარი არგუმენტი გამოეცალა ამ კანონის მიღებას”,

    ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

  • ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია – სუს

    ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია – სუს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

    “ილურიძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ცხელი ხაზის მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

    ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, უსები არ წააგებენ – ორბანი

    “დღეს ყველამ იცის, მაგრამ ვერ ბედავენ ამის თქმას, რომ ევროკავშირის სტრატეგია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩავარდა. ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინა ფრონტზე ვერ გაიმარჯვებს. რუსები არ წააგებენ, საჭიროა გეგმა B”

    აცხადებს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი.

  • დიახ, პუტინს დსთ მე დავუშალე, ამას ვაღიარებ – სააკაშვილი

    ამას წინათ, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა, ვრცელი პანეგირიკი მიუძღვნა, დამადანაშაულა, რომ დსთ მე დავუშალე. გასაგებია, რატომაც მასამართლებენ, ხომ? დიახ, მას დსთ მე დავუშალე. ამას ვაღიარებ. იმიტომ, რომ საქართველო თავისუფლებისკენ მიდიოდა, წარმატებას აღწევდა – ამან დაუშალა და დაუნგრია დსთ.

    თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე, სადაც ის დისტანციურად ჩაერთო.

  • “თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ცეცხლი არც აშშ-ს დაინდობს” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

    „პალესტინაში გენოციდის მმართველ ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეებს გულწრფელად ვეუბნები: ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში, მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ეს ცეცხლი არც აშშ-ს დაინდობს. ეს ჩვენი სახლია და დასავლეთ აზია ჩვენი რეგიონია. ჩვენ კომპრომისზე არცერთ მხარესთან არ მივდივართ და არ გვაქვს დათქმა, როცა საქმე ეხება ჩვენი სახლის უსაფრთხოებას. გენოციდი ღაზაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ღაზის მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება. დღეს ღაზა ელოდება სასწრაფო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარულ დახმარებას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობა „ჰამასი“ ებრძვის ოკუპაციას და აქვს ლეგიტიმური უფლება…

    ჩვენი მოლაპარაკებების თანახმად, „ჰამასი“ მზადაა, გაათავისუფლოს მშვიდობიანი პატიმრები. მეორე მხრივ, მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ისრაელის ციხეებში მყოფი 6 000 პალესტინელის გათავისუფლებას. ირანი მზადაა, კატართან და თურქეთთან ერთად, თავისი როლი შეასრულოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ წამოწყებაში. ბუნებრივია, 6 000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება გლობალური საზოგადოების კიდევ ერთი აუცილებლობა და პასუხისმგებლობაა”.

    ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი საუბრობს.

  • რუს ჯარისკაცებს, რომლებიც არ ასრულებენ ბრძანებებს, ფაქტობრივად სიკვდილით სჯიან – თეთრი სახლი

    თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსულ არმიაში მეთაურები ჯარისკაცებს დაუმორჩილებლობისთვის სიკვდილით სჯიან.

    “რუსეთი ავდიივკაში ტაქტიკური წარმატების მიღწევას ცდილობს და ამ ფონზე საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის უგულებელყოფას აგრძელებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ იერიშის მიტანისას ათასობით სამხედრო დაკარგეს, ზოგიერთი მათგანი მეთაურების ბრძანებით მოკლეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი მეთაურები ფაქტობრივად სიკვდილით სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძანების შესრულებაზე უარს ამბობენ. ასევე ვფლობთ ინფორმაციას, რომ რუსი მეთაურები იმუქრებიან მთლიანი დანაყოფების სიკვდილით დასჯით, თუ ისინი შეეცდებიან უკან დახევას უკრაინული საარტილერიო ცეცხლის წინაშე”, – თქვა კირბიმ.

  • ანა ლაკობა უკრაინის პასპორტით საქართველოში 2018 წელს შემოვიდა და იმავე წელს დატოვა – შსს

    “ანა ლაკობა უკრაინის პასპორტით საქართველოში 2018 წელს შემოვიდა და იმავე წელს დატოვა”-შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში შემოვიდა რუსეთის მოქალაქე, ანა ლაკობა, რომელიც უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტების მხარეს იბრძოდა და ამავდროულად, არღვევს საქართველოს ოკუპაციის კანონს.

    “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე განვმარტავთ, რომ უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე Ganna ILYasova რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს.

    აღნიშნულმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ისარგებლა უკრაინის რესპუბლიკის მიერ გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტით.

    2018 წლის შემდეგ, პიროვნებას აღნიშნული პირადი მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

    აღნიშნული მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთის დროს არსებული სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა”. – წერია შსს-ს განცხადებაში.