Category: სლაიდერი

  • ილია II-მ ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა

    ილია II-მ ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა

    საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ “ქართული გალობისა და მრავალხმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით” ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.

    “ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი საპატრიარქოსთან ათეული წლებია, თანამშრომლობს და მხარს უჭერს მას ქართული იდენტობისა და  კულტურული საგანძურების გადარჩენა-განვითარების საქმეში. ერთ-ერთი ასეთი ერთობლივი  წარმატებული პროექტი უკავშირდება ქართული მრავალხმიანობის მემკვიდრეობითობის შენარჩუნების საქმეს, რომელსაც 2006 წელს  ჩაეყარა საფუძველი.

    ბიზნესმენის ინიციატივითა და პატრიარქის კურთხევით დაფუძნდა ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი,  რამელმაც მოიზიდა დარგის საუკეთესო სპეციალისტები, გახსნა რამდენიმე რეგიონული სკოლა და   უმაღლესი სასწავლებელი თბილისში. 2006 წლის 19 სექტემბრიდან საქმიანობა დაიწყო და აბიტურიენტების  პირველი  ნაკადი მიიღო საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის თბილისის უმაღლესმა სასწავლებელმა.

    განვითარების კვალობაზე სასწავლებელი  ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტი.

    უნივერსიტეტი ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის რეგენტებსა და ლოტბარებს, რომლებიც  ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნება- განვითარების საქმეს ემსახურებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში, ქართულ ემიგრაციაში.

    დღეისათვის საქართველოში მოქმედი ფოლკლორული თუ გალობის გუნდების უდიდეს ნაწილს ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ.

    გარდა აღნიშნულისა, ბიზნესმენის ინიციატივით 2012 წელს დაფუძნდა ფონდი ქართული გალობა, რომელიც ქართული მრავალხმიანობის მხარდასაჭერად სისტემატურად ატარებს ფოლკლორულ ფესტივალებს, გამოჩენიული ლოტბარების დაჯილდოების საღამოებს, მხარს უჭერს  გამოცემებს, კონცერტებს, გუნდებს, ახალი სახეების წარმოჩენას, კურსდამთავრებულების  დასაქმებას რეგიონებსა და უცხოეთში ქართული მრავალხმიანობის განვითარებას. ფონდს ხელმძღვანელობს ბიზნესმენის მეუღლე ნანა გოთუა.

    ვანო ჩხარტიშვილის დაფუძნებულია აგრეთვე ფონდი “აი ია“, რომელიც სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაცია / აბილიტაციითაა  დაკავებული” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • “პრეზიდენტს აღარ აქვს ქართველი ხალხის ნდობა, მოკლებულია ლეგიტიმაციას, ისაუბროს მათი სახელით” – პაპუაშვილი

    იმპიჩმენტის დროს დამდგარმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნდობა. ამიტომ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოკლებული არის ლეგიტიმაციას, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ეს ერთი, და მეორე, რა თქმა უნდა, შინაარსი. აბსურდულია ამ დროს საუბარი, თითქოს ქართველ ხალხს აქვს რაღაც კითხვები. არათუ ქართველ ხალხს აქვს კითხვები, ქართველმა ხალხმა 2020 წელს მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას”,

    ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობს და პრეზიდენტის განცხადებებს პასუხობს.

  • ისრაელის მედია: თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლიბერმანმა გააფრთხილა ხელისუფლება ჰამასის გეგმების შესახებ, მაგრამ მას არ მოუსმინეს

    2016 წელს ისრაელის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც აფრთხილებდა ისრაელის ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს, რომ ჰამასი გეგმავდა  ღაზას სექტორის საზღვრის გარღვევას, სამხრეთ ისრაელის დასახლებების ხელში ჩაგდებას, ხოცვა-ჟლეტას და მძევლების აყვანას, იტყობინება ისრაელის მედია.

    11 გვერდიანი დოკუმენტი, რომლის ნაწილი ორშაბათს გამოაქვეყნა გაზეთმა “იედიოთ აჰრონოტმა“, წინასწარმეტყველებს 7 ოქტომბრის ტრაგედიის ბევრ დეტალს და მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელის ხელისუფლებამ რამდენიმე წელი იცოდა ჰამასის ასეთი თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ იმოქმედა.

    „ჰამასი აპირებს კონფლიქტის გადატანას ისრაელის ტერიტორიაზე კარგად გაწვრთნილი ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობის გაგზავნით (მაგალითად, ნუხბი , კომანდოს ქვედანაყოფი ჰამასის სამხედრო ფრთაში ) ღაზას სექტორის საზღვარზე  მდებარე  ისრაელის თემის (ან შესაძლოა რამდენიმე თემის) ხელში ჩაგდებით და მძევლების აყვანით“, – წერს ლიბერმანი დოკუმენტში, რომელსაც გრიფი საიდუმლო აქვს.

    შაბათს, დილით, 7 ოქტომბერს, ჰამასის დაახლოებით 2500 ბოევიკი ისრაელში ხმელეთით, ზღვითა და ჰაერით შეიჭრა, რის შედეგადაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ჰამასმა და მასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა აიყვანეს სულ მცირე 239 მძევალი, მათ შორის 30-მდე ბავშვი და წაიყვანეს ღაზას სექტორში, სადაც ისინი  ამ დრომდე ტყვეობაში არიან.

    „ადამიანებისთვის  ფიზიკური ზიანის მიყენების გარდა, ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს ისრაელის მოქალაქეების მორალურ მდგომარეობას და გრძნობებს“, – გააფრთხილა ლიბერმანმა შესაბამისი სტრუქტურები.

    შაბათს საღამოს მიცემულ ინტერვიუში ავიგდორ ლიბერმანმა გაიხსენა ეს დოკუმენტი და თქვა, რომ მან იგი გადასცა პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს 2016 წლის დეკემბერში და გააფრთხილა, რომ ჰამასი “ზუსტად ისე დაესხმებოდა თავს ისრაელს”, როგორც  7 ოქტომბერს მოხდა, თუ მისი შესაძლებლობები არ განადგურდებოდა.

    თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ნეთანიაჰუ იძულებული გახდა ეს საკითხი დაეყენებინა კაბინეტის სხდომაზე, სადაც დოკუმენტი “საერთოდ უგულებელყვეს”, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებმა.

    პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ლიბერმანის განცხადებასა და მისი დოკუმენტის გამოქვეყნებაზე.

  • მთავრობის განცხადებით ონკოპაციენტებს ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდებათ

    მთავრობის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება.

    “მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს − საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით − მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება.

    აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს – გრიგორიადისის ბაბუა

    “ყველანაირად აზრი მიჩნდება, რომ ლაზარე შეკვეთილია. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც მხარში უდგას ლაზარეს და ჩვენ ოჯახს, თქვენ, ჟურნალისტებს. იმედი მაქვს მხოლოდ თქვენი. თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს”

    აცხადებს მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე.

  • თუ გვეტყვიან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში კონკრეტული ჩანაწერი დამაბრკოლებელია, ჩასწორდება- ღუდუშაური

    „ვიხილეთ, რომ საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან იმას, რასაც ოპოზიცია ამბობს. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელმაც ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციის მსჯელობას. ამის შემდეგ დაიწყეს ახალი ვერსიების შეთხზვა. ჩვენ მკაფიოდ ვამბობდით, რომ ამ ცვლილების მთავარი მიზანია კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა ევროინტეგრაციის კუთხით. თუ ოფიციალურად იქნება რაიმე და გვეტყვიან, რომ კონკრეტული ჩანაწერი დამაბრკოლებელია, ეს ცხადია, ამოღებული იქნება, მაგრამ ეს ოპოზიციის ხუშტურებისა და წკავ-წკავის საფუძველზე არ ხდება, რადგან ეს ადამიანები არიან ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი პირები,“

    ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარს გამოეხმაურა.

  • შემაშფოთებელია, როცა ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს – ზურაბიშვილი რუსებზე

    “ძალიან შემაშფოთებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს. და რომ სჯერათ, რომ ისინი სახლში არიან”,

    განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS-თან ინტერვიუში.  სხვა თემებთან ერთად საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზეც ისაუბრა

  • თეთრი სახლი აცხადებს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ომი, შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს

    ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ომი, შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს

    “პრეზიდენტი ძალიან ღია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით: თუ ამერიკულ ჯარს ირანი და მისი მარიონეტები თავს დაესხმებიან, ჩვენ შესაბამისად ვუპასუხებთ. ვფიქრობ, ირანელებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს.

    ჩვენ ვცდილობთ, რომ ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე ომი, რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. რისკი რეალურია”, – ამბობს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი.

  • ”პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული” – სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა გათიშეს

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან” მოსამართლის  ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, გათიშეს.

    კოჭლამაზაშვილის თქმით, სააკაშვილი „გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული”.

    „ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. ბრალდებულს დღეს, ისევე როგორც ყველა წინა სასამართლო სხდომაზე, მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. მას სასამართლომ მოუსმინა, დაახლოებით, 13-14 წუთი. ამ დროის განმავლობაში, მას საწყის ეტაპზე, განცხადების გაკეთების წინ, მიეცა განმარტება, რომ ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და წარდგენილი ბრალდების გარშემო უნდა ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მას არაერთგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია მისი საუბარი, თუმცა ის არ დაექვემდებარა მოსამართლის მიერ არაერთგზის გაკეთებულ მოწოდებებს. ამ დროს სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის საუბრობს და გასცდება განსახილველ საკითხებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ეხება. ჩვენ, მოსამართლეებს, ამის უფლება კანონიერად გვაქვს შეძენილი, რომ ნებისმიერ დროს, მხარე იქნება, ბრალდებული იქნება თუ დასაკითხი პირი, რომელიც გასცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, მისი საუბარი მოსამართლემ შეაჩეროს. ამ შემთხვევაში, მოხდა სწორედ ეს“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

    მას შემდეგ რაც მოსამართლემ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას გათიშა,  სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს.

    ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, მოსამართლეს ამ საქმის გაგრძელების მორალური უფლება არ აქვს.

    „საავადმყოფოდან ადამიანი რომ გათიშეთ, არაჰუმანურ ქცევაზე ნაკლები შეფასება ვერ მიეცემა, სამართლებრივი ტერმინიდან გამომდინარე, არაადამიანური ქცევაა ეს, პიროვნულად ნუ მიიღებთ. სააკაშვილი ავადმყოფობის გამო წელიწადნახევარი ვერ ერთვება სხდომებს, ის საუბრობს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება მიმდინარეობს. სააკაშვილმა რომ საერთაშორისო ამბებზე ისაუბროს, რატომ არ არის საქმესთან კავშირში? იმის ნაცვლად, გეკითხათ, რამდენი დრო დაჭირდებოდა, გათიშეთ. ეს თუ გაძევება არ არის, აბა რა არის? გათიშვის ნორმა არსებობს? გააძევეთ, მაგრამ გაძევებას არ არქმევთ. რაც გააკეთეთ, მას შემდეგ მორალური უფლება არ გაქვთ, ეს საქმე გააგრძელოთ“, – განაცხადა ბასილაიამ.

    აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა, მათი განმარტებითაც, სააკაშვილი საქმის გარშემო არ საუბრობს და დაცვის მხარის შუამდგომლობაც დაუსაბუთებელი იყო.

    ბადრი კოჭლამაზაშვილმა სხდომათა დარბაზში წესრიგის დარღვევის გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე გააძევა. მოსამართლის განმარტებით, ბარამიძის „შესაფასებელი არ არის, ის როგორ მოიქცეოდა“.

    სხდომა 20 ნოემბერს, 12:00 საათამდე გადაიდო.

  • ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ, ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი – სააკაშვილი

    “დღეს არის დიდი საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს დამპყრობელიც არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ. ნახეთ როგროი არეულობებია რუსეთში, მანამდე პრიგოჟინის აჯანყება იყო, წკიპზე არის რუსეთი, რუსეთი აუცილებლად ჩამოიშლება იმიტომ რომ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ამას ყოველ დღე ვხედავთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ თავზე არ ჩამოგვემხოს ეს ჩამოშლილი რუსეთი, იგივე ჩრდილო კავკასიით, სადაც ახლა არის არეულობები და უბედურებები.

    იმისათვის, რომ ჩვენ იყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ. მე მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დარეკავს და შეგვატყობინებს. […]

    მათ შორის ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას”,

    აცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.